აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაფინანსებითა და ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ორგანიზებით, 31 ივლისიდან 4 აგვისტოს ჩათვლით, ტარდება სეზონური სკოლა „ერთად მდგრადი და მწვანე მომავლისთვის“, რომლის მიზანია სტუდენტების ინფორმირება მდგრადი განვითარების საკითხებზე, კლიმატთან და საზღვაო გარემოს დაცვასთან დაკავშირებულ გამოწვევებზე.
სეზონური სკოლის ფარგლებში ყურადღება გამახვილდება ისეთ აქტუალურ საკითხებზე, როგორიცაა ინოვაციები, გარემოს დაბინძურების პრევენცია და საზღვაო გადაზიდვების ინდუსტრიის გამწვანება.
საზაფხულო სკოლაში მონაწილეობენ ადგილობრივი და უცხოელი ექსპერტები შვედეთიდან, რუმინეთიდან და თურქეთიდან.