12 აგვისტო, პარასკევი, 2022

საჯარო სკოლებში პროგრამის „ექიმის საათი“ პილოტირების პირველი ეტაპი დასრულდა

spot_img

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისისა და ორგანიზაცია „თანადგომის“ ერთობლივი პროგრამის „ექიმის საათი“ პირველი ეტაპის შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა.

 

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე ეკატერინე დგებუაძე, გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი ლელა ბაქრაძე და ორგანიზაცია „თანადგომის“ აღმასრულებელი დირექტორი ნინო წერეთელი.

 

მინისტრის პირველმა მოადგილემ ეფექტიანი თანამშრომლობისათვის მადლობა გადაუხადა პროგრამაში ჩართულ მხარეებს და მოსწავლეებისთვის ჯანსაღი ცხოვრებისა და უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით ცნობიერების ამაღლების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

როგორც ეკატერინე დგებუაძემ აღნიშნა, პროგრამის მასშტაბების გაფართოების კუთხით, მნიშვნელოვანია, რომ 2022 წლიდან საქართველოს ყველა საჯარო სკოლაში ექიმის არსებობა სავალდებულო გახდება. ექიმები, პროფესიულ საქმიანობასთან ერთად, საგანმანათლებლო პროცესშიც აქტიურად ჩაერთვებიან, რაც, თავის მხრივ, მოსწავლეებს საშუალებს მისცემს, უშუალოდ პროფესიონალისგან მიიღონ ინფორმაცია ისეთი მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ, როგორებიცაა: ჯანსაღი კვება, ვაქცინაცია, უსაფრთხოების წესების, ჰიგიენის ნორმებისა და პირადი სივრცის დაცვა, კიბერუსაფრთხოება და უცნობ ადამიანთან მოქცევის წესები.

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ, ასევ, სამინისტროს სკოლამდელი და ზოგადი განათლების განვითარების დეპარტამენტის თანამშრომლები და სხვადასხვა სკოლის წარმომადგენლები. შემაჯამებელი შეხვედრის დასასრულს საპილოტე პროგრამაში ჩართულ მასწავლებლებსა და ექიმებს სასაჩუქრე ვაუჩერები გადაეცათ.

2021-2022 სასწავლო წლის პირველ სემესტრში პროგრამის „ექიმის საათი“ პილოტირება 6 საჯარო სკოლის დაწყებით კლასებში განხორციელდა. პროგრამის ფარგლებში, მომზადდა UNESCO-ს სტანდარტებთან შესაბამისი საგაკვეთილო გეგმები კონკრეტული კლასებისთვის. აღნიშნული სასწავლო გეგმები, სხვადასხვა აქტივობების შემუშავებასთან ერთად, საგანმანათლებლო პროცესში საკითხავი მასალების, რესურსებისა და შესაბამისი გზამკვლევის გამოყენებას ითვალისწინებდა.

ერთიანი ეროვნული გამოცდები

მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდები

არდადეგები

„ზაფხულის არდადეგების“ საბოლოო პროდუქტი სექტემბრის კონფერენციისთვის

ეროვნული სასწავლო გეგმის განვითარების ექსპერტმა, ნიკო სილაგაძემ რეკომენდაციის სახით მოგვაწოდა აზრი , რომ ეროვნულ კონფერენციაზე მოსწავლის მიერ შექმნილი საბოლოოო პროდუქტი, პრეზენტაციის დროს, დასაწყისშივე წარგვედგინა...
მსგავსი სიახლეები