20 ოქტომბერი, ოთხშაბათი, 2021

სკოლებში დამატებითი რეგულაციების შემოღება არ იგეგმება

spot_img

კოვიდვითარებასთან დაკავშირებულ დღევანდელ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ,  ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა, სკოლებში დაწესებული წესები უნდა შესრულდეს და დამატებითი რეგულაციების შემოღება არ იგეგმება. „ჩვენ მაქსიმალურად ვმუშაობთ იმისთვის, რომ სკოლების აქტივობა არ შეფერხდეს. სკოლებისთვის პროტოკოლი გაწერილია და იციან, როგორ მოიქცნენ, თუ ინფიცირება გამოვლინდა. იყო შემთხვევები, როცა საჯარო სკოლებს ონლაინრეჟიმზე გადასვლა მოუხდა. ჩვენთვის მთავარია, ეფექტურად მოხდეს საკლასო გარემოში გამოვლენილი შემთხვევების მართვა. ამას მეხუთე ტალღას ვერ დავარქმევთ, რადგან მეოთხე ტალღიდან ვერ გამოვედით. არის გარკვეული მერყეობა, რაც უნდა მოგვარდეს იმ გზით, რომ დავუბრუნდეთ პირბადის აქტიურ გამოყენებას და გააქტიურდეს ვაქცინაციის პროცესი. ასევე უნდა დავიცვათ სოციალური დისტანციის წესები“, – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

რაც შეეხება საერთო სურთას თამარ გაბუნიამ ბრიფინგზე განაცხადა, რომ დღევანდელი მაჩვენებლი ძალიან საყურადღებოა -„ უჩვეულოდ მაღალი მატებაა დღევანდელი ციფრი, თუნდაც, სამშაბათის ციფრების დაგროვებიდან გამომდინარეც კი. ამას კიდევ, რა თქმა უნდა, დამატებით მოკვლევა მოჰყვება.

 საერთოდ ბოლო რამდენიმე დღეა 2500 -დან 3000-მდე მერყეობს მაჩვენებლები. ბუნებრივია, ამას ხელს უწყობს მობილობა, ხელს უწყობს აცრების შედარებით დაბალი მაჩვენებელი, რადგან არ არის საკმარისი ის იმუნური ფენა, რომელიც დღეს ჩამოგვიყალიბდა იმისთვის, რომ ინფექციის გავრცელებას ხელი შეუშალოს. “

 ბოლო 24 საათში ქვეყანაში კორონავირუსის 4 774 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა,  გარდაიცვალა 37 ადამიანი.

გამოვლენილი ახალი შემთხვევებიდან თბილისში დაფიქსირდა 1 359 ახალი შემთხვევა, იმერეთში – 1060, კახეთში – 617.

11 ოქტომბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 10.01%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 6.58% ხოლო 7 დღის მანძილზე – 7.98%.

 

სკოლები პანდემიის პირისპირ

მოსამზადებელი კურსი მოსწავლეებისთვის

უცხოური ამბები

მსგავსი სიახლეები