19 ივლისი, პარასკევი, 2024

საჯარო სკოლის დირექტორობის მსურველთა დამატებითი ტესტირების სესიაზე ორი აპლიკანტი გამოცხადდა

spot_img

საჯარო სკოლის დირექტორობის მსურველებისთვის დამატებითი ტესტირება 19 თებერვალს მითითებულ დროს – 12 საათზე დაიწყო. ემისის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ტესტირებაზე 2 პიროვნება გამოცხადდა 4-ის ნაცვლად (ტესტირების ჩატარების ადგილი – სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა).

დამატებითი ტესტირების სესიაზე გამოყენებულ ტესტში მიღებული ქულები არ გათანაბრდება.

დირექტორობის მსურველთა ტესტირების პასუხების გამოქვეყნების თარიღად განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ, თამარ მახარაშვილმა,  გასული თვის ბოლოს გაკეთებულ  განცხადებაში, თებერვლის ბოლო დაასახელა.

შეგახსნებთ:

✅საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით საჯარო სკოლის დირექტორობის მსურველთა სერტიფიცირების პროცესის პირველი ეტაპი – ტესტირება 22 იანვარს, 12:00 საათზე ერთ სესიად ჩატარდა.

✅მთელი ქვეყნის მასშტაბით ფუნქციონირებდა 49 საგამოცდო ცენტრი.

✅ტესტირებისთვის რეგისტრაცია 3 205-მა  დირექტორობის მსურველმა გაიარა, ადგილზე კი 1839 აპლიკანტი გამოცხადდა.

✅საჯარო სკოლის დირექტორობის მსურველთა სერტიფიცირების პროცესი ორ საფეხურს – ტესტირებასა და გასაუბრებას მოიცავს.

✅ტესტირების წარმატებით გავლის შემთხვევაში დირექტორობის მსურველები გადავლენ სერტიფიცირების მომდევნო ეტაპზე, რომელიც გასაუბრებას გულისხმობს.

 

არდადეგები

ერთიანი ეროვნული გამოცდები

გამოცდები 2024

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები