14 აგვისტო, კვირა, 2022

სკო­ლა და ოჯა­ხი

spot_img
ვარ­ვა­რა მნო­ი­ა­ნი
„ახა­ლი სკო­ლის მო­დე­ლის“ და­ნერ­გ­ვის კო­ორ­დი­ნა­ტო­რი თი­ა­ნე­თის მუნიციპალიტეტში

 

მშო­ბე­ლი სას­კო­ლო ცხოვ­რე­ბის გა­ნუ­ყო­ფე­ლი ნა­წი­ლია. მშო­ბელ­თა მო­ნა­წი­ლე­ო­ბა უფ­რო სა­ინ­ტე­რე­სოს და აქ­ტი­ურს ხდის სას­წავ­ლო პრო­ცესს სწავ­ლე­ბის ყვე­ლა სა­ფე­ხურ­ზე. სამ­წუ­ხა­როდ, მშობ­ლე­ბი ნაკ­ლებ ყუ­რადღე­ბას იჩე­ნენ შვი­ლე­ბის სას­წავ­ლო პრო­ცე­სის მი­მართ. არა იმი­ტომ, რომ არ სურთ, უბ­რა­ლოდ, აღარ სცა­ლი­ათ, რად­გან მა­თი უმ­რავ­ლე­სო­ბა, წლე­ბია, საზღ­ვარ­გა­რე­თი­დან არ­ჩენს ოჯახს. აქ მყო­ფე­ბიც შო­რი­დან უყუ­რე­ბენ სას­კო­ლო ცხოვ­რე­ბას, სხვა­დას­ხ­ვა მი­ზე­ზის გა­მო.

სკო­ლა კი მუდ­მი­ვად გან­ვი­თა­რე­ბა­დი ორ­გა­ნიზ­მია. აქ, თით­ქ­მის ყო­ველ­დღი­უ­რად, უამ­რა­ვი სი­ახ­ლე ინერ­გე­ბა და ამ პრო­ცეს­ში მშო­ბელ­თა ჩარ­თუ­ლო­ბაც ისე­ვე აქ­ტუ­ა­ლუ­რია, რო­გორც მოს­წავ­ლე­ე­ბი­სა და მას­წავ­ლებ­ლე­ბის. გა­მომ­დი­ნა­რე აქე­დან, დღის წეს­რიგ­ში დად­გა სას­კო­ლო ცხოვ­რე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე მშო­ბელ­თა რა­ო­დე­ნო­ბის გაზ­რ­დის სა­კითხი. იდეა მოს­წავ­ლე­თა თვით­მ­მარ­თ­ვე­ლო­ბის სხდო­მა­ზე მომ­წიფ­და, ხო­ლო შემ­დეგ სას­კო­ლო სა­ზო­გა­დო­ე­ბის ყვე­ლა ფე­ნა მო­იც­ვა.

მსოფ­ლიო პან­დე­მია და მის­გან გა­მოწ­ვე­უ­ლი სირ­თუ­ლე­ე­ბი ვერც მირ­ზა გე­ლო­ვა­ნის სა­ხე­ლო­ბის და­ბა თი­ა­ნე­თის №1 სა­ჯა­რო სკო­ლას აუვ­ლი­და გვერდს. გა­სუ­ლი სას­წავ­ლო წლი­დან პან­დე­მი­ამ მოს­წავ­ლე­ე­ბი­სა და მშობ­ლე­ბის­გან ციფ­რუ­ლი ცოდ­ნა მო­ითხო­ვა. ამ მიზ­ნით, დავ­გეგ­მეთ ტრე­ნინ­გი და სხვა სა­ხის აქ­ტი­ვო­ბე­ბი. ძა­ლი­ან მა­ლე სა­ჭი­რო გახ­დე­ბა, ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით, მშო­ბელ­თა ცნო­ბი­ე­რე­ბის გაზ­რ­დაც (ელექ­ტ­რო­ნუ­ლი ჟურ­ნა­ლი, ონ­ლა­ინ გაკ­ვე­თი­ლე­ბი და სხვა), რა­თა მათ სრულ­ყო­ფი­ლად შეძ­ლონ სას­კო­ლო ცხოვ­რე­ბა­ში ჩარ­თ­ვა.

პირ­ველ შეხ­ვედ­რა­ზე მშობ­ლებს პრო­ექ­ტის გეგ­მა და კვლე­ვის შე­დე­გე­ბი გა­ვა­ცა­ნით, მათ­გა­ნაც მო­ვის­მი­ნეთ წი­ნა­და­დე­ბე­ბი, შე­ვარ­ჩი­ეთ სა­მი პუნ­ქ­ტი:

⇒ მშობ­ლე­ბის და­ახ­ლო­ე­ბა მოს­წავ­ლე­ებ­თან, მა­თი სას­კო­ლო ცხოვ­რე­ბის გაც­ნო­ბა;

⇒ მშობ­ლე­ბის ციფ­რუ­ლი ცნო­ბი­ე­რე­ბის ამაღ­ლე­ბა და სას­კო­ლო ცხოვ­რე­ბა­ში აქ­ტი­უ­რი ჩარ­თუ­ლო­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა;

⇒ მოს­წავ­ლე­ებ­ში ციფ­რუ­ლი ცნო­ბა­დო­ბის ამ­ღ­ლე­ბა ონ­ლა­ინ უკუ­კავ­ში­რის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის მიზ­ნით.

პრო­ექ­ტის მი­ზა­ნია, პირ­ველ ეტაპ­ზე, სკო­ლის ცხოვ­რე­ბა­ში მშო­ბელ­თა მო­ნა­წი­ლე­ო­ბის გაზ­რ­და, სხვა­დას­ხ­ვა ღო­ნის­ძი­ე­ბა­ში მა­თი ჩარ­თუ­ლო­ბით, ხო­ლო შემ­დ­გომ ეტაპ­ზე, მოს­წავ­ლე­ებ­სა და მშობ­ლებ­ში ცნო­ბი­ე­რე­ბის გაზ­რ­და უკ­ვე ციფ­რუ­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით და­ი­გეგ­მე­ბა.

 

პირ­ვე­ლი ეტა­პის­თ­ვის და­ი­გეგ­მა შემ­დე­გი აქ­ტი­ვო­ბე­ბი:

⇒ კითხ­ვის სა­ა­თი;

⇒ სა­უბ­რე­ბი მშო­ბელ­თა პე­და­გო­გი­ზა­ცი­ის­თ­ვის შემ­დეგ თე­მებ­ზე:

ა) ასა­კობ­რი­ვი გან­ვი­თა­რე­ბის თა­ვი­სე­ბუ­რე­ბე­ბი;

ბ) ჯან­მ­რ­თე­ლი ცხოვ­რე­ბის წე­სი;

გ) რო­გორ ვმარ­თოთ ბრა­ზი;

დ) კონ­ფ­ლიქ­ტე­ბის პრე­ვენ­ცია;

ე) ჰი­გი­ე­ნის სა­კითხე­ბი;

ვ) თა­ვი­სუ­ფა­ლი დრო­ის სწო­რი და­გეგ­მ­ვა;

ზ) ინ­ტერ­ნეტ­სა­შიშ­რო­ე­ბა და ბავ­შ­ვი;

თ) ბავ­შ­ვ­თა უფ­ლე­ბე­ბი, რე­ფე­რი­რე­ბის სა­კითხე­ბი.

ამ თე­მებ­ზე სა­უბ­რებს ატა­რებ­დ­ნენ მას­წავ­ლებ­ლე­ბი და სკო­ლის ექი­მი, ვა­წარ­მო­ებ­დით გა­მო­კითხ­ვას, დას­წ­რე­ბის აღ­რიცხ­ვას და ვა­ფორ­მებ­დით ოქ­მებს.

შეხ­ვედ­რე­ბის სე­რია „მხი­ა­რუ­ლი სტარ­ტე­ბით“ გა­იხ­ს­ნა, მო­ნა­წი­ლე­ობ­დ­ნენ მას­წავ­ლებ­ლე­ბი, მოს­წავ­ლე­ე­ბი, მშობ­ლე­ბი.

ბავ­შ­ვებ­თან და­სა­ახ­ლო­ებ­ლად მა­თი ერთ-ერ­თი საყ­ვა­რე­ლი აქ­ტი­ვო­ბა გა­მო­ვი­ყე­ნეთ — კითხ­ვის სა­ა­თი. მშობ­ლე­ბი, რიგ-რი­გო­ბით, კვი­რა­ში ერ­თხელ, ერ­თი გაკ­ვე­თი­ლის გან­მავ­ლო­ბა­ში, წი­ნას­წარ უკითხავ­დ­ნენ, ბავ­შ­ვებ­თან ერ­თად შერ­ჩე­ულ ნა­წარ­მო­ებს და შემ­დეგ, ასე­ვე ერ­თად, გა­ნი­ხი­ლავ­დ­ნენ.

და­ნარ­ჩე­ნი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი გეგ­მის მი­ხედ­ვით ტარ­დე­ბო­და.

მშობ­ლის სა­ა­თის სა­სი­ა­მოვ­ნო და თვალ­სა­ჩი­ნო შე­დეგ­მაც არ და­ა­ყოვ­ნა: მშობ­ლის ჩარ­თუ­ლო­ბით, ბა­კურ სუ­ლა­კა­უ­რის გა­მომ­ცემ­ლო­ბის კონ­კურ­ს­ში „ყვე­ლა­ზე წიგ­ნი­ე­რი გუნ­დი“, VI-კლა­სე­ლებ­მა სა­მი­ვე ტურ­ში წარ­მა­ტე­ბით იას­პა­რე­ზეს.

პრო­ექ­ტის მე­ო­რე ეტაპ­ზე და­ი­გეგ­მა რი­გი შეხ­ვედ­რა რო­გორც ბავ­შ­ვებ­თან, ისე მშობ­ლებ­თან — მშობ­ლე­ბი გა­ეც­ნენ თიმ­ს­ში მუ­შა­ო­ბას, ასე­ვე, იმას, თუ რო­გორ ხდე­ბა შე­დე­გე­ბის გა­ზი­ა­რე­ბა, შვი­ლე­ბის შრო­მის შე­დე­გე­ბის ნახ­ვა, მა­თი უსაფ­რ­თხო­ე­ბის დაც­ვა ინ­ტერ­ნეტ­სივ­რ­ცე­ში; ბავ­შ­ვებ­მა კი ის­წავ­ლეს ონ­ლა­ინ სივ­რ­ცე­ში თავ­დაც­ვა, უკუ­კავ­ში­რის ეფექ­ტი­ა­ნად დაბ­რუ­ნე­ბა, მა­იკ­რო­სოფ­ტის პროგ­რა­მე­ბის სას­წავ­ლო მიზ­ნით გა­მო­ყე­ნე­ბა, სა­კუ­თა­რი ნაშ­რო­მე­ბის უსაფ­რ­თხოდ შე­ნახ­ვა და სა­ი­მე­დო სა­ი­ტებ­ზე გან­თავ­სე­ბა.

 

ყვე­ლა და­გეგ­მი­ლი შეხ­ვედ­რის შე­მა­ჯა­მე­ბელ ღო­ნის­ძი­ე­ბას ეს­წ­რე­ბო­და სკო­ლის დი­რექ­ტო­რი. ყვე­ლა ღო­ნის­ძი­ე­ბა და­დე­ბი­თად იქ­ნა შე­ფა­სე­ბუ­ლი მთა­ვა­რი შემ­ფა­სებ­ლე­ბის — ბავ­შ­ვე­ბის მი­ერ. შე­დე­გიც ხომ მა­შინ არის თვალ­სა­ჩი­ნო, რო­ცა ბავ­შ­ვი იღი­მის…

ამ შე­დე­გებ­ზე თვალ­სა­ჩი­ნო კი, მშობ­ლე­ბის სიმ­შ­ვი­დეა, ვი­ნა­ი­დან მათ შე­ექ­მ­ნათ სწო­რი წარ­მოდ­გე­ნა შვი­ლე­ბის შრო­მა­ზე, წარ­მა­ტე­ბა­ზე. მარ­თა­ლია დის­ტან­ცი­უ­რად, მაგ­რამ მათ ბევ­რად აქ­ტი­უ­რად ჩა­ი­ხე­დეს სას­კო­ლო ცხოვ­რე­ბა­ში, შვი­ლე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბებ­ში და ისიც გა­აც­ნო­ბი­ე­რეს, რომ თვი­თო­ნაც შე­უძ­ლი­ათ მეტ-ნაკ­ლე­ბად მარ­თონ პრო­ცე­სე­ბი.

პა­რა­ლე­ლუ­რად, სკო­ლა­ში წარ­მა­ტე­ბით ხორ­ცი­ელ­დე­ბა სხვა პრო­ექ­ტე­ბიც და მათ შე­სა­ხე­ბაც აუცი­ლებ­ლად მო­გაწ­ვ­დით ინ­ფორ­მა­ცი­ას „წე­რი­ლე­ბით მთი­დამ“.

ერთიანი ეროვნული გამოცდები

მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდები

არდადეგები

„ზაფხულის არდადეგების“ საბოლოო პროდუქტი სექტემბრის კონფერენციისთვის

ეროვნული სასწავლო გეგმის განვითარების ექსპერტმა, ნიკო სილაგაძემ რეკომენდაციის სახით მოგვაწოდა აზრი , რომ ეროვნულ კონფერენციაზე მოსწავლის მიერ შექმნილი საბოლოოო პროდუქტი, პრეზენტაციის დროს, დასაწყისშივე წარგვედგინა...
მსგავსი სიახლეები