27 ივლისი, შაბათი, 2024

სიკეთე ყოველთვის იმარჯვებს

spot_img

თბილისის №64 საჯარო სკოლის (დირექტორი – ხათუნა შენგელია) მესამეკლასელებმა პირველი სემესტრი საახალწლო ზეიმით დაასრულეს. წლის შემაჯამებელი ღონისძიება „საახალწლო ზღაპარი“ ბავშვებისთვის მესამე კლასის დამრიგებელმა, თამუნა კირვალიძემ მოამზადა, სცენარიც დაწერა და დამდგმელი რეჟისორიც თავად იყო.

„ჩვენს საახალწლო ზღაპარს მთავარ იდეად გასდევდა – სიკეთე ყოველთვის იმარჯვებს. ბავშვებმა – თოვლის ბაბუამ, ფიფქიამ თავის შვიდ ჯუჯასთან ერთად და სხვა გმირებმა თოვლის დედოფალიც კი სიკეთისკენ მოატრიალეს,“ – ამბობს ქალბატონი თამუნა.

პატარა „მსახიობებმა“ დამსწრე საზოგადოების მოწონება დაიმსახურეს, თავიანთი გულწრფელი ემოციებითა და მონდომებით. ზეიმის მიმდინარეობისას ისე გადასხვაფერდნენ, რომ მართლაც ზღაპრულ პერსონაჟებად იგრძნეს თავი. მართალია, სიტყვები, რომელსაც წარმოთქვამდნენ, მათ გმირებს ეკუთვნოდა, მაგრამ იმდენად ემოციური და გულწრფელი იყო, თითქოს პატარები თავიანთ სათქმელს ამბობდნენ.

აღსანიშნავია, რომ კლასში სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების ბავშვებიც არიან და როგორც ასისტენტი ირმა უგრეხელიძე ამბობს, საახალწლო ზეიმი ყველას საჭიროებაზე იყო მორგებული, გათვალისწინებული იყო თითოეული მოსწავლის ინდივიდუალური შესაძლებლობები.

მესამეკლასელთა საახალწლო ზეიმი კლასის ვარსკვლავის გახსნით დასრულდა.

არდადეგები

არდადეგები – თავისუფლებისა და დასვენების დღეების ხიბლი

ინა იმედაშვილი იუჯის სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ათეულთა...

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები