27 ივლისი, შაბათი, 2024

სკო­ლა ჩე­მი მე­ო­რე ოჯა­ხია, სა­დაც 700 ბავ­შ­ვი იმე­დით მე­ლო­დე­ბა

spot_img

2014 წელს, გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს მი­ერ, სა­ქარ­თ­ვე­ლოს მას­შ­ტა­ბით შე­რ­ჩე­ულ 100 სა­პი­ლო­ტე სკო­ლას შო­რის, სკო­ლის ექი­მის შტა­ტი საჩხე­რის №2 სა­ჯა­რო სკო­ლა­შიც და­უშ­ვეს. ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტ­რო­ში გა­სა­უბ­რე­ბის შემ­დეგ, ზო­გა­დი პრო­ფი­ლის ექი­მი-პე­დი­ატ­რი თეა ცუ­ხიშ­ვი­ლი სკო­ლის ექი­მად და­ი­ნიშ­ნა.

საჩხე­რის №2 სა­ჯა­რო სკო­ლა­ში, სა­დაც 720 მოს­წავ­ლე სწავ­ლობს, მერ­ვე წე­ლია, თეა ექი­მი დი­ლით ად­რე, სა­გაკ­ვე­თი­ლო პრო­ცე­სის დაწყე­ბამ­დე, მი­დის. პირ­ველ რიგ­ში, სკო­ლა­ში არ­სე­ბულ სა­ნი­ტა­რი­ულ-ჰი­გი­ე­ნურ მდგო­მა­რე­ო­ბას ამოწ­მებს – არის თუ არა სველ წერ­ტი­ლებ­ში წყა­ლი, სა­პო­ნი, ქა­ღალ­დი, რამ­დე­ნად ეფექ­ტუ­რად მუ­შა­ობს სკო­ლა­ში და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლი სა­ნი­ტა­ი­ზე­რე­ბი, სა­თა­ნა­დო­დაა თუ არა დე­რეფ­ნე­ბი და საკ­ლა­სო ოთა­ხე­ბი გა­ნა­თე­ბუ­ლი და მრა­ვა­ლი სხვა. „პან­დე­მი­ის დროს დატ­ვირ­თუ­ლი გრა­ფი­კი მქონ­და, დი­ლით ად­რე მივ­დი­ო­დი, ვა­ზა­ვებ­დი ხსნა­რებს, ვმო­ნა­წი­ლე­ობ­დი თერ­მოს­კ­რი­ნინ­გ­ში, მთე­ლი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ვი­ღებ­დი პა­ცი­ენ­ტებს, ვა­მოწ­მებ­დი პირ­ბა­დის ტა­რე­ბას, ვუ­კავ­შირ­დე­ბო­დი კო­ვი­დინ­ფი­ცი­რე­ბულ მოს­წავ­ლე­ებს, აგი­ტა­ცი­ას ვუ­წევ­დი თა­ნამ­შ­რომ­ლებ­ში ვაქ­ცი­ნა­ცი­ას, ყო­ველ­კ­ვი­რე­უ­ლად ვა­ტა­რებ­დი ტეს­ტი­რე­ბას. სა­ბედ­ნი­ე­როდ, ახ­ლა ბევ­რი რე­გუ­ლა­ცია მო­იხ­ს­ნა, თუმ­ცა სას­კო­ლო სა­ზო­გა­დო­ე­ბის ჯან­მ­რ­თე­ლო­ბა­ზე ზრუნ­ვა და სა­ნი­ტა­რი­ულ-ჰი­გი­ე­ნურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბა ჩე­მი მთა­ვა­რი მო­ვა­ლე­ო­ბაა“.

თეა ექი­მი სკო­ლის დღის რე­ჟი­მის შედ­გე­ნა­შიც მო­ნა­წი­ლე­ობს, საკ­ლა­სო ოთახ­ში მოს­წავ­ლე­ე­ბის გა­და­ნა­წი­ლე­ბას ასა­კი­სა და რა­ო­დე­ნო­ბის შე­სა­ბა­მი­სად ახ­დენს. მი­სი მო­ვა­ლე­ო­ბაა, მას­თან მი­სულ მოს­წავ­ლეს თუ მას­წავ­ლე­ბელს გა­უ­წი­ოს პირ­ვე­ლა­დი დახ­მა­რე­ბა, შე­ა­ფა­სოს მდგო­მა­რე­ო­ბის სიმ­ძი­მე და მი­ი­ღოს გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა შემ­დ­გო­მი მოქ­მე­დე­ბე­ბის­თ­ვის. სკო­ლის ექი­მი რამ­დე­ნი­მე სა­ხე­ო­ბის ჟურ­ნალს აწარ­მო­ებს, სა­დაც აღი­რიცხე­ბა სა­მე­დი­ცი­ნო შემ­თხ­ვე­ვე­ბი, გა­წე­უ­ლი სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბა, გა­ცე­მუ­ლი მე­დი­კა­მენ­ტე­ბი, ასე­ვე, აღი­რიცხე­ბა ვა­და­გა­სუ­ლი მე­დი­კა­მენ­ტე­ბი და ა.შ.

„ეტა­პობ­რი­ვად ვა­ტა­რებ სა­მე­დი­ცი­ნო შე­მოწ­მე­ბას – სკო­ლი­ო­ზის, ბრტყელ­ტერ­ფი­ა­ნო­ბის, მხედ­ვე­ლო­ბის და მეტყ­ვე­ლე­ბის დარ­ღ­ვე­ვე­ბის გა­მოვ­ლე­ნის, პე­დი­კუ­ლო­ზის პრე­ვენ­ცი­ის მიზ­ნით. იყო შემ­თხ­ვე­ვა, რო­დე­საც ბავ­შ­ვი ხში­რად მა­კითხავ­და თა­ვის ტკი­ვი­ლით, დაკ­ვირ­ვე­ბე­ბი­სა და ანამ­ნე­ზის შეკ­რე­ბის შემ­დეგ, და­ვუ­კავ­შირ­დი მშო­ბელს, ოფ­თალ­მო­ლოგ­თან ვი­ზი­ტი ვურ­ჩიე და მარ­თ­ლაც, მხედ­ვე­ლო­ბის პრობ­ლე­მის გა­მო. ბავშვს დას­ჭირ­და სათ­ვა­ლის ტა­რე­ბა. იყო ისე­თი შემ­თხ­ვე­ვე­ბიც, რო­დე­საც ჩემ მი­ერ აღ­მო­ჩე­ნილი დარ­ღ­ვე­ვების შემ­დეგ უფ­რო ღრმა კვლე­ვე­ბი დაინიშნა. ყო­ვე­ლი სას­წავ­ლო წლის და­საწყის­ში ვეც­ნო­ბი პირ­ველ­კ­ლა­სელ­თა ჯან­მ­რ­თე­ლო­ბის ცნო­ბებს, ვეს­წ­რე­ბი პირ­ველ მშო­ბელ­თა კრე­ბას, ვეც­ნო­ბი მშობ­ლებს და ვთხოვ, თუ ბავშვს რა­ი­მე პრობ­ლე­მა აქვს, აუცი­ლებ­ლად მაც­ნო­ბონ. ინ­ფორ­მა­ცია, რა თქმა უნ­და, კონ­ფი­დენ­ცი­ა­ლუ­რია და აქამ­დე, არა­ნა­ი­რი გა­უ­გებ­რო­ბა არ გვქო­ნია, ერ­თ­მა­ნეთ­თან ნდო­ბა და პა­ტი­ვის­ცე­მა გვა­კავ­ში­რებს“.

რო­გორც ცნო­ბი­ლია, სკო­ლებ­ში პი­ლო­ტი­რე­ბას გა­დის ე.წ. „ექი­მის სა­ა­თი“, რომ­ლის ფარ­გ­ლებ­შიც, დაწყე­ბი­თი კლა­სის მოს­წავ­ლე­ებს კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი და გა­დამ­ზა­დე­ბუ­ლი სკო­ლის ექი­მე­ბი აწ­ვ­დი­ან ინ­ფორ­მა­ცი­ას ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბის წე­სის, კონ­ფ­ლიქ­ტის მშვი­დო­ბი­ა­ნად გა­დაჭ­რის გზე­ბის, ძა­ლა­დო­ბის ნიშ­ნე­ბის ამოც­ნო­ბის, თა­ნას­წო­რო­ბის, კი­ბერ­ბუ­ლინ­გი­სა და უფ­ლე­ბა-მო­ვა­ლე­ო­ბე­ბის შე­სა­ხებ. „ექი­მის სა­ა­თის“ ფარ­გ­ლებ­ში, მოს­წავ­ლე­ებს მი­ე­წო­დე­ბათ ინ­ფორ­მა­ცია მა­თი ჯან­მ­რ­თე­ლო­ბი­სა და უსაფ­რ­თხო­ე­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის­თ­ვის სა­სი­ცოცხ­ლოდ მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან სა­კითხებ­ზე.

სულ მა­ლე „ექი­მის სა­ა­თი“ საჩხე­რის მე­ო­რე სა­ჯა­რო სკო­ლა­შიც და­იწყებს ფუნ­ქ­ცი­ო­ნი­რე­ბას, თუმ­ცა, რო­გორც თეა ექიმ­მა გვითხ­რა, რვა წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, ის ყო­ველ­თ­ვის ატა­რებ­და მი­ნი-ლექ­ცი­ებს მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბის წეს­ზე, მავ­ნე ჩვე­ვებ­ზე, პი­რა­დი ჰი­გი­ე­ნის სა­კითხებ­ზე.

„აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ მერ­ვე კლა­სის მოს­წავ­ლე­ებს, რო­დე­საც ისი­ნი სა­გაკ­ვე­თი­ლო მა­სა­ლად რეპ­რო­დუქ­ცი­ულ სის­ტე­მას გა­დი­ან, ბი­ო­ლო­გი­ის მას­წავ­ლე­ბელ­თან ერ­თად ვუ­ტა­რებ გაკ­ვე­თილს და ვე­სა­უბ­რე­ბი ამ სა­კითხის ირ­გ­ვ­ლივ. მა­ღა­ლი კლა­სის მოს­წავ­ლე­ებ­თან მაქვს ლექ­ცი­ე­ბი ნა­ად­რე­ვი ქორ­წი­ნე­ბის რის­კებ­ზე, თამ­ბა­ქოს, ალ­კო­ჰო­ლის მავ­ნებ­ლო­ბა­ზე. ამას­თა­ნა­ვე, ჩვე­ნი სკო­ლა ჩარ­თუ­ლია მოს­წავ­ლე­ებ­ში პრო­ფე­სი­უ­ლი უნა­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის პროგ­რა­მა­ში. გა­ფორ­მე­ბუ­ლი გვაქვს მე­მო­რან­დუ­მი პრო­ფე­სი­ულ კო­ლეჯ­თან და მოწ­ვე­ულ მას­წავ­ლე­ბელ­თან ერ­თად ვუძღ­ვე­ბი „პრაქ­ტი­კო­სი ექ­თ­ნის“ კურსს, სა­დაც პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ას ვუ­წევთ ექ­თ­ნის პრო­ფე­სი­ას და მოს­წავ­ლე­ებს ვას­წავ­ლით პირ­ვე­ლა­დი სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბი­სათ­ვის სა­ჭი­რო უნარ-ჩვე­ვებს“.

საჩხე­რის სა­ჯა­რო სკო­ლას სას­მე­ლი წყა­ლი ცენ­ტ­რა­ლი­ზე­ბუ­ლად მი­ე­წო­დე­ბა, რაც კარ­გად კონ­ტ­როლ­დე­ბა შე­სა­ბა­მი­სი სტრუქ­ტუ­რე­ბის მი­ერ, პე­რი­ო­დუ­ლად იღე­ბენ სინ­ჯებს. ამ­ჟა­მად სკო­ლა­ში სას­კო­ლო ბუ­ფე­ტი არ ფუნ­ქ­ცი­ო­ნი­რებს, ბავ­შ­ვე­ბის კვე­ბას მშობ­ლე­ბი უზ­რუნ­ველ­ყო­ფენ. თეა ექი­მი მშობ­ლებ­საც და მოს­წავ­ლე­ებ­საც ურ­ჩევს, სკო­ლა­ში ატა­რონ ხი­ლი, ბოს­ტ­ნე­უ­ლი, სახ­ლ­ში დამ­ზა­დე­ბუ­ლი ფუნ­თუ­შე­უ­ლი. მთა­ვარ პრობ­ლე­მად ექი­მი მოს­წავ­ლე­ე­ბის არა­ჯან­საღ კვე­ბას და კომ­პი­უ­ტერ­თან მი­ჯაჭ­ვუ­ლო­ბას მი­იჩ­ნევს. „პირ­ვე­ლი, რა­საც ჩემ­თან შე­მო­სულ მოს­წავ­ლეს ვე­კითხე­ბი, ესაა – ისა­უზ­მა თუ არა და გვი­ა­ნო­ბამ­დე ხომ არ იყო ინ­ტერ­ნეტ­ში. ძა­ლი­ან ხში­რად დარ­ღ­ვე­უ­ლი აქვთ კვე­ბის რე­ჟი­მი და არ უარ­ყო­ფენ იმა­საც, რომ დიდ დროს ატა­რე­ბენ გა­ჯე­ტებ­თან. ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით, თი­თო­ე­ულ მოს­წავ­ლეს, გარ­კ­ვე­ულ რჩე­ვებ­სა და რე­კო­მენ­და­ცი­ებს ვუ­ზი­ა­რებ“.

თეა ექი­მი დიდ ყუ­რადღე­ბას აქ­ცევს მოს­წავ­ლე­თა იმუ­ნი­ზა­ცი­ას. აქ­ტი­უ­რად თა­ნამ­შ­რომ­ლობს რა­ი­ო­ნულ იმუ­ნი­ზა­ცი­ის კა­ბი­ნეტ­თან, გო­გო­ნებს პა­პი­ლო­მა ვი­რუ­სის აც­რის­კენ მო­უ­წო­დებს და და­ა­ვა­დე­ბის შე­სა­ხებ ესა­უბ­რე­ბა. რე­კო­მენ­და­ცი­ას უწევს გრი­პის სა­წი­ნა­აღ­მ­დე­გო აც­რებს მოს­წავ­ლე­ებ­სა და მას­წავ­ლებ­ლებ­ში. ექი­მის მი­ერ სწო­რად მი­წო­დე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის წყა­ლო­ბით, ყვე­ლა მოს­წავ­ლეს თი­თო­ე­უ­ლი ასა­კობ­რი­ვი ჯგუ­ფის აც­რე­ბი ჩა­ტა­რე­ბუ­ლი აქვს.

სკო­ლის სა­მე­დი­ცი­ნო კა­ბი­ნე­ტი აღ­ჭურ­ვი­ლია სტან­დარ­ტე­ბის შე­სა­ბა­მი­სად, მუდ­მი­ვად ახ­ლ­დე­ბა მე­დი­კა­მენ­ტე­ბი. „მარ­ტო ვე­რა­ფერს შევ­ძ­ლებ­დი, მხარ­ში მიდ­გას სკო­ლის ად­მი­ნის­ტ­რა­ცია, პე­და­გო­გი­უ­რი კო­ლექ­ტი­ვი და ტექ­ნი­კუ­რი პერ­სო­ნა­ლი. დღის ბო­ლოს, კლა­სის დამ­რი­გებ­ლე­ბი წე­რენ მოხ­სე­ნე­ბით ბა­რა­თებს, სა­დაც მი­უ­თი­თე­ბენ მოს­წავ­ლე­თა გაც­დე­ნის მი­ზე­ზებს. მოს­წავ­ლე­ე­ბის გაც­დე­ნებს ჯან­მ­რ­თე­ლო­ბის პრობ­ლე­მე­ბით ცალ­კე რვე­ულ­ში ვი­ნიშ­ნავ, ვუ­კავ­შირ­დე­ბი მშო­ბელს და უფ­რო ზუსტ ინ­ფორ­მა­ცი­ას ვი­ღებ. დი­რექ­ტო­რიც ყო­ველ­დღი­უ­რად ფლობს ამ ინ­ფორ­მა­ცი­ას“.

თეა ექი­მი მუდ­მი­ვად ახ­ლის ძი­ე­ბა­შია, კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის ამაღ­ლე­ბა მის­თ­ვის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია. სა­კუ­თა­რი ძა­ლე­ბით ცდი­ლობს ინ­ფორ­მა­ცი­ის მო­პო­ვე­ბას, ტრე­ნინ­გებ­ზე დას­წ­რე­ბას, რა­შიც დიდ დახ­მა­რე­ბას უწევს ონ­ლა­ინ კურ­სე­ბი.

„ის სკო­ლის ექი­მე­ბი, ვინც კლი­ნი­კა­ში არ ვმუ­შა­ობთ, სა­კუ­თა­რი ძა­ლე­ბით ვცდი­ლობთ და­ვეს­წ­როთ ტრე­ნინ­გებს და მო­ვი­პო­ვოთ ახა­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბი. ძა­ლი­ან მეხ­მა­რე­ბა ონ­ლა­ინ კურ­სე­ბიც. 2021 წელს, ბრი­ტა­ნუ­ლი სა­მე­დი­ცი­ნო ჟურ­ნა­ლის BMJ და გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბით, სკო­ლის ექი­მებს სა­შუ­ა­ლე­ბა მოგ­ვე­ცა, წვდო­მა გვქო­ნო­და უახ­ლეს კლი­ნი­კურ მტკი­ცე­ბუ­ლე­ბებ­ზე და უწყ­ვე­ტი გან­ვი­თა­რე­ბის რე­სურ­სებ­ზე. მი­ზა­ნი იყო ჩვენს პრო­ფე­სი­ულ გან­ვი­თა­რე­ბა­ში ხელ­შეწყო­ბა. ვმო­ნა­წი­ლე­ობ­დი BMJ learning-ის ინ­ფექ­ცი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბის კონ­კურ­ს­ში, სა­დაც ორი აიპა­დი თა­მაშ­დე­ბო­და. გა­ვი­ა­რე ინ­ფექ­ცი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბის გან­სა­კუთ­რე­ბით სა­ში­ში პა­თო­გე­ნე­ბის კურ­სი (ეს იყო 5 დო­ნის 25 და­ა­ვა­დე­ბა), ჩა­ვა­ბა­რე მო­დუ­ლე­ბი და გავ­ხ­დი კონ­კურ­სის გა­მარ­ჯ­ვე­ბუ­ლი, სა­ჩუქ­რად ეფ­ლის აიპა­დი გად­მო­მე­ცა. რა თქმა უნ­და, მი­ვე­სალ­მე­ბი თუ ჩვენ­თ­ვის, სკო­ლის ექი­მე­ბის­თ­ვის, ცალ­კე და­ი­გეგ­მე­ბა საკ­ვა­ლი­ფი­კა­ციო ტრე­ნინ­გე­ბი“.

თეა ექი­მის ყო­ველ­დღი­უ­რად დატ­ვირ­თუ­ლი და სა­პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო სა­მუ­შაო დღე სკო­ლა­ში მა­შინ მთავ­რ­დე­ბა, რო­ცა სას­წავ­ლო პრო­ცე­სის შემ­დეგ, სკო­ლის დამ­ლა­გე­ბე­ლი საკ­ლა­სო ოთა­ხე­ბის სვე­ლი წე­სით და­სუფ­თა­ვე­ბას იწყებს. სკო­ლის ექი­მის ტე­ლე­ფონ­ში უამ­რა­ვი მშობ­ლის ნო­მე­რია. ცდი­ლობს, არც ერ­თი ავად­მ­ყო­ფი ბავ­შ­ვი უყუ­რადღე­ბოდ არ დარ­ჩეს. „ბა­ნა­ლუ­რია, მაგ­რამ სკო­ლა ჩე­მი მე­ო­რე ოჯა­ხია, სა­დაც 700 ბავ­შ­ვი იმე­დით მე­ლო­დე­ბა,“ – ამ­ბობს თეა ექი­მი.

მა­კა ყი­ფი­ა­ნი

 

არდადეგები

არდადეგები – თავისუფლებისა და დასვენების დღეების ხიბლი

ინა იმედაშვილი იუჯის სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ათეულთა...

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები