24 ივნისი, ორშაბათი, 2024

სკო­ლა 127-წლი­ა­ნი ის­ტო­რი­ით

spot_img

სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა მიზ­ნად ისა­ხავს შექ­მ­ნას ხელ­საყ­რე­ლი პი­რო­ბე­ბი ეროვ­ნუ­ლი და ზო­გად­სა­კა­ცობ­რიო ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის მა­ტა­რე­ბე­ლი, თა­ვი­სუ­ფა­ლი პი­როვ­ნე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბის­თ­ვის. სკო­ლა უვი­თა­რებს მო­ზარდს ყვე­ლა იმ ჩვე­ვას, რო­მე­ლიც ამ მიზ­ნის მი­საღ­წე­ვა­დაა სა­ჭი­რო.

ამ მიზ­ნე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას ემ­სა­ხუ­რე­ბა მო­ზარ­დებ­ში, ზე­მო იმე­რეთ­ში, ხა­რა­გა­უ­ლის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ხუ­ნე­ვის სა­ჯა­რო სკო­ლა. ამ ლა­მაზ სო­ფელ­ში არ­სე­ბულ ცოდ­ნის ტა­ძარს დი­დი ხნის ის­ტო­რია აქვს.

სო­ფელ­ში, პირ­ვე­ლად, 1896 წელს და­არ­ს­და ერ­თ­კ­ლა­სი­ა­ნი (სა­მო­ნას­ტ­რო) სკო­ლა. ამას ადას­ტუ­რებს გა­ზეთ „ივე­რი­ა­ში“, 1894 წელს, გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი ცნო­ბა: „წელს, გა­ზაფხულ­ზე, ხა­რა­გა­უ­ლის ბო­ქა­ულ­მა ალექ­სან­დ­რე წე­რე­თელ­მა შეს­თა­ვა­ზა ხუ­ნე­ვის სა­ზო­გა­დო­ე­ბას, სას­წავ­ლე­ბე­ლი და­ვა­არ­სო­თო, მაგ­რამ ხალ­ხ­მა უარი გა­ნაცხა­და. ვერ და­ე­თან­ხ­მა ხალ­ხი, რად­გან ისე­თი სი­ღა­რი­ბე იყო ამ სო­ფელ­ში, ერ­თი შა­უ­რის გა­ღე­ბაც კი არ შე­ეძ­ლო სოფ­ლის მო­სახ­ლე­ო­ბას. სა­ჭი­რო გახ­და ხალ­ხ­ში ახ­ს­ნა-გან­მარ­ტე­ბი­თი მუ­შა­ო­ბა. სა­უბ­რებ­მა შე­დე­გი გა­მო­ი­ღო და მა­თი თან­ხ­მო­ბით კი­დეც გა­იხ­ს­ნა სკო­ლა“.

XIX სა­უ­კუ­ნის 70-80-იან წლებ­ში, სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში, თა­ვი იჩი­ნა ვა­ზის სა­ში­ნელ­მა და­ა­ვა­დე­ბამ – „ფი­ლოქ­სე­რამ“. გა­ჩაღ­და სას­ტი­კი ბრძო­ლა მის წი­ნა­აღ­მ­დეგ და ამ საქ­მე­ში დი­დი რო­ლი ითა­მა­შეს სკო­ლებ­მა. ხუ­ნე­ვის სკო­ლა ერთ-ერ­თი პირ­ვე­ლი იყო, სა­დაც სა­ქა­რის სა­ნერ­გე მე­ურ­ნე­ო­ბის იმ­დ­რო­ინ­დელ­მა მმარ­თ­ველ­მა, უაღ­რე­სად გა­ნათ­ლე­ბულ­მა და პროგ­რე­სუ­ლად მო­აზ­როვ­ნე პი­როვ­ნე­ბამ, ვ. სტა­რო­სელ­ს­ტ­კიმ მო­აწყო ამე­რი­კუ­ლი ვა­ზის სა­ნერ­გე და გა­ავ­რ­ცე­ლა ამ მხა­რე­ში ვა­ზის მყნო­ბა.

ხუ­ნე­ვის სკო­ლას­თან ამე­რი­კუ­ლი სა­ნერ­გის მოწყო­ბამ და მყნო­ბის გავ­რ­ცე­ლე­ბამ გა­ზარ­და ხალ­ხ­ში სკო­ლის ავ­ტო­რი­ტე­ტი და ნდო­ბა. ხუ­ნე­ვის სა­ზო­გა­დო­ე­ბა ერ­თ­სუ­ლოვ­ნად და­თან­ხ­მ­და წი­ნა­და­დე­ბას ერ­თ­კ­ლა­სი­ა­ნი სა­მო­ნას­ტ­რო სკო­ლის ორ­კ­ლა­სი­ან სკო­ლად გა­და­კე­თე­ბის შე­სა­ხებ.

6 ნო­ემ­ბერს, ბე­ლა­გო­რის ბო­ქა­უ­ლის გან­კარ­გუ­ლე­ბით, შედ­გა სა­ზო­გა­დო კრე­ბა. ხალ­ხ­მა ყუ­რადღე­ბით მო­ის­მი­ნა ბო­ქა­უ­ლის სიტყ­ვა. გაცხად­და სურ­ვი­ლი და გა­ნა­ჩე­ნიც დად­გინ­და – 1900 წელს ხუ­ნე­ვის ერ­თ­კ­ლა­სი­ა­ნი სკო­ლა ორ­კ­ლა­სი­ა­ნად გა­და­კეთ­და.

1907 წელს ბერ­ძენ ხე­ლოს­ნებს აუგი­ათ ქვის კა­პი­ტა­ლუ­რი სას­კო­ლო შე­ნო­ბა. ამ სკო­ლა­ში სწავ­ლა ხუთ­წ­ლი­ა­ნი ყო­ფი­ლა.

1933-34 სას­წავ­ლო წელს სკო­ლა გა­და­უ­ტა­ნი­ათ სო­ფელ ვერ­ტყ­ვი­ჭა­ლა­ში, ხუ­ნე­ვის სა­ხე­ლით. ხუ­ნევ­ში კი ოთხ­კ­ლა­სი­ა­ნი სკო­ლა დარ­ჩე­ნი­ლა. 1941-42 სას­წავ­ლო წლის ბო­ლოს, ხუ­ნე­ვის სკო­ლამ პირ­ვე­ლი კურ­ს­დამ­თავ­რე­ბუ­ლე­ბი გა­მო­უშ­ვა და 28 პირ­ტიტ­ვე­ლა ვაჟ­კა­ცი დიდ სა­მა­მუ­ლო ომ­ში წა­ვი­და.

ხუ­ნე­ვის სკო­ლის ოთხი კლა­სის ბა­ზა­ზე, 1990 წელს, გა­იხ­ს­ნა ხუ­ნე­ვის არას­რუ­ლი სა­შუ­ა­ლო სკო­ლა. იმ­ჟა­მინ­დე­ლი ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ბი­სა და სოფ­ლის მო­სახ­ლე­ო­ბის ძა­ლის­ხ­მე­ვით, 2002 წელს, არ­სე­ბუ­ლი სკო­ლა გა­ფარ­თოვ­და – სწავ­ლა და­იწყო 60 მოს­წავ­ლე­ზე გათ­ვ­ლილ, კა­პი­ტა­ლურ, ლა­მა­ზად ნა­გებ სას­კო­ლო შე­ნო­ბა­ში.

ამ­ჟა­მად ხუ­ნე­ვის 127-წლი­ა­ნი ის­ტო­რი­ის მქო­ნე სკო­ლა­ში სწავ­ლე­ბა დაწყე­ბით-სა­ბა­ზო სა­ფე­ხურ­ზე მიმ­დი­ნა­რე­ობს. ოღონდ, ესაა, კონ­ტინ­გენ­ტ­მა იკ­ლო – ამ­ჟა­მად 55 მოს­წავ­ლე გვყავს, 24 მას­წავ­ლე­ბე­ლი, რომე­ლ­თა­გან 23 სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლია, ერ­თი – მა­ძი­ე­ბე­ლი. ჩვე­ნი სკო­ლა შერ­წყ­მუ­ლია სო­ფელ გედ­სა­მა­ნი­ის სკო­ლას­თან ესეც რა­ი­ო­ნის ერთ-ერ­თი ულა­მა­ზე­სი და უძ­ვე­ლე­სი სო­ფე­ლია, ბიბ­ლი­უ­რი სა­ხელ­წო­დე­ბით, სა­დაც სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო კე­რას, ერ­თ­კ­ლა­სი­ა­ნი სას­წავ­ლებ­ლით, 1922 წელს ჩა­ე­ყა­რა საფუძ­ვე­ლი. 4 წლის შემ­დეგ კი­დევ ერ­თი კლა­სი და­ე­მა­ტა, ხო­ლო 1940 წლი­დან 8-წლი­ა­ნი სკო­ლა გახ­და. 2005 წლი­დან, ოპ­ტი­მი­ზა­ცი­ის შე­დე­გად, სწავ­ლა იქაც დაწყე­ბით-სა­ბა­ზო სა­ფე­ხუ­რებ­ზე მიმ­დი­ნა­რე­ობს. ჩვე­ნი 11 მას­წავ­ლე­ბე­ლი გედ­სა­მა­ნი­ელ ბავ­შ­ვებ­საც ას­წავ­ლის, ძი­რი­თა­დად, არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის ფარ­გ­ლებ­ში გვაქვს სა­ერ­თო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი, მა­გა­ლი­თად, იქ სპორ­ტუ­ლი კლუ­ბი მუ­შა­ობს, ხუ­ნე­ვის სკო­ლის მოს­წავ­ლე­ე­ბი, გაკ­ვე­თი­ლე­ბის შემ­დეგ, კა­ლათ­ბურ­თის სექ­ცი­ა­ში ვარ­ჯი­შო­ბენ; ერ­თობ­ლი­ვი გვაქვს სხვა­დას­ხ­ვა თე­მა­ტუ­რი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი, გაკ­ვე­თი­ლე­ბი მხა­რეთ­მ­ცოდ­ნე­ო­ბის მუ­ზე­უმ­ში, მხატ­ვ­რუ­ლი კითხ­ვის წრის მე­ცა­დი­ნე­ო­ბე­ბი და ა.შ. ამ ორი სკო­ლის 9-კლას­დამ­თავ­რე­ბუ­ლე­ბი სწავ­ლას ვერ­ტყ­ვი­ჭა­ლის სა­ჯა­რო სკო­ლა­ში აგ­რ­ძე­ლე­ბენ.

ასე რომ, ხუ­ნე­ვის სკო­ლა არ ღა­ლა­ტობს სა­უ­კუ­ნო­ვან ტრა­დი­ცი­ებს – ვცდი­ლობთ, რე­ფორ­მის კვალ­დაკ­ვალ, თა­ნა­მედ­რო­ვე, ხა­რის­ხი­ა­ნი გა­ნათ­ლე­ბა მივ­ცეთ ჩვენს მოს­წავ­ლე­ებს.

გო­ჩა ჩა­დუ­ნე­ლი
სკო­ლის დი­რექ­ტო­რი

 

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები