14 აგვისტო, კვირა, 2022

სკო­ლამ საგ­ნობ­რივ ცოდ­ნას­თან ერ­თად მოს­წავ­ლეს   პრობ­ლე­მე­ბის გა­დაჭ­რის უნა­რი უნ­და გა­ნუ­ვი­თა­როს

spot_img

ეკა ჩაბაიძე

სსიპ ყაზ­ბე­გის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ სი­ო­ნის
სა­ჯა­რო სკო­ლის დი­რექ­ტო­რი

 

⇒ გაგ­ვი­ზი­ა­რეთ სკო­ლის მარ­თ­ვის თქვე­ნი მო­დე­ლი/პრაქ­ტი­კა – რა პრობ­ლე­მებს აწყ­დე­ბით ამ პრო­ცეს­ში ან რა გა­მოგ­დით წარ­მა­ტე­ბუ­ლად?

სკო­ლის დი­რექ­ტო­რი არის ის სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო ლი­დე­რი, რო­მე­ლიც ხელს უწყობს ყვე­ლა მოს­წავ­ლის წარ­მა­ტე­ბას. ჩემ­თ­ვის, რო­გორც სკო­ლის ლი­დე­რის­თ­ვის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია თი­თო­ე­უ­ლი მოს­წავ­ლის წარ­მა­ტე­ბა და მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის, მას­წავ­ლებ­ლე­ბისა და სხვა და­საქ­მე­ბუ­ლი პი­რე­ბის­თ­ვის უსაფ­რ­თხო, ეფექ­ტუ­რი სა­მუ­შაო გა­რე­მოს შექ­მ­ნა. ბუ­ნებ­რი­ვია, რო­გორც ლი­დე­რი, სკო­ლას მე­სა­მე პი­რებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბებ­ში წარ­მო­ვად­გენ, ვთა­ნამ­შ­რომ­ლობ სა­მე­ურ­ვეო საბ­ჭოს­თან, ვმო­ნა­წი­ლე­ობ სას­კო­ლო სა­მუ­შაო გეგ­მის და საშ­ტა­ტო გან­რი­გის შედ­გე­ნა­ში. რაც მთა­ვა­რია, პა­სუ­ხის­მ­გე­ბე­ლი ვარ უსაფ­რ­თხო­ე­ბა­ზე. ამის გარ­და,

სკო­ლის დი­რექ­ტო­რი ვალ­დე­ბუ­ლია ითა­ნამ­შ­რომ­ლოს სას­კო­ლო თემ­თან, გა­ნა­ხორ­ცი­ელ­ოს ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის რე­სურ­სე­ბის მე­ნეჯ­მენ­ტი, რა­თა შე­იქ­მ­ნას უსაფ­რ­თხო და ეფექ­ტი­ა­ნი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო გა­რე­მო.

იმი­სათ­ვის, რომ სკო­ლა­ში გან­ხორ­ცი­ელ­დეს ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მით დად­გე­ნი­ლი მოთხოვ­ნე­ბი, მოქ­მე­დი კა­ნონ­მ­დებ­ლო­ბის თა­ნახ­მად შექ­მ­ნი­ლი გვაქვს სტრა­ტე­გი­უ­ლი და სა­მოქ­მე­დო გეგ­მა, სა­მოქ­მე­დო გეგ­მის შე­სა­ბა­მი­სი წლი­უ­რი ბი­უ­ჯე­ტი, სკო­ლის ფი­ნან­სე­ბი იმარ­თე­ბა ეფექ­ტი­ა­ნად. კვა­ლი­ფი­კა­ცი­ი­სა და კომ­პე­ტენ­ცი­ე­ბის მი­ხედ­ვით შერ­ჩე­უ­ლი გვყავს ადა­მი­ა­ნუ­რი რე­სურ­სი.

⇒ რა რო­ლი აქვს სა­მე­ურ­ვეო საბ­ჭო­ებს სკო­ლის მარ­თ­ვა­ში

სა­მე­ურ­ვეო საბ­ჭო სკო­ლის ავ­ტო­ნო­მი­უ­რო­ბი­სა და პრო­ცე­სე­ბის დე­მოკ­რა­ტი­უ­ლად მარ­თ­ვის­თ­ვის ეფექ­ტუ­რი ბერ­კე­ტია. ეს ყვე­ლამ ვი­ცით, თუმ­ცა, რე­ა­ლუ­რად, იგი ამ ფუნ­ქ­ცი­ას ვერ/არ ას­რუ­ლებს. რაც, ბუ­ნე­ბე­რი­ვია, ორი­ვე მხა­რის ბრა­ლია, მშობ­ლე­ბი არ იჩე­ნენ ინ­ტე­რესს სას­კო­ლო ცხოვ­რე­ბი­სად­მი, სკო­ლა კი არ ითხოვს მათ­გან რა­ი­მე სა­ხის ინი­ცი­ა­ტი­ვებს. ვფიქ­რობ, ეს მეტ-ნაკ­ლე­ბად ყვე­ლა სკო­ლის სე­ნია.

მე, რო­გორც სკო­ლის ლი­დე­რი, უზ­რუნ­ველ­ვ­ყოფ სა­ჯა­რო სკო­ლა­ში კა­ნო­ნის შე­სა­ბა­მი­სი გამ­ჭ­ვირ­ვა­ლო­ბი­სა და სა­ჯა­რო­ო­ბის პრინ­ცი­პებ­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი ან­გა­რიშ­ვალ­დე­ბუ­ლე­ბის სის­ტე­მის არ­სე­ბო­ბას. აქ­ტი­ურ თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბა­ში ვარ სა­მე­ურ­ვეო საბ­ჭოს­თან, კა­ნონ­მ­დებ­ლო­ბით დად­გე­ნი­ლი წე­სით ვა­ხორ­ცი­ე­ლებ ან­გა­რიშ­ვალ­დე­ბუ­ლე­ბას სა­ჯა­რო სკო­ლის უმაღ­ლეს არ­ჩე­ვით ორ­გა­ნოს­თან. უზ­რუნ­ველ­ვ­ყოფ ან­გა­რიშ­ვალ­დე­ბუ­ლე­ბის სის­ტე­მის გამ­ჭ­ვირ­ვა­ლო­ბას, სა­ჯა­რო­ო­ბა­სა და ხელ­მი­საწ­ვ­დო­მო­ბას.

⇒ ამ­ზა­დებს თუ არა სკო­ლა ახალ­გაზ­რ­დებს მო­მა­ვა­ლი ცხოვ­რე­ბის­თ­ვის

ვცდი­ლობთ, მოს­წავ­ლე­ე­ბი აღ­ვ­ზარ­დოთ აქ­ტი­ურ მო­ქა­ლა­ქე­ე­ბად. ჩემ­თ­ვის მოს­წავ­ლე­თა წარ­მა­ტე­ბა ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რია.

სკო­ლამ, საგ­ნობ­რივ ცოდ­ნას­თან და უნარ-ჩვე­ვებ­თან ერ­თად, მოს­წავ­ლე­ებს პრობ­ლე­მე­ბის გა­დაჭ­რის უნა­რი უნ­და გა­ნუ­ვი­თა­როს. იგი მოს­წავ­ლე­ებს არა მხო­ლოდ ყო­ველ­დღი­უ­რი ცხოვ­რე­ბი­სე­უ­ლი მოთხოვ­ნე­ბის მოგ­ვა­რე­ბა­ში გა­მო­ად­გე­ბათ, არა­მედ სწავ­ლის გა­საგ­რ­ძე­ლებ­ლად და პრო­ფე­სი­ულ კა­რი­ე­რა­ში წარ­მა­ტე­ბის მი­საღ­წე­ვად.

სკო­ლა­ში გა­მო­ი­ყე­ნე­ბა სწავ­ლე­ბის თა­ნა­მედ­რო­ვე სტრა­ტე­გი­ე­ბი და მე­თო­დე­ბი, ჩარ­თუ­ლე­ბი ვართ „ახა­ლი სკო­ლის მო­დელ­ში“, ამ პრო­ექ­ტის მი­ზა­ნია პი­როვ­ნე­ბა­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი გა­რე­მოს შექ­მ­ნა, რო­მე­ლიც მოს­წავ­ლე­ებს და­ეხ­მა­რე­ბა 21-ე სა­უ­კუ­ნის რე­ა­ლო­ბის­თ­ვის სა­ჭი­რო ცოდ­ნი­სა და უნარ-ჩვე­ვის შე­ძე­ნა­ში.

⇒ პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბა

წლე­ბია სა­ხელ­მ­წი­ფო ზრუ­ნავს მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­ულ გან­ვი­თა­რე­ბა­ზე.

მარ­თა­ლია, ვარ სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი დი­რექ­ტო­რი, ყო­ველ­თ­ვის ვზრუ­ნავ პრო­ფე­სი­ულ გან­ვი­თა­რე­ბა­ზე, ინო­ვა­ცი­ე­ბის მომ­ხ­რე ვარ. წლე­ბის წინ გავ­ლი­ლი მაქვს „მას­წავ­ლე­ბელ­თა და სკო­ლის დი­რექ­ტორ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის პრო­ექ­ტის „ლი­დე­რო­ბის აკა­დე­მია“ სა­მი­ვე მო­დუ­ლი, მაგ­რამ სა­სურ­ვე­ლი იქ­ნე­ბა, კვლავ თუ მოგ­ვე­ცე­მა შან­სი ცოდ­ნის ასა­მაღ­ლებ­ლად.

სკო­ლის დი­რექ­ცია ყო­ველ­მ­ხ­რივ ეხმა­რე­ბა პე­და­გო­გებს პრო­ფე­სი­ულ გან­ვი­თა­რე­ბა­ში. 22-დან მხო­ლოდ 5 პე­და­გო­გია პრაქ­ტი­კო­სი. გვყავს უფ­რო­სი პე­და­გო­გე­ბი და რამ­დე­ნი­მე და­რე­გის­ტ­რი­რე­ბუ­ლია გა­მოც­დებ­ზე, წამ­ყ­ვა­ნის სტა­ტუ­სის მო­სა­პო­ვებ­ლად.

⇒ სკო­ლის სა­ჭი­რო­ე­ბე­ბი

პან­დე­მი­ის გა­მო, სწავ­ლე­ბის ონ­ლა­ინ რე­ჟიმ­ზე გა­დას­ვ­ლის აუცი­ლებ­ლო­ბამ ერ­თი სა­ერ­თო პრობ­ლე­მა ბევრ სკო­ლა­ში გა­მოკ­ვე­თა, მათ შო­რის, ჩვენ­თა­ნაც.

სი­ო­ნი მა­ღალ­მ­თი­ა­ნი სო­ფე­ლია, აქ ისე­დაც პრობ­ლე­მუ­რია ინ­ტერ­ნე­ტის უწყ­ვე­ტო­ბა, ამას თან და­ერ­თო მოძ­ვე­ლე­ბუ­ლი კომ­პი­უ­ტე­რე­ბი – ფაქ­ტობ­რი­ვად, ვერ ვი­ყე­ნებთ კომ­პი­უ­ტე­რულ კლასს იმ­დე­ნად მოძ­ვე­ლე­ბუ­ლია ტექ­ნი­კა. ამი­ტო­მაც ონ­ლა­ინ სწავ­ლე­ბა გარ­კ­ვე­უ­ლი ხარ­ვე­ზე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობ­და, მხო­ლოდ ტე­ლე­ფო­ნე­ბის იმე­დად ვი­ყა­ვით.

სკო­ლა ჩარ­თუ­ლია „ახა­ლი სკო­ლის მო­დელ­ში“, რაც კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი ტექ­ნი­კის გა­ნახ­ლე­ბა­საც გუ­ლის­ხ­მობს. უკ­ვე მე­ო­რე წე­ლია ვავ­სებთ კითხ­ვარს, სა­დაც ტექ­ნი­კის გა­ნახ­ლე­ბას ვითხოვთ, მაგ­რამ ჯერ­ჯე­რო­ბით შე­დე­გი არ ჩანს. სწო­რედ „ახა­ლი სკო­ლის “ მო­დე­ლის ფარ­გ­ლებ­ში ბევ­რი სა­სი­კე­თო პრო­ექ­ტი გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა ჩვენ­მა სკო­ლამ: ერ­თი – გა­რე­მოს დაც­ვის მი­მარ­თუ­ლე­ბით, რო­ცა მოს­წავ­ლე­ებ­მა და პედ­კო­ლექ­ტივ­მა 80 ძი­რი ხე დავ­რ­გეთ სკო­ლის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე და მე­ო­რე – თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბი­თი კულ­ტუ­რის გან­ვი­თა­რე­ბის მიზ­ნით. სკო­ლის დი­რექ­ცი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა, პე­და­გო­გებ­მა, მშობ­ლებ­მა და მოს­წავ­ლე­ებ­მა ხელ­ნა­კე­თი ნივ­თე­ბის ერ­თობ­ლი­ვი გა­მო­ფე­ნა მო­ვაწყ­ვეთ.

⇒ არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბა

არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით მინ­და აღ­ვ­ნიშ­ნო ჩვე­ნი სკო­ლის 3 მოს­წავ­ლის მო­ნა­წი­ლე­ო­ბა ამე­რი­კულ პრო­ექ­ტ­ში, რო­მე­ლიც ინ­გ­ლი­სუ­რი ენის შეს­წავ­ლის მიზ­ნით ხორ­ცი­ელ­დე­ბა. ნე­ბის­მი­ე­რი ახალ­გაზ­რ­დის­თ­ვის, მით უმე­ტეს მა­ღალ­მ­თი­ა­ნი სოფ­ლის სკო­ლის მოს­წავ­ლის­თ­ვის, ეს მე­ტად სა­შუ­რი საქ­მეა.

ერთიანი ეროვნული გამოცდები

მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდები

არდადეგები

„ზაფხულის არდადეგების“ საბოლოო პროდუქტი სექტემბრის კონფერენციისთვის

ეროვნული სასწავლო გეგმის განვითარების ექსპერტმა, ნიკო სილაგაძემ რეკომენდაციის სახით მოგვაწოდა აზრი , რომ ეროვნულ კონფერენციაზე მოსწავლის მიერ შექმნილი საბოლოოო პროდუქტი, პრეზენტაციის დროს, დასაწყისშივე წარგვედგინა...
მსგავსი სიახლეები