9 ოქტომბერი, ოთხშაბათი, 2024

სკოლამდელი და ზოგადი განათლების ხელშეწყობისთვის სამმხრივი მემორანდუმი გაფორმდა

spot_img

ბავშვთა უფლებების, მასწავლებელთა კორპუსის გაძლიერებისა და განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროს, გაეროს ბავშვთა ფონდსა (UNICEF) და განათლების კოალიციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმს მოაწერეს ხელი: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ, ეკატერინე დგებუაძემ, გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა საქართველოში, ღასან ხალილმა და განათლების კოალიციის გამგეობის თავმჯდომარემ, ირინა ხანთაძემ.

მემორანდუმი მიზნად ისახავს, სკოლამდელი და ზოგადი განათლების მიმართულებით, COVID-19-ის შედეგად მიღებული ზარალის შემცირებასა და სახელმწიფო ინტერვენციების განხორციელების ხელშეწყობას.

მხარეები შეთანხმდნენ, რომ აქტიურად ითანამშრომლებენ ისეთ საკითხებთან დაკავშირებით, როგორებიცაა: ბავშვთა უფლებების დაცვა, საქართველოში მასწავლებელთა კორპუსის გაძლიერება, ინკლუზიურ და ხარისხიან განათლებაზე მოსწავლეთა ხელმისაწვდომობისა და ჩართულობის გაზრდა, რაც სამინისტროს ერთ-ერთ პრიორიტეტს წამოადგენს. ამ მიმართულებით ადგილობრივ და საერთაშორისო პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობით სამინისტრო არაერთ პროექტს ახორციელებს.

მკითხველთა კლუბი

მე ვარ…

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები