სივ­რ­ცე, რო­მელ­მაც ბავ­შ­ვე­ბის­თ­ვის თვით­რე­ა­ლი­ზე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა შექ­მ­ნა

967

11 აპ­რილს, სა­ქარ­თ­ვე­ლოს ახალ­გაზ­რ­დულ­მა აკა­დე­მი­ამ (Georgian Junior Academy), რო­მე­ლიც პან­დე­მი­ის პე­რი­ოდ­ში, გა­სუ­ლი წლის მარ­ტ­ში და­არ­ს­და, 17-წლამ­დე მო­ზარ­დებს ხე­ლოვ­ნე­ბის ფეს­ტი­ვა­ლი მო­უწყო. „ეს იყო ემო­ცი­ე­ბით დატ­ვირ­თუ­ლი დღე, ჩვენ ერ­თად შევ­ძე­ლით ვირ­ტუ­ა­ლუ­რი­დან რე­ა­ლურ სამ­ყა­რო­ში გად­მოს­ვ­ლა, — გვიყ­ვე­ბა ახალ­გაზ­რ­დუ­ლი აკა­დე­მი­ის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი ბე­ლა კავ­თე­ლიშ­ვი­ლი, — დი­დი მად­ლო­ბა სა­ქარ­თ­ვე­ლოს სხვა­დას­ხ­ვა კუთხი­დან, სკო­ლი­დან და სტუ­დი­ი­დან ჩა­მო­სულ მო­ნა­წი­ლე­ებს. გა­მო­ფე­ნა­ზე წარ­მოდ­გე­ნი­ლი იყო 100-მდე ნა­მუ­შე­ვა­რი, მათ შო­რის, ნა­ძერ­წე­ბი და ლე­გოს ფი­გუ­რე­ბი, 50-მდე მუ­სი­კა­ლუ­რი ნო­მე­რი. ასე­ვე, მო­ნა­წი­ლე­ე­ბი მა­ყუ­რებ­ლის წი­ნა­შე წარ­დ­გ­ნენ მხატ­ვ­რუ­ლი კითხ­ვით. გან­სა­კუთ­რე­ბით ემო­ცი­უ­რი იყო ჩვე­ნი პა­ტა­რა ემიგ­რან­ტე­ბის Live ჩარ­თ­ვა მი­ლა­ნი­დან და ცი­უ­რი­ხი­დან. ძმე­ბი პეტ­რუ­ზაშ­ვი­ლე­ბი, ყვარ­ლის რა­ი­ო­ნის სო­ფელ შილ­დი­დან, ზუ­მით შე­მოგ­ვი­ერ­თ­დ­ნენ. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მად­ლო­ბა გვინ­და გა­და­ვუ­ხა­დოთ SEU-ს გვერ­დ­ში დგო­მის­თ­ვის, ფეს­ტი­ვა­ლის­თ­ვის სივ­რ­ცე რომ დაგ­ვით­მო. ჩვენ კი გპირ­დე­ბით უფ­რო მას­შ­ტა­ბურ ღო­ნის­ძი­ე­ბებს ახ­ლო მო­მა­ვალ­ში.“

აკა­დე­მი­ის და­არ­სე­ბის იდეა პრო­ფე­სი­ით მუ­სი­კოსს, ოთხი შვი­ლის დე­დას, პან­დე­მი­ის პირ­ვე­ლი ტალ­ღის დროს გა­უჩ­ნ­და, რო­ცა სახ­ლ­ში ჩა­კე­ტი­ლი ბავ­შ­ვე­ბი თა­ვი­ან­თი ნი­ჭი­სა და შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის გა­მოვ­ლე­ნას სახ­ლ­ში გა­მარ­თუ­ლი „სა­ო­ჯა­ხო კონ­ცერ­ტე­ბით“ ცდი­ლობ­დ­ნენ. სწო­რედ, მა­შინ გა­უჩ­ნ­და ბე­ლა კავ­თე­ლიშ­ვილს აზ­რი, შე­ექ­მ­ნა სპე­ცი­ა­ლუ­რი ფე­ის­ბუქ­გ­ვერ­დი და იქ მხო­ლოდ მი­სი შვი­ლე­ბის ნამ­ღე­რი კი არ გა­მო­ექ­ვეყ­ნე­ბი­ნა, არა­მედ სხვა ბავ­შ­ვე­ბი­საც. „ოთხი შვი­ლი მყავს და რო­ცა ისი­ნი რა­მეს აკე­თე­ბენ, მით უფ­რო, რო­ცა კარ­გად გა­მოს­დით, სულ მინ­და ხოლ­მე სხ­ვა­საც გა­ვუ­ზი­ა­რო. ვი­ფიქ­რე, ალ­ბათ, ჩემ­სა­ვით რამ­დე­ნი მშო­ბე­ლია… ამი­ტომ გა­დავ­წყ­ვი­ტე, შე­მექ­მ­ნა სა­ერ­თო სივ­რ­ცე, რო­მე­ლიც ნე­ბის­მი­ერ ბავშვს მის­ცემ­და შე­საძ­ლებ­ლო­ბას, თა­ნა­ტო­ლე­ბის­თ­ვის თუ უფ­რო­სე­ბის­თ­ვის თა­ვი­სი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი ეჩ­ვე­ნე­ბი­ნა.

2020 წლის 19 მარტს გავ­ხ­სე­ნი ჩვე­ნი გვერ­დი, სა­ხელ­წო­დე­ბით: სა­ქარ­თ­ვე­ლოს ახალ­გაზ­რ­დუ­ლი აკა­დე­მია (Georgian Junior Academy ) და თა­ვი­დან ჩე­მი მე­ზობ­ლის შვი­ლე­ბის „შე­მოქ­მე­დე­ბის“ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბა და­ვიწყე, შემ­დეგ მე­გობ­რის შვი­ლე­ბი მი­ვა­ყო­ლე და, ცო­ტა ხან­ში, ისე­თი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა და ინ­ტე­რე­სი მოჰ­ყ­ვა ამ ყვე­ლა­ფერს, რომ თა­ვა­დაც არ ვე­ლო­დი. დღეს უკ­ვე 32 ათა­სი გა­მომ­წე­რი გვყავს. შე­მოგ­ვი­ერ­თ­დ­ნენ ბავ­შ­ვე­ბი რე­გი­ო­ნე­ბი­დან, სოფ­ლე­ბი­დან, სა­ქარ­თ­ვე­ლოს სხვა­დას­ხ­ვა ქა­ლა­ქი­დან და, რაც მთა­ვა­რია — უცხო­ეთ­ში მცხოვ­რე­ბი ჩვე­ნი თა­ნა­მე­მა­მუ­ლე­ე­ბი, ემიგ­რან­ტი ბავ­შ­ვე­ბი.“

ახალ­გაზ­რ­დუ­ლი აკა­დე­მი­ის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი ხაზს უს­ვამს იმ სი­კე­თეს, რაც არ­სე­ბო­ბის მცი­რე პე­რი­ოდ­ში ამ სივ­რ­ცემ შექ­მ­ნა — იმის გარ­და, რომ პლატ­ფორ­მა ნი­ჭი­ერ მოს­წავ­ლე­ებს იზი­დავს, ერ­თ­მა­ნე­თის მი­მართ სა­ო­ცა­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა გა­ა­ჩი­ნა. ამ ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში, ვერც ერთ ნე­გა­ტი­ურ შემ­თხ­ვე­ვას ვერ იხ­სე­ნებს, რომ მო­ზარ­დებს ერ­თ­მა­ნე­თის მი­მართ გა­მო­ევ­ლი­ნოთ. პი­რი­ქით, კონ­კუ­რენ­ტე­ბიც კი ერ­თ­მა­ნე­თის გულ­შე­მატ­კივ­რე­ბად და ქო­მა­გე­ბად აქ­ცია, და­მე­გობ­რ­დ­ნენ და ყო­ველ­დღი­უ­რი კან­ტაქ­ტი აქვთ. 11 აპ­რილს, ვირ­ტუ­ა­ლუ­რად და­მე­გობ­რე­ბულ ბავ­შ­ვებს ერ­თ­მა­ნე­თის პი­რის­პირ გაც­ნო­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა მი­ე­ცათ, სეუ-მ ამ დღის­თ­ვის ფარ­თი უსას­ყიდ­ლოდ და­უთ­მო და ორ­გა­ნი­ზა­ტო­რებ­მა მა­თი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი­სა და შე­მოქ­მე­დე­ბის გა­ერ­თი­ა­ნე­ბა ერთ სივ­რ­ცე­ში შეძ­ლეს — სცე­ნა და სა­გა­მო­ფე­ნო სივ­რ­ცე.

„ძა­ლი­ან მი­ხა­რია, რომ და­საწყის­ში მოკ­რძა­ლე­ბუ­ლი ჩა­ნა­ფიქ­რი დიდ შე­საძ­ლებ­ლო­ბად იქ­ცა 17 წლამ­დე ახალ­გაზ­რ­დე­ბის­თ­ვის და პან­დე­მი­ის პე­რი­ოდ­ში სო­ცი­ა­ლურ ურ­თი­ერ­თო­ბებს მო­ნატ­რე­ბულ­მა, სახ­ლ­ში ჩა­კე­ტილ­მა ბავ­შ­ვებ­მა თა­ვი­ან­თი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის რე­ა­ლი­ზე­ბა შეძ­ლეს — ერ­თ­გ­ვარ პლატ­ფორ­მად ვი­ქე­ცით. შევ­ძე­ლით, შეგ­ვემ­სუ­ბუ­ქე­ბი­ნა რთუ­ლი წე­ლი­წა­დი. გა­ვარ­ღ­ვი­ეთ ჩა­კე­ტი­ლო­ბის წრე და ხატ­ვით, ცეკ­ვით, სიმ­ღე­რით, ლექ­სის კითხ­ვი­თა თუ ლე­გოს აწყო­ბით გა­დავ­ლა­ხეთ მო­ზარ­დე­ბის თვით­რე­ა­ლი­ზე­ბის შე­მა­ფერ­ხე­ბე­ლი ბა­რი­ე­რე­ბი. ვფიქ­რობ, ბავ­შ­ვებს მარ­თ­ლა ძა­ლი­ან და­ეხ­მა­რა ჩვე­ნი აკა­დე­მი­ის სივ­რ­ცე იმ ფსი­ქო­სო­ცი­ა­ლუ­რი სტრე­სის დაძ­ლე­ვა­ში, რო­მე­ლიც პან­დე­მი­ის პე­რი­ო­დის თან­მ­დე­ვი გახ­და.“ — ამ­ბობს ბე­ლა კავ­თე­ლიშ­ვი­ლი.

           

ახალ­გაზ­რ­დულ­მა აკა­დე­მი­ამ, წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, კონ­კურ­სე­ბიც ჩა­­ა­ტა­რა. თა­ვი­დან მხო­ლოდ მუ­სი­კა­ლუ­რი ნომ­რე­ბით შე­მო­ი­ფარ­გ­ლე­ბოდ­ნენ, მაგ­რამ მას შემ­დეგ, რაც ბავ­შ­ვე­ბი უკეთ გა­იც­ნეს და, შე­სა­ბა­მი­სად, მე­ტი შე­იტყ­ვეს მა­თი ინ­ტე­რე­სე­ბის შე­სა­ხებ, აღ­მო­ა­ჩი­ნეს, რომ მხო­ლოდ სიმ­ღე­რა სუ­ლაც არ იყო ერ­თა­დერ­თი გა­ტა­ცე­ბა, მა­თი ინ­ტე­რე­სე­ბი მრა­ვალ­მ­ხ­რი­ვი აღ­მოჩ­ნ­და. „ამი­ტო­მაც, ამ აღ­მო­ჩე­ნამ გვი­ბიძ­გა, გა­ცი­ლე­ბით მე­ტი შეგ­ვე­თავ­აზე­ბი­ნა ბავ­შ­ვე­ბის­თ­ვის, რაც უფ­რო მე­ტად წარ­მო­ა­ჩენ­და მათ შესა­ძ­ლებ­ლო­ბებს, — ამ­ბობს აკა­დე­მი­ის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი, — ასეც მოხ­და. ჩა­ვა­ტა­რეთ კონ­კურ­სე­ბი მხატ­ვ­რულ კითხ­ვა­ში, ხატ­ვა­ში და ა.შ. ბავ­შ­ვე­ბი სხვა კუთხი­თაც გა­ვი­ცა­ნით. ამის შემ­დეგ უც­ნო­ბი ბავ­შ­ვე­ბიც შე­მოგ­ვე­მატ­ნენ და, თვალ­სა და ხელს შუა, მა­თი რიცხ­ვი ათი­ა­თა­სო­ბით გა­ი­ზარ­და. სხვა­თა შო­რის, ხატ­ვის კონ­კურ­ს­ში 1000-ზე მეტ­მა მო­ზარ­დ­მა მი­ი­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. ცხა­დია, ბავ­შ­ვებს წა­ხა­ლი­სე­ბაც სჭირ­დე­ბათ, რო­ცა სპონ­სორს ვპო­უ­ლობთ, ეს გა­მოგ­ვ­დის. მა­გა­ლი­თად, სიმ­ღე­რის კონ­კურ­ს­ში ცნო­ბი­ლი მომ­ღერ­ლე­ბიც ჩა­ერ­თ­ვ­ნენ, ასე­ვე რა­დი­ო­სად­გუ­რე­ბიც და­ინ­ტერ­ს­დ­ნენ. ბა­ი­არ შა­ჰინ­მა გა­მო­ავ­ლი­ნა თა­ვი­სი რჩე­უ­ლი, რა­დი­ო­ე­ბიც ასა­ხე­ლებ­დ­ნენ რჩე­უ­ლებს, ჩვენ კი, წარ­მა­ტე­ბულ მომ­ღე­რალ ბავ­შ­ვებს ერ­თ­წ­ლი­ა­ნი სარ­გებ­ლო­ბის უფ­ლე­ბა ვა­ჩუ­ქეთ — ფა­სი­ა­ნი სიმ­ღე­რე­ბი უსას­ყიდ­ლოდ შე­ას­რუ­ლონ, მხო­ლოდ აპ­ლი­კა­ცი­ა­ზე და­რე­გის­ტ­რი­რე­ბის გზით.

ასე გაგ­რ­ძელ­დე­ბა ჩვე­ნი არც თუ დი­დი ხნის წინ დაწყე­ბუ­ლი ის­ტო­რია და რო­გორც ჩანს (ამის თქმის შე­საძ­ლებ­ლო­ბას ბავ­შ­ვე­ბის მხრი­დან გა­მო­ხა­ტუ­ლი ინ­ტე­რე­სე­ბი და სურ­ვი­ლე­ბი მაძ­ლევს), კი­დევ არა­ერ­თი სა­ინ­ტე­რე­სო დღის თუ მოვ­ლე­ნის მოწ­მე გავ­ხ­დე­ბით.“

აკა­დე­მი­ის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად უს­ვამს ხაზს მას­წავ­ლე­ბელ­თა ჩარ­თუ­ლო­ბა­სა და იმ გა­მოხ­მა­უ­რე­ბას, რაც მა­თი მხრი­დან მოჰ­ყ­ვა შე­თა­ვა­ზე­ბულ აქ­ტი­ვო­ბებს. ამ­ბობს, რომ ეს ძა­ლი­ან და­სა­ფა­სე­ბე­ლია, გან­სა­კუთ­რე­ბით პან­დე­მი­ის ფონ­ზე. Georgian Junior Academy მად­ლო­ბას უხ­დის მას­წავ­ლებ­ლებს, რომ­ლე­ბიც რე­ა­ლურ სივ­რ­ცე­ში ჩა­ერ­თ­ნენ. მათ, 11 აპ­რი­ლის ხე­ლოვ­ნე­ბის ფეს­ტი­ვალ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის­თ­ვის, დიპ­ლო­მე­ბი გა­დას­ცეს.

ახალ­გაზ­რ­დუ­ლი აკა­დე­მი­ის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი გვი­ამ­ბობს, რომ საქ­მეს­თან გამ­კ­ლა­ვე­ბა გა­უ­ჭირ­და და ამი­ტომ მა­ლე­ვე იპო­ვა თა­ნა­მო­აზ­რე სო­ფო სა­რიშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც სა­ზო­გად­ო­ე­ბასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის სამსახურს ხელ­მ­ძ­ღ­ვანელობს.

სო­ფო სა­რიშ­ვი­ლი: „ზო­გა­დად, ძა­ლი­ან მიყ­ვარს ხე­ლოვ­ნე­ბის ყვე­ლა დარ­გი, გან­სა­კუთ­რე­ბით მხატ­ვ­რო­ბა. რო­დე­საც სა­ქარ­თ­ვე­ლოს ახალ­გაზ­რ­დულ­მა აკა­დე­მი­ამ და­იწყო პა­ტა­რა „მხატ­ვ­რე­ბის“ ნა­მუ­შევ­რე­ბის ატ­ვირ­თ­ვა, ბავ­შ­ვებს ყო­ველ­თ­ვის ვუ­ზი­ა­რებ­დი ჩემს აზრს. ასე მი­ვიქ­ციე გვერ­დის დამ­ფუძ­ნებ­ლის ყუ­რადღე­ბა და მეც ძა­ლი­ან დი­დი ენთუ­ზი­აზ­მით ჩა­ვერ­თე „ახალ­გაზ­რ­დუ­ლი აკა­დე­მი­ის გან­ვი­თა­რე­ბა­ში“. სა­სი­ა­მოვ­ნოა, რო­დე­საც ხე­დავ შენ თვალ­წინ რო­გორ ვი­თარ­დე­ბი­ან, ყო­ველ­კ­ვი­რე­უ­ლი გა­მო­ფე­ნე­ბის­თ­ვის უფ­რო და უფ­რო დახ­ვე­წილ ნა­მუ­შევ­რებს გვთა­ვა­ზო­ბენ. მჯე­რა, ძა­ლი­ან ბევრ მათ­განს წარ­მა­ტე­ბუ­ლი მხატ­ვ­რის ამ­პ­ლუ­ა­ში ვი­ხი­ლავთ. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად სა­სი­ა­მოვ­ნოა მათ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა, რო­გორც ჩანს, ხე­ლოვ­ნე­ბა ადა­მი­ა­ნის აურა­ზე გან­სა­კუთ­რე­ბულ ზე­მოქ­მე­დე­ბას ახ­დენს. ამ გვერ­დ­მა ბევრ თა­ვის თავ­ში ჩა­კე­ტილ ბავშვს და­აძ­ლე­ვი­ნა კომ­პ­ლექ­სე­ბი და მათ სა­ზო­გა­დო­ე­ბის წი­ნა­შე გა­მო­ი­ტა­ნეს თა­ვი­ან­თი ნა­მუ­შევ­რე­ბი. ვირ­ტუ­ა­ლურ­მა სივრ­ცემ თით­ქოს ერ­თ­გ­ვა­რი ფა­რ­­დის რო­ლი ითა­მა­შა და ფარ­დას ამო­ფა­რე­ბუ­ლებ­მა გა­ა­სა­ჯა­რო­ვეს თა­ვი­ან­თი ნა­მუ­შევ­რე­ბი. შემ­დეგ უკ­ვე, რო­დე­საც რე­ა­ლურ სამ­ყა­რო­ში გად­მო­ვი­ნაც­ვ­ლეთ და გა­მო­ფე­ნა „გა­ზაფხუ­ლის ფეს­ტი­ვა­ლი“ დავ­გეგ­მეთ, თა­ვის თავ­ში უფ­რო მარ­ტი­ვად იპო­ვეს გამ­ბე­და­ო­ბა და შემ­დე­გი ნა­ბი­ჯე­ბი გად­მოდ­გეს. ძა­ლი­ან დიდ როლს თა­მა­შობს ახალ­გაზ­რ­დე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­ში ჩვე­ნი აკა­დე­მია და ბედ­ნი­ე­რი ვარ, რომ ამ ყვე­ლაფ­რის ნა­წი­ლი შე­მიძ­ლია ვი­ყო. ექ­ს­პო­ზი­ცი­ე­ბის მოწყო­ბის გა­მოც­დი­ლე­ბა აქამ­დეც მქო­ნია, ბო­ლო 8 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­ქარ­თ­ვე­ლოს ეთ­ნოგ­რა­ფი­ულ მუ­ზე­უმ­ში ჩე­მი ერთ-ერ­თი საქ­მი­ა­ნო­ბა სწო­რედ ეს იყო —გა­მო­ფე­ნე­ბის კე­თე­ბა, რაც ჩემ­თ­ვის ძა­ლი­ან სა­სი­ა­მოვ­ნო პრო­ცე­სია.“

?✔ ბო­ლოს კი, ახალ­გაზ­რ­დუ­ლი აკა­დე­მი­ის აქ­ტი­ვის­ტე­ბის შთა­ბეჭ­დი­ლე­ბებს შე­მოგ­თა­ვა­ზებთ, რომ­ლე­ბიც იმ ინ­ტე­რე­სებ­სა და გა­მოც­დი­ლე­ბა­ზე გვიყ­ვე­ბი­ან, რა­მაც ისი­ნი ამ სივ­რ­ცე­ში გა­ა­ერ­თი­ა­ნა.

თეკ­ლა წურ­წუ­მია, 10 წლის:

„Georgian Junior Academy-სა­ქარ­თ­ვე­ლოს ახალ­გაზ­რ­დუ­ლი აკა­დე­მი­ის შე­სა­ხებ პირ­ვე­ლად მშობ­ლე­ბის­გან შე­ვიტყ­ვე და შემ­დეგ თვალს ვა­დევ­ნებ­დი გვერ­დის აქ­ტი­ვო­ბებს.

ჩემ­თ­ვის სა­ინ­ტე­რე­სო აღ­მოჩ­ნ­და, აკა­დე­მი­ის მი­ერ, პან­დე­მი­ის პე­რი­ოდ­ში, გა­მოცხა­დე­ბუ­ლი ონ­ლა­ინ მუ­სი­კა­ლუ­რი კონ­კურ­სი. გა­მოც­დი­ლე­ბის მი­ღე­ბის მიზ­ნით, გა­დავ­წყ­ვი­ტე კონ­კურ­ს­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა და სახ­ლის პი­რო­ბებ­ში ჩავ­წე­რე სა­კონ­კურ­სო ვი­დეო. აღ­ნიშ­ნუ­ლი კონ­კურ­სი წარ­მა­ტე­ბუ­ლი აღ­მოჩ­ნ­და ჩემ­თ­ვის და გა­მარ­ჯ­ვე­ბა მო­მი­ტა­ნა (რო­გორც წარ­მა­ტე­ბუ­ლი ფი­ნა­ლის­ტი, დავ­ჯილ­დოვ­დი დიპ­ლო­მი­თა და კონ­კურ­სის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რის სპე­ცი­ა­ლუ­რი პრი­ზით — 1-წლი­ა­ნი სმუ­ლეს VIP ექა­უნ­თით).

პან­დე­მი­ის პე­რი­ოდ­ში და­ვე­უფ­ლე ქარ­თუ­ლი კა­ლიგ­რა­ფი­ის შეს­რუ­ლე­ბის ხერ­ხებ­სა და ტექ­ნი­კას. Georgian Junior Academy-სა­ქარ­თ­ვე­ლოს ახალ­გაზ­რ­დუ­ლიმა აკა­დე­მი­ამ შე­საძ­ლებ­ლო­ბა მომ­ცა, პერ­სო­ნა­ლუ­რი ონ­ლა­ინ გა­მო­ფე­ნის მეშ­ვე­ო­ბით, სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის მომ­ხ­მა­რე­ბე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თ­ვის ჩე­მი კა­ლიგ­რა­ფი­უ­ლი ნაშ­რო­მე­ბი გა­მეც­ნო.

აკა­დე­მი­ის მი­ერ რე­ა­ლურ სივ­რ­ცე­ში ხე­ლოვ­ნე­ბის ფეს­ტი­ვა­ლის ჩა­ტა­რე­ბამ ძა­ლი­ან გა­მა­ხა­რა. წარ­მო­ვად­გი­ნე ჩე­მი ორი ნა­ხა­ტი, რო­მელ­თა­გან ერთ-ერ­თი სპე­ცი­ა­ლუ­რად გა­მო­ფე­ნის­თ­ვის შევ­ქ­მე­ნი და და­ვარ­ქ­ვი — „ჩე­მი აფხა­ზე­თი“. მარ­თა­ლია, მე თბი­ლის­ში და­ვი­ბა­დე, მაგ­რამ ჩე­მი ოჯა­ხი წარ­მო­შო­ბით აფხა­ზე­თი­და­ნაა, რო­მე­ლიც მხო­ლოდ სუ­რა­თებ­ში მაქვს ნა­ნა­ხი და მას­ზე ბევ­რი მსმე­ნია მშობ­ლე­ბის­გან.

რო­ცა გა­ვი­გე, ხე­ლოვ­ნე­ბის ფეს­ტი­ვა­ლის ფარ­გ­ლებ­ში, შე­მეძ­ლო მუ­სი­კა­ლუ­რი ნომ­რის შეს­რუ­ლე­ბა, და­ვიწყე ფიქ­რი, რო­მე­ლი სიმ­ღე­რა შე­მეს­რუ­ლე­ბი­ნა. რად­გან წარ­მო­შო­ბით აფხა­ზე­თი­დან ვარ და გა­მო­ფე­ნის­თ­ვის სპე­ცი­ა­ლუ­რად შექ­მ­ნი­ლი ნა­ხა­ტიც აფხა­ზეთს ეხე­ბო­და, ჩემ­მა ვო­კა­ლის მას­წავ­ლე­ბელ­მა, მა­კა არო­ში­ძემ მირ­ჩია, შე­მეს­რუ­ლე­ბი­ნა სიმ­ღე­რა „ხე­ლე­ბით, პა­ტა­რა ხე­ლე­ბით“ (კომ­პო­ზო­ტო­რი — მა­კა არო­ში­ძე), რა­ზეც სი­ა­მოვ­ნე­ბით დავ­თან­ხ­მ­დი.

ხე­ლოვ­ნე­ბის ფეს­ტი­ვალ­მა, რო­მე­ლიც სა­ო­ცარ გა­რე­მო­ში ჩა­ტარ­და, მომ­ცა დი­დი გა­მოც­დი­ლე­ბა, რაც მო­მა­ვალ­ში და­მეხ­მა­რე­ბა.“

                     მა­რი­ამ გე­ლაშ­ვი­ლი, 13 წლის:

„ხატ­ვა­ზე არას­დ­როს არ მივ­ლია, თუმ­ცა, 3 წლი­დან ვხა­ტავ­დი და ბე­ბი­ას­თან ერ­თად, უფ­რო და უფ­რო ვხვეწ­დი. ბე­ბია ხატ­ვის მას­წავ­ლე­ბე­ლია, ბი­ძას სამ­ხატ­ვ­რო აკა­დე­მია აქვს დამ­თავ­რე­ბუ­ლი, ალ­ბათ, ამი­ტო­მაც გა­მომ­ყ­ვა გე­ნე­ტი­კუ­რად ხატ­ვის ნი­ჭი. რაც შე­ე­ხე­ბა იმას, თუ რო­გორ მოვ­ხ­ვ­დი გა­მო­ფე­ნა­ზე — ბე­ბი­ის აქ­ტი­უ­რო­ბის დამ­სა­ხუ­რე­ბით. მა­ნამ­დე კი, მხო­ლოდ ონ­ლა­ინ გა­მო­ფე­ნა­ში მქონ­და მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ღე­ბუ­ლი, ისიც Georgian junior აკა­დე­მი­ის მეშ­ვე­ო­ბით. 11 აპ­რილს გა­მო­სა­ფე­ნად გა­ვი­ტა­ნე ჩე­მი 4 ნა­მუ­შე­ვა­რი (ტი­ლო, ზე­თი). ძა­ლი­ან კმა­ყო­ფი­ლი დავ­რ­ჩი. ეს გა­მო­ფე­ნა ერთ-ერ­თი მიღ­წე­ვა იყო ჩემ­თ­ვის, დი­დი მო­წო­ნე­ბა და გა­მოხ­მა­უ­რე­ბაც კი და­ვიმ­სა­ხუ­რე. დი­დი მად­ლო­ბა ამის­თ­ვის junior აკა­დე­მი­ას.“

ელე­ნა კვი­ჟი­ნა­ძე, 5 წლის:

„ძა­ლი­ან მიყ­ვარს ხატ­ვა და სა­ღე­ბა­ვე­ბი. რო­დე­საც 3 წლის ვი­ყა­ვი, ჩე­მი და­ხა­ტუ­ლი მზე გა­მო­ფი­ნეს. ამქონ­და პერ­სო­ნა­ლუ­რი ონ­ლა­ინ გა­მო­ფე­ნა სა­ქარ­თ­ვე­ლოს ახალ­გაზ­რ­დულ აკა­დე­მი­ა­ში, მი­ვი­ღე დიპ­ლო­მი მო­ნა­წი­ლე­ო­ბის­თ­ვის. ახ­ლა კი, მე­სა­მე გა­მო­ფე­ნა­ში ვმო­ნა­წი­ლე­ობ, ჩემს ორ დას­თან, ძმას­თან და მე­გობ­რებ­თან ერ­თად. უკ­ვე 3 დიპ­ლო­მი მაქვს და ძა­ლი­ან მი­ხა­რია. ხში­რად ვაწყობ ჩე­მი ნა­მუ­შევ­რე­ბის აუქ­ცი­ონს სახ­ლი­დან, ხატ­ვას სევ­და მას­წავ­ლე­ბე­ლი მას­წავ­ლის.“

ლა­ლი ჯე­ლა­ძე 

დატოვეთ კომენტარი