28 ნოემბერი, ხუთშაბათი, 2024

სი­კე­თე დას­წავ­ლა­დია

spot_img
თეა მანგოშვილი
სოციალური მედია მენეჯერი

 

 

მთე­ლი ღა­მე თეთ­რად გა­ა­თე­ნა. პირ­ვე­ლად უნ­და შე­სუ­ლი­ყო სკო­ლა­ში მას­წავ­ლებ­ლის სტა­ტუ­სით. დი­დი პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბით ეკი­დე­ბო­და საქ­მეს, რო­მე­ლიც აირ­ჩია. ლა­მა­ზად ჩა­იც­ვა, მაგ­რამ ძა­ლი­ა­ნაც არ გა­და­იპ­რან­ჭა. მე­ხუ­თეკ­ლა­სე­ლებ­თან გა­ამ­წე­სეს დამ­რი­გებ­ლად და ეცა­და, ისე სცმო­და, დი­დი გან­ს­ხ­ვა­ვე­ბა რომ არ ყო­ფი­ლი­ყო მოს­წავ­ლე-მას­წავ­ლე­ბელს შო­რის.

უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ნას­წავლ „ფსი­ქო­ლო­გი­ის შე­სა­ვალს“ არ დას­ჯერ­და და უამ­რა­ვი ტრე­ნინ­გი გა­ი­ა­რა ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით. რო­დე­საც დარ­წ­მუნ­და, რომ ბავ­შ­ვ­თა ფსი­ქო­ლო­გი­ას კარ­გად ფლობ­და, მხო­ლოდ მა­შინ გა­აგ­ზავ­ნა თა­ვი­სი მო­ნა­ცე­მე­ბი გა­მოცხა­დე­ბულ ვა­კან­სი­ა­ზე.

მთე­ლი ზაფხუ­ლი არ და­უს­ვე­ნია. ახალ სა­ბავ­შ­ვო ფილ­მებ­სა და წიგ­ნებს ჩა­უჯ­და. არც სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის „ტრენ­დე­ბი“ და­ვიწყე­ბია (ყო­ველ­თ­ვის უკ­ვირ­და – რო­გორ ვერ უწყო­ბენ ამ­დე­ნი წლის პე­და­გო­გე­ბი ახალ თა­ო­ბებს ფეხს?). მი­უ­ხე­და­ვად ასე­თი მომ­ზა­დე­ბი­სა, მა­ინც გა­ნიც­დი­და ბავ­შ­ვებ­თან შეხ­ვედ­რას.

თა­ვი­სი ბავ­შ­ვო­ბის კად­რე­ბი ედ­გა თვალ­წინ. ბევ­რი რამ არ მოს­წონ­და, მა­გა­ლი­თად ის, რომ მას­წავ­ლებ­ლე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა გვა­რე­ბით მი­მარ­თავ­დ­ნენ ბავ­შ­ვებს. არც ის მოს­წონ­და, მა­თე­მა­ტი­კის მას­წავ­ლე­ბელ­მა მე-7 კლა­სამ­დე რომ ვერ და­ი­მახ­სოვ­რა მი­სი სა­ხე­ლი და ხან რას ეძახ­და, ხან რას; არც ის მოს­წონ­და, მას­წავ­ლე­ბე­ლი მხო­ლოდ კონ­კ­რე­ტულ ბავ­შ­ვებს რომ ჩუქ­ნი­და და­ბა­დე­ბის დღე­ზე ბრჭყვი­ა­ლა ქა­ღალ­დ­ში ლა­მა­ზად შე­ფუ­თულ სა­ჩუქ­რებს; არც ის მოს­წონ­და, მის გვერ­დ­ზე მჯდო­მი ბი­ჭი მა­თე­მა­ტი­კის „გარ­ტყ­მა­ში“ რომ არ იყო, სა­კონ­ტ­რო­ლო წე­რას კი ყო­ველ­თ­ვის მა­ღა­ლი შე­ფა­სე­ბით წერ­და, ძნე­ლი გა­მო­საც­ნო­ბი არ იყო სა­ი­დან იცო­და ყვე­ლა სა­კითხი; და არც ის, მას­წავ­ლე­ბე­ლი საგ­ნის იქით არაფ­რით რომ არ ინ­ტე­რეს­დე­ბო­და, სა­ერ­თოდ არ იც­ნობ­და მოს­წავ­ლე­ებს და არც ადარ­დებ­და ეგ ფაქ­ტი. „ჩე­მი მო­ვა­ლე­ო­ბაა სა­გა­ნი ვას­წავ­ლო ბავ­შ­ვებს,“ – ეს იყო მი­სი პა­სუ­ხი.

ეს არის ის, რა­საც არას­დ­როს გა­ი­მე­ო­რებ­და.

კარ­გი კად­რე­ბიც ამო­ტივ­ტივ­და გო­ნე­ბა­ში. რო­გორ შე­იძ­ლე­ბა და­ა­ვიწყ­დეს ცი­ცო მას­წავ­ლებ­ლის ამა­გი, რო­მელ­მაც შეხ­ვედ­რის პირ­ვე­ლი დღი­დან და­იწყო მოს­წავ­ლე­ე­ბის სუ­ლი­ერ გან­ვი­თა­რე­ბა­ზე ფიქ­რი. მი­სი გაკ­ვე­თი­ლე­ბი სტან­დარ­ტულ გაკ­ვე­თი­ლებს არ ჰგავ­და. სი­კე­თის მკე­თე­ბელ ადა­მი­ა­ნე­ბად ჩა­მო­ა­ყა­ლი­ბა პირ­ვე­ლი გა­მოშ­ვე­ბა. ჯერ კი­დევ ბავ­შ­ვი იყო, რო­ცა გა­ი­ფიქ­რა – მე თუ ოდეს­მე მას­წავ­ლებ­ლო­ბას გა­დავ­წყ­ვეტ, მინ­და მის­ნა­ი­რი ვი­ყოო.

15 სექ­ტემ­ბე­რი გა­თენ­და. ისე წა­მოფ­რინ­და სა­წო­ლი­დან, რო­გორც პირ­ველ კლას­ში შეს­ვ­ლი­სას. ბევ­რი რამ ჰქონ­და მო­სას­წ­რე­ბი. ის არ მით­ქ­ვამს ხომ, ზაფხუ­ლის გან­მავ­ლო­ბა­ში ყვე­ლა ბავ­შ­ვ­ზე ინ­ფორ­მა­ცია რომ შეკ­რი­ბა? მათ ყო­ფილ დამ­რი­გე­ბელს დღე­ში ას­ჯერ ურე­კავ­და სხვა­დას­ხ­ვა შე­კითხ­ვით. ანა მას­წავ­ლე­ბე­ლი ბა­თუმ­ში ის­ვე­ნებ­და და გა­თი­შავ­და თუ არა ტე­ლე­ფონს, ხე­ლებს გა­ა­სავ­სა­ვებ­და – რა­ში აინ­ტე­რე­სებს ამ გო­გოს ამ­დე­ნი რამ, ვერ ვხვდე­ბიო.

სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლი­თაც ყვე­ლა მათ­გა­ნი შე­ის­წავ­ლა და მა­თი ინ­ტე­რე­სე­ბის მი­ხედ­ვით შე­უკ­ვე­თა პა­ტა­რა სა­ჩუქ­რე­ბი. ჰო­და ისიც გა­მო­სა­ტა­ნი ჰქონ­და და სკო­ლა­ში მოს­წავ­ლე­ებ­ზე ად­რე უნ­და მი­ეს­წ­რო მის­ვ­ლა, მა­გი­დებ­ზე რომ დახ­ვედ­რო­დათ კუთ­ვ­ნი­ლი სა­ჩუ­ქა­რი.

8 სა­ათ­ზე უკ­ვე სკო­ლა­ში იყო. სკო­ლა ჯერ კი­დევ ცა­რი­ე­ლი იყო, მხო­ლოდ რამ­დე­ნი­მე დამ­ლა­გე­ბე­ლი და­ფუს­ფუ­სებ­და და ას­ჯერ გა­დაწ­მენ­დილ მტვერს ას­მე­ერ­თე­დაც წმენ­დ­და. ცხრის ნა­ხე­ვარ­ზე საკ­ლა­სო ოთა­ხი ისე იყო მოწყო­ბი­ლი, რო­გორც მთე­ლი ზაფხუ­ლი წარ­მოდ­გე­ნა­ში ჰქონ­და.

ოთა­ხი სივ­რ­ცე­ე­ბად იყო და­ყო­ფი­ლი – ერთ სივ­რ­ცე­ში გა­მო­ჩე­ნი­ლი მწერ­ლე­ბი­სა და პო­ე­ტე­ბის ფო­ტო­ე­ბი გამოფინა გა­მორ­ჩე­უ­ლი ფრა­ზე­ბით; მე­ო­რე სივ­რ­ცეს ცნო­ბი­ლი მხატ­ვ­რე­ბის ნა­მუ­შევ­რე­ბი ამ­შ­ვე­ნებ­და; მე­სა­მე სივ­რ­ცე­ში, რო­მელ­საც ყვე­ლა­ზე დი­დი ად­გი­ლი ჰქონ­და დათ­მო­ბი­ლი, კლა­სის ექ­ს­კურ­სი­ებ­ზე და სა­ერ­თო შეკ­რე­ბებ­ზე გა­და­ღე­ბუ­ლი ფო­ტო­ე­ბი იყო გა­მო­ფე­ნი­ლი; მე­ოთხე სივ­რ­ცე­ში – პრო­ექ­ტო­რი კი­ნოჩ­ვე­ნე­ბის­თ­ვის; ბო­ლო სივ­რ­ცე­ში კი – ცა­რი­ე­ლი თა­რო­ე­ბი.

ზა­რი და­ი­რე­კა. ბავ­შ­ვე­ბი კლასს უხა­ლი­სოდ მო­ა­უ­ახ­ლოვ­დ­ნენ. რო­გო­რია, ოთხი წე­ლი ანა მას­წავ­ლე­ბე­ლი ჰყავ­დათ და ახ­ლა ვი­ღაც უცხო, ახალ­გაზ­რ­და მას­წავ­ლე­ბე­ლი ეყო­ლე­ბათ, რო­მელ­საც არა­ვინ იც­ნობს, არა­ვინ ფლობს მას­ზე ინ­ფორ­მა­ცი­ას.

ნი­ტა მას­წავ­ლე­ბე­ლი კარ­თან იდ­გა და ყვე­ლა ბავშვს სა­თი­თა­ოდ ესალ­მე­ბო­და. ბავ­შ­ვე­ბის გა­ო­ცე­ბას საზღ­ვა­რი არ ჰქონ­და, რო­დე­საც ახა­ლი მას­წავ­ლე­ბე­ლი მათ სა­ხე­ლე­ბით მი­მარ­თავ­და. ერ­თ­მა­ნეთ­ში ჩურ­ჩუ­ლებ­დ­ნენ კი­დეც – „ვახ, სა­ი­დან იცის ჩვე­ნი სა­ხე­ლე­ბი?“

მა­გი­დებ­თან სა­ნამ მი­ვი­დოდ­ნენ, სივ­რ­ცე­ე­ბის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბა და­იწყეს. ძა­ლი­ან გა­უ­ხარ­დათ თა­ვი­ან­თი ფო­ტო­ე­ბი რომ ნა­ხეს კე­დელ­ზე, მა­ნამ­დე ასე არას­დ­როს ყო­ფი­ლა. მნიშ­ვ­ნე­ლოვ­ნად იგ­რ­ძ­ნეს თა­ვი.

ნი­კო ყვე­ლა­ზე თა­მა­მი ბავ­შ­ვი იყო კლას­ში. პრო­ექ­ტო­რის­კენ გა­იშ­ვი­რა ხე­ლი და მას­წავ­ლე­ბელს ჰკითხა – ეს რის­თ­ვის არი­სო?

– აქ ფილ­მებს უნ­და ვუ­ყუ­რო­თო, – უპა­სუ­ხა ნი­ტა მას­წავ­ლე­ბელ­მა.

ისევ ჩურ­ჩუ­ლი ერ­თ­მა­ნეთ­ში, – გა­ი­გე? სკო­ლა­ში ფილ­მებს უნ­და ვუ­ყუ­როთ. ნელ-ნე­ლა თა­მამ­დე­ბოდ­ნენ ბავ­შ­ვე­ბი. სა­ხე­ზე სი­ხა­ლი­სეც უბ­რუნ­დე­ბო­დათ.

მა­გი­დებ­თან მი­ვიდ­ნენ და ისევ ნი­კომ იკითხა – ეს ჩვე­ნია?

– კი, ეს სა­ჩუ­ქა­რია ჩემ­გან.

ერ­თი­ა­ნად აშ­რა­შუნ­და ბრჭყვი­ა­ლა ქა­ღალ­დე­ბით შე­ფუ­თუ­ლი სა­ჩუქ­რე­ბი. აქეთ-იქე­დან ოვა­ცი­ე­ბის ხმა ის­მო­და. ერ­თ­მა­ნეთს აჩ­ვე­ნებ­დ­ნენ თა­ვი­ანთ სა­ჩუქ­რებს და იყო სა­ერ­თო მხი­ა­რუ­ლე­ბა და კმა­ყო­ფი­ლე­ბა.

– მას­წავ­ლე­ბე­ლო, რა იცო­დით ჰა­რი პო­ტე­რის ფა­ნი რომ ვარ?

– ნია, ოც­და­მე­ერ­თე სა­უ­კუ­ნე­ში ამის გა­გე­ბა არაა ძნე­ლი, თუ მარ­თ­ლა გინ­და რომ გა­ი­გო.

ბავ­შ­ვებს პა­ტა­რა გუ­ლე­ბი სი­ხა­რუ­ლით აევ­სოთ. მო­ლო­დი­ნი იმის, რომ ახა­ლი მას­წავ­ლე­ბე­ლი არ იქ­ნებ­ოდა ისე­თი კარ­გი, სა­ერ­თოდ გა­უ­ქარ­წყ­ლ­დათ.

სა­ჩუქ­რე­ბი შე­ვი­ნა­ხო­თო, მას­წავ­ლე­ბელ­მა რომ თქვა, წა­მი­ე­რად ყვე­ლა მოს­წავ­ლემ სის­რუ­ლე­ში მო­იყ­ვა­ნა მი­სი თხოვ­ნა.

ნი­ტა მას­წავ­ლე­ბელ­მა გა­ი­ზი­ა­რა ბავ­შ­ვე­ბის წუ­ხი­ლი, ანა მას­წავ­ლებ­ლის წას­ვ­ლის გა­მო. მო­უყ­ვა მათ ბავ­შ­ვო­ბა­ში, პირ­ველ კლას­ში ყოფ­ნი­სას, რო­გორ ჩა­უ­ნაც­ვ­ლეს ახალ­გაზ­რ­და, სათ­ნო მას­წავ­ლე­ბე­ლი ბრა­ზი­ა­ნი მას­წავ­ლებ­ლით. იმ­დ­რო­ინ­დე­ლი გან­ც­დე­ბი გა­იხ­სე­ნა, ზუს­ტად ვხვდე­ბი ახ­ლა რა­საც გა­ნიც­დი­თო.

ბავ­შ­ვებს უთხ­რა, რომ ერ­თი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში არა­ნა­ი­რი გაკ­ვე­თი­ლი არ ჩა­ტარ­დე­ბო­და და ,შე­სა­ბა­მი­სად, წიგ­ნებ­საც არ წა­მო­ი­ღებ­დ­ნენ.

ისევ ნი­კომ იკითხა, რა­ტო­მო? იმი­ტომ, რომ კარ­გად უნ­და გა­ვიც­ნოთ ერ­თ­მა­ნე­თიო, – უპა­სუ­ხა ნი­ტა მას­წავ­ლე­ბელ­მა.

მე-5ა კლა­სის ყვე­ლა მოს­წავ­ლე გა­უ­ჩე­რებ­ლად ნი­ტა მას­წავ­ლე­ბელ­ზე და მათ სა­ოც­რად მოწყო­ბილ კლას­ზე სა­უბ­რობ­და. სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მშობ­ლე­ბის ჩა­ტიც არ ჩერ­დე­ბო­და მთე­ლი სა­ღა­მო.

„რას ქვია ერ­თი კვი­რა გაკ­ვე­თი­ლე­ბი არ ჩა­ტარ­დე­ბა? სკო­ლაა თუ გა­სარ­თო­ბი ცენ­ტ­რი?“

„მგო­ნი ანა მას­წავ­ლე­ბე­ლი სა­ნატ­რე­ლი გაგ­ვიხ­დე­ბა.“

„ფილ­მებს ხომ სახ­ლ­შიც უყუ­რებს? მე სკო­ლა­ში სას­წავ­ლებ­ლად ვუშ­ვებ.“

„ეს გო­გო ისე იზამს, დი­რექ­ტორ­თან შე­ვალ გან­ცხა­დე­ბით.“

„ეს სა­ჩუქ­რე­ბი რა იყო? ანუ ჩვენც უნ­და ვა­ჩუ­ქოთ?“

ისე­თე­ბიც იყ­ვ­ნენ, და სა­ბედ­ნი­ე­როდ ბევ­რ­ნი, ნი­ტა მას­წავ­ლებ­ლის მიდ­გო­მას რომ იწო­ნებ­დ­ნენ. მაგ­რამ არც კი აფიქ­სი­რებ­დ­ნენ აზრს, იცოდ­ნენ, რომ აზ­რი არ ჰქონ­და მათ­თან სა­უ­ბარს. მთა­ვა­რი იყო ის, რომ ბავ­შ­ვე­ბი მო­უთ­მენ­ლად ელოდ­ნენ მე­ო­რე დღის გა­თე­ნე­ბას.

ზა­რი და­ი­რე­კა. ნი­ტა მას­წავ­ლე­ბე­ლი ისევ კარ­თან ელო­და ბავ­შ­ვებს. ამ­ჯე­რად გა­ღი­მე­ბუ­ლი სა­ხით შე­მოც­ვივ­დ­ნენ ბავ­შ­ვე­ბი და სიყ­ვა­რუ­ლით სავ­სე მზე­რით მი­ე­სალ­მ­ნენ მას­წავ­ლე­ბელს. ესეც პირ­ვე­ლი გა­მარ­ჯ­ვე­ბა, – ჩა­ი­ლა­პა­რა­კა ნი­ტამ და მღელ­ვა­რე­ბით აჩ­ქა­რე­ბუ­ლი გუ­ლის­ცე­მა ღრმა ჩა­სუნ­თ­ქ­ვე­ბით და­ა­რე­გუ­ლი­რა.

– ბავ­შ­ვე­ბო, ალ­ბათ შე­ამ­ჩ­ნი­ეთ ცა­რი­ე­ლი სივ­რ­ცე ოთახ­ში. ეს სი­კე­თის სივ­რ­ცე იქ­ნე­ბა. აქ გან­თავ­ს­დე­ბა თქვენ მი­ერ მო­პო­ვე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია ადა­მი­ა­ნებ­ზე, რომ­ლებ­საც ჩვე­ნი დახ­მა­რე­ბა სჭირ­დე­ბათ. ჯან­მ­რ­თე­ლო­ბის პრობ­ლე­მე­ბის მქო­ნე ბავ­შ­ვებ­ზე, მი­ტო­ვე­ბულ მო­ხუ­ცებ­ზე, მი­უ­სა­ფარ ცხო­ვე­ლებ­ზე… მეც მო­ვი­ძი­ებ თქვენ­თან ერ­თად ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლებ­საც დახ­მა­რე­ბა სჭირ­დე­ბა. ყვე­ლა­ზე აუცი­ლე­ბე­ლი და სას­წ­რა­ფო რაც იქ­ნე­ბა, ზე­და თა­რო­ზე მო­ვა­თავ­სოთ. ცო­ტა რომ მო­იც­დის, ის – ქვე­და თა­რო­ზე. ჩვე­ნი ყო­ვე­ლი დღე და­იწყე­ბა ამ სას­წ­რა­ფოდ გა­სა­კე­თე­ბე­ლი სი­კე­თის ამ­ბით. 10 წუ­თი საკ­მა­რი­სია, გაკ­ვე­თი­ლის დაწყე­ბამ­დე რომ ვიმ­ს­ჯე­ლოთ თუ რა გზით შეგ­ვიძ­ლია ადა­მი­ა­ნებს და­ვეხ­მა­როთ. ალ­ბათ გა­ინ­ტე­რე­სებთ რო­გორ შევ­ძ­ლებთ დახ­მა­რე­ბას. მე ასე ვი­ზამ, იმ თან­ხას, რაც კვე­ბის­თ­ვის მაქვს გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი, სი­კე­თეს მო­ვახ­მარ, სა­ნაც­ვ­ლოდ, სახ­ლი­დან წა­მო­ვი­ღებ საჭ­მელს.

თქვენ რას იზამთ?

ნი­კომ, ბა­ბუ­ას გა­მო­ვარ­თ­მევ ფულ­სო, წა­მო­ი­ძა­ხა.

არა, ნი­კო, ჩვე­ნი ფუ­ლი უნ­და იყოს სი­კე­თის­თ­ვის გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი. უთხ­რა ღი­მი­ლით მას­წავ­ლე­ბელ­მა.

– მას­წავ­ლე­ბე­ლო, მეც იმ ფულს გა­ვი­ღებ სი­კე­თის­თ­ვის, მშობ­ლე­ბი რომ მაძ­ლე­ვენ სა­ხარ­ჯოდ.

– შე­იძ­ლე­ბა ნია, ეგ უკ­ვე შე­ნი ფუ­ლია, მში­ე­რი რომ არ დარ­ჩე, შენც სახ­ლი­დან უნ­და წა­მო­ი­ღო საჭ­მე­ლი.

ყვე­ლა შე­თან­ხ­მ­და, რომ თან­ხას რა­საც მშობ­ლე­ბი სა­ხარ­ჯოდ აძ­ლევ­დ­ნენ ყო­ველ­დღი­უ­რად, სი­კე­თის­თ­ვის უნ­და მო­ეხ­მა­რათ. ყვე­ლა სი­კე­თე, რა­საც გა­ა­კე­თებ­დ­ნენ, ცალ­კე თა­რო­ზე უნ­და გა­ნე­თავ­სე­ბი­ნათ, რაც უფ­რო ბევ­რი ფურ­ცე­ლი მოგ­როვ­დე­ბო­და შეს­რუ­ლე­ბუ­ლი სი­კე­თის თა­რო­ზე, მა­თი გა­მარ­ჯ­ვე­ბა იქ­ნე­ბო­და.

უნ­და გე­ნა­ხათ რო­გო­რი სა­ხე მი­ი­ღო ამ ყვე­ლა­ფერ­მა. ერ­თი კვი­რაც არ იყო გა­სუ­ლი და მთე­ლი სკო­ლა მათ­ზე სა­უბ­რობ­და. მშობ­ლე­ბის ჩა­ტი კი დღი­თი დღე უფ­რო აქ­ტი­ურ ფა­ზა­ში შე­დი­ო­და.

რა თქმა უნ­და, რო­გორც მშობ­ლებ­ში, ისე მას­წავ­ლებ­ლებ­ში გა­მოჩ­ნ­დენ ხე­ლის შემ­შ­ლე­ლე­ბი.

ნი­ტა სა­მას­წავ­ლებ­ლო ოთახ­ში იშ­ვი­ა­თად შე­დი­ო­და. ან სად ჰქონ­და მა­გის დრო, დას­ვე­ნე­ბა­ზეც ბავ­შ­ვებ­თან ერ­თად იყო. მას­წავ­ლებ­ლებს უკ­ვირ­დათ რა­ტომ არ გა­მორ­ბოდ­ნენ საკ­ლა­სო ოთა­ხი­დან ბავ­შ­ვე­ბი დას­ვე­ნე­ბა­ზე და რას მი­ე­წებ­ნენ ახალ მას­წავ­ლე­ბელს. მა­ლე დი­რექ­ტო­რამ­დე მი­ვი­და ხმა. ამის­თა­ნა რა­მე ჩვენს სკო­ლას არ ახ­სოვს და რო­გორ ბე­დავს ახალ­მო­სუ­ლი გო­გო­ნა თა­ვის ჭკუ­ა­ზე იარო­სო. ისიც კი დას­წა­მეს, ბავ­შ­ვებს ფულს სა­კუ­თა­რი ახ­ლობ­ლე­ბის­თ­ვის აგ­რო­ვე­ბი­ნებ­სო.

იყო დი­დი მით­ქ­მა-მოთ­ქ­მა. რო­გორც ხდე­ბა ხოლ­მე, ახ­ლის მი­უ­ღებ­ლო­ბის დროს. იყ­ვ­ნენ ისე­თე­ბიც, ვი­საც მოს­წონ­დათ ნი­ტას ახალ­გაზ­რ­დუ­ლი შე­მარ­თე­ბა და მხარ­და­ჭე­რას უცხა­დებ­დ­ნენ.

დი­რექ­ტო­რი ხმას არ იღებ­და. რა­ტომ­ღაც დი­დი ნდო­ბა გა­უჩ­ნ­და პირ­ვე­ლი­ვე და­ნახ­ვა­ზე ნი­ტას მი­მართ. იცის რა­საც აკე­თებ­სო, სას­წავ­ლო ნა­წი­ლის­თ­ვის უთ­ქ­ვამს. ნი­ტა კი არა­ვის არ აქ­ცევ­და ყუ­რადღე­ბას, მხო­ლოდ თა­ვი­სი საქ­მით იყო და­კა­ვე­ბუ­ლი და ბავ­შ­ვებ­თან და­ახ­ლო­ე­ბას ცდი­ლობ­და.

– ბავ­შ­ვე­ბო, მო­დი, დღე­ვან­დე­ლი დღე და­ვუთ­მოთ იმას, რა არ გვიყ­ვარს თი­თო­ე­ულ ჩვენ­განს, რა­თა გა­ვით­ვა­ლის­წი­ნოთ და თა­ვი­დან ავი­რი­დოთ უსი­ა­მოვ­ნე­ბე­ბი. და­ვიწყოთ ჩემ­გან და მე­რე მო­გის­მენთ თქვენ, ყვე­ლას.

– მე მწყინს, რო­დე­საც გარ­კ­ვე­ულ წე­სებს, რო­მელ­საც ვა­წე­სებთ, ერ­თობ­ლი­ვად არ სცე­მენ პა­ტივს. ყვე­ლა­ფერს თა­ვი­სი დრო აქვს. ერ­თ­მა­ნეთ­ში არ უნ­და ავუ­რი­ოთ.

– აბა, ნი­კო, შე­ნი ჯე­რია.

– მე მწყინს, რო­დე­საც უსა­მარ­თ­ლოდ მექ­ცე­ვი­ან. რად­გან უფ­რო­სია, ყო­ველ­თ­ვის მარ­თა­ლი ხომ არ არის?

– ნამ­დ­ვი­ლად, გე­თან­ხ­მე­ბი, გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებთ ყვე­ლა, ჰო ბავ­შ­ვე­ბო?

ყვე­ლა და­ე­თან­ხ­მა.

– ნია, შე­ნი ჯე­რია.

– მე არ მომ­წონს, რო­დე­საც დამ­ცი­ნი­ან. ცეკ­ვის მას­წავ­ლე­ბე­ლი წო­ნა­ზე დამ­ცი­ნო­და და ბავ­შ­ვე­ბიც აჰ­ყ­ვე­ბოდ­ნენ ხოლ­მე, ძა­ლი­ან მწყინს ასე­თი მოქ­ცე­ვა.

– მარ­თ­ლა საწყე­ნია. და­ცინ­ვა ყვე­ლა­ზე ცუ­დი საქ­ცი­ე­ლია უსაქ­ცი­ე­ლო­ბებს შო­რის. აუცი­ლებ­ლად გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებთ.

– დე­მეტ­რე, გის­მენთ.

– მე არ მომ­წონს რო­დე­საც არ მი­ჯე­რე­ბენ. ერ­თხელ ინ­გ­ლი­სუ­რის რვე­უ­ლი სახ­ლ­ში დამ­რ­ჩა. მთე­ლი სა­ღა­მო და­ვა­ლე­ბებს ვას­რუ­ლებ­დი. რა­ნა­ი­რად დამ­რ­ჩა ოთახ­ში არ ვი­ცი. მას­წავ­ლე­ბელს რომ ვუთხა­რი, არ და­მი­ჯე­რა, არ გე­წე­რა ალ­ბათ და­ვა­ლე­ბა და და­ტო­ვეო. ძა­ლი­ან, ძა­ლი­ან მეწყი­ნა, ისე, რომ ტი­რი­ლი და­ვიწყე.

– ხო, მეც მეწყი­ნე­ბო­და მსგავ­სი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა. აუცი­ლებ­ლად გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებთ.

ასე გულ­დას­მით უს­მენ­და ნი­ტა მას­წავ­ლე­ბე­ლი თი­თო­ე­ულ მათ­განს და რვე­ულ­ში რა­ღა­ცას იწერ­და. ბავ­შ­ვე­ბიც ინ­ტე­რე­სით ის­მენ­დ­ნენ, თით­ქოს აქამ­დე არ იც­ნობ­დ­ნენ და ახ­ლა გა­იც­ნეს ერ­თ­მა­ნე­თი. ისე გა­ვი­და რამ­დე­ნი­მე სა­ა­თი, ვერ გა­ი­გეს. ზა­რის ხმა­საც არ აქ­ცევ­დ­ნენ ყუ­რადღე­ბას, შეს­ვე­ნე­ბას რომ ამ­ც­ნობ­და ბავ­შ­ვებს.

პირ­ვე­ლად მოხ­და ასე­თი კო­მუ­ნი­კა­ცია კლა­სე­ლებს შო­რის. პირ­ვე­ლად გა­და­უ­შა­ლეს ერ­თ­მა­ნეთს გუ­ლი და ისა­უბ­რეს იმა­ზე თუ რა სწყინთ. რა­ღაც­ნა­ი­რად გაზ­რ­დი­ლე­ბი წა­ვიდ­ნენ სახ­ლ­ში. და­ფიქ­რ­დ­ნენ თა­ვი­ანთ ქმე­დე­ბებ­ზე. იხ­სე­ნებ­დ­ნენ ვის დას­ცი­ნეს ბო­ლოს, ვის არ და­უ­ჯე­რეს, ვის მო­ატყუ­ეს.

ზუს­ტად ერ­თი თვის თავ­ზე, 20 გა­კე­თე­ბუ­ლი სი­კე­თე ჰქონ­დათ სათ­ვა­ლავ­ში. ერთ მრა­ვალ­შ­ვი­ლი­ან ოჯახს მთე­ლი თვის სამ­ყო­ფი საკ­ვე­ბი მი­უ­ტა­ნეს. მთე­ლი სკო­ლა ჩა­ერ­თო მათ წა­მოწყე­ბულ საქ­მე­ში. სკო­ლას­თან ახ­ლოს ძაღ­ლე­ბის­თ­ვის სახ­ლე­ბი დად­გეს. დღე­ე­ბი აქვთ გა­და­ნა­წი­ლე­ბუ­ლი ვინ რო­დის უნ­და აჭა­მოს. საკ­ვე­ბიც ნა­ყი­დი აქვთ და სკო­ლა­ში, ერთ-ერთ ოთახ­ში, სა­გულ­და­გუ­ლოდ აქვთ შე­ნა­ხუ­ლი.

მა­თი სკო­ლე­ლი მა­თეს­თ­ვის, რო­მელ­საც წამ­ლე­ბის­თ­ვის გარ­კ­ვე­უ­ლი თან­ხა სჭირ­დე­ბო­და, მთე­ლი სკო­ლა გა­ერ­თი­ან­და და პრობ­ლე­მა უცებ მო­აგ­ვა­რეს.

თუ­კი სა­უბ­ნო მა­ღა­ზი­ა­ში ჯგუ­ფად შეკ­რე­ბილ ბავ­შ­ვებს და­ი­ნა­ხავ­დ­ნენ, ყვე­ლამ იცო­და, რომ „სი­კე­თის ბავ­შ­ვე­ბი“ მო­რი­გი სი­კე­თის­თ­ვის ემ­ზა­დე­ბოდ­ნენ. სიყ­ვა­რუ­ლით ურ­ჩევ­დ­ნენ საკ­ვებს თა­ნა­ტოლ ბავ­შ­ვებს, ვი­საც იმ მო­მენ­ტ­ში მა­თი თა­ნად­გო­მა სჭირ­დე­ბო­და. ნი­ტა მას­წავ­ლე­ბე­ლი, რა თქმა უნ­და, სულ მათ გვერ­დით იყო და თვალ­ზე სი­ხა­რუ­ლის ცრემ­ლე­ბი ად­გე­ბო­და.

სი­კე­თის პა­რა­ლე­ლუ­რად, თხუთ­მე­ტამ­დე აუცი­ლებ­ლად სა­ნა­ხავ ფილმს უყუ­რეს კლას­ში. სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ჯგუ­ფი შექ­მ­ნეს და სა­ღა­მო­ო­ბით, ყო­ვე­ლი კი­ნო ჩვე­ნე­ბის შემ­დეგ, გა­ნი­ხი­ლავ­დ­ნენ, მსჯე­ლობ­დ­ნენ. ბევ­რი რამ გა­ი­გეს, გა­ი­აზ­რეს, ის­წავ­ლეს. ფილ­მე­ბის სა­თა­უ­რებს ინიშ­ნავ­დენ და თა­ვი­ანთ მე­გობ­რებს ურ­ჩევ­დ­ნენ ყუ­რე­ბას.

6 თვის თავ­ზე სი­კე­თის სათ­ვა­ლა­ვი აერი­ათ. მა­თი გო­ნე­ბა მხო­ლოდ კე­თი­ლი საქ­მის კე­თე­ბით იყო მო­ცუ­ლი.

ყვე­ლა მას­წავ­ლე­ბე­ლი აღ­ნიშ­ნავ­და, რომ სწავ­ლით გა­ცი­ლე­ბით უკეთ სწავ­ლობ­დ­ნენ, ვიდ­რე ად­რე. რამ­დენ­ჯერ­მე დას­ჭირ­და ნი­ტა მას­წავ­ლე­ბელს შეხ­სე­ნე­ბა, რაც ეწყი­ნე­ბო­და და გულს ატ­კენ­და, ამი­ტომ ცდი­ლობ­დნენ მე­ტად აღარ დას­ჭირ­ვე­ბო­და გა­მე­ო­რე­ბა.

მას­წავ­ლებ­ლე­ბიც აღარ შე­დი­ოდ­ნენ დი­რექ­ტორ­თან სა­ჩივ­ლე­ლად. ნელ-ნე­ლა და­იწყეს სი­ახ­ლის მი­ღე­ბა.

მშო­ბელ­თა ჩა­ტიც ჩაცხ­რა, ერ­თი-ორი თუ გა­მო­ე­რე­ო­და ყვე­ლაფ­რით უკ­მა­ყო­ფი­ლო.

ნი­ტა მას­წავ­ლე­ბე­ლი და მე-5ა კლა­სი ერთ გუნ­დად შე­იკ­რა და მა­ლე მთელ­მა სა­ქარ­თ­ვე­ლომ გა­ი­გო მათ შე­სა­ხებ.

ჰო, სი­კე­თე დას­წავ­ლა­დია და მთლი­ა­ნად ცვლის ადა­მი­ანს სა­სი­კე­თოდ.

 

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები