28 სექტემბერი, ოთხშაბათი, 2022

სკოლა, სადაც 264 წელია სასკოლო ზარი ირეკება

spot_img
„და­ი­ცა­ვით სა­უნ­ჯე ესე დიდ­ფა­სი“ – გა­ი­ოზ რექ­ტო­რი
„ეს სკო­ლა გან­ძია, ეს ის­ტო­რიაა! მას გაფ­რ­თხი­ლე­ბა და მოვ­ლა-პატ­რო­ნო­ბა უნ­და“ – ილია II

დი­დი ქარ­თ­ვე­ლი მე­ფის, ერეკ­ლე მე­ფის, სა­სახ­ლის ჩრდი­ლო-და­სავ­ლე­თით, ცი­ხე-გა­ლავ­ნის შიგ­ნით, „ბა­ტო­ნის ცი­ხის“ უნი­კა­ლურ კომ­პ­ლექ­ს­ში, დგას ერეკ­ლე II-ის სა­ხე­ლო­ბის თე­ლა­ვის №1 სა­ჯა­რო სკო­ლის შე­ნო­ბა, სა­დაც 264 წე­ლია სას­კო­ლო ზა­რი ირე­კე­ბა. ეს ზა­რი, გად­მო­ცე­მით, პირ­ვე­ლად თა­ვად მე­ფე ერეკ­ლემ აახ­მი­ა­ნა იმ იმე­დით, რომ აქ „სათ­ნოდ კა­ცად აღიზ­რ­დე­ბი­ან შვილ­ნი და შვი­ლიშ­ვილ­ნი თქვენ­ნი და მო­მა­ვალ­ნი ნა­თე­სავ­ნი“. პირ­ვე­ლი სკო­ლის შე­ნო­ბის კე­დელ­ზე გან­თავ­სე­ბუ­ლი მე­მო­რი­ა­ლუ­რი და­ფე­ბი გა­და­სულ დღე­თა მე­მა­ტი­ა­ნედ ქცე­უ­ლა. თი­თო­ე­უ­ლი და­ფა წარ­სულ­ში გვაბ­რუ­ნებს და გვახ­სე­ნებს, რომ 1758 წლის 26 ოქ­ტომ­ბერს, მე­ფე ერეკ­ლე მე­ო­რი­სა და ან­ტონ I-ის თა­ოს­ნო­ბით, აქ ფი­ლო­სო­ფი­ურ-საღ­ვ­თის­მეტყ­ვე­ლო სკო­ლა გახ­ს­ნი­ლა. იგი აკურ­თხა XVIII სა­უ­კუ­ნის გა­მო­ჩე­ნილ­მა მო­აზ­როვ­ნემ, ნეკ­რე­სელ­მა ეპის­კო­პოს­მა დო­სი­თე­ოზ ჩერ­ქე­ზიშ­ვილ­მა. მი­სი გად­მო­ცე­მით: „ირაკ­ლიმ შე­ამ­ზა­და სკო­ლა თვის­სა პა­ლა­ტა­სა ში­ნა სა­ხელ­სა ზე­და წმი­დი­სა მღვდელ­მ­თავ­რი­სა ვა­სილ კე­სა­რი­ე­ლი­სა­სა წელ­თა მე­ფო­ბი­სა თვი­სი­სა­თა 14-სა, ქრის­ტეს აქეთ 1758 წელს თუ­ე­სა ოკ­დომ­ბერ­სა 26, ხსე­ნე­ბა­სა დიდ­სა მო­წა­მი­სა დი­მიტ­რის­სა, დღე­სა კვი­რი­ა­კე­სა, ჟამ­სა მე­სა­მე­სა. იკურ­თხა ჩემს მი­ერ­ვე, მდაბ­ლი­სა ნეკ­რე­სელ ეპის­კო­პო­სი­სა­სა დო­სი­თე­ო­სი­სა­გან და შეკ­რიბ­ნა ყრმა­ნი საბ­რ­ძა­ნებ­ლი­სა თვი­სი­სა­ნი და ინე­ბა გან­მარ­ტე­ბად კე­თილ­მეც­ნო­ბი­სა. იწყო სწავ­ლე­ბად… მოს­წავ­ლე­თა, რო­მელ­თა ინე­ბეს და ეტ­რ­ფი­ალ­ნეს სიბ­რ­ძ­ნის მა­ყუ­ა­რე­ბა­სა“.

თე­ლავ­ში გახ­ს­ნი­ლი სკო­ლის დი­რექ­ტო­რად და მას­წავ­ლებ­ლად ერეკ­ლე მე­ო­რემ თბი­ლი­სი­დან მო­იწ­ვია ფი­ლი­პე ყა­ით­მა­ზაშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც იყო დი­დად გა­ნათ­ლე­ბუ­ლი და სკო­ლა­ში მუ­შა­ო­ბის მდი­და­რი გა­მოც­დი­ლე­ბა ჰქონ­და. მან „მრა­ვალ­ნი მო­წა­ფე­ნი გან­ს­წავ­ლა“. რო­გორც ის­ტო­რი­უ­ლი წყა­რო­ე­ბი­დან ირ­კ­ვე­ვა, თე­ლა­ვის სკო­ლა­ში, ფი­ლო­სო­ფი­ას­თან ერ­თად, ის­წავ­ლე­ბო­და გრა­მა­ტი­კა, ლო­გი­კა, ფი­ზი­კა, ღვთის­მეტყ­ვე­ლე­ბა. XVIII სა­უ­კუ­ნის II ნა­ხევ­რის სა­ქარ­თ­ვე­ლოს სკო­ლებ­ში, ძი­რი­თა­დად, არის­ტოკ­რა­ტი­ის და სა­სუ­ლი­ე­რო წრის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი სწავ­ლობ­დ­ნენ, თე­ლა­ვის სკო­ლა­ში კი სწავ­ლა შე­ეძ­ლოთ „სხუ­ა­თა­ცა, ვინც ინე­ბა და ეტ­რ­ფი­ა­ლა სიბ­რ­ძ­ნის მოყ­ვა­რე­სა“. თე­ლა­ვის ფი­ლო­სო­ფი­უ­რი სკო­ლის კედ­ლებ­ში მი­ი­ღო სა­უ­კე­თე­სო სწავ­ლა-გა­ნათ­ლე­ბა და აღ­ზ­რ­და სამ­შობ­ლოს მო­ჭირ­ნა­ხუ­ლე, სა­უ­კე­თე­სო დიპ­ლო­მატ­მა, მე­ფე ერეკ­ლეს მე­გო­ბარ­მა, მსა­ჯულ­მა და მდი­ვან­მა, სო­ლო­მონ ლი­ო­ნი­ძემ.

თე­ლა­ვის ფი­ლო­სო­ფი­ურ­მა სკო­ლამ 1782 წლამ­დე იარ­სე­ბა. ამა­ვე წელს, 1782 წლის 28 მა­ისს, მი­სი რე­ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის შემ­დ­გომ, აქ სე­მი­ნა­რია გა­იხ­ს­ნა. მი­სი პირ­ვე­ლი რექ­ტო­რი იყო გა­ი­ო­ზი (გა­ი­ოზ რექ­ტო­რი), შემ­დეგ მი­სი ძმა – და­ვი­თი. მათ მოს­კო­ვის სა­სუ­ლი­ე­რო აკა­დე­მია ჰქონ­დათ დამ­თავ­რე­ბუ­ლი. თე­ლა­ვის სე­მი­ნა­რი­ამ 1801 წლამ­დე იარ­სე­ბა. შემ­დ­გომ გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბის შე­სა­ხებ თე­ლა­ვე­ლი ღვაწ­ლ­მო­სი­ლი პე­და­გო­გის, მი­ხე­ილ ცა­კაშ­ვი­ლის ნაშ­რომ­ში ვკითხუ­ლობთ: თელა­ვის სე­მი­ნა­რი­ამ დიდ­ხანს იარ­სე­ბა, ვიდ­რე თბი­ლი­სის სე­მი­ნა­რი­ამ. მან არ­სე­ბო­ბა შეწყ­ვი­ტა 1795 წელს, აღა-მაჰ­მად-ხა­ნის მი­ერ თბი­ლი­სის აღე­ბი­სა და გა­ნად­გუ­რე­ბის შემ­დეგ. თე­ლა­ვის სე­მი­ნა­რი­ამ კი­დევ იარ­სე­ბა 1801 წლამ­დე, ე.ი. იმ წლამ­დე, რო­დე­საც აღ­მო­სავ­ლეთ სა­ქარ­თ­ვე­ლო შე­უ­ერ­თ­და რუ­სეთს. 1801 წლი­დან 1817/18 წლამ­დე სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში არ არ­სე­ბობ­და სკო­ლე­ბი, სწო­რედ ამი­ტო­მაც, მხო­ლოდ 1818 წელს მო­ხერ­ხ­და თე­ლა­ვის სა­სუ­ლი­ე­რო სას­წავ­ლებ­ლის გახ­ს­ნა იმა­ვე შე­ნო­ბა­ში, სა­დაც ად­რე იყო ფი­ლო­სო­ფი­უ­რი სკო­ლა (1758წ) და სე­მი­ნა­რია (1782წ). თე­ლა­ვის სა­სუ­ლი­ე­რო სას­წავ­ლებ­ლის წარ­მა­ტე­ბუ­ლი კურ­ს­დამ­თავ­რე­ბუ­ლე­ბი თბი­ლი­სის სე­მი­ნა­რი­ა­ში იგ­ზავ­ნე­ბოდ­ნენ გა­მოც­დე­ბის ჩა­სა­ბა­რებ­ლად.

გა­დი­ო­და წლე­ბი… დრო­ის შე­სა­ფე­რი­სად იც­ვ­ლე­ბო­და ამ უძ­ვე­ლე­სი სკო­ლის ის­ტო­რია… დად­გა ახა­ლი სა­უ­კუ­ნე და 1917 წელს, თე­ლა­ვის სა­სუ­ლი­ე­რო სკო­ლის ბა­ზა­ზე, გა­იხ­ს­ნა ვაჟ­თა გიმ­ნა­ზია, რო­მე­ლიც 1921 წელს შრო­მის სა­შუ­ა­ლო სკო­ლად გა­და­კეთ­და, რო­მელ­საც ორი გან­ხ­რა ჰქონ­და: პე­და­გო­გი­უ­რი და აგ­რო­ნო­მი­უ­ლი. ერ­თხანს აქ სა­ქარ­ხ­ნო-სა­ფაბ­რი­კო სკო­ლაც ყო­ფი­ლა, რო­მე­ლიც 1932 წელს ათ­წ­ლი­ან ზო­გად­სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სკო­ლად გა­და­კეთ­და, შემ­დეგ პე­და­გო­გი­ურ ტექ­ნი­კუ­მად. 1939 წლი­დან კი ამ შე­ნო­ბა­ში თე­ლა­ვის პირ­ველ­მა სა­შუ­ა­ლო სკო­ლამ და­ი­დო ბი­ნა. ყვე­ლა­ზე დიდ­ხანს, 1962 წლი­დან 1989 წლამ­დე, მას ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლობ­და რეს­პუბ­ლი­კის დამ­სა­ხუ­რე­ბუ­ლი პე­და­გო­გი და­რია ბო­ჭო­რი­ძე, რო­მელ­მაც ფას­და­უ­დე­ბე­ლი ამა­გი გას­წია სკო­ლის აღორ­ძი­ნე­ბი­სა და ავ­ტო­რი­ტე­ტის ამაღ­ლე­ბი­სათ­ვის. 1998 წელს იუნეს­კომ პირ­ვე­ლი სკო­ლა (დი­რექ­ტო­რი — და­რე­ჯან ჭან­კო­ტა­ძე) ძეგ­ლად აღი­ა­რა და შე­იყ­ვა­ნა ძეგ­ლებ­ზე ზრუნ­ვის სა­ტი­ტუ­ლო სი­ა­ში. იმ დღი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი იგი მო­ნა­წი­ლე­ობს იუნეს­კოს ეგი­დით ჩა­ტა­რე­ბულ ასო­ცი­რე­ბუ­ლი სკო­ლე­ბის ყვე­ლა ღო­ნის­ძი­ე­ბა­ში, კონ­ფე­რენ­ცი­ა­ში, კონ­კურ­ს­ში, გა­მო­ფე­ნა­ში.

სა­უ­კუ­ნე­ე­ბის, ათე­უ­ლი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, სკო­ლის ის­ტო­რი­ა­ში უამ­რა­ვი სა­ა­მა­ყო, მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი, სა­ინ­ტე­რე­სო ფურ­ცე­ლი ჩა­ი­წე­რა… შთამ­ბეჭ­და­ვია მხო­ლოდ ჩა­მო­ნათ­ვა­ლიც კი ადა­მი­ა­ნე­ბი­სა, რო­მელ­თა ცხოვ­რე­ბა-მოღ­ვა­წე­ო­ბა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი იყო ამ ძირ­ძ­ველ სკო­ლას­თან. არ­სე­ბო­ბის ორ სა­უ­კუ­ნე­ზე მე­ტი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში, გა­მო­ჩე­ნი­ლი ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლე­ბი ჰყავ­და: ფი­ლი­პე ყა­ით­მა­ზაშ­ვი­ლი, გა­ი­ოზ რექ­ტო­რი, და­ვით მეს­ხიშ­ვი­ლი, ნ. მთვა­რე­ლიშ­ვი­ლი, კ. გე­გე­ლი­ძე, დ. თურ­დოს­პი­რე­ლი, ქ. პეტ­რი­აშ­ვი­ლი, დ. მა­ტა­რა­ძე, მ. გა­ჩე­ჩი­ლა­ძე, ა. ნა­დაშ­ვი­ლი, დ. კირ­ვა­ლი­ძე, ი. ქოჩ­ლა­ძე, დ. ბო­ჭო­რი­ძე და სხვ. სკო­ლა­ში მოღ­ვა­წე­ობ­დ­ნენ ღვაწ­ლ­მო­სი­ლი პე­და­გო­გე­ბი: ი. და ა. ხე­ლაშ­ვი­ლე­ბი, ვ. ბარ­ნო­ვი, ქრ. და ი. ზა­რა­ფიშ­ვი­ლე­ბი, ვა­ლე­რი­ან სი­და­მონ-ერის­თა­ვი, გ. მე­ლი­თა­უ­რი, ია ეკა­ლა­ძე, ელ. ნა­ნო­ბაშ­ვი­ლი, კ. ობო­ლა­ძე, ეკ. ჩი­ჩუა, ნ. ყა­ზა­ხაშ­ვი­ლი, დ. გე­გე­ლი­ძე, ნ. კუ­ხი­ა­ნი­ძე, ლ. მა­ტი­ნო­ვა, ზ. პა­ა­ტაშ­ვი­ლი და სხვ.

ამა­ვე დროს, სკო­ლის კედ­ლებ­ში აღი­ზარ­დ­ნენ ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი, აკა­დე­მი­კო­სე­ბი: ივა­ნე ბე­რი­ტაშ­ვი­ლი, ან­დ­რია ბე­ნაშ­ვი­ლი, ნი­კო­ლოზ ხო­მი­ზუ­რაშ­ვი­ლი, ვახ­ტანგ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი, ლე­ვან ბუ­იშ­ვი­ლი, თე­მურ ლე­ჟა­ვა, ზუ­რაბ ცხა­კაია, ზა­ზა ალექ­სი­ძე, ირაკ­ლი ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი და სხვ.

სკო­ლა­დამ­თავ­რე­ბულ სა­ზო­გა­დო მოღ­ვა­წე­ე­ბი­დან აღ­სა­ნიშ­ნა­ვია: და­ვით ბა­ტო­ნიშ­ვი­ლი, თე­ი­მუ­რაზ ბა­ტო­ნიშ­ვი­ლი, სო­ლო­მონ ლი­ო­ნი­ძე, ვა­ჟა-ფშა­ვე­ლა, პო­ე­ტი ირო­დი­ონ ევ­დოშ­ვი­ლი, ნი­კო რა­ზი­კაშ­ვი­ლი (ბა­ჩა­ნა), კომ­პო­ზი­ტო­რი ნი­კო სულ­ხა­ნიშ­ვი­ლი, რე­ჟი­სო­რი სან­დ­რო ახ­მე­ტე­ლი, თე­ლა­ვის მე­მა­ტი­ა­ნე ივა­ნე პა­ა­ტაშ­ვი­ლი, ფეხ­ბურ­თე­ლი გი­ვი ჩო­ხე­ლი, კომ­პო­ზი­ტო­რე­ბი: გი­ვი მუნ­ჯიშ­ვი­ლი, შო­თა და­ვი­თაშ­ვი­ლი და სხვ.

დღეს სკო­ლა ღირ­სე­უ­ლად ატა­რებს დი­დი ერეკ­ლე მე­ფის სა­ხელს და იწო­დე­ბა – ერეკ­ლე II-ის სა­ხე­ლო­ბის თე­ლა­ვის 1 სა­ჯა­რო სკო­ლა (დი­რექ­ტო­რი – მაია ოთა­რაშ­ვი­ლი, მო­ად­გი­ლე – მაია ცა­ცაშ­ვი­ლი) და აგ­რ­ძე­ლებს იმ დიდ ეროვ­ნულ, სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო საქ­მეს, რო­მელ­საც 264 წლის წინ სა­ფუძ­ვე­ლი ჩა­უ­ყა­რეს ერეკ­ლე მე­ფემ და ან­ტონ I-მა კა­თა­ლი­კოს­მა.

♦♦♦

2013 წელს ფარ­თო მას­შ­ტა­ბით აღი­ნიშ­ნა სკო­ლის და­არ­სე­ბის 255 წლის იუბი­ლე.

სკო­ლა ჩარ­თუ­ლია სხვა­დას­ხ­ვა პრო­ექ­ტ­ში. ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის გარ­და, აქ­ტი­უ­რი მუ­შა­ო­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბი­თაც. ფუნ­ქ­ცი­ო­ნი­რებს სა­მო­ქა­ლა­ქო, ეკო და სპორ­ტუ­ლი კლუ­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც არა­ერთ პრო­ექ­ტ­ში არი­ან გა­მარ­ჯ­ვე­ბუ­ლე­ბი. პრო­ექ­ტ­ში მო­ნა­წი­ლე მას­წავ­ლებ­ლე­ბი­სა და მოს­წავ­ლე­ე­ბის მი­ერ მო­პო­ვე­ბუ­ლი გრან­ტე­ბით სკო­ლა თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბით აღი­ჭურ­ვა; მე­ფის სკო­ლას ყო­ველ წელს ჰყავს წარ­ჩი­ნე­ბუ­ლი მოს­წავ­ლე­ე­ბი დაწყე­ბით, სა­ბა­ზო და სა­შუ­ა­ლო სა­ფე­ხურ­ზე.

2023 წელს სკო­ლა იუბი­ლა­რია, და­არ­სე­ბი­დან 265 წე­ლი უს­რულ­დე­ბა. აქე­დან­ვე მიმ­დი­ნა­რე­ობს მზა­დე­ბა გრან­დი­ო­ზუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბის­თ­ვის.

სკო­ლის კურ­ს­დამ­თავ­რე­ბუ­ლე­ბი არ ივიწყე­ბენ მშობ­ლი­ურ სკო­ლას. ბი­ო­ლოგს, მეც­ნი­ერს, პე­და­გოგს, გე­ნე­ტი­კის ინ­ს­ტი­ტუ­ტის დამ­ფუძ­ნე­ბელს, ბა­ტონ თე­ი­მუ­რაზ ლე­ჟა­ვას და­წე­სე­ბუ­ლი აქვს სტი­პენ­დია, რო­მელ­საც ყო­ველ­წ­ლი­უ­რად, ერ­თ­ჯე­რა­დად, გა­დას­ცემს გა­მორ­ჩე­ულ მოს­წავ­ლე­ებს; მა­რი­ამ კუ­კუ­ნაშ­ვი­ლი და და­ვით ბე­ჟუ­აშ­ვი­ლი ფონ­დის „ახა­ლი სი­ცოცხ­ლე“ დამ­ფუძ­ნებ­ლე­ბი არი­ან. ისი­ნი, უკ­ვე მე-6 წე­ლია, სტი­პენ­დი­ას უნიშ­ნა­ვენ სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ველ მოს­წავ­ლე­ებს.

სკო­ლის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ბას, პე­და­გო­გი­ურ კო­ლექ­ტივ­თან ერ­თად, გა­აზ­რე­ბუ­ლი აქვს ის დი­დი პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბა, ის დი­დი მო­ვა­ლე­ო­ბა, რო­მე­ლიც მათ აკის­რი­ათ და რა­საც მათ სკო­ლის უძ­ვე­ლე­სი კედ­ლე­ბი, უძ­ვე­ლე­სი ტრა­დი­ცი­ე­ბი, ამ სკო­ლა­ში აღ­ზ­რ­დი­ლი დი­დი ადა­მი­ა­ნე­ბის სუ­ლე­ბი ავალ­დე­ბუ­ლე­ბენ.

…264 წე­ლი გა­სუ­ლა!

…და კვლავ რე­კავს სკო­ლის ზა­რი!

…და კვლავ ის­მის მას­წავ­ლე­ბელ­თა შე­გო­ნე­ბე­ბი!

…და კვლავ და­დი­ან ამ სკო­ლა­ში თვა­ლე­ბან­თე­ბუ­ლი ბავ­შ­ვე­ბი!

და­რე­ჯან გამ­ტ­კი­ცუ­ლაშ­ვი­ლი – სსიპ მე­ფე ერეკ­ლე II-ის სა­ხე­ლო­ბის ქა­ლაქ თე­ლა­ვის №1 სა­ჯა­რო სკო­ლის ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის მას­წავ­ლე­ბე­ლი

მაია ოთა­რაშ­ვი­ლი – სსიპ მე­ფე ერეკ­ლე II-ის სა­ხე­ლო­ბის ქა­ლაქ თე­ლა­ვის №1 სა­ჯა­რო სკო­ლის დი­რექ­ტო­რი

ბლოგი

მოსაზადებელი კურსი მოსწავლეებისთვის

პროფესიული

მსგავსი სიახლეები