27 ივლისი, შაბათი, 2024

სკოლები ვალდებულნი არიან, დაიწყონ ელექტრონული ჟურნალის წარმოება

spot_img

„საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მოსწავლეთა გაკვეთილზე დასწრების აღრიცხვის ჟურნალის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 22 აგვისტოს №114/ნ ბრძანებაში ცვლილება შევიდა, რომლის თანახმადაც, 2020-2021 სასწავლო წელს, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები ვალდებულნი არიან, დაიწყონ ელექტრონული ჟურნალის წარმოება. ამავე ბრძანების მიხედვით ირკვევა, რომ მომავალ სასწავლო წელს სასკოლო ჟურნალს სრულად ჩაანაცვლებს ელექტრონული ჟურნალი:  „2021-2022 სასწავლო წლიდან  საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ელექტრონული ჟურნალის წარმოება გახდეს სავალდებულო და გაუქმებულ იქნეს ჟურნალების წარმოება“.

დოკუმენტის თანახმად, ყველა საჯარო სკოლამ უნდა აწარმოოს ელექტრონული ჟურნალი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ შექმნილი პლატფორმით. თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ საჯარო ან კერძო სკოლის ყველა მასწავლებელს არ აქვს შესაბამისი პირობები (კომპიუტერული მოწყობილობა/ინტერნეტი), სკოლა ყოველდღიურად აგრძელებს ჟურნალის წარმოებას და ყოველი კვირის ბოლოს მასწავლებლები შეიტანენ დასწრებისა და შეფასებების შესახებ ინფორმაციას ელექტრონული ჟურნალის პლატფორმაზე, რისთვისაც უნდა გამოიყენონ საჯარო/კერძო სკოლის რესურსი (კომპიუტერული მოწყობილობა/ინტერნეტი).

მიმდინარე სასწავლო წელს, სასკოლო ჟურნალსა და ელექტრონულ ჟურნალში არსებული მონაცემების შეუსაბამობის შემთხვევაში, უპირატესობა სასკოლო ჟურნალში არსებულ ინფორმაციას მიენიჭება.

 

არდადეგები

არდადეგები – თავისუფლებისა და დასვენების დღეების ხიბლი

ინა იმედაშვილი იუჯის სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ათეულთა...

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები