27 ივლისი, შაბათი, 2024

სემიოტიკის მე-11 სამეცნიერი კონფერენცია

spot_img

11-12 დეკემბერს სემიოტიკის მე-11 სამეცნიერი კონფერენცია გაიმართა. თემა იყო: განათლების სემიოტიკა. კონფერენციის მხარდაჭერები, ორგანიზატორები იყვნენ: ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (GAU) ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და ლიბერალური განათლების სკოლისა და სემიოტიკის კვლევითი ცენტრი. კონფერენციას ჰყავდა სამეცნიერო და საორგანიზაციო კომიტეტი.

კონფერენციაში მონაწილეობდნენ საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტის წარმომადგენლები. საკონფერენციო თემების პრეზენტაცია 4 სესიად გაიმართა (სესიის თავმჯდომარეები იყვნენ: კონსტანტინე ბრეგაძე, შორენა ბარბაქაძე, ნინო პოპიაშვილი, ადა ნემსაძე). სულ 30-ზე მეტი მომხსენებელი იყო. წარმოდგენილი იყო მოხსენებები: ქართული ენისა და ლიტერატურის და კულტურის სემიოტიკაში. საპრეზენტაციო ნაშრომები აკადემიური დონით გამოირჩეოდა.

სემიოტიკის კვლევითი ცენტრი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში 2006 წელს დაფუძნდა. მისი მიზანია უნივერისიტეტში და, ზოგადად, ქართულ ჰუმანიტარულ სივრცეში, ახალი სამეცნიერო მიმართულების შემოტანა და კვლევის გააქტიურება, აგრეთვე სემიოტიკური ხედვის ფორმირება სხვადასხვა პროექტებითა და აქტივობებით. 2018 წლიდან ცენტრი ფუნქციონირებს ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში (GAU).

კონფერენცია გახსნეს სემიოტიკის კვლევითი ცენტრის დირექტორმა, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (GAU) პროფესორმა, ქალბატონმა ცირა ბარბაქაძემ და ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (GAU) ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და ლიბერალური განათლების სკოლის დეკანმა, პროფესორმა, ქალბატონმა რუსუდან ციციშვილმა.

კონფერენციის ორგანიზატორმა, ქალბატონმა ცირა ბარბაქაძემ, ეფექტური ვერბალური კომუნიკაცია შეგვიქმნა.

პლენარული სხდომა გახსნა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის 4D ინსტიტუტის დირექტორმა, პროფესორმა გიგი თევზაძემ, მოხსენებით – „თვითპრეზენტაცია, კომუნიკაცია, კოოპერაცია და გაცვლა: რას ვასწავლით და რას არა“, რამაც დაინტერესება და დისკუსია გამოიწვია.

რეგლამენტი თითოეული მონაწილისათვის განსაზღვრული იყო 10-15 წუთი, დისკუსიის მონაწილისათვის – 3-5 წუთი. ყველა გამომსვლელის ნაშრომი სიახლესა და ახალი ცოდნის მიღებაზე იყო ორიენტირებული.

მადლობა მინდა ვუთხრა თოთოეულ მონაწილეს საინტერესო მოხსენებისათვის, დამსწრეებს – აქტიური ჩართულობისათვის, ორგანიზატორებს – შემოქმედებითად დატვირთული დღისათვის.

შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა, დამსწრე პირებს ჰქონდათ კითხვების დასმის შესაძლებლობა, მათთვის საინტერესო საკითხებზე.

კონფერენცია მიმდინარეობდა ZOOM-ის პლატფორმაზე.

კონფერენციის მოხსენებები დაიბეჭდება სამეცნიერო ჟურნალ „სემიოტიკის“ 21-ე ნომერში, რომლის მთავარი რედაქტორია პროფესორი ცირა ბარბაქაძე.

თამარ ფაჩულია

შპს „მოსამზადებელი სკოლის“ დირექტორი, ფილოლოგიის დოქტორი, მენტორი მასწავლებელი

არდადეგები

არდადეგები – თავისუფლებისა და დასვენების დღეების ხიბლი

ინა იმედაშვილი იუჯის სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ათეულთა...

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები