29 მარტი, ოთხშაბათი, 2023

სკოლებში პირბადის ტარება სავალდებულო აღარ იქნება

spot_img

დღეიდან პირბადის გამოყენება სავალდებულო მხოლოდ საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და სამედიცინო დაწესებულებებში იქნება. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღაარიბაშვილმა მთავრობის სახდომაზე განაცხადა.

პრემიერის განცხადებით დღეიდან იხსნება ყველა სხვა რეგულაციაც. „ძალიან სტაბილური სურათი გვაქვს. კოვიდთან დაკავშირებული სიტუაცია დასტაბილურდა. ძალიან მშვიდი ვითარებაა ამ მიმართულებით. ეს გვაძლევს საშუალებას, რომ რეგულაციები კიდევ უფრო შევამსუბუქოთ. დღეიდან მოიხსნება პირბადის სავალდებულო ტარება, მათ შორის სკოლებშიც, რადგან ბავშვები განსაკუთრებით წუხან. დინამიკას დავაკვირდებით და შესაბამისად ვიმოქმედებთ“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ბლოგი

ერთიანი ეროვნული გამოცდები

მოსაზადებელი კურსი მოსწავლეებისთვის

პროფესიული

მსგავსი სიახლეები