27 ივლისი, შაბათი, 2024

სკო­ლა­ში მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბი­თი გა­რე­მო და მოს­წავ­ლე­თა პი­როვ­ნუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბა

spot_img

📌 ნოფალ ალიევი – ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ აკაურთის საჯარო სკოლის დირექტორი

სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო ლი­დე­რი

დი­რექ­ტო­რი, რო­გორც სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო ლი­დე­რი, სკო­ლა­ში უნ­და უზ­რუნ­ველ­ყოფ­დეს ხა­რის­ხი­ა­ნი გა­ნათ­ლე­ბის თა­ნა­ბარ ხელ­მი­საწ­ვ­დო­მო­ბას მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის და უნ­და ზრუ­ნავ­დეს მოს­წავ­ლე­თა პი­როვ­ნუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბი­სა და სწავ­ლის შე­დე­გე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა­ზე, რაც გუ­ლის­ხ­მობს უსაფ­რ­თხო, კე­თილ­გან­წყო­ბი­ლი, ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი, წა­მა­ხა­ლი­სე­ბე­ლი, თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბი­თი და გენ­დე­რუ­ლად და­ბა­ლან­სე­ბუ­ლი გა­რე­მოს შექ­მ­ნას.

დი­რექ­ტორ­მა უნ­და შეძ­ლოს სას­კო­ლო სა­ზო­გა­დო­ე­ბის თი­თო­ე­უ­ლი წევ­რის უნა­რე­ბი­სა და შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის მაქ­სი­მა­ლუ­რად წარ­მო­ჩე­ნა, უწყ­ვე­ტი გან­ვი­თა­რე­ბის მნიშ­ვ­ნე­ლო­ბის გაც­ნო­ბი­ე­რე­ბა და ხელ­შეწყო­ბა.

სკო­ლის მთა­ვა­რი მი­სია

პირ­ველ რიგ­ში, სკო­ლის მი­სიაა უსაფ­რ­თხო, წა­მა­ხა­ლი­სე­ბე­ლი, კე­თილ­გან­წყო­ბი­ლი, ჯან­სა­ღი, ღია, სა­მარ­თ­ლი­ა­ნი და თა­ნას­წო­რუფ­ლე­ბი­ა­ნი გა­რე­მოს შექ­მ­ნა, სა­დაც გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია თი­თო­ე­უ­ლი მოს­წავ­ლის ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სა­ჭი­რო­ე­ბე­ბი და დამ­კ­ვიდ­რე­ბუ­ლია და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სწავ­ლის კულ­ტუ­რა.

თა­ნა­მედ­რო­ვე ქარ­თუ­ლი სკო­ლის სის­ტე­მამ უფ­რო ზუს­ტად რომ უპა­სუ­ხოს ცხოვ­რე­ბის გა­მოწ­ვე­ვებს, სკო­ლა­ში მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის პრინ­ცი­პე­ბი­სა და დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის დამ­კ­ვიდ­რე­ბა უნ­და მოხ­დეს. ასე­ვე, მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, დი­რექ­ტორ­მა სკო­ლა­ში წარ­მა­ტე­ბუ­ლი სა­კად­რო პო­ლი­ტი­კის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა, მი­ღე­ბუ­ლი ახა­ლი გა­მოც­დი­ლე­ბი­სა და მე­თო­დე­ბის ინი­ცი­რე­ბა და და­ნერ­გ­ვა შეძ­ლოს.

დი­რექ­ტო­რის შერ­ჩე­ვა

სკო­ლის დი­რექ­ტო­რი სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბის გზით უნ­და შე­ირ­ჩეს.

რა ახალ ტენ­დენ­ცი­ებს ამ­კ­ვიდ­რებს დი­რექ­ტო­რე­ბის ახა­ლი სტან­დარ­ტი

სა­ჯა­რო სკო­ლის დი­რექ­ტო­რის სტან­დარ­ტ­ში კარ­გად არის გან­საზღ­ვ­რუ­ლი ყვე­ლა დე­ტა­ლი, მათ შო­რის ხელ­შეწყო­ბაც, თა­ვი­სუფ­ლე­ბაც.

რაც შე­ე­ხე­ბა ახალ ტენ­დენ­ცი­ებს,  სამ ძი­რი­თად სა­კითხს გა­მოვ­ყოფ: თე­ო­რი­უ­ლი ცოდ­ნის შე­ძე­ნას, პრაქ­ტი­კუ­ლი უნა­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბასა და სა­ხელ­მ­წი­ფო ენის ცოდ­ნის ვალ­დე­ბუ­ლე­ბას.

არდადეგები

არდადეგები – თავისუფლებისა და დასვენების დღეების ხიბლი

ინა იმედაშვილი იუჯის სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ათეულთა...

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები