16 მაისი, ორშაბათი, 2022

სკო­ლა ის­ტო­რი­უ­ლი წარ­სუ­ლი­თა და დღე­ვან­დე­ლო­ბით

spot_img

 

კა­ხა გი­გა­უ­რი

სამ­შ­ვილ­დეს სა­ჯა­რო სკო­ლის კონ­სულ­ტან­ტი მას­წავ­ლე­ბე­ლი

სამ­შ­ვილ­დე ერთ-ერ­თი უძ­ვე­ლე­სი ის­ტო­რი­უ­ლი ცი­ხე-ქა­ლა­ქია სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში, ახ­ლან­დე­ლი სო­ფელ სამ­შ­ვილ­დის მახ­ლობ­ლად, ის­ტო­რი­ულ ქვე­მო ქარ­თ­ლ­ში (ცურ­ტა­ვი). ცი­ხე-ქა­ლა­ქი შე­მორ­ჩე­ნი­ლია ნან­გ­რე­ვე­ბის სა­ხით. ქა­ლა­ქის გა­სა­შე­ნებ­ლად შერ­ჩე­უ­ლი იყო მდი­ნა­რე ჭივ­ჭა­ვი­სა და ხრა­მის (ქცი­ის) შე­სარ­თავ­ში მდე­ბა­რე ბუ­ნებ­რი­ვად გა­მაგ­რე­ბუ­ლი კონ­ცხი, რომ­ლის ორ მხა­რეს კლდო­ვა­ნი, შვე­უ­ლი ხრა­მე­ბია, მე­სა­მე მხა­რე გა­ლავ­ნი­თაა შე­მო­საზღ­ვ­რუ­ლი.

ვახ­ტანგ I გორ­გას­ლის დე­დამ, დე­დო­ფალ­მა საგ­დუხ­ტ­მა, რო­მე­ლიც წარ­მო­შო­ბით ირა­ნე­ლი იყო, „აღა­შე­ნა სამ­შ­ვილ­დე“ და მას შემ­დეგ, რაც ქრის­ტი­ა­ნო­ბა მი­ი­ღო, აქ ღვთის­მ­შობ­ლის მი­ძი­ნე­ბის სა­ხე­ლო­ბის ეკ­ლე­სია – სი­ო­ნი ააგო. სამ­შ­ვილ­დე ქვე­მო ქარ­თ­ლის სად­რო­შოდ ით­ვ­ლე­ბო­და. არაბ­თა ბა­ტო­ნო­ბის დამ­ყა­რე­ბის შემ­დეგ კი თბი­ლი­სის სა­ა­მი­როს და­ექ­ვემ­დე­ბა­რა, მოგ­ვი­ა­ნე­ბით, IX სა­უ­კუ­ნის ბო­ლოს, სამ­შ­ვილ­დეს ანი­სის სა­მე­ფო და­ე­უფ­ლა, X სა­უ­კუ­ნის და­სას­რულს ტა­შირ-ძო­რა­კე­თის სა­მე­ფოს დე­და­ქა­ლა­ქი იყო, ვიდ­რე ბაგ­რატ IV-მ (1027-1072) არ და­იბ­რუ­ნა სო­მეხ­თა მე­ფის, კვი­რი­კე II-ის შეპყ­რო­ბის შემ­დეგ. უკ­ვე XII სა­უ­კუ­ნე­ში, და­ვით აღ­მა­შე­ნე­ბელ­მა სამ­შ­ვილ­დე თურქ-სელ­ჩუკ­თა­გან გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა და იგი ორ­ბელ­თა ფე­ო­და­ლუ­რი საგ­ვა­რე­უ­ლოს კუთ­ვ­ნი­ლე­ბა და სა­ქარ­თ­ვე­ლოს ამირ­ს­პა­სა­ლა­რის რე­ზი­დენ­ცია გახ­და. „ორ­ბელ­თა ამ­ბო­ხის“ ჩახ­შო­ბის შემ­დეგ (1177) სამ­შ­ვილ­დე სა­ქარ­თ­ვე­ლოს მე­ფეს ემორ­ჩი­ლე­ბო­და.

ქა­ლა­ქის ბე­დი, კი­დევ ერ­თხელ, მოგ­ვი­ა­ნე­ბით, 1795 წელს, სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში აღა-მაჰ­მად ხა­ნის შე­მო­სე­ვის შე­დე­გად შე­იც­ვა­ლა, სო­მე­ხი ეროვ­ნე­ბის მო­სახ­ლე­ო­ბა ლო­რე­დან ბორ­ჩა­ლოს მაზ­რა­ში (დღე­ვან­დე­ლი მარ­ნე­უ­ლის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტი) შე­მო­ვი­და, კერ­ძოდ, ქო­ლა­გირ­ში, ხო­ლო 1816 წელს სამ­შ­ვილ­დის მი­წა­ზე და­სახ­ლ­და. დღეს სო­ფე­ლი სამ­შ­ვილ­დე მის­გან 4 კმ-ით და­შო­რე­ბულ და­ღე­თის თემ­ში შე­დის, სა­დაც ასე­ვე ეთ­ნი­კუ­რად სო­მე­ხი მო­სახ­ლე­ო­ბა ცხოვ­რობს, რო­მე­ლიც მთი­ა­ნი ყა­რა­ბა­ღი­დან XIX ს-ის და­საწყის­ში გად­მო­სახ­ლ­და.

მრა­ვალ­სა­უ­კუ­ნო­ვა­ნი ქარ­ტე­ხი­ლე­ბით სავ­სე წარ­სუ­ლის მქო­ნე სამ­შ­ვილ­დის ნა­ქა­ლა­ქარ­ში პირ­ვე­ლი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა 1930 წელს და­ღეთ­ში და­არ­ს­და, სა­დაც სამ­შ­ვილ­დე­ლი მოს­წავ­ლე­ე­ბიც იღებ­დ­ნენ გა­ნათ­ლე­ბას; 1939 წლი­დან სკო­ლა სამ­შ­ვილ­დე­შიც გა­იხ­ს­ნა. ერ­თ­სარ­თუ­ლი­ან შე­ნო­ბას, მოგ­ვი­ა­ნე­ბით, მე­ო­რე სარ­თუ­ლი და­ა­შე­ნეს და დღემ­დე ამ სა­ხი­თაა შე­ნარ­ჩუ­ნე­ბუ­ლი. სო­ფე­ლი მთლი­ა­ნად სომ­ხუ­რე­ნო­ვა­ნია და, შე­სა­ბა­მი­სად, სკო­ლაც. ათე­უ­ლი წლე­ბის წინ, რო­ცა დღის წეს­რიგ­ში დად­გა სა­ხელ­მ­წი­ფო ენის შეს­წავ­ლის სა­კითხი, პირ­ვე­ლი სირ­თუ­ლე­ე­ბის გა­და­ლახ­ვა ჩემს მშობ­ლებს, პე­და­გო­გებს – როს­ტომ და მა­ნა­ნა გი­გა­უ­რებს მო­უ­წი­ათ. მა­თი ძა­ლის­ხ­მე­ვით გა­იხ­ს­ნა სკო­ლა­ში ქარ­თუ­ლი ენის კა­ბი­ნე­ტი, ისი­ნი ედ­გ­ნენ მხარ­ში პრო­ექ­ტის – ქარ­თუ­ლი, რო­გორც მე­ო­რე ენა, ახალ­გაზ­რ­და პე­და­გო­გებს. ახ­ლა უკ­ვე მე და ჩე­მი კო­ლე­გე­ბი მაქ­სი­მა­ლუ­რად ვცდი­ლობთ, ღირ­სე­უ­ლად გა­ვაგ­რ­ძე­ლოთ წი­ნა­მორ­ბე­დი ღვაწ­ლ­მო­სი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის მი­ერ გაკ­ვა­ლუ­ლი გზა, და­ვეხ­მა­როთ ჩვენს თა­ნა­მე­მა­მუ­ლე­ებს, რომ ქარ­თუ­ლი სა­ხელ­მ­წი­ფოს სრულ­ფა­სო­ვან მო­ქა­ლა­ქე­ე­ბად იგ­რ­ძ­ნონ თა­ვი, რის­თ­ვი­საც ქარ­თუ­ლი ენის ცოდ­ნა უმ­თავ­რე­სი პი­რო­ბაა. ეს კარ­გად ეს­მით ჩე­მი მოს­წავ­ლე­ე­ბის მშობ­ლებ­საც, რა­ო­დენ სა­სი­ხა­რუ­ლოა მას­წავ­ლებ­ლის­თ­ვის, რო­ცა მშო­ბე­ლი გე­უბ­ნე­ბა, სკო­ლი­დან მო­სუ­ლი ჩე­მი შვი­ლი, პირ­ველ რიგ­ში, ქარ­თულს მე­ცა­დი­ნე­ობ­სო. წლე­ბია ბი­ლინ­გ­ვუ­რი სწავ­ლე­ბაა და­ნერ­გი­ლი ჩვენს სკო­ლა­ში, რაც უად­ვი­ლებს სო­მეხ მოს­წავ­ლე­ებს სწავ­ლა-სწავ­ლე­ბის პრო­ცესს, მე­ტი ინ­ტე­რე­სით ერ­თ­ვე­ბი­ან კლას­გა­რე­შე ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ში, მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ ოლიმ­პი­ა­დებ­ში, სას­კო­ლო ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ში, აქვთ წარ­მა­ტე­ბე­ბი სწავ­ლა­ში, რაც ჩვე­ნი სკო­ლის 18-ივე პე­და­გო­გის დამ­სა­ხუ­რე­ბაა. მათ­გან 6 უფ­რო­სი მას­წავ­ლე­ბე­ლია, და­ნარ­ჩე­ნე­ბი მას­წავ­ლე­ბელ­თა სა­სერ­ტი­ფი­კა­ციო გა­მოც­დებ­ზე არი­ან და­რე­გის­ტ­რი­რე­ბუ­ლი. წარ­მა­ტე­ბებს ვუ­სურ­ვებ თი­თო­ე­ულ მათ­განს.

და­ბო­ლოს, პა­ტი­ვის­ცე­მით მინ­და მო­ვიხ­სე­ნიო სამ­შ­ვილ­დის სკო­ლის დი­რექ­ტო­რე­ბი სხვა­დას­ხ­ვა წლებ­ში: იშ­ხარ ჯა­გი­ნი­ა­ნი, ავე­ტიკ ოგა­ნე­ზი­ა­ნი, ფი­რუზ ავა­ქი­ა­ნი, ფა­ფელ პეტ­რო­სი­ა­ნი, ანუ­შიკ საგ­რა­დი­ა­ნი, ვარ­თან არუ­თი­ნი­ა­ნი, ალა სი­რო­მი­ა­ტო­ვა. თი­თო­ე­ულ მათ­განს მი­უძღ­ვის წვლი­ლი სკო­ლის გან­ვი­თა­რე­ბა­ში. უკ­ვე მე­სა­მე წე­ლია კო­ლე­გა-დი­რექ­ტო­რე­ბის დაწყე­ბულ საქ­მეს აგ­რ­ძე­ლებს ბა­ტო­ნი ფი­რუ­ზის ქა­ლიშ­ვი­ლი, ქალ­ბა­ტო­ნი აიკა­ნუ­ში, რო­მე­ლიც უპი­რო­ბო მხარ­დამ­ჭე­რია ყვე­ლა იმ ინი­ცი­ა­ტი­ვის, რაც სწავ­ლა-სწავ­ლე­ბის ხა­რის­ხის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბას წა­ად­გე­ბა.

 

მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდები

წამყვანი და მენტორი მასწავლებლობის მსურველთა გამოცდა პროფესიულ უნარებში 

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ მომზადებულ გამოცდაზე  პროფესიულ უნარებში, წამყვანი და მენტორი მასწავლებლობის მსურველთათვის, საგამოცდო ტესტში გამოყენებული იქნება სხვადასხვა ტიპის დავალება: ♦ არჩევითპასუხებიანი ♦ შესაბამისობის ♦...

ერთიანი ეროვნული გამოცდები

მოსამზადებელი კურსი მოსწავლეებისთვის

მსგავსი სიახლეები