27 ივლისი, შაბათი, 2024

საჯარო სკოლების ინსტიტუციური თვითშეფასების განვითარების ქვეპროგრამის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა

spot_img

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ინსტიტუციური თვითშეფასების განვითარების ქვეპროგრამის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა, რომლის ფარგლებშიც მონაწილეებმა ზოგადი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის კუთხით მიღწეული შედეგები განიხილეს და ამ მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე იმსჯელეს.

ნისძიება გახსნა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ მახარაშვილმა. მან, სიტყვით მიმართვისას, სკოლების თვითშეფასების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება: „ინსტიტუციური თვითშეფასების განხორციელება საქართველოში არსებული ყველა საჯარო სკოლის გამოწვევების შეფასების შესაძლებლობას იძლევა, რაც ავტორიზაციის პროცესის დაგეგმვის კუთხით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია“.

საჯარო სკოლების ინსტიტუციური თვითშეფასების განვითარების ქვეპროგრამის ფარგლებში, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის პროცესის დაგეგმვის კუთხით, მნიშვნელოვანი აქტივობები ჩატარდა. პროცესი გულისხმობდა საქართველოს ყველა საჯარო სკოლის მიერ დიაგნოსტიკური თვითშეფასების განხორციელებას ავტორიზაციის სტანდარტებთან მიმართებით.

მნიშვნელოვანია, რომ განათლების სისტემაში პირველად განხორციელდა თითოეული საჯარო სკოლის კომპლექსური შეფასება, რომლის საფუძველზეც, შესაძლებელი გახდა დეტალური ინფორმაციის მიღება ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორებიცაა: სასკოლო ინფრასტრუქტურა; ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მატერიალურ-ტექნიკური და ადამიანური რესურსები; ადმინისტრაციული პროცესები; მოსწავლეთა მხარდამჭერი ღონისძიებები; სკოლებში ეროვნული სასწავლო გეგმის განხორციელება და სხვა. მონაცემთა ანალიზის შედეგად, ასევე, იდენტიფიცირდა სისტემური დონის ინტერვენციების საჭიროებები, რაც შემდგომში გახდება ზოგადი განათლების ხარისხის მიმართულებით ინტერვენციების დაგეგმვის საფუძველი.

შემაჯამებელ ღონისძიებაში მონაწილეობდნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის, დონორი ორგანიზაციების, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისა და რესურსცენტრების წარმომადგენლები.

არდადეგები

არდადეგები – თავისუფლებისა და დასვენების დღეების ხიბლი

ინა იმედაშვილი იუჯის სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ათეულთა...

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები