27 ივლისი, შაბათი, 2024

სკოლებში წყლის, სანიტარული და ჰიგიენური პირობების გასაუმჯობესებლად

spot_img

 

7 თებერვალს, გაეროს ბავშვთა ფონდმა და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტომ ხელი მოაწერეს ახალ ხელშეკრულებას, რომლის საფუძველზეც დაახლოებით 15,000 ბავშვი, 60 სკოლაში, გაუმჯობესებული სანიტარიულ-ჰიგიენური პირობებით ისარგებლებს. პარტნიორობის ძირითადი მიზანია სკოლებში წყლისა და სანიტარიული ინფრასტრუქტურის სტანდარტების გაუმჯობესება, ასევე ბავშვებისა და სკოლის პერსონალის ცნობიერების ამაღლება უსაფრთხო ჰიგიენური პრაქტიკის შესახებ.

გაეროს ბავშვთა ფონდთან პარტნიორობით, შვეიცარია იღებს ვალდებულებას, დაიცვას ადამიანის უნივერსალური უფლება და უზრუნველყოს სკოლის მოსწავლეების სანიტარიულ პირობებზე წვდომა, ჰიგიენის სათანადო დონის შესანარჩუნებლად. ბავშვების ჯანმრთელობის ხელშეწყობის გარდა, პროექტი მიზნად ისახავს კიდევ უფრო მასშტაბური სოციალური ეფექტის მიღწევას, განსაკუთრებით გოგონებისთვის,“ – აღნიშნა დანიელ მევლიმ, შვეიცარიის თანამშრომლობის სამხრეთ კავკასიის ოფისის რეგიონალურმა დირექტორმა.

დღემდე, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტო უკვე დაეხმარა გაეროს ბავშვთა ფონდს, სკოლის ადმინისტრაციასა და ადგილობრივ მთავრობასთან თანამშრომლობით, 24 სკოლაში წყლის, სანიტარიული და ჰიგიენური პირობების გაუმჯობესებაში. ახალი პროექტის ფარგლებში, 60-ზე მეტი სკოლა აღიჭურვება ხელმისაწვდომი და გოგონებზე მორგებული საპირფარეშოებით, ჯანსაღი ცხოვრების სტილის ხელშემწყობი ინფორმაციითა და საშუალებებით და კარგი ჰიგიენის პრაქტიკებით, რომელიც მოიცავს კოვიდ-19-ის პრევენციასა და ბავშვების მიერ წყლის რაციონალურ მოხმარებას.

უაღრესად მოხარული ვართ, გავაგრძელოთ ჩვენი მტკიცე პარტნიორობა შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოსთან სკოლებში წყლის, სანიტარიული და ჰიგიენური პირობების გასაუმჯობესებლად. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახლა, კოვიდ-19-ის პანდემიის ფონზე. სუფთა და უსაფრთხო გარემოში გაზრდა ყველა ბავშვის უფლებაა. წვდომა სუფთა წყალზე, ელემენტარული პირობებით აღჭურვილ ტუალეტებზე და კარგი ჰიგიენური პრაქტიკა ხელს უწყობს არა მხოლოდ ბავშვების ჯანმრთელობის შენარჩუნებას, არამედ მათ განვითარებას და აკადემიურ მოსწრებასაც“. – აცხადებს გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი საქართველოში ღასან ხალილი.

პროექტი ასევე მიმართულია გარემოს დაცვითი პრობლემებისა და კლიმატის ცვლილების გავლენის შესახებ ცნობიერების ამაღლებისკენ და სკოლებში უსაფრთხო სასწავლო გარემოს გაუმჯობესებაში მასწავლებელთა შესაძლებლობების გაძლიერებისკენ. პროექტი 2025 წლამდე გაგრძელდება.

არდადეგები

არდადეგები – თავისუფლებისა და დასვენების დღეების ხიბლი

ინა იმედაშვილი იუჯის სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ათეულთა...

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები