27 ივლისი, შაბათი, 2024

სეზონური სკოლა „ერთად მდგრადი და მწვანე მომავლისთვის“

spot_img

„ერთად მდგრადი და მწვანე მომავლისთვის“ – ამ სახელწოდებით ჩატარდა სეზონური სკოლა ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიაში.

ერთი კვირის მანძილზე, ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია მასპინძლობდა თურქეთისა და ლიეტუის სასწავლებლების წარმომადგენლებს. სემინარები, ვორქშოფები, პრაქტიკული საველე გასვლები დაკავშირებული იყო მდგრად განვითარებასთან, მის მიზნებთან, საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის მოდელთან, განსაკუთრებით შავი ზღვის არეალთან. რაც შეეხება საველე პრაქტიკას, ორგანიზატორების გადაწყვეტილებით, სემინარები, რომელიც უკავშირდებოდა შავ ზღვის არეალის ქიმიურ დაბინძურებას, ასევე კახოვკის კაშხლის გავლენას შავი ზღვის ეკოსისტემაზე, ჩატარდა საზღვაო ხომალდზე„კადეტი“.

ადრეანა ქესადა შვედეთიდან იყო მოწვეული სეზონურ სკოლაში, როგორც ლექტორი. „მოხარული ვარ, რომ მომეცა ჩემი ცოდნის და გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობა ქართველი და უცხოელი სტუდენტებისთვის. საინტერესო იყო, მათთან ერთად, ერთი კვირის განმავლობაში, თეორიული და პრაქტიკული აქტივობების განხორციელება. ვფიქრობ, მსგავსი ტიპის საერთაშორისო ურთიერთობები და თანამშრომლობა ხელს შეუწყობს, სამომავლოდ, ერთობლივი პროექტების დაგეგმვასა და განხორციელებას“.

სეზონურ სკოლაში მოწვეული იყვნენ დარგის ადგილობრივი და საერთაშორისო სპეციალისტები შვედეთიდან, რუმინეთიდან და თურქეთიდან.

სეზონური სკოლა „ერთად მდგრადი და მწვანე მომავლისთვის“, რომლის მიზანი იყო სტუდენტების ინფორმირება მდგრადი განვითარების საკითხებზე, კლიმატთან და საზღვაო გარემოს დაცვასთან დაკავშირებულ გამოწვევებზე, ასევე სტუდენტებს შორის კავშირების დამყარება და გამოცდილების გაზიარების ხელშეწყობა, 31 ივლისიდან 4 აგვისტოს ჩათვლით მიმდინარეობდა.

სეზონური სკოლის ფარგლებში ყურადღება გამახვილდა ისეთ აქტუალურ საკითხებზე, როგორიცაა ინოვაციები, გარემოს დაბინძურების პრევენცია და საზღვაო გადაზიდვების ინდუსტრიის გამწვანება; თემატიკა: გაეროს მდგრადი განვითარების მიზნები; გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევა – IMO მოდელი; მდგრადი მწვანე/სუფთა პლანეტა; ქიმიური დაბინძურება, დაბინძურების წყაროები და მისი გავლენა ზღვის ეკოსისტემაზე; ზღვის ნარჩენების არსებობა და მისი გავრცელება მეტეოროლოგიური და ოკეანოგრაფიული პირობებიდან გამომდინარე შავ ზღვაში; კომუნიკაცია და მენტალური ჯანმრთელობა; გამოწვევები საზღვაო თარჯიმნებისა და კულტურათაშორისი კომუნიკატორებისთვის გლობალიზაციის ეპოქაში; მწვანე გადაზიდვა და მდგრადი ლოჯისტიკა და ტენდენციები და ინოვაციები საზღვაო გადაზიდვების ინდუსტრიაში.

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ, უმაღლესი განათლების ხელშეწყობის მიზნით, 2023 წელს 5 სეზონური სკოლა დააფინანსა.

არდადეგები

არდადეგები – თავისუფლებისა და დასვენების დღეების ხიბლი

ინა იმედაშვილი იუჯის სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ათეულთა...

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები