23 ნოემბერი, შაბათი, 2024

სკო­ლა­სა და მშო­ბელს შო­რის კრი­ზი­სუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის მარ­თ­ვა

spot_img
მეგი კავთუაშვილი
„მშობლები განათლებისთვის“ აღმასრულებელი დირექტორი

 

 

მშო­ბე­ლიც და მას­წავ­ლე­ბე­ლიც, ერ­თ­მა­ნეთ­თან კო­მუ­ნი­კა­ცი­ის დროს, მხო­ლოდ ბავ­შ­ვ­ზე უნდა იყ­ვ­ნენ ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი და არა სა­კუ­თარ თავ­ზე, სა­კუ­თარ სურ­ვი­ლებ­სა და მო­რალ­ზე. მხო­ლოდ იმ შემ­თხ­ვე­ვა­ში წარ­ვ­მარ­თავთ პრო­ცე­სებს ეფექ­ტუ­რად და მი­ვი­ღებთ და­დე­ბით შე­დგეს, თუ ბავ­შ­ვ­ზე ვართ ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი.

რო­დის და რა­ტომ ხდე­ბა კონ­ფ­ლიქ­ტი მას­წავ­ლე­ბელ­სა და მშო­ბელს შო­რის?

ერთ-ერ­თი ყვე­ლა­ზე გავ­რ­ცე­ლე­ბუ­ლი მი­ზე­ზია მოს­წავ­ლის შე­ფა­სე­ბა. მოს­წავ­ლის ცოდ­ნის და უნა­რე­ბის ობი­ექ­ტუ­რი შე­ფა­სე­ბა, რა თქმა უნ­და, საგ­ნის მას­წავ­ლებ­ლის პრე­რო­გა­ტი­ვაა. მშო­ბელს ამ სფე­რო­ში, საგ­ნის მას­წავ­ლე­ბელ­თან შე­და­რე­ბით, არა­საკ­მა­რი­სი კომ­პე­ტენ­ცია აქვს, მაგ­რამ თა­ვი­სი წარ­მოდ­გე­ნე­ბი აქვს შვი­ლის შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის შე­სა­ხებ. მშო­ბე­ლი, ხში­რად, გაკ­ვე­თილს იბა­რებს სახ­ლ­ში, არა­ფორ­მა­ლურ გა­რე­მო­ში, მას­წავ­ლე­ბე­ლი კი – კლას­ში, სა­დაც სრუ­ლი­ად გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ფო­ნია. ეს გან­ს­ხ­ვა­ვე­ბა გა­უ­გებ­რო­ბის სა­ფუძ­ველს ქმნის.

მოს­წავ­ლის შე­ფა­სე­ბის გა­მო კონ­ფ­ლიქ­ტი რომ არ მოხ­დეს, სა­სურ­ვე­ლია, მას­წავ­ლე­ბელ­მა უფ­რო მჭიდ­როდ ითა­ნამ­შ­რომ­ლოს მშობ­ლებ­თან. პე­და­გოგ­მა უნ­და აუხ­ს­ნას მშობ­ლებს შე­ფა­სე­ბის სის­ტე­მის არ­სი და გა­აც­ნოს კრი­ტე­რი­უ­მე­ბი, მუდ­მი­ვად მი­ა­წო­დოს ინ­ფორ­მა­ცია შვი­ლე­ბის აკა­დე­მი­უ­რი მოს­წ­რე­ბის შე­სა­ხებ; მის­ცეს რჩე­ვე­ბი და რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი იმის თა­ო­ბა­ზე, რო­გორ და­ეხ­მა­რონ შვილს შე­დე­გე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა­ში.

მას­წავ­ლე­ბელს ამის­კენ პრო­ფე­სი­უ­ლი ეთი­კის კო­დექ­სიც მო­უ­წო­დებს.

კი­დევ ერ­თი ხში­რი მი­ზე­ზი ხდე­ბა ხოლ­მე მოს­წავ­ლის ქცე­ვა. მშობ­ლე­ბი იც­ნო­ბენ ბავ­შ­ვის ქცე­ვის თა­ვი­სე­ბუ­რე­ბებს ოჯახ­ში, პე­და­გო­გი – სკო­ლა­ში და შე­იძ­ლე­ბა არც ერთს არ ჰქონ­დეს ამ ბავ­შ­ვის პი­როვ­ნუ­ლი ნი­შან-თვი­სე­ბე­ბი შეს­წავ­ლი­ლი. გსმე­ნი­ათ ალ­ბათ ძა­ლი­ან გავ­რ­ცე­ლე­ბუ­ლი ფრა­ზა: ჩე­მი შვი­ლი ამას არ იზამ­და. რო­დე­საც მას­წავ­ლე­ბე­ლი და მშო­ბე­ლი ბავშვს სხვა­დას­ხ­ვაგ­ვა­რად ახა­სი­ა­თე­ბენ, არ არის გა­მო­რიცხუ­ლი, რომ ამ დროს ორი­ვე გულ­წ­რ­ფე­ლი იყოს, სა­ხე­ზე კი გვქონ­დეს კო­მუ­ნი­კა­ცი­ის დე­ფი­ცი­ტი ან უნ­დობ­ლო­ბა. მა­გა­ლი­თად, მშობ­ლის გა­ღი­ზი­ა­ნე­ბას იწ­ვევს, თუ შვი­ლის ქცე­ვე­ბის შე­სა­ხებ არას­რუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია ჰქონ­და და უცებ გა­ი­გო უარ­ყო­ფი­თი დე­ტა­ლე­ბი, რა­ზეც პირ­და­პირ რე­ა­გი­რე­ბას სთხოვს სკო­ლა.

მოს­წავ­ლის ქცე­ვის გა­მო კონ­ფ­ქ­ლი­ტი რომ არ მოხ­დეს, მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია:

♦ მშო­ბელს რე­გუ­ლა­რუ­ლად გა­ნახ­ლე­ბა­დი ინ­ფორ­მა­ცია მი­ვა­წო­დოთ, თუ რო­გორ იქ­ცე­ვა ბავ­შ­ვი სხვად­ას­ხ­ვა სას­კო­ლო სი­ტუ­ა­ცი­ა­ში;

♦ სკო­ლამ ეს ინ­ფორ­მა­ცია სხვა­დას­ხ­ვა გზით უნ­და მი­ა­წო­დოს მშო­ბელს;

♦ მშო­ბელ­მა და სკო­ლამ უნ­და გან­საზღ­ვ­რონ თა­ვი­ან­თი მო­ვა­ლე­ო­ბე­ბი და შე­უდ­გ­ნენ შეს­რუ­ლე­ბას;

♦ თუ სკო­ლა თა­ვი­სი რე­სურ­სით ვერ მარ­თავს მოს­წავ­ლის ქცე­ვას, სა­სურ­ვე­ლია, მშო­ბელ­თან ერ­თად, საქ­მე­ში ჩარ­თოს ქცე­ვის მარ­თ­ვის სპე­ცი­ა­ლის­ტი – ფსი­ქო­ლო­გე­ბი და ქცე­ვის ანა­ლი­ტი­კო­სე­ბი, ან სხვა სა­ჭი­რო სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი; შე­საძ­ლე­ბე­ლია, და­უ­კავ­შირ­დეთ გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი სა­კონ­სულ­ტა­ციო მომ­სა­ხუ­რე­ბის 24-სა­ა­თი­ან ცხელ ხაზს.

ამ კონ­ფ­ლიქ­ტის თა­ვი­დან აცი­ლე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია, რო­დე­საც მშო­ბე­ლი და მას­წავ­ლე­ბე­ლი დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლი არი­ან ერ­თ­მა­ნე­თის­გან მი­ღე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის სან­დო­ო­ბა­სა და კონ­ფი­დენ­ცი­ა­ლუ­რო­ბა­ში. ამი­ტომ, მე­ტი დრო და ენერ­გია დავ­ხარ­ჯოთ იმა­ზე, რო­გორ ვი­თა­ნამშ­რომ­ლოთ ერ­თა­მა­ნეთ­თან.

კი­დევ ერ­თი მი­ზე­ზი ხდე­ბა ხოლ­მე ერ­თ­მა­ნე­თის მო­ვა­ლე­ო­ბე­ბის არ­ცოდ­ნა. მას­წავ­ლე­ბე­ლი და მშობ­ლე­ბი ერ­თ­მა­ნეთს აკის­რე­ბენ აურაცხელ მო­ვა­ლე­ო­ბას ისე, რომ არ ით­ვა­ლის­წი­ნე­ბენ გა­რე­მო­ე­ბებ­სა და შე­საძ­ლებ­ლო­ბებს. ერ­თ­მა­ნე­თის მი­მართ გა­და­ჭარ­ბე­ბუ­ლი მოთხოვ­ნე­ბი და მო­ლო­დი­ნე­ბი აქვთ, რაც ხში­რად ვერ სრულ­დე­ბა.

სა­უ­კე­თე­სო გა­მო­სა­ვა­ლია, რომ მას­წავ­ლებ­ლე­ბი იც­ნობ­დ­ნენ და მშობ­ლებ­საც აც­ნობ­დ­ნენ, რა წე­რია სას­კო­ლო დო­კუ­მენ­ტებ­ში: ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის შე­სა­ხებ კა­ნონ­ში, რო­გო­რია სკო­ლის ში­ნა­გა­ნა­წე­სი, წეს­დე­ბა, მას­წავ­ლებ­ლის პრო­ფე­სი­უ­ლი ეთი­კის კო­დექ­სი, სკო­ლის დი­რექ­ტო­რის სტან­დარ­ტი. ყვე­ლა ამ დო­კუ­მენ­ტ­ში გა­წე­რი­ლია მშობ­ლი­სა და მას­წავ­ლებ­ლის უფ­ლე­ბე­ბი და მო­ვა­ლე­ო­ბე­ბი. ეს დაგ­ვი­ცავს მო­სა­ლოდ­ნე­ლი გა­უ­გებ­რო­ბე­ბის­გან და უფ­რო საქ­მი­ანს გახ­დის ჩვენს თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბას.

თუ მშო­ბე­ლი და მას­წავ­ლე­ბე­ლი პრობ­ლე­მას სა­უბ­რით ვერ აგ­ვა­რე­ბენ, მთელ რიგ შემ­თხ­ვე­ვებ­ში, სა­ჭი­რო ხდე­ბა გა­რე­შე პი­რე­ბის ჩა­რე­ვა. ამის­თ­ვის, ყვე­ლა სა­ჯა­რო და ზო­გი­ერთ კერ­ძო სკო­ლა­შიც, არ­სე­ბობს გა­სა­ჩივ­რე­ბის მე­ქა­ნიზ­მე­ბი, რო­გო­რიც არის, მა­გა­ლი­თად, დის­ციპ­ლი­ნუ­რი კო­მი­ტე­ტი და სა­მე­ურ­ვეო საბ­ჭო. მშო­ბელ­საც და მას­წავ­ლე­ბელ­საც, შე­უძ­ლი­ათ მი­მარ­თონ აღ­ნიშ­ნულ ორ­გა­ნო­ებს და მო­ითხო­ვონ მათ­გან კა­ნო­ნის სრუ­ლი დაც­ვით მოქ­მე­დე­ბა. ხში­რად, კონ­ფ­ლიქ­ტი სწო­რედ მა­შინ ღრმავ­დე­ბა, თუ მშო­ბელ­მა სკო­ლის გა­რეთ გა­ი­ტა­ნა სას­კო­ლო პრობ­ლე­მა. ასეთ ფაქ­ტებს არა­ერ­თხელ გა­მო­უწ­ვე­ვია ხმა­უ­რი­ა­ნი და­პი­რის­პი­რე­ბა სკო­ლის დი­რექ­ცი­ა­სა და მშობ­ლებს შო­რის.

თუ ბავშვს რა­ი­მე გა­მოწ­ვე­ვა აქვს, უმ­ჯო­ბე­სია, მშო­ბელ­მა მი­სი გა­დაჭ­რა ჯერ სკო­ლა­ში სცა­დოს – პირ­ველ ეტაპ­ზე, დამ­რი­გე­ბელს მი­მარ­თოს, მაგ­რამ თუ არ მოგ­ვარ­და, შემ­დეგ დი­რექ­ცი­ას; თუ გო­ნივ­რუ­ლი ვა­და ამო­ი­წუ­რა და პრობ­ლე­მა მა­ინც იმა­ვე სიმ­ძი­მი­თაა სა­ხე­ზე, ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში, მშო­ბელს მხო­ლოდ ის გზა დარ­ჩე­ნია, რომ უსი­ა­მოვ­ნო ამ­ბა­ვი სკო­ლის გა­რეთ გა­ი­ტა­ნოს და სხვა­გან ეძე­ბოს მაშ­ვე­ლი რგო­ლი. ასე­თი შე­იძ­ლე­ბა აღ­მოჩ­ნ­დეს გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტ­რო, სა­ხალ­ხო დამ­ც­ვე­ლი, ბავ­შ­ვ­თა უფ­ლე­ბე­ბის დამ­ც­ვე­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი, არა­სამ­თავ­რო­ბო სექ­ტო­რი, მე­დია ან სა­სამ­არ­თ­ლოც კი. ზოგ­ჯერ ეს პრო­ცე­სი თვე­ო­ბით და წლო­ბით ხან­გ­რ­ძ­ლივ­დე­ბა და უამ­რა­ვი უსი­ა­მოვ­ნო შეგ­რ­ძ­ნე­ბა ახ­ლავს. თუმ­ცა, პრობ­ლე­მის მოგ­ვა­რე­ბის ლე­გი­ტი­მუ­რი გზაა ყვე­ლა­ფე­რი ზე­მოთ ჩა­მოთ­ვ­ლი­ლი და ამის გა­მო მშობ­ლის გა­კიცხ­ვა, შერ­ცხ­ვე­ნა, მი­სი გა­მო­ყო­ფა და დის­კ­რი­მი­ნა­ცია ეწი­ნა­აღ­მ­დე­გე­ბა ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის შე­სა­ხებ კა­ნონს.

სა­ერ­თო ჯამ­ში, უნ­და გვახ­სოვ­დეს, რომ კრი­ტი­კუ­ლი აზ­რი ყო­ველ­თ­ვის არ­სე­ბობს, მაგ­რამ ის იშ­ვი­ა­თად მო­დის ხოლ­მე ჩვე­ნამ­დე, არ არის რე­კო­მენ­დე­ბუ­ლი, მშობ­ლებ­მა კრი­ტი­კუ­ლი მო­საზ­რე­ბის გა­მოთ­ქ­მის­გან ყო­ველ­თ­ვის თა­ვი შე­ი­კა­ვონ. სა­უ­ბა­რია კონ­ს­ტ­რუქ­ცი­ულ კრი­ტი­კა­ზე, ცხა­დია. ასეთ შემ­თხ­ვე­ვა­ში, ეს უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა გროვ­დე­ბა და, სა­ბო­ლოო ჯამ­ში, გა­უ­გებ­რო­ბამ­დე, უნ­დობ­ლო­ბამ­დე და კონ­ფ­ლიქ­ტამ­დეც მივ­ყა­ვართ. სა­უ­კე­თე­სო გა­მო­სა­ვა­ლია, რომ სკო­ლამ და მას­წავ­ლე­ბელ­მა თა­ვად შექ­მ­ნან კრი­ტი­კუ­ლი აზ­რის გა­მოთ­ქ­მის­თ­ვის ვე­ლი, რო­გორც ამას გან­ვი­თა­რე­ბულ ქვეყ­ნებ­ში აკე­თე­ბენ სკო­ლე­ბი. გა­ი­აზ­რონ და მშობ­ლე­ბიც და­არ­წ­მუ­ნონ, რომ მშობ­ლე­ბის აზ­რის ცოდ­ნა მა­თი საქ­მის შე­სა­ხებ ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია.

მას­წავ­ლე­ბე­ლი და მშო­ბე­ლი თა­ნას­წო­რი, იერარ­ქი­ის ერთ სა­ფე­ხურ­ზე მდგო­მი ორი ადა­მი­ა­ნია, რომ­ლებ­საც ბავ­შ­ვის ინ­ტე­რე­სი უნ­და აერ­თი­ა­ნებ­დეს. თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბა ყო­ველ­თ­ვის სა­სი­ა­მოვ­ნო შე­იძ­ლე­ბა არ იყოს, მაგ­რამ ორი­ვე მათ­გა­ნის მო­ვა­ლე­ო­ბაა, არ უღა­ლა­ტონ თა­ვა­ზი­ა­ნო­ბის პრინ­ციპს და, რაც მთა­ვა­რია, ბო­ლომ­დე დარ­ჩ­ნენ ბავ­შ­ვის ინ­ტე­რე­სე­ბის ერ­თ­გუ­ლი.

 

მა­სა­ლა წარ­მოდ­გე­ნი­ლია არა­სამ­თა­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის „მშობ­ლე­ბი გა­ნათ­ლე­ბის­თ­ვის“ ვი­დე­ობ­ლო­გე­ბის სე­რი­ის მი­ხედ­ვით, რო­მე­ლიც მომ­ზა­დე­ბუ­ლია პრო­ექ­ტის „მშო­ბელ­თა ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი ჩარ­თუ­ლო­ბა სკო­ლა­ში“ ფარ­გ­ლებ­ში და მიმ­დი­ნა­რე­ობს USAID-ის სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბის პროგ­რა­მის მხარ­და­ჭე­რით.

ვი­დე­ობ­ლო­გის ში­ნა­არ­სი ნა­წი­ლობ­რივ ეფუძ­ნე­ბა მას­წავ­ლებ­ლის ეთი­კის სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლოს – „სი­ტუ­ა­ცი­ე­ბი სას­კო­ლო ცხოვ­რე­ბი­დან“.

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები