27 ივლისი, შაბათი, 2024

სკოლა VS პანდემია

spot_img

დის­ტან­ცი­უ­რი სწავ­ლე­ბა — პრობ­ლე­მე­ბი და ახა­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი

ლა­ლი ნა­რი­მა­ნი­ძე

პროგ­რა­მის „არა­ქარ­თუ­ლე­ნო­ვა­ნი სკო­ლე­ბის მხარ­და­ჭე­რა“   კონ­სულ­ტანტ-მას­წავ­ლე­ბე­ლი

 

პან­დე­მი­ამ მსოფ­ლიო დი­დი გა­მოწ­ვე­ვე­ბის წი­ნა­შე და­ა­ყე­ნა. გრი­პის ვი­რუს­მა აიძუ­ლა ქვეყ­ნე­ბი, გა­მო­ეცხა­დე­ბი­ნათ კა­რან­ტი­ნი. ჩა­ი­კე­ტა ქა­ლა­ქე­ბი და სოფ­ლე­ბი, და­ი­ხუ­რა სკო­ლე­ბი და დღის წეს­რიგ­ში დად­გა საკ­ლა­სო ოთახ­ში სწავ­ლე­ბის ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი გზე­ბის ძი­ე­ბა.

სა­ქარ­თ­ვე­ლოს ყვე­ლა სკო­ლა, მათ შო­რის მარ­ნე­უ­ლის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სკო­ლე­ბი, გა­და­ვი­და სწავ­ლე­ბის დის­ტან­ცი­ურ მო­დელ­ზე. პირ­ველ ეტაპ­ზე კა­რან­ტი­ნი სწო­რედ მარ­ნე­ულ­ში გა­მოცხად­და. სა­ჭი­რო გახ­და მოს­წავ­ლეე­ბის ოჯა­ხე­ბი­დან მოგ­ვე­ძი­ე­ბი­ნა ინ­ფორ­მა­ცია ჰქონ­დათ თუ არა ინ­ტერ­ნე­ტი, კომ­პი­უ­ტე­რი ან ტე­ლე­ფო­ნი, რომ­ლი­თაც შეძ­ლებ­დ­ნენ თიმ­სის პროგ­რა­მა­ში შე­მოს­ვ­ლას.

მარ­ნე­უ­ლის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ყუ­ლა­რის სა­ჯა­რო სკო­ლამ, სიძ­ნე­ლე­ე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, თა­ვი გა­არ­თ­ვა ამ გა­მოწ­ვე­ვას. კონ­სულ­ტანტ-მას­წავ­ლე­ბელ­მა სკო­ლის პე­და­გო­გებ­თან დის­ტან­ცი­უ­რად ჩა­ა­ტა­რა რამ­დე­ნი­მე სა­მუ­შაო შეხ­ვედ­რა თე­მა­ზე „რო­გორ ვი­მუ­შა­ოთ თიმ­ს­ში“ . კლა­სის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლე­ბი და­უ­კავ­შირ­დ­ნენ მშობ­ლებს, და­ეხ­მარ­ნენ მოს­წავ­ლე­ებს ახა­ლი სას­წავ­ლო პროგ­რა­მის გა­აქ­ტი­უ­რე­ბა­ში, მის­ცეს შე­სა­ბა­მი­სი ინ­ს­ტ­რუქ­ცი­ე­ბი.

თა­ვი­დან ძნე­ლი იყო მუ­შა­ო­ბის პრო­ცეს­ში ყვე­ლა მოს­წავ­ლის ჩარ­თ­ვა. მათ არ ჰქონ­დათ შე­სა­ბა­მი­სი უნა­რე­ბი, გან­სა­კუთ­რე­ბით დაწყე­ბი­თი სა­ფე­ხუ­რის მოს­წავ­ლე­ებს. მშობ­ლე­ბი შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად ეხ­მა­რე­ბოდ­ნენ ბავ­შ­ვებს. ზო­გი­ერთს ინ­ტერ­ნე­ტის პრობ­ლე­მა ჰქონ­და, ზოგს ტექ­ნი­კა არ აძ­ლევ­და დის­ტან­ცი­ურ გაკ­ვე­თილ­ზე შე­მოს­ვ­ლის სა­შუ­ა­ლე­ბას. მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის, რომ­ლე­ბიც ვერ ახერ­ხებ­დ­ნენ თიმ­ს­ში მუ­შა­ო­ბას, შევ­ქ­მე­ნით ჯგუ­ფე­ბი სო­ცი­ალ­ურ ქსელ „ვო­ცაბ­ში“ და „მე­სენ­ჯერ­ში“. ვცდი­ლობ­დით, სწავ­ლე­ბის მიღ­მა არ დაგ­ვ­რ­ჩე­ნო­და მოს­წავ­ლე­ე­ბი.

ჩვენს მოს­წავ­ლე­ებს არ ჰქონ­დათ წვდო­მა თა­ვი­ანთ მშობ­ლი­ურ ენა­ზე მო­ეს­მი­ნათ კო­ვი­დინ­ფექ­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი. სა­სი­ცოცხ­ლოდ მნიშ­ვე­ლო­ვა­ნი იყო მსგავ­სი ტი­პის გაკ­ვე­თი­ლე­ბის ჩა­ტა­რე­ბა. სკო­ლის პე­და­გოგ­თა დის­ტან­ცი­ურ სა­მუ­შაო შეხ­ვედ­რა­ზე და­ი­გეგ­მა გაკ­ვე­თი­ლი და მი­ზან­საც მი­ვაღ­წი­ეთ.

მუ­შა­ო­ბის პრო­ცეს­ში ბავ­შ­ვებს მოს­წონ­დათ დის­ტან­ცი­უ­რი გაკ­ვე­თი­ლე­ბი, იყ­ვ­ნენ გახ­ს­ნი­ლე­ბი, უფ­რო თა­მა­მად გა­მოთ­ქ­ვამ­დ­ნენ სა­კუ­თარ მო­საზ­რე­ბებს, თუმ­ცა პა­ტა­რებს უჭირ­დათ და­ვა­ლე­ბე­ბის კომ­პი­უ­ტერ­ში შეს­რუ­ლე­ბა. ისი­ნი წერ­დ­ნენ რვე­ულ­ში, უღებ­დ­ნენ სუ­რათს და ისე აგ­ზავ­ნიდ­ნენ.

ძა­ლი­ან დაგ­ვეხ­მა­რა ტე­ლესკო­ლის გაკ­ვე­თი­ლე­ბი სხვა­დას­ხ­ვა სა­გან­ში, რომ­ლებ­საც დის­ტან­ცი­უ­რი გაკ­ვე­თი­ლე­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად ვი­ყე­ნებ­დით.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ქარ­თუ­ლი ენის კლუ­ბის მუ­შა­ო­ბაც კი შევ­ძე­ლით. მოს­წავ­ლე­ებ­თან ერ­თად წა­ვი­კითხეთ რამ­დე­ნი­მე პა­ტა­რა ქარ­თუ­ლი ადაპ­ტი­რე­ბუ­ლი მოთხ­რო­ბა და მო­ვაწყვეთ გან­ხილ­ვა, მათ და­ხა­ტეს ნა­ხა­ტე­ბი, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც შექ­მ­ნეს წა­კითხუ­ლი მოთხ­რო­ბის მო­დი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი ვერ­სი­ე­ბი. რო­გორც კი დაბ­რუნ­დ­ნენ სკო­ლა­ში, ააწყვეს დიდ წიგ­ნად.

დის­ტან­ცი­უ­რი სწავ­ლე­ბის პრო­ცეს­ში გა­მოვ­კ­ვე­თეთ პრობ­ლე­მე­ბიც: მოს­წავ­ლე­ებს უჭირთ პროგ­რა­მა თიმ­ს­ში მუ­შა­ო­ბა, სა­ში­ნაო და­ვა­ლე­ბე­ბის ატ­ვირ­თ­ვა და ტეს­ტე­ბის შეს­რუ­ლე­ბა. სას­წავ­ლო წლის და­საწყის­ში გა­დავ­წყ­ვი­ტეთ, რამ­დე­ნი­მე გაკ­ვე­თი­ლი და­ვუთ­მოთ ამ პრობ­ლე­მე­ბის აღ­მოფხ­ვ­რას, რა­თა დის­ტან­ცი­ურ სწავ­ლე­ბა­ზე შე­საძ­ლო გა­დას­ვ­ლას მომ­ზა­დე­ბუ­ლე­ბი შევ­ხ­ვ­დეთ.

კარ­გი იქ­ნე­ბა, თუ არა­ქარ­თუ­ლე­ნო­ვა­ნი სკო­ლე­ბის პე­და­გო­გებს შე­საძ­ლებ­ლო­ბა ექ­ნე­ბათ თა­ვი­ანთ მშობ­ლი­ურ ენა­ზე ჩა­უ­ტარ­დეთ ტრე­ნინ­გი დის­ტან­ცი­ურ სწავ­ლე­ბა­სა და თიმ­ს­ში მუ­შა­ო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რა­თა ასე­თი ტი­პის სკო­ლებ­ში უკე­თე­სი იყოს სწავ­ლა-სწავ­ლე­ბის ხა­რის­ხი.

მხო­ლოდ გა­ნათ­ლე­ბა­შია ნე­ბის­მი­ე­რი სი­ტუ­ა­ცი­ი­დან გა­მოს­ვ­ლის სა­შუ­ა­ლე­ბა

ინ­გა ბაგ­რა­ტი­ო­ნი

არა­ქარ­თუ­ლე­ნო­ვა­ნი სკო­ლე­ბის პრო­ფე­სი­უ­ლი მხარ­და­ჭე­რის პროგ­რა­მის კონ­სულ­ტანტ-მას­წავ­ლე­ბე­ლი, 
სსიპ ახალ­ქა­ლა­ქის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ალას­ტა­ნის სა­ჯა­რო სკო­ლის ქარ­თუ­ლის, რო­გორც მე­ო­რე ენის მას­წავ­ლე­ბე­ლი,
ზუ­რაბ ჟვა­ნი­ას სა­ხე­ლო­ბის სა­ხელ­მ­წი­ფო ად­მი­ნის­ტ­რი­რე­ბის სკო­ლის ტრე­ნე­რი

2020 წე­ლი თით­ქოს მშვი­დად შე­მო­ვი­და ჩვენს ცხოვ­რე­ბა­ში. მარ­თა­ლია, გვეს­მო­და, იქ, სადღაც ჩი­ნეთ­ში, რა­ღაც ვი­რუ­სი მძვინ­ვა­რებს, მაგ­რამ ჩვენ რა, ჩი­ნე­თი ხომ ძა­ლი­ან შორს არის… მაგ­რამ მსოფ­ლი­ოს და­ა­ვიწყ­და, ალ­ბათ, ის, რომ 21-ე სა­უ­კუ­ნე­ში ცნე­ბა — შო­რია, აღარ არ­სე­ბობს და… აი, აქ და­იწყო, რაც და­იწყო! რა­ზეც ძა­ლი­ან ბევ­რი და­ი­წე­რა, ით­ქ­ვა და ნაჩ­ვე­ნე­ბი იქ­ნა, ამი­ტომ გლო­ბა­ლურ თე­მებ­ზე ჩვენ არც ვიმ­ს­ჯე­ლებთ და ვერც ვიმ­ს­ჯე­ლებთ. ჩვენ ვი­სა­უბ­რებთ იმ გა­მოწ­ვე­ვებ­ზე, სირ­თუ­ლე­ებ­სა და აღ­მო­ჩე­ნებ­ზე, რაც კო­რო­ნა­ვი­რუს­მა მოგ­ვი­ტა­ნა ჩვენ, მას­წავ­ლებ­ლებს.

მთა­ვა­რი გა­მოწ­ვე­ვა იყო სწავ­ლე­ბის ახალ ფორ­მა­ზე გა­დას­ვ­ლა — დის­ტან­ცი­უ­რი სწავ­ლე­ბა!

ეს გა­მოწ­ვე­ვა, პი­რა­დად ჩემ­თ­ვის და ჩე­მი კო­ლე­გე­ბის­თ­ვის, იყო პა­ნი­კის, უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბის და პრო­ტეს­ტის სა­ფუძ­ვე­ლი: რა დის­ტან­ცი­უ­რი, რის დის­ტან­ცი­უ­რი?

იმ სკო­ლებ­ში, სა­დაც ჩვენ ვმუ­შა­ობთ — არა­ქარ­თუ­ლე­ნო­ვან სკო­ლებ­ში, მა­ღალ­მ­თი­ან სოფ­ლებ­ში, სა­დაც ინ­ტერ­ნე­ტი, კომ­პი­უ­ტე­რე­ბი და ნო­უთ­ბუ­ქე­ბიც ყვე­ლას არ აქვს. ეს თიმ­სი კი­დევ რა ჯან­და­ბა და დო­ზა­ნაა, ჩვენ არ ვი­ცით რო­გორ ვი­მუ­შა­ოთ და ბავ­შ­ვე­ბი და კო­ლე­გე­ბი, რომ­ლებ­მაც ქარ­თუ­ლი არ იცი­ან, რო­გორ გა­არ­თ­მე­ვენ თავს ამ პროგ­რა­მა­ში მუ­შა­ო­ბას… და რო­გორ მო­ვა­ხერ­ხებთ სას­წავ­ლო პრო­ცე­სის ორ­გა­ნი­ზე­ბას დის­ტან­ცი­უ­რად, რო­ცა ეს პე­რი­ო­დი ძი­რი­თა­დად სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო სა­მუ­შა­ო­ე­ბის პე­რი­ო­დია და მოს­წავ­ლე­ე­ბის სკო­ლა­ში მოს­ვ­ლა, ხში­რად, პრობ­ლე­მა­ტუ­რია, ონ­ლა­ინ ეს რო­გორ მო­ხერ­ხ­დე­ბა?

მაგ­რამ მას­წავ­ლე­ბე­ლი რის მას­წავ­ლე­ბე­ლია, თუ მან თა­ვად არ ის­წავ­ლა და ალ­ღო არ აუღო ყვე­ლა­ფერს ახალს?

სა­ნამ მოს­წავ­ლე­ებ­თან მუ­შა­ო­ბა და­იწყე­ბო­და ოფი­ცი­ა­ლუ­რად, მას­წავ­ლებ­ლებ­მა ჩვე­ნი ჯგუ­ფე­ბი შევ­ქ­მე­ნით და და­ვიწყეთ ერ­თ­მა­ნე­თის სწავ­ლე­ბა, ჩვე­ნი კო­ლე­გე­ბის ნა­წი­ლი დი­დი ხა­ნია დის­ტან­ცი­უ­რად ას­წავ­ლის საზღ­ვარ­გა­რეთ მცხოვ­რებ ქარ­თ­ველ ბავ­შ­ვებს მშობ­ლი­ურ ენას და გარ­კ­ვე­უ­ლი იყ­ვ­ნენ თიმ­ს­ში. სწო­რედ ისი­ნი გვას­წავ­ლიდ­ნენ რო­გორ უნ­და ვი­მუ­შა­ოთ და რის გა­კე­თე­ბა შეგ­ვიძ­ლია ამ პროგ­რა­მა­ში. ამი­სათ­ვის მად­ლო­ბა მინ­და ვუთხ­რა ჩვენს კო­ლე­გას და მე­გო­ბარს, ჩვე­ნი პროგ­რა­მის მას­წავ­ლე­ბელს, მა­რი­ნა წიკ­ლა­ურს, რო­მე­ლიც ყო­ველ სა­ღა­მოს იც­ლი­და ჩვენ­თ­ვის და გვა­ზი­ა­რებ­და თიმსს.

აქ­ვე მინ­და ვთქვა იმის შე­სა­ხებ, რომ სრულ­ყო­ფი­ლი ტრე­ნინ­გი გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს ამ პროგ­რა­მა­ში სა­მუ­შა­ოდ ჩვენ­თ­ვის არ ჩა­უ­ტა­რე­ბია, არ ვი­ცი, შე­იძ­ლე­ბა, რო­მე­ლი­მე სეგ­მენტს ჩა­უ­ტა­რეს, მაგ­რამ, აი, ჩვენ­თან ეს ტრე­ნინ­გე­ბი არ მო­სუ­ლა. თუმ­ცა, ვი­დე­ო­ინ­ს­ტ­რუქ­ცი­ე­ბი ნამ­დ­ვი­ლად ხელ­მი­საწ­ვ­დო­მი იყო ყვე­ლა­სათ­ვის.

ჩვენ თვი­თონ, მა­რი­ნას კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბის შემ­დეგ, ვუ­კავ­შირ­დე­ბო­დით ჩვე­ნი არა­ქარ­თუ­ლე­ნო­ვა­ნი სკო­ლე­ბის მას­წავ­ლებ­ლებს და ვუხ­ს­ნი­დით რა და რო­გორ გა­ე­კე­თე­ბი­ნათ, რო­გორ ემუ­შა­ვათ ბავ­შ­ვებ­თან.

ერ­თა­დერ­თი სრულ­ყო­ფი­ლი ტრე­ნინ­გი იყო ჟვა­ნი­ას სა­ხე­ლო­ბის სა­ხელ­მ­წი­ფო ად­მი­ნის­ტ­რი­რე­ბის სკო­ლის მი­ერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ტრე­ნინ­გი, რო­მელ­მაც მხო­ლოდ ამ სკო­ლის ტრე­ნე­რე­ბი მო­იც­ვა. ტრე­ნინ­გი ნამ­დ­ვი­ლად იყო სრულ­ყო­ფი­ლი და ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ჩვენ­თ­ვის, რის­თ­ვი­საც მად­ლო­ბა მინ­და ვუთხ­რა პროგ­რა­მის ხელ­მ­ძღ­ვა­ნელს, მა­კა ომი­ა­ძეს და ტრე­ნერს, ხა­თუ­ნა ცი­ხე­ლაშ­ვილს.

თუმ­ცა ამ ტრე­ნინ­გამ­დე იყო უკ­ვე არა­ერ­თი ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გაკ­ვე­თი­ლი, რომ­ლის შე­დე­გა­დაც ხმა ჩაგ­ვიწყ­და მას­წავ­ლებ­ლებს, სა­ღა­მოს თით­ქ­მის ყვე­ლა­ნი თა­ვის ტკი­ვი­ლით გაბ­რუ­ე­ბუ­ლე­ბი ვგეგ­მავ­დით მომ­დევ­ნო დღის გაკ­ვე­თი­ლებს. ჯერ ერ­თი, ამ­დე­ნი ხნით კომ­პი­უ­ტერ­თან ჯდო­მა! გაკ­ვე­თილს ვინ ატა­რებს დამ­ჯ­და­რი? ყვე­ლა­ნი ვმოძ­რა­ობთ გაკ­ვე­თილ­ზე, ვა­კონ­ტ­რო­ლებთ სას­წავ­ლო პრო­ცესს, დის­ციპ­ლი­ნას, ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად ვეხ­მა­რე­ბით და ვცემთ პა­სუხს მოს­წავ­ლე­ებს, აქ კი კომ­პი­უ­ტერ­თან ზი­ხარ და ბო­ლო ხმა­ზე გაჰ­კი­ვი, რად­გან არ ეს­მით შე­ნი, არ გეს­მის მა­თი, რა­ღაც გა­რე­შე ხმე­ბი შე­მო­დის, იქ რა­ღაც წი­ვის ტე­ლე­ფონ­სა თუ ნო­უთ­ბუკ­ში, იქ მა­მა­ლი ყი­ვის ეზო­ში, იქ კი ბავ­შ­ვი კი­ვის გან­წი­რუ­ლი ხმით, რად­გან კომ­პი­უ­ტერ­თან მის­ვ­ლის და მულ­ტ­ფილ­მე­ბის ნახ­ვის სა­შუ­ა­ლე­ბას არ აძ­ლე­ვენ (მარ­თა­ლია, მა­ლე­ვე ვის­წავ­ლეთ ხმის გა­თიშ­ვა, მაგ­რამ…), და პლ­უს ამას, შენ მუ­შა­ობ არა­ვის­თან, სი­ცა­რი­ე­ლეს­თან, რად­გან ბავ­შ­ვე­ბი არ რთა­ვენ ვი­დე­ოთ­ვალს, რად­გან ზო­გი ჯერ კი­დევ სა­წოლ­შია, ზო­გი სა­უზ­მობს, ზო­გიც უკ­ვე ბო­სელ­ში ან ნა­ხირ­შია.

მაგ­რამ გარ­კ­ვე­უ­ლი ში­შე­ბი, რო­გორ შეძ­ლე­ბენ ბავ­შ­ვე­ბი ამ ყვე­ლა­ფერ­ში ჩარ­თ­ვას, თურ­მე სა­ფუძ­ველს მოკ­ლე­ბუ­ლი ყო­ფი­ლა, რად­გან ბავ­შ­ვებ­მა, ხშირ შემ­თხ­ვე­ვა­ში, ჩვენ­ზე უფ­რო ად­რე გა­არ­თ­ვეს თა­ვი ტექ­ნი­კურ სირ­თუ­ლე­ებს და უპ­რობ­ლე­მოდ ჩა­ერ­თ­ვ­ნენ სას­წავ­ლო პრო­ცეს­ში სა­წო­ლი­დან, სუფ­რი­დან, ბოს­ლი­დან, ნა­ხი­რი­დან, ერევ­ნი­დან და სა­კა­რან­ტი­ნო სივ­რ­ცი­და­ნაც.

ყვე­ლა­ზე რთუ­ლი მთელ ამ პრო­ცეს­ში, გულ­წ­რ­ფე­ლე­ბი რომ ვი­ყოთ, მთე­ლი კლა­სის ჩარ­თ­ვა იყო. ჩვენ ვი­ცით, რომ სკო­ლა­ში მოს­წავ­ლე­ე­ბის საკ­მა­ოდ დი­დი ნა­წი­ლი ნაკ­ლებ­მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლე­ბი არი­ან და სკო­ლა­ში და­დი­ან იმი­ტომ, რომ ასეა სა­ჭი­რო, აქ კი, ვირ­ტუ­ა­ლურ სივ­რ­ცე­ში, მშო­ბე­ლი ვერ გა­ა­კონ­ტ­რო­ლებს არის თუ არა ბავ­შ­ვი გაკ­ვე­თილ­ზე ან შე­იძ­ლე­ბა ბავ­შ­ვი, ამ მო­მენ­ტ­ში, მას ეხ­მა­რე­ბა სა­ო­ჯა­ხო საქ­მე­ებ­ში, რაც მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია ახ­ლა, ამ წუთ­ში, მის­თ­ვის და მი­სი ოჯა­ხის­თ­ვის. აბა ეს 20-წუ­თი­ა­ნი გაკ­ვე­თი­ლი რა გაკ­ვე­თი­ლიაო და ამ პო­ზი­ცი­ის გა­მო, ის ბავ­შ­ვე­ბი, რომ­ლე­ბიც სკო­ლა­ში მო­დი­ოდ­ნენ და მა­თი ჩარ­თუ­ლო­ბა სას­წავ­ლო პრო­ცეს­ში უშუ­ა­ლოდ რე­გუ­ლირ­დე­ბო­და მას­წავ­ლებ­ლის მხრი­დან, ამ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში სა­ერ­თოდ გა­მო­ე­თიშ­ნენ სას­წავ­ლო პრო­ცესს (მა­თი სა­ბო­ლოო შე­ფა­სე­ბა კი, პირ­ვე­ლი სე­მეს­ტ­რის ნიშ­ნე­ბი­სა და მე­ო­რე სე­მეს­ტ­რ­ში ცოცხ­ლად ჩა­ტა­რე­ბულ გაკ­ვე­თი­ლებ­ზე მი­ღე­ბუ­ლი შე­ფა­სე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე მოხ­და. რაც, პრინ­ციპ­ში, იმ მო­მენ­ტის­თ­ვის სწო­რი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა იყო).

რაც შე­ე­ხე­ბა თა­ვად სა­გაკ­ვე­თი­ლო პრო­ცესს, სადღაც 10-15 დღე­ში ყვე­ლა­ფე­რი და­იხ­ვე­წა და მეტ-ნაკ­ლე­ბად გა­ვარ­თ­ვით თა­ვი ტექ­ნი­კურ გა­მოწ­ვე­ვებს. თიმ­სი, და ზო­გა­დად დის­ტან­ცი­უ­რი სწავ­ლე­ბა, საკ­მა­ოდ სა­ინ­ტე­რე­სო ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტი აღ­მოჩ­ნ­და სას­წავ­ლო პრო­ცე­სის მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბის­თ­ვის, რად­გან მუ­შა­ო­ბის დროს მას­წავ­ლე­ბელს გაქვს სა­შუ­ა­ლე­ბა, მო­მენ­ტა­ლუ­რად მო­ძებ­ნო სა­ჭი­რო რე­სურ­სი ინ­ტერ­ნეტ­ში და იქ­ვე გა­უ­ზი­ა­რო მოს­წავ­ლე­ებს, რაც საკ­მა­ოდ სა­ინ­ტე­რე­სოს ხდის სას­წავ­ლო პრო­ცესს, და­ვა­ლე­ბე­ბის შეს­რუ­ლე­ბა და შე­ფა­სე­ბაც საკ­მა­ოდ სა­ინ­ტე­რე­სო და მო­ბი­ლუ­რია. ნე­ბის­მი­ე­რი რე­სურ­სის მი­სა­მარ­თი ად­ვი­ლად ხელ­მი­საწ­ვ­დო­მი ხდე­ბა და მოს­წავ­ლე­ე­ბი არ ხარ­ჯა­ვენ ზედ­მეტ დროს მის მო­ძი­ე­ბა­სა და და­მუ­შა­ვე­ბა­ში. გარ­და ამი­სა, თა­ვად მოს­წავ­ლე­ე­ბი ქმნი­ან თა­ვი­ანთ ელექ­ტ­რო­ნულ რე­სურსს და ის მთე­ლი კლა­სის­თ­ვის ხდე­ბა ხელ­მი­საწ­ვ­დო­მი, ან პი­რი­ქით, მხო­ლოდ მას­წავ­ლე­ბელს შე­უძ­ლია მი­სი ნახ­ვა.

გარ­და ამი­სა, თა­ვად გაკ­ვე­თი­ლი ხდე­ბა სას­წავ­ლო რე­სურ­სი. რამ­დენ­ჯერ ჰქო­ნი­ათ თა­ნა­მედ­რო­ვე მოს­წავ­ლე­ებს სურ­ვი­ლი, ჩა­ე­წე­რათ გაკ­ვე­თი­ლი ტე­ლე­ფონ­ზე და შემ­დეგ სახ­ლ­ში კი­დევ ერ­თხელ მო­ეს­მი­ნათ მას­წავ­ლებ­ლის ახ­ს­ნი­ლი. აქ კი, მოს­წავ­ლეს, რო­მე­ლიც არ ეს­წ­რე­ბო­და გაკ­ვე­თილს, შე­უძ­ლია ნა­ხოს ჩა­ნა­წე­რი და გა­ერ­კ­ვეს იმა­ში თუ რა მა­სა­ლა­ზე იმუ­შა­ვა კლას­მა გაკ­ვე­თილ­ზე.

საკ­მა­ოდ სა­ინ­ტე­რე­სო დამ­ხ­მა­რე რე­სურ­სი იყო ტე­ლეს­კო­ლის გაკ­ვე­თი­ლე­ბი, ქარ­თუ­ლის, რო­გორც მე­ო­რე ენის, ჩე­მი სა­ქარ­თ­ვე­ლოს, ბუ­ნე­ბი­სა და გე­ოგ­რა­ფი­ის გაკ­ვე­თი­ლე­ბიც ხში­რად გა­მოგ­ვი­ყე­ნე­ბია სას­წავ­ლო რე­სურ­სად.

ბო­ლოს მინ­და ვთქვა, რომ სრუ­ლად დის­ტან­ცი­უ­რი სწავ­ლე­ბა დამ­ღუპ­ვე­ლი იქ­ნე­ბა სა­ხელ­მ­წი­ფოს­თ­ვის, რად­გან ის­წავ­ლი­ან მხო­ლოდ ძა­ლი­ან მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლი ბავ­შ­ვე­ბი ან ძა­ლი­ან მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლი მშობ­ლე­ბის შვი­ლე­ბი (ტექ­ნი­კუ­რი უზ­რუნ­ველ­ყო­ფა ყვე­ლა­ზე ნაკ­ლე­ბი პრობ­ლე­მაა ამ სა­კითხ­ში, რად­გან ჩემს მა­ღალ­მ­თი­ან სო­ფელ­შიც კი ყვე­ლა მოს­წავ­ლეს აქვს სმარ­ტ­ფო­ნი და აქვს ინ­ტერ­ნე­ტი, რომც არ ჰქონ­დეთ, სა­ხელ­მ­წი­ფოს ამ პრობ­ლე­მის მოგ­ვა­რე­ბა კა­პი­კებ­ში შე­უძ­ლია, მაგ­რამ ეს არ გვაძ­ლევს იმის გა­რან­ტი­ას რომ ყვე­ლა მოს­წავ­ლე შე­მო­ვა გაკ­ვე­თილ­ზე) და საკ­მა­ოდ დი­დი რა­ო­დე­ნო­ბა ბავ­შ­ვე­ბი­სა დარ­ჩე­ბა სა­ყო­ველ­თაო ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მის მიღ­მა, რად­გან ცოცხალ მას­წავ­ლე­ბელს, მის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბებს სას­წავ­ლო პრო­ცეს­თან, მოს­წავ­ლე­ებ­თან ვე­რა­ნა­ი­რი გუგ­ლი და ინ­ტერ­ნე­ტი ვერ ჩა­ა­ნაც­ვ­ლებს. ფაქ­ტე­ბის ცოდ­ნა შე­იძ­ლე­ბა მი­ი­ღო ინ­ტერ­ნე­ტით, მაგ­რამ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბებს, ფა­სე­უ­ლო­ბებს და ღი­რე­ბუ­ლე­ბებს მოს­წავ­ლე ღე­ბუ­ლობს კლას­ში ცოცხა­ლი ურ­თი­ერ­თო­ბის დროს მას­წავ­ლებ­ლებ­თან, თა­ნაკ­ლა­სე­ლებ­თან, თა­ნას­კო­ლე­ლებ­თან, უფ­რო­სებ­თან და უმ­ც­რო­სებ­თან. ბევ­რი პრო­ფე­სია გაქ­რა ადა­მი­ა­ნე­ბის ცხოვ­რე­ბი­დან, ტექ­ნი­კურ პროგ­რეს­თან ერ­თად, მაგ­რამ მას­წავ­ლებ­ლო­ბა იყო, არის და იქ­ნე­ბა. დის­ტან­ცი­ურ სწავ­ლე­ბა­საც აქვს არ­სე­ბო­ბის უფ­ლე­ბა. თუ სა­მი­ნის­ტ­რო ისევ ჩარ­თავს ყვე­ლა მას­წავ­ლე­ბელს და მოს­წავ­ლეს ამ სის­ტე­მა­ში, ეს მოგ­ვ­ცემს სა­შუ­ა­ლე­ბას, ბავ­შ­ვის ავად­მ­ყო­ფო­ბის ან თუნ­დაც მას­წავ­ლებ­ლის ავად გახ­დო­მის დროს, არ შეწყ­დეს კო­მუ­ნი­კა­ცია მას­წავ­ლე­ბელ­სა და მოს­წავ­ლეს შო­რის ელექ­ტ­რო­ნულ სას­წავ­ლო სივ­რ­ცე­ში და გვქონ­დეს უწყ­ვე­ტი სას­კო­ლო გა­ნათ­ლე­ბის პრო­ცე­სი.

კო­ვიდ­მა ბევ­რი რამ გვას­წავ­ლა. თა­ვი­დან შეგ­ვა­ში­ნა, ახ­ლა კი ვსწავ­ლობთ მას­თან ერ­თად ცხოვ­რე­ბას და ვხე­დავთ, რომ მხო­ლოდ გა­ნათ­ლე­ბა­შია ნე­ბის­მი­ე­რი სი­ტუ­ა­ცი­ი­დან გა­მოს­ვ­ლის სა­შუ­ა­ლე­ბა.

წარ­მა­ტე­ბულ, მშვიდ და ჯან­მ­რ­თელ სას­წავ­ლო წელს გი­სურ­ვებთ.

ონ­ლა­ინ სწავ­ლე­ბის და­დე­ბი­თი და უარ­ყო­ფი­თი მხა­რე­ე­ბი

ნი­ნო ფრან­გიშ­ვი­ლი

სა­ქარ­თ­ვე­ლოს სა­პატ­რი­არ­ქოს წმ. ილია მარ­თ­ლის სახ. სკო­ლის პირველი კლა­სის პე­და­გო­გი

 

უკა­ნას­კ­ნელ თვე­ებ­ში მსოფ­ლიო დი­დი გა­მოწ­ვე­ვე­ბის წი­ნა­შე დად­გა. პან­დე­მი­ით გა­მოწ­ვე­ულ­მა მდგო­მა­რე­ო­ბამ ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში უჩ­ვე­უ­ლო ვი­თა­რე­ბა შექ­მ­ნა. სხვა­დას­ხ­ვა სა­ხელ­მ­წი­ფო უწყე­ბებ­მა სა­გან­გე­ბო რე­ჟიმ­ში გა­აგ­რ­ძე­ლეს მუ­შა­ო­ბა. გა­მო­ნაკ­ლი­სი არც გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტ­რო აღ­მოჩ­ნ­და. რო­გორც მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ყვე­ლა სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა ონ­ლა­ინ სწავ­ლე­ბა­ზე გა­და­ვი­და, რაც, ბუ­ნებ­რი­ვია, დიდ გა­მოწ­ვე­ვად იქ­ცა პე­და­გო­გე­ბის­თ­ვის.

პი­რა­დად მე, პრო­ფე­სი­ით, დაწყე­ბი­თი კლა­სე­ბის პე­და­გო­გი გახ­ლა­ვართ. ამ­ჟა­მად ვას­წავ­ლი პირ­ველ კლასს. სკო­ლა­ში სწავ­ლე­ბის ოც­წ­ლი­ა­ნი გა­მოც­დი­ლე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, წელს მო­მი­წია შე­მეც­ვა­ლა ან სხვა­ნა­ი­რად და­მე­გეგ­მა ონ­ლა­ინ­ში ჩა­სა­ტა­რე­ბე­ლი გაკ­ვე­თი­ლე­ბი და შე­მე­მუ­შა­ვე­ბი­ნა გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი სტრა­ტე­გი­ე­ბი, რაც სხვა პი­რო­ბებ­ში, პრაქ­ტი­კუ­ლი მუ­შა­ო­ბი­სას, შე­იძ­ლე­ბა არც კი დამ­ჭირ­დე­ბო­და. რო­გორც მო­გეხ­სე­ნე­ბათ პირ­ველ კლას­ში, მოს­წავ­ლე­თა ასა­კობ­რი­ვი თა­ვი­სე­ბუ­რე­ბე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, გა­დამ­წყ­ვე­ტი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა აქვს მათ­თან უშუ­ა­ლო კო­მუ­ნი­კა­ცი­ას. აგ­რეთ­ვე, ხა­რის­ხი­ა­ნი რომ იყოს სწავ­ლე­ბა, ბავ­შ­ვებ­ში დი­დი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა აქვს პო­ზი­ტი­უ­რი გან­წყო­ბის შექ­მ­ნას რო­გორც მას­წავ­ლებ­ლის, ასე­ვე სწავ­ლის პრო­ცე­სის მი­მართ. სა­ნამ სწავ­ლა და­იწყე­ბო­და, მშობ­ლე­ბის დახ­მა­რე­ბით, ჩე­მი მო­მა­ვა­ლი მოს­წავ­ლე­ე­ბი ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად გა­ვი­ცა­ნი. რა­მაც შემ­დ­გომ ხე­ლი შე­მიწყო და უფ­რო ნა­ყო­ფი­ე­რი გა­ხა­და მათ­თან ონ­ლა­ინ კო­მუ­ნი­კა­ცია. მას­წავ­ლებ­ლებს, ვი­საც პი­რა­დად არ გა­უც­ნია თა­ვი­სი პირ­ველ­კ­ლა­სე­ლე­ბი, გარ­კ­ვე­ულ­წი­ლად, გა­უ­ჭირ­დე­ბათ მათ­თან მჭიდ­რო თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბი­თი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის დამ­ყა­რე­ბა, რა­მაც შემ­დ­გომ შე­იძ­ლე­ბა სწავ­ლის ხა­რის­ხ­ზეც კი იმოქ­მე­დოს.

ყვე­ლამ იცის, რომ პირ­ველ­კ­ლა­სე­ლებ­თან მუ­შა­ო­ბი­სას, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა აქვს სა­კო­მუ­ნი­კა­ციო უნა­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას (მოს­მე­ნა, ლა­პა­რა­კი, კითხ­ვა, წე­რა). ონ­ლა­ინ გაკ­ვე­თი­ლე­ბის ჩა­ტა­რე­ბის დროს, თუ რა­ი­მე ტექ­ნი­კუ­რი ხარ­ვე­ზე­ბი არ წარ­მო­იქ­მ­ნა, თა­ვი­სუფ­ლად შე­იძ­ლე­ბა მოს­მე­ნის, სა­უბ­რი­სა თუ კითხ­ვის უნა­რის გან­ვი­თა­რე­ბა. რაც შე­ე­ხე­ბა სწო­რი წე­რის უნარ-ჩვე­ვის გა­მო­მუ­შა­ვე­ბას, აქ პე­და­გო­გე­ბი პრობ­ლე­მას ვაწყ­დე­ბით: მა­წავ­ლე­ბელს არ აქვს ბავ­შ­ვ­თან წვდო­მა, პი­რა­დად რომ და­ეხ­მა­როს ამა თუ იმ ასოს გა­მო­წე­რა­ში. ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში, წე­რის სწავ­ლე­ბის პრო­ცეს­ში, მშობ­ლის რო­ლი გა­დამ­წყ­ვე­ტია. ყო­ვე­ლი­ვე, ცხა­დია, მშობ­ლე­ბის­თ­ვის დი­დი დატ­ვირ­თ­ვაა, რად­გან ზოგ­ჯერ მას­წავ­ლებ­ლებს გვი­წევს მათ­თ­ვის წე­რის სწავ­ლე­ბის მე­თო­დი­კის ახ­ს­ნა და გან­მარ­ტე­ბა. თუმ­ცა, არ შე­იძ­ლე­ბა არ აღ­ვ­ნიშ­ნო ონ­ლა­ინ სწავ­ლე­ბის ერთ-ერ­თი და­დე­ბი­თი მხა­რე: პე­და­გოგს, გაკ­ვე­თი­ლის მო­სამ­ზა­დებ­ლად, უფ­რო მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი რე­სურ­სე­ბის შექ­მ­ნა შე­უძ­ლია, რაც ხელს უწყობს მოს­წავ­ლე­თა მო­ტი­ვა­ცი­ას და სწავ­ლის მი­მართ ინ­ტე­რე­სის გაღ­ვი­ვე­ბას.

ამ­რი­გად, პირ­ველ კლას­ში ჩა­ტა­რე­ბულ ონ­ლა­ინ გაკ­ვე­თი­ლებს აქვს რო­გორც და­დე­ბი­თი, ასე­ვე უარ­ყო­ფი­თი მხა­რე­ე­ბი. აუცი­ლე­ბე­ლია გა­კონ­ტ­რო­ლე­ბუ­ლი გვქონ­დეს მოს­წავ­ლე­თა გაკ­ვე­თილ­ზე დას­წ­რე­ბი­სა თუ ფი­ზი­კუ­რი დატ­ვირ­თ­ვის დრო. ამი­სათ­ვის, პე­და­გო­გებ­თან ერ­თად, მშობ­ლე­ბის აქ­ტი­უ­რი ჩარ­თუ­ლო­ბაა საჭირო. პირ­ველ­კ­ლა­სელ­თა წარ­მა­ტე­ბე­ბი სწო­რედ პე­და­გო­გი­სა და მშობ­ლის აქ­ტი­ურ კო­მუ­ნი­კა­ცი­ა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი.

ჩე­მი აზ­რით, სა­უ­კე­თე­სო შე­დე­გი მი­იღ­წე­ვა შე­რე­უ­ლი ტი­პის გაკ­ვე­თი­ლის ჩა­ტა­რე­ბი­სას. ორი­ვე სწავ­ლე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას აქვს და­დე­ბი­თი და უარ­ყო­ფი­თი მხა­რე­ე­ბი.

არდადეგები

არდადეგები – თავისუფლებისა და დასვენების დღეების ხიბლი

ინა იმედაშვილი იუჯის სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ათეულთა...

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები