3 დეკემბერი, შაბათი, 2022

საჯარო სკოლის დირექტორის სტანდარტი დამტკიცდა

spot_img

27 სექტემბერს, მიხეილ ჩხენკელის მიერ ხელმოწერილი №109/ ბრძანების საფუძველზე, დამტკიცდა საჯარო სკოლის დირექტორის სტანდარტი, რომელიც ეფუძნება სკოლის ხელმძღვანელის, როგორც ლიდერის კონცეფციას და ითვალისწინებს შემდეგ პრინციპებს:

ა) გაზიარებული ლიდერობა – გულისხმობს ისეთი გარემოს შექმნას, რომელიც წაახალისებს გაზიარებულ პასუხისმგებლობას და თანამონაწილეობას სკოლის განვითარების პროცესში;

ბ) სისტემური ლიდერობა – გულისხმობს სკოლების ხელმძღვანელთა გაძლიერებას სკოლებს შორის ეფექტური თანამშრომლობისთვის, ასევე, მედიაციის ინსტიტუციონალიზაციას თანამშრომლობითი კულტურის განვითარებისთვის.

სტანდარტში აღწერილია ის აუცილებელი კომპეტენციები, რომლებიც მოეთხოვება საჯარო სკოლის (შემდგომ – სკოლა) ხელმძღვანელ პირს.

♦ სტანდარტის ფუნქციაა დირექტორების მხარდაჭერა:

ა) მოსწავლეთა პიროვნული განვითარებისა და აკადემიური მიღწევების გასაუმჯობესებლად;

ბ) სწავლებაზე ფოკუსირებული ინტერაქციის გასაძლიერებლად;

გ) სკოლაში უსაფრთხო, თანამშრომლობითი, შემოქმედებითი და პროდუქტიული გარემოს შესაქმნელად;

დ) უნიკალური სასკოლო კულტურის გასავითარებლად;

ე) სკოლის პერსონალისა და რესურსების მართვის გასაუმჯობესებლად;

ვ) დირექტორების მიერ თვითშეფასებისა და საკუთარი პროფესიული განვითარების უზრუნველსაყოფად.

♦ სტანდარტი ქმნის სამართლებრივ ჩარჩოს, ერთიან ხედვას დირექტორის საქმიანობისა და პროფესიული განვითარების რეგულირებისთვის. კერძოდ:

ა) დირექტორის საქმიანობისა და პროფესიული განვითარების დაგეგმვა;

ბ) დირექტორის შერჩევა;

გ) დირექტორის კომპეტენციისა და საქმიანობის შეფასება;

დ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და სხვა საგანმანათლებლო ინსტიტუციების მიერ საგანმანათლებლო ლიდერობის სწავლება.

ახალი სტანდარტის მიხედვით სკოლის დირექტორის ფუნქცია შემდეგნაირად განისაზღვრა:

დირექტორის როლი და ფუნქცია

  1. მოცემული სტანდარტით განსაზღვრული პრინციპებითა და მიდგომებით დირექტორის, როგორც ლიდერის, უმთავრეს მიზანს წარმოადგენს პროცესების ეფექტიანად წარმართვა მოსწავლეთა აღზრდის, აკადემიური და პიროვნული განვითარებისათვის.
  2. დირექტორი, სასკოლო საზოგადოებასთან მჭიდრო თანამშრომლობით, უზრუნველყოფს:

ა) მოსწავლეთა თანაბარ ხელმისაწვდომობას ხარისხიან განათლებაზე;

ბ) პოზიტიური სასკოლო კულტურის ფორმირებას, განვითარებასა და შენარჩუნებას;

გ) განათლების, როგორც სასკოლო საზოგადოებისთვის შესაძლებლობების რეალიზების მხარდამჭერ მექანიზმად ჩამოყალიბებას.

  1. სკოლის მართვაში დირექტორი უნდა ითვალისწინებდეს მართვის თანამედროვე მიდგომებს, მასწავლებლების უწყვეტი პროფესიული განვითარების საჭიროებას, ადგილობრივ კონტექსტს, არსებულ გამოწვევებსა და სკოლის ძლიერ და სუსტ მხარეებს, შესაძლებლობებსა და საფრთხეებს, მოქმედ რეგულაციებსა და განათლების პოლიტიკის პრინციპებს.

დირექტორის, როგორც ლიდერის მახასიათებლები

მუხლი 4. ლიდერობის კომპონენტები

  1. დირექტორის, როგორც ლიდერის მახასიათებლები მოიცავს ხუთ კომპონენტს:

ა) პირველი კომპონენტი. დირექტორი, როგორც  ლიდერი, რომელიც წარმოადგენს მისაბაძ მაგალითს სასკოლო საზოგადოებისთვის:

ა.ა) საკუთარი პროფესიული და პიროვნული განვითარების გზით წარმოადგენს მოდელს სასკოლო საზოგადოებისთვის;

ა.ბ) უზრუნველყოფს სასკოლო საზოგადოებაში ცოდნაზე, გულწრფელობაზე, ღიაობაზე, თანამონაწილეობასა და პასუხისმგებლობაზე დაფუძნებული ღირებულებების, დემოკრატიის პრინციპების გაზიარებას;

ა.გ) აყალიბებს გაზიარებულ ღირებულებებზე დაფუძნებულ სასკოლო კულტურას;

ა.დ) ქმნის და აზიარებს ცოდნას.

ბ) მე-2 კომპონენტი. დირექტორი, როგორც ლიდერი, რომელიც სასკოლო საზოგადოებასთან ერთად ავითარებს სასკოლო კულტურას:

ბ.ა) ავითარებს სკოლას  გრძელვადიან მიზნებსა და ხედვაზე დაფუძნებით;

ბ.ბ) ავითარებს სკოლის უნიკალურ კულტურას;

ბ.გ) ავითარებს თანამშრომლობის, პარტნიორობის და კავშირების მდგრად სისტემას.

გ) მე-3 კომპონენტი. დირექტორი, როგორც საგანმანათლებლო ლიდერი :

გ.ა) ხელს უწყობს სკოლაში მოსწავლეზე ორიენტირებული პედაგოგიური მიდგომების დანერგვას;

გ.ბ) ფოკუსირებულია მოსწავლეთა მიღწევებსა და წინსვლაზე;

გ.გ) კვლევისა და რეფლექსიის საშუალებით  ქმნის სივრცეს სასწავლო პროცესის  კრიტიკული გააზრებისათვის,  ინოვაციური მოდგომების დანერგვისთვის.

დ) მე-4 კომპონენტი. დირექტორი, როგორც ლიდერი, რომელიც ეფექტიანად მართავს ადამიანურ რესურსებს:

დ.ა) ნერგავს გაზიარებული პასუხისმგებლობისა და  მიკუთვნებულობის განცდის კულტურას;

დ.ბ) არის მოსწავლეთა აკადემიური და პიროვნული ზრდის მხარდამჭერი;

დ.გ) უზრუნველყოფს სკოლის შიგნით როგორც ინდივიდების, აგრეთვე მთლიანად სასკოლო საზოგადოების განვითარებას;

დ.დ) უზრუნველყოფს სკოლის ბაზაზე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების მხარდაჭერას.

ე) მე-5 კომპონენტი. დირექტორი, როგორც ადმინისტრაციული ლიდერი :

ე.ა) უზრუნველყოფს სკოლის მდგრად ორგანიზაციულ განვითარებასა და მართვას;

ე.ბ) უზრუნველყოფს რესურსების მობილიზებას სასურველი შედეგების მისაღწევად;

ე.გ) აწესებს ანგარიშვალდებულების სისტემას;

ე.დ) სამართლებრივი ჩარჩოს ფარგლებში ქმნის თანამშრომლობით გარემოს მოსწავლეთა პიროვნული განვითარებისთვის;

ე.ე) ქმნის განვითარებაზე ორიენტირებული  აკადემიური და ადმინისტრაციული მხარდაჭერის ორგანიზაციულ სისტემას;

ე.ვ) ქმნის პროფესიული ორიენტაციის და კარიერული განვითარების მხარდაჭერის ორგანიზაციულ სისტემას;

ე.ზ) უზრუნველყოფს რესურსების მიზნობრივად მობილიზებას და მართვას სასურველი შედეგების მისაღწევად.

  1. დირექტორი, როგორც სასკოლო საზოგადოებისთვის მისაბაძი მაგალითი, სასკოლო კულტურის შემქმნელი, საგანმანათლებლო ლიდერი, ადამიანური რესურსების მმართველი დაადმინისტრაციული ლიდერი ხელს უწყობს:

ა) სკოლისა და საზოგადოებისათვის მნიშვნელოვანი ღირებულებებისა და ქცევების დანერგვის შესაძლებლობას (მათ შორის – ვალდებულებას, შექმნას და შეინარჩუნოს ეფექტური პროფესიული სასწავლო საზოგადოება);

ბ) ეფექტიანი სკოლების მახასიათებლების გაცნობიერებას;

გ) სკოლის საზოგადოების მომავლის ხედვის პოპულარიზაციას, რომელიც საერთო მიზნებსა და ღირებულებებზეა დაფუძნებული;

დ) სასკოლო საზოგადოების წევრების ვალდებულებას ყველა მოსწავლის პოტენციალის რეალიზაციისათვის;

ე) სწავლის ხარისხის მართვას;

ვ) უსაფრთხო, ინკლუზიური და მიზანზე ორიენტირებული სასკოლო გარემოს შექმნას;

ზ) კონსტრუქტიული და პატივისცემაზე დაფუძნებული ურთიერთობების ჩამოყალიბებას თანამშრომლებს, მოსწავლეებს, მშობლებს და სხვა დაინტერესებულ მხარეებს შორის;

თ) თანამშრომელთა მოტივირებას, რათა მათ მონაწილეობა მიიღონ სკოლის განვითარებაში. სკოლის ხედვისა და მიზნების განხორციელებას სკოლის ფინანსური, ადამიანური და მატერიალური რესურსების ოპტიმიზაციით გამართული მართვის სისტემითა და პრაქტიკის მეშვეობით.

იხილეთ ბრძანების სრული ვერსია 

ბლოგი

მოსაზადებელი კურსი მოსწავლეებისთვის

პროფესიული

მსგავსი სიახლეები