გთავაზობთ საჯარო სკოლის დირექტორის შესარჩევი კონკურსის
სერტიფიცირების ეტაპის საგამოცდო პროგრამას
ტესტის მაქსიმალურ ქულათა ჯამი შეადგენს 80 ქულას, რომელიც შედგება ორი ნაწილისაგან:
1. საკანონმდებლო ბაზა, რომელიც მოიცავს დახურულ კითხვებს (მაქსიმალურ ქულათა ჯამი – 20 ქულა):
♦ საქართველოს კონსტიტუცია (თავი მეორე – ადამიანის ძირითადი უფლებები);
♦ საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს შრომის კოდექსი“;
♦ საქართველოს კანონი „ზოგადი განათლების შესახებ“;
♦საქართველოს კანონი „ბავშვის უფლებათა კოდექსი“;
♦საქართველოს კანონი „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“;
♦საქართველოს კანონი „პერსონალურმონაცემთა დაცვის შესახებ“;
♦„საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 01 ოქტომბრის № 99/ნ ბრძანება (თავი პირველი და მეორე);
♦„ეროვნული სასწავლო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და
მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 18 მაისის №40/ნ ბრძანება (I-VIII თავი);
♦„მასწავლებლის საქმიანობის დაწყებისა და შეწყვეტის წესის დამტკიცების შესახებ“
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 20 აგვისტოს N174/ნ ბრძანება;
♦„ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 29 იანვრის №06/ნ ბრძანება;
♦„ინკლუზიური განათლების დანერგვის, განვითარებისა და მონიტორინგის წესები, აგრეთვე სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთა იდენტიფიკაციის მექანიზმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2018 წლის 21 თებერვლის №16/ნ ბრძანება.
2. პროფესიული უნარები, რომელიც მოიცავს ღია კითხვებს (მაქსიმალურ ქულათა ჯამი – 60 ქულა):
⇒ სკოლის მისია და განვითარების ხედვა, დაგეგმვა და სტრატეგიული განვითარება;
⇒ სასკოლო კურიკულუმის განვითარება: დაგეგმვა, განხორციელება და მონიტორინგი და
შეფასება;
⇒ სასკოლო კულტურის ფორმირება;
⇒ ადამიანური კაპიტალის მართვა და განვითარება;
⇒ პროცესების მართვა და განვითარება;
⇒ რესურსების (მატერიალური, ფინანსური და საინფორმაციო) მართვა და განვითარება;
⇒ ადამიანების და პროცესების უსაფრთხოება;
⇒ მოსწავლეთა უფლებების დაცვა და მხარდაჭერა.
ლიტერატურა:
ეროვნული სასწავლო გეგმის განვითარების გზამკვლევი (საშუალო საფეხურის ნიმუში);
ინკლუზიური განათლების გზამკვლევი;
თანამედროვე სკოლის მართვა – სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, 2021
დირექტორებისა და დირექტორობის მსურველთა საყურადღებოდ!
„ახალი განათლება“ გთავაზობთ დირექტორებისა და დირექტორობის მსურველთა მხარდამჭერ ტრენინგ–კურსს, რომელიც სრულ შესაბამისობაშია დირექტორის ახალ სტანდარტთან და არ ემსახურება მხოლოდ დირექტორთა გამოცდების წარმატებით ჩაბარებას, არამედ მოქმედ დირექტორებს პროფესიული საქმიანობის განხორციელებაშიც შეუწყობს ხელს.
ტრენინგ–კურსი მოემსახურება საჯარო სკოლის დირექტორისთვის საჭირო კომპეტენციათა განვითარებას. უფრო კონკრეტულად კი, მსმენელები გაეცნობიან დირექტორის სტანდარტის:
♦ რეგულირების სფეროსა და მიზანს;
♦ ძირითად პრინციპებს;
♦ დირექტორის როლსა და ფუნქციას;
♦ ლიდერობის ხუთ კომპონენტს;
♦ დირექტორის საქმიანობის მიმართულებებს (სკოლის ფილოსოფია, სკოლის სასწავლო გეგმა – კურიკულუმი, სასწავლო პროცესის ადმინისტრაციული და ინფრასტრუქტურული მხარდაჭერა, მოსწავლეთა მხარდაჭერა).
ტრენინგ–კურსის ხანგრძლივობა განისაზღვრება, მინიმუმ, 50 საათით.
კურსს გაუძღვებიან ცნობილი ტრენერები და განათლების სპეციალისტები: ნინო ჩიხლაძე, კახაბერ ფარცვანია, როლანდ ხოჯანაშვილი.
ტრენინგ-კურსი წარიმართება თიმსის პლატფორმით.
მსურველებს შევთავაზებთ დროის მოქნილ გრაფიკს (სკოლებში სასწავლო-საგაკვეთილო პროცესის დასრულების შემდგომ).
სრული კურსის ღირებულება, 1 მონაწილეზე, შეადგენს 300 ლარს.
გადახდა შესაძლებელი იქნება ორ ნაწილად – კურსის დაწყებამდე და დასრულებამდე 2 კვირით ადრე.
რეგისტრაციისთვის დაგვიკავშირდით ელექტრონულ ფოსტაზე: axaliganatleba@gmail.com ან ტელეფონზე: 593 36 42 40
⇑⇓ ტრენინგ-კურსის მსვლელობისას აპლიკანტები, თეორიული ნაწილის პარალელურად, ყველა საკითხზე მიიღებენ პრაქტიკულ მხარდაჭერას, ხოლო კურსის დასრულებისას – ხუთ სრულ საგამოცდო ვარიანტს.
საგამოცდო ვარიანტები მომზადებული იქნება ზუსტად იმ საგამოცდო ტესტების აკადემიური და ფსიქომეტრიული პარამეტრებით, რომლებსაც განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო გთავაზობთ, მაგრამ ეს ტესტები არ იქნება საგამოცდო ვარიანტების ზუსტი ვერსიები!
დამატებით, ჩვენს მსმენელს შესაძლებლობა ეძლევა – დირექტორის ახალი სტანდარტის მიხედვით სხვადასხვა საკითხზე პუბლიკაციის მომზადება და გამოქვეყნება (მხარდამჭერი: როლანდ ხოჯანაშვილი).