26 თებერვალი, ორშაბათი, 2024

სა­ჯა­რო სკო­ლე­ბის ავ­ტო­რი­ზა­ცია

spot_img

რო­გორ და­ი­ნა­ხოს სკო­ლამ სა­კუ­თა­რი პრობ­ლე­მე­ბი, სა­ჭი­რო­ე­ბე­ბი და შეძ­ლოს მათ­თან გამ­კ­ლა­ვე­ბის სწო­რი გზე­ბის და­სახ­ვა, ვინ მის­ცემს სწორ ორი­ენ­ტირს ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის პრო­ცეს­ში – სა­უბ­რო­ბენ კა­ხა ერა­ძე, გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რის დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლე და მო­რის დან­დუ­რიშ­ვი­ლი, ხა­შუ­რის №1 სა­ჯა­რო სკო­ლის დი­რექ­ტო­რი.

 

მო­რის დან­დუ­რიშ­ვი­ლი: დღეს ჩვე­ნი სა­უბ­რის თე­მაა ზო­გად­სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის ავ­ტო­რი­ზა­ცია, რო­მე­ლიც სა­ინ­ტე­რე­სოა ყვე­ლა ადა­მი­ა­ნის­თ­ვის, ვინც და­კავ­ში­რე­ბუ­ლია ზო­გად გა­ნათ­ლე­ბას­თან. ბა­ტო­ნო, კა­ხა, დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ბევ­რი ელო­დე­ბა თქვენს პა­სუ­ხებს იმ სა­ინ­ტე­რე­სო კითხ­ვებ­ზე, რომ­ლე­ბიც და­კავ­ში­რე­ბუ­ლია ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის პრო­ცეს­თან. პირ­ვე­ლი კითხ­ვა მექ­ნე­ბა ასე­თი – რას გუ­ლის­ხ­მობს ზო­გად­სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბის ავ­ტო­რი­ზა­ცია?

კა­ხა ერა­ძე:  რას გუ­ლის­ხ­მობს ავ­ტო­რი­ზა­ცია? ავ­ტო­რი­ზა­ცია, ზო­გა­დად, ხა­რის­ხის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის გა­რე მე­ქა­ნიზ­მია. ავ­ტო­რი­ზა­ცია ახა­ლი არ არის ქარ­თუ­ლი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სივ­რ­ცი­სათ­ვის, უბ­რა­ლოდ, ახა­ლია სა­ჯა­რო სკო­ლე­ბის­თ­ვის. კერ­ძო სკო­ლე­ბი, აქამ­დე, მხო­ლოდ ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის გზით ხვდე­ბოდ­ნენ სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სივ­რ­ცე­ში, ხო­ლო სა­ჯა­რო სკო­ლე­ბი და­ა­ფუძ­ნა სა­ხელ­მ­წი­ფომ, მათ ავ­ტო­რი­ზა­ცია არ გა­უვ­ლი­ათ, გარ­და სა­მი გა­მო­ნაკ­ლი­სი­სა, რომ­ლებ­მაც, გარ­კ­ვე­უ­ლი მი­ზე­ზე­ბით, გა­ი­ა­რეს ეს პრო­ცე­სი, თა­ვის დრო­ზე. უმე­ტე­სო­ბის­თ­ვის ეს სი­ახ­ლეს წარ­მო­ად­გენს.

უნ­და ვთქვათ, რომ ავ­ტო­რი­ზა­ცია არ არის ერ­თ­ჯე­რა­დი პრო­ცე­სი, ეს არის ცხოვ­რე­ბის ახა­ლი წე­სის დაწყე­ბა სკო­ლი­სათ­ვის, რო­ცა ის ხვდე­ბა ავ­ტო­რი­ზე­ბულ რე­ჟიმ­ში. ეს ნიშ­ნავს, მე­ტი აქ­ცენ­ტი – ხა­რის­ხ­ზე, მი­წო­დე­ბუ­ლი სერ­ვი­სე­ბის ხა­რის­ხ­ზე რო­გორც სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო, ასე­ვე და­მა­ტე­ბი­თი სერ­ვი­სე­ბის, რა­შიც ჩვენ, რო­გორც გა­რე შემ­ფა­სებ­ლე­ბი, სწორ ორი­ენ­ტირს მივ­ცემთ სკო­ლას – სა­დაა და­დე­ბი­თი მხა­რე­ე­ბი, სად გა­საძ­ლი­ე­რე­ბე­ლი და ასე­ვე, აღ­მო­ვუ­ჩენთ შე­სა­ბა­მის მხარ­და­ჭე­რას. მარ­ტი­ვად რომ ვთქვათ, ავ­ტო­რი­ზა­ცია ესაა ხა­რის­ხ­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი ცხოვ­რე­ბის დაწყე­ბა სკო­ლის­თ­ვის.

მ.დ.: ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სოა. და­მე­თან­ხ­მე­ბით, ალ­ბათ, რომ გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რის მხარ­და­ჭე­რის გა­რე­შე ძნე­ლი იქ­ნე­ბა ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის პრო­ცე­სის პირ­ვე­ლი ეტა­პის დაწყე­ბა. რა ტი­პის მხარ­და­ჭე­რას სთა­ვა­ზობს ცენ­ტ­რი სკო­ლებს, რომ­ლე­ბიც ემ­ზა­დე­ბი­ან ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის­თ­ვის?

კ.ე.: მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ კერ­ძო სკო­ლე­ბი დი­დი ხა­ნია ავ­ტო­რი­ზე­ბულ რე­ჟიმ­ში არი­ან, შე­ვახ­სე­ნებ ყვე­ლას, რომ 1 იან­ვ­რი­დან, ხა­რის­ხის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის სრუ­ლი­ად ახა­ლი სის­ტე­მა შე­იქ­მ­ნა. ამ­რი­გად, ეს სის­ტე­მა ახა­ლია რო­გორც კერ­ძო, ასე­ვე სა­ჯა­რო სკო­ლე­ბის­თ­ვის. გან­ს­ხ­ვა­ვე­ბა ის არის, რომ კერ­ძო სკო­ლა პრო­ცე­დუ­რუ­ლად იც­ნობს ხა­რის­ხის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის სა­კითხს, ავ­ტო­რი­ზა­ცი­ას, მაგ­რამ ში­ნა­არ­სი, კონ­ტენ­ტი სრუ­ლი­ად ახა­ლია რო­გორც ერ­თი, ასე­ვე მე­ო­რე მხა­რი­სათ­ვის.

გე­თან­ხ­მე­ბით, რომ მხარ­და­ჭე­რის გა­რე­შე, პრაქ­ტი­კუ­ლად, შე­უძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის ახა­ლი ეროვ­ნუ­ლი სტან­დარ­ტე­ბის (ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის სტან­დარ­ტებს იმი­ტომ ვე­ძა­ხი, რომ ეს არის ხა­რის­ხის ეროვ­ნუ­ლი სტან­დარ­ტე­ბი) და­ნერ­გ­ვა. მხარ­და­ჭე­რა იქ­ნე­ბა მრა­ვალ­მ­ხ­რი­ვი და არა მხო­ლოდ ხა­რის­ხის ცენ­ტ­რის­გან, სა­მი­ნის­ტ­როს­გან, ასე­ვე, ჩვენ შევ­კ­რი­ბეთ ყვე­ლა სა­ბი­უ­ჯე­ტო პროგ­რა­მა, მათ შო­რის, დო­ნო­რი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის ყვე­ლა პროგ­რა­მა და ისი­ნი მთლი­ა­ნად ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლე­ბი არი­ან ხა­რის­ხის  უზ­რუნ­ველ­ყო­ფის ახა­ლ რე­ფორ­მა­ზე. ასე რომ, ყო­ვე­ლი სა­ბი­უ­ჯე­ტო თეთ­რი თუ უცხო­უ­რი ცენ­ტი, მთლი­ა­ნად მი­მარ­თუ­ლია სკო­ლე­ბის მხარ­და­ჭე­რა­ზე, ამ რე­ფორ­მის პრო­ცეს­ში. კონ­კ­რე­ტუ­ლად, ხა­რის­ხის ცენ­ტ­რის მხრი­დან, ეს იქ­ნე­ბა, რო­გორც პერ­მა­ნენ­ტუ­ლი სა­კონ­სულ­ტა­ციო სერ­ვი­სე­ბი, რომ­ლებ­საც სკო­ლე­ბი მი­ი­ღე­ბენ, ასე­ვე იქ­ნე­ბა სი­მუ­ლა­ცი­უ­რი მო­ნი­ტო­რინ­გე­ბი, ანუ „ვითომ ავ­ტო­რი­ზა­ცი­ას“ გა­დის სკო­ლა (ვინც ამის სურ­ვი­ლი გა­მო­ხა­ტა), ეს იქ­ნე­ბა ძა­ლი­ან დი­დი პა­კე­ტი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბის, ტრე­ნინ­გე­ბი­სა და, სა­ჯა­რო სკო­ლე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში, ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად მათ­ზე მი­მაგ­რე­ბუ­ლი მხარ­და­ჭე­რის სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის მი­ერ გა­წე­უ­ლი მომ­სა­ხუ­რე­ბი­სა. ასე რომ, ყვე­ლა სკო­ლა მი­ი­ღებს იმ ადეკ­ვა­ტურ მხარ­და­ჭე­რას, რო­მე­ლიც სა­ჭი­როა ახა­ლი სტან­დარ­ტე­ბის და­ნერ­გ­ვის­თ­ვის.

მ.დ.: თქვენ ახ­სე­ნეთ ის ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც ყვე­ლა სკო­ლა­ზე იქ­ნე­ბი­ან, ასე ვთქვათ, მი­მაგ­რე­ბუ­ლე­ბი და რომ­ლე­ბიც და­ეხ­მა­რე­ბი­ან ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის პრო­ცეს­ში. ეს ადა­მი­ა­ნე­ბი შე­ირ­ჩ­ნენ კონ­კურ­სის წე­სით, არი­ან საკ­მა­ოდ კვა­ლი­ფი­ცი­უ­რე­ბი. რო­გორ წა­რი­მარ­თე­ბა მა­თი თანამშრომლობა სკო­ლებ­თან, ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის­თ­ვის მზა­დე­ბის პრო­ცეს­ში?

კ.ე.: ჩვენ შევ­ქ­მე­ნით, ქვე­ყა­ნა­ში პირ­ვე­ლად, ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის სპე­ცი­ა­ლის­ტ­თა სის­ტე­მა. ეს არ ნიშ­ნავს, რომ ისი­ნი ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის ექ­ს­პერ­ტე­ბი არი­ან, უბ­რა­ლოდ, შე­ირ­ჩა ადა­მი­ან­თა ჯგუ­ფი, რომ­ლე­ბიც ხა­რის­ხის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი არი­ან, ანუ სის­ტე­მა მათ ენ­დო­ბა, რომ მათ იცი­ან რა არის ხა­რის­ხ­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი სერ­ვი­სე­ბის გა­წე­ვა ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის ნა­წილ­ში. სწო­რედ ასე­თი ადა­მი­ა­ნე­ბი გა­უ­წე­ვენ სკო­ლებს დახ­მა­რე­ბას. შერ­ჩე­ვის პრო­ცე­სი იყო საკ­მა­ოდ რთუ­ლი და მინ­და პირ­და­პირ გითხ­რათ, რომ არ ვე­ლო­დით ამ­ხე­ლა ინ­ტე­რესს, ზო­გა­დად, იმი­ტომ, რომ მსგავ­სი რამ გაგ­ვი­კე­თე­ბია უმაღ­ლეს გა­ნათ­ლე­ბა­ში, პრო­ფე­სი­ულ­ში, მაგ­რამ ამ­ხე­ლა ინ­ტე­რე­სი არა­სო­დეს ყო­ფი­ლა ადა­მი­ა­ნე­ბი­სა, ყო­ფი­ლიყ­ვ­ნენ სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი ხა­რის­ხის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი. ადა­მი­ან­თა ძა­ლი­ან დი­დი გუნ­დი მო­ნა­წი­ლე­ობ­და (სხვა­თა შო­რის, ახ­ლაც მიმ­დი­ნა­რე­ობს ერთ-ერ­თი კონ­კურ­სი) და ჩვენ უკ­ვე გვყავს 400-მდე ხა­რის­ხის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის სპე­ცი­ა­ლის­ტი. რა იქ­ნე­ბა მა­თი მან­და­ტი სკო­ლას­თან მი­მარ­თე­ბა­ში? რა თქმა უნ­და, ჩვენ ამ სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის ნა­წილს გა­მო­ვი­ყე­ნებთ, რო­გორც ექ­ს­პერ­ტებს, რო­ცა და­იწყე­ბა ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­უ­ლი წარ­მო­ე­ბა. პირ­ველ რიგ­ში, უნ­და გა­მოვ­რიცხოთ ინ­ტე­რეს­თა კონ­ფ­ლიქ­ტი, ანუ ის მხარ­დამ­ჭე­რი, რო­მე­ლიც კონ­კ­რე­ტულ სკო­ლა­ში მი­დის, ვერ იქ­ნე­ბა ექ­ს­პერ­ტი ამა­ვე სკო­ლა­ში იმი­ტომ, რომ მას გარ­კ­ვე­უ­ლი შრო­მა აქვს ჩა­დე­ბუ­ლი და სა­კუ­თა­რი ნა­მუ­შევ­რის ობი­ექ­ტუ­რი შემ­ფა­სე­ბე­ლი ვერ იქ­ნე­ბა.

რაც შე­ე­ხე­ბა მხარ­და­ჭე­რის სპე­ცი­ა­ლის­ტებს, ისი­ნი მივ­ლენ სკო­ლებ­ში, ჩვენ მათ მივ­ცემთ სკო­ლის თვით­შე­ფა­სე­ბას (შარ­შან გან­ხორ­ცი­ელ­და ყვე­ლა სა­ჯა­რო სკო­ლის დი­აგ­ნოს­ტი­კუ­რი თვით­შე­ფა­სე­ბა და მეტ-ნაკ­ლე­ბად, ყვე­ლამ და­დო სუ­რა­თი), რა მდგო­მა­რე­ო­ბა­შია ახ­ლა სკო­ლა და სწო­რედ ამ მდგო­მა­რე­ო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მი­ი­ღე­ბენ მხარ­და­ჭე­რას, რომ თა­ვი­ან­თი შე­სა­ბა­მი­სო­ბა სტან­დარ­ტებ­თან კი­დევ უფ­რო ზუს­ტად გან­საზღ­ვ­რონ, შე­მო­ი­ტა­ნონ სა­ავ­ტო­რი­ზა­ციო გა­ნაცხა­დი ხა­რის­ხის ცენ­ტ­რ­ში, ასე­ვე, მი­ი­ღე­ბენ მხარ­და­ჭე­რას თვი­თონ ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­უ­ლი წარ­მო­ე­ბის პრო­ცეს­ში. ამა­ზე მე­რე კი­დევ ვი­სა­უბ­როთ, რას ნიშ­ნავს მა­თი შე­სა­ბა­მი­სო­ბა სტან­დარ­ტებ­თან, თუ ამის ინ­ტე­რე­სი იქ­ნე­ბა.

მ.დ.: და­მე­თან­ხ­მე­ბით, ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის ამო­სა­ვა­ლი წერ­ტი­ლია, რომ მოს­წავ­ლემ მი­ი­ღოს ხა­რის­ხი­ა­ნი გა­ნათ­ლე­ბა, იყოს კომ­ფორ­ტულ გა­რე­მო­ში და ყვე­ლა მოს­წავ­ლეს ჰქონ­დეს გან­ვი­თა­რე­ბის თა­ნა­ბა­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბა. ამის­თ­ვის ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რუ­ლი სა­კითხე­ბიც მო­სა­წეს­რი­გე­ბე­ლია და რი­გი სხვა სა­კითხე­ბი­სა, რა­ზეც სა­ხელ­მ­წი­ფო ზრუ­ნავს და რო­გორც თქვენც აღ­ნიშ­ნეთ, სხვა­დას­ხ­ვა უწყე­ბე­ბიც აქ­ტი­უ­რად არი­ან ჩარ­თუ­ლი. რო­გორც ჩვენ­თ­ვის ცნო­ბი­ლია, ამ უწყე­ბებ­თან შე­თან­ხ­მე­ბით შე­ირ­ჩა სკო­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც 2023 წელს გა­ივ­ლი­ან ავ­ტო­რი­ზა­ცი­ას. თუ შე­იძ­ლე­ბა, მე­ტი დე­ტა­ლი გვითხ­რათ, ყვე­ლას გვა­ინ­ტე­რე­სებს, რა ტი­პის საქ­მი­ა­ნო­ბა გვაქვს გა­სა­წე­ვი ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის­თ­ვის მზა­დე­ბის პე­რი­ოდ­ში, რო­გორც სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებს?

კ.ე.: დი­დი მად­ლო­ბა, ძა­ლი­ან კარ­გი, რე­ლე­ვან­ტუ­რი შე­კითხ­ვაა, მით უმე­ტეს, რო­ცა სკო­ლის ლი­დე­რი გე­სა­უბ­რე­ბა. პირ­ველ რიგ­ში, სკო­ლე­ბი, რა თქმა უნ­და, მა­თი თვით­შე­ფა­სე­ბის ანა­ლი­ზის სა­ფუძ­ველ­ზე შე­ირ­ჩა, ასე­ვე, სის­ტე­მის სხვა მო­თა­მა­შე­ე­ბის, სა­ჯა­რო სა­მარ­თ­ლის იური­დი­უ­ლი პი­რე­ბის წარ­მო­მად­გე­ნელ­თა კონ­სულ­ტა­ცი­ის სა­ფუძ­ველ­ზე. ჩვენ შევ­ქ­მე­ნით სა­კო­ორ­დი­ნა­ციო ჯგუ­ფი, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან ინ­ტენ­სი­ურ რე­ჟიმ­ში იკ­რი­ბე­ბო­და და სხვა­დას­ხ­ვა კრი­ტე­რი­უ­მის მი­ხედ­ვით გა­ვი­ა­რეთ სკო­ლე­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა (მათ შო­რის, ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რუ­ლი, რო­გორც თქვენ ბრძა­ნეთ, იქ არის მას­წავ­ლებ­ლის, დი­რექ­ტო­რის თე­მე­ბი და ბევ­რი სხვა სა­კითხი), რაც მხედ­ვე­ლო­ბა­ში იქ­ნა მი­ღე­ბუ­ლი ამ სკო­ლე­ბის შერ­ჩე­ვის დროს. ბევ­რი სკო­ლა იყო მზად და, გულ­წ­რ­ფე­ლად გეტყ­ვით, შეგ­ვეძ­ლო უფ­რო მე­ტი  შეგ­ვერ­ჩია, უბ­რა­ლოდ, ჩვენ­თ­ვის იქ­ნე­ბო­და რთუ­ლი ამ ტვირ­თის აწე­ვა. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ვი­სარ­გებ­ლებ შემ­თხ­ვე­ვით და ვიტყ­ვი, რომ თუ­კი რო­მე­ლი­მე სკო­ლას გუ­ლი დას­წყ­დე­ბა, რა­ტომ არ ვარ ამ 400-შიო და გუ­ლი უწევს ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის გა­სავ­ლე­ლად, ეს მა­თი ნე­ბაა, შე­უძ­ლი­ათ შე­მო­ი­ტა­ნონ გა­ნაცხა­დი, რო­ცა თვი­თონ ჩათ­ვ­ლი­ან, რომ მზად არი­ან. უბ­რა­ლოდ, ეს 400 სკო­ლა პი­რო­ბი­თად შე­ვარ­ჩი­ეთ, რომ გეგ­მა­ზო­მი­ე­რად გავ­ყ­ვეთ პრო­ცესს.

გარ­და ამი­სა, მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია და ლო­გი­კუ­რი, რომ ეს 400 სკო­ლა, შემ­დეგ, გა­მოც­დი­ლე­ბას გა­უ­ზი­ა­რებს და­ნარ­ჩენ სკო­ლებს. და იმე­დი მაქვს, მომ­დევ­ნო წლებ­ში ეს სკო­ლე­ბი უფ­რო მე­ტი მზა­ო­ბით (ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი, მე­თო­დო­ლო­გი­უ­რი და ა.შ.) შეხ­ვ­დე­ბი­ან ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის პრო­ცესს.

რა უნ­და გა­ვა­კე­თოთ? ვე­რა­ვინ შეც­ვ­ლის სკო­ლას და სკო­ლის ლი­დერს. ავ­ტო­რი­ზა­ცი­ას არ გა­დის დი­რექ­ტო­რი, არც მას­წავ­ლე­ბე­ლი და არც ცალ­კე მოს­წავ­ლე, და­რა­ჯი ან სა­მე­ურ­ნეო სამ­სა­ხუ­რი, ავ­ტო­რი­ზა­ცი­ას გა­დის სკო­ლა, რო­გორც ერ­თი­ა­ნი ორ­გა­ნიზ­მი. ამ ნა­წილ­ში, ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია სწო­რედ სკო­ლის ლი­დე­რის გა­მოკ­ვე­თი­ლი რო­ლი. მან უნ­და შეკ­რას სას­კო­ლო სა­ზო­გა­დო­ე­ბა, რო­გორც ერ­თი გუნ­დი და კარ­გად აუხ­ს­ნას, რომ  მხო­ლოდ სკო­ლის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლის პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბა არ არის, გა­ი­ა­როს სკო­ლამ ავ­ტო­რი­ზა­ცია, არა­მედ სას­კო­ლო სა­ზო­გა­დო­ე­ბა (მათ შო­რის, მას­წავ­ლე­ბე­ლი, მოს­წავ­ლე, მშო­ბე­ლი და სხვა და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი მხა­რე), რო­გორც ერ­თი გუნ­დი, უნ­და შეხ­ვ­დეს ამ პრო­ცესს. მით უმე­ტეს, იმ მხარ­და­ჭე­რის პი­რო­ბებ­ში, რო­მელ­საც ყვე­ლა სკო­ლა მი­ი­ღებს, ამის მიმ­ღებ­ლო­ბა უნ­და გაჩ­ნ­დეს. ვით­ვა­ლის­წი­ნებთ იმა­საც, რომ სკო­ლის შე­ნო­ბას ვე­რა­ვინ ააშე­ნებს ახალს, თუმ­ცა, სკო­ლე­ბი, რო­მე­ლიც შე­ვარ­ჩი­ეთ ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის­თ­ვის, მეტ-ნაკ­ლე­ბად გა­მარ­თუ­ლია ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რუ­ლად. მთა­ვა­რია სუ­ლი­ე­რე­ბა, რო­მე­ლიც სკო­ლა­ში უნ­და ტრი­ა­ლებ­დეს და რო­მელ­ზე პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბაც უნ­და აიღოს, კი­დევ ერ­თხელ, არა ერ­თ­მა ადა­მი­ან­მა, არა სკო­ლის დი­რექ­ტორ­მა, არა­მედ სას­კო­ლო სა­ზო­გა­დო­ე­ბამ. ამი­ტომ, სკო­ლის დი­რექ­ტო­რებს ვურ­ჩევ­დი, რომ სას­კო­ლო სა­ზო­გა­დო­ე­ბა კონ­სო­ლი­დი­რე­ბუ­ლი და­ახ­ვედ­როს მხარ­და­ჭე­რას და ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის პრო­ცესს.

მ.დ.: ბო­ლო პე­რი­ოდ­ში რა ტი­პის აქ­ტი­ვო­ბე­ბიც გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა სა­ხელ­მ­წი­ფომ, ყვე­ლა მხარ­და­ჭე­რა­ზე იყო ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი. მე, რო­გორც სკო­ლის ლი­დერს, არ გამ­ჭირ­ვე­ბია რო­მე­ლი­მე აქ­ტი­ვო­ბა­ში ჩარ­თ­ვა იმის გა­მო, რომ, ვთქვათ, მქო­ნო­და ში­ში, რომ შე­იძ­ლე­ბა ჩემს ში­და სამ­ზა­რე­უ­ლო­ში ჩა­ი­ხე­დოს გა­რე მო­ნი­ტო­რინ­გ­მა (თუ რას და­ვარ­ქ­მევთ) და ეს ჩვენ­თ­ვის ერ­თ­გ­ვა­რი ბა­რი­ე­რი ყო­ფი­ლი­ყო. პი­რი­ქით, ჩვენ ვი­ყა­ვით ღია იმი­ტომ, რომ ვხე­დავ­დით გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს მხრი­დან და იმა­ვე ხა­რის­ხის გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რის მხრი­დან, მას­წავ­ლებ­ლის სახ­ლი­დან მხარ­და­ჭე­რა­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბულ პრო­ცესს და ეს დი­დი შე­ღა­ვა­თია, დი­დი მხარ­და­ჭე­რა თი­თო­ე­უ­ლი სკო­ლის­თ­ვის, რად­გან უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნია სკო­ლას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი და ყვე­ლას საზ­რუ­ნა­ვია გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა.

რო­გორც ცნო­ბი­ლია, ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის სტან­დარ­ტე­ბი შე­იც­ვა­ლა და უკ­ვე 2023 წელს, სა­ჯა­რო და კერ­ძო სკო­ლე­ბი, ახა­ლი სტან­დარ­ტე­ბით გა­ივ­ლი­ან ავ­ტო­რი­ზა­ცი­ას. მინ­და კერ­ძო სკო­ლებ­საც შე­ვე­ხოთ და გთხოვთ, გვითხ­რათ რა საქ­მი­ა­ნო­ბა აქვთ მათ გა­სა­წე­ვი (სკო­ლებს, რომ­ლე­ბიც უკ­ვე ავ­ტო­რი­ზე­ბუ­ლე­ბი არი­ან) და რა ვა­და აქვთ იმის­თ­ვის, რომ ახალ სტან­დარ­ტებ­თან შე­სა­ბა­მი­სო­ბა­ში მო­ვიდ­ნენ?

კ.ე.: რო­გორც აღ­ვ­ნიშ­ნეთ, თვი­თონ სტან­დარ­ტე­ბი ახა­ლია ყვე­ლას­თ­ვის, კერ­ძო სკო­ლე­ბიც იმა­ვე გა­მოწ­ვე­ვის წი­ნა­შე დგა­ნან, რა გა­მოწ­ვე­ვის წი­ნა­შეც არი­ან სა­ჯა­რო სკო­ლე­ბი. კა­ნონ­მა კერ­ძო სკო­ლებს გო­ნივ­რუ­ლი ვა­და გა­ნუ­საზღ­ვ­რა, 2024 სას­წავ­ლო წლის 1 სექ­ტემ­ბ­რამ­დე, რო­ცა ისი­ნი შე­სა­ბა­მი­სო­ბა­ში უნ­და მო­ვიდ­ნენ ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის ახალ სტან­დარ­ტებ­თან. ეს არ ნიშ­ნავს, რომ 2024 წლის 1 სექ­ტემ­ბ­რი­დან სკო­ლე­ბი ხე­ლახ­ლა გა­ივ­ლი­ან ავ­ტო­რი­ზა­ცი­ას, არა, ისი­ნი გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლე­ბენ თვით­შე­ფა­სე­ბას, რომ­ლის შე­დე­გე­ბი­თაც ვნა­ხავთ, რო­გორ მო­ვი­და სკო­ლა შე­სა­ბა­მი­სო­ბა­ში ახალ სტან­დარ­ტებ­თან. კერ­ძო სკო­ლე­ბიც იმა­ვე მხარ­და­ჭე­რას მი­ი­ღე­ბენ, რა­საც სა­ჯა­რო სკო­ლე­ბი. ამ პრო­ცეს­ში, ჩვე­ნი მხრი­დან, სრუ­ლი თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბა იქ­ნე­ბა და მა­თი მხრი­დან, ამ მხარ­დაჭ­ერის, დახ­მა­რე­ბის მი­ღე­ბის მო­ლო­დი­ნი გვაქვს.

რაც შე­ე­ხე­ბა ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის სტან­დარ­ტებს, თქვენ შე­სა­ბა­მი­სო­ბა ბრძა­ნეთ, ამ ეტაპ­ზე, შე­სა­ბა­მი­სო­ბა არ გუ­ლის­ხ­მობს სტან­დარ­ტ­თან მაქ­სი­მა­ლუ­რი დო­ნის მიახლოებას. რად­გა­ნაც ჩვენ გვინ­და, რომ სის­ტე­მა იყოს გან­ვი­თა­რე­ბა­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი. არ გვაქვს მო­ლო­დი­ნი (მით უმე­ტეს ახა­ლი სტან­დარ­ტე­ბი შე­მო­ვი­და), იან­ვ­რი­დან დღემ­დე, რო­მე­ლი­მე სკო­ლა, სრულ შე­სა­ბა­მი­სო­ბა­ში იქ­ნე­ბა სტან­დარ­ტებ­თან. ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის მთე­ლი პრინ­ცი­პი იმით გან­ს­ხ­ვავ­დე­ბა აქამ­დე არ­სე­ბუ­ლი ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის პრინ­ცი­პის­გან, რომ მა­ნამ­დე არ­სე­ბუ­ლი სტან­დარ­ტ­თან ზედ­მი­წევ­ნით შე­სა­ბა­მი­სო­ბას მო­ითხოვ­და. ახა­ლი სტან­დარ­ტი ამ­ბობს, რომ შე­იძ­ლე­ბა იყოს ნა­წი­ლობ­რი­ვი, მეტ­წი­ლი ან სრუ­ლი შე­სა­ბა­მი­სო­ბა. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რო­დე­საც გა­რე შემ­ფა­სე­ბე­ლი მი­დის სკო­ლა­ში, მან უნ­და და­ი­ნა­ხოს, რომ სკო­ლას სწო­რად აქვს იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი თა­ვი­სი შე­სა­ბა­მი­სო­ბის დო­ნე, ვთქვათ, მე ამ ნა­წილ­ში ვარ ნა­წი­ლობ­რივ შე­სა­ბა­მი­სო­ბა­ში, მაგ­რამ ეს გა­აზ­რე­ბუ­ლი მაქვს და ვა­პი­რებ ამის გა­მოს­წო­რე­ბას. ჩვენ თუ და­ვი­ნა­ხეთ, რომ სკო­ლას აქვს მზა­ო­ბა – პირ­ვე­ლი, გაც­ნო­ბი­ე­რე­ბუ­ლი აქვს რა სჭირ­დე­ბა სრუ­ლი შე­სა­ბა­მი­სო­ბის­თ­ვის; აქვს ამის­თ­ვის რე­სურ­სუ­ლი, მე­თო­დო­ლო­გი­უ­რი, ში­ნა­არ­სობ­რი­ვი მზა­ო­ბა და გან­წყო­ბა (სკო­ლას რო­ცა ვამ­ბობ, ისევ სას­კო­ლო სა­ზო­გა­დო­ე­ბას ვგუ­ლის­ხ­მობ, არა ერთ ადა­მი­ანს), რა თქმა უნ­და, ფარ­თოდ გა­ვუ­ღებთ კარს და მი­ვი­ღებთ ავ­ტო­რი­ზე­ბუ­ლი სკო­ლე­ბის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში იმი­ტომ, რომ ეს მუდ­მი­ვად გან­ვი­თა­რე­ბა­დი პრო­ცე­სია. თუნ­დაც დღეს სკო­ლა სრულ შე­სა­ბა­მი­სო­ბა­ში რომ იყოს ყვე­ლა სტან­დარ­ტ­თან, შე­საძ­ლოა, ერ­თი თვის შემ­დეგ, რა­ღაც გა­რე­მო­ე­ბამ ეს შე­სა­ბა­მი­სო­ბა ქვე­მოთ ჩა­მოს­წი­ოს. ეს არ ნიშ­ნავს, რომ სკო­ლა უნ­და გა­ვუშ­ვათ უკ­ვე ავ­ტო­რი­ზე­ბუ­ლი რე­ჟი­მი­დან. ამას გუ­ლის­ხ­მობს სწო­რედ ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის მხარ­დამ­ჭე­რი, ანუ გან­მა­ვი­თა­რე­ბე­ლი ფუნ­ქ­ცია. ამი­ტომ, არ უნ­და ეში­ნო­დეს არც ერთ სკო­ლას! მთა­ვა­რია, სწო­რად ვის­წავ­ლოთ სა­კუ­თა­რი პრობ­ლე­მე­ბის, სა­ჭი­რო­ე­ბე­ბის და­ნახ­ვა და ამ სა­ჭი­რო­ე­ბებ­თან გამ­კ­ლა­ვე­ბის სწო­რი გზე­ბის და­სახ­ვა. აი, ეს უნ­და და­ვი­ნა­ხოთ სკო­ლა­ში.

მ.დ.: ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის საბ­ჭოს წევ­რებს საკ­მა­ოდ მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი საქ­მი­ა­ნო­ბის გა­წე­ვა ელით სა­ჯა­რო სკო­ლე­ბის ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის პე­რი­ოდ­ში. რა ტი­პის მხარ­და­ჭე­რის მე­ქა­ნიზ­მებს გეგ­მავს გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რი ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის საბ­ჭოს­თ­ვის?

კ.ე.: ავ­ტო­რი­ზა­ციის საბ­ჭო იმი­ტომ არის ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის საბ­ჭო, რომ ისი­ნი არი­ან ყვე­ლა­ზე კომ­პე­ტენ­ტუ­რი ადა­მი­ა­ნე­ბი და ამ თვალ­საზ­რი­სით იქ­ნენ შერ­ჩე­უ­ლი. თუმ­ცა, მეს­მის, რომ ახა­ლი რე­გუ­ლა­ცია სა­ჭი­რო­ებს გან­მარ­ტე­ბებს, ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბას და ა.შ. საბ­ჭოს წევ­რე­ბიც მი­ი­ღე­ბენ მხარ­და­ჭე­რას, ეს იქ­ნე­ბა, რა თქმა უნ­და, შეხ­ვედ­რე­ბი, გან­მარ­ტე­ბე­ბი თი­თო­ე­ულ სტან­დარ­ტ­თან მი­მარ­თე­ბა­ში, მათ შო­რის პრო­ცე­დუ­რულ ნა­წილ­ში. დო­ნო­რი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი გვერ­დ­ში გვიდ­გა­ნან და დაგ­ვეხ­მა­რე­ბი­ან, რომ ეს შეხ­ვედ­რე­ბი იყოს, მათ შო­რის, რამ­დე­ნი­მედღი­ა­ნი, გას­ვ­ლი­თი, რომ საბ­ჭოს წევ­რ­მა მთე­ლი თა­ვი­სი ენერ­გია მი­უძღ­ვ­ნას გან­ვი­თა­რე­ბის სა­კითხებს. აუცი­ლებ­ლად დავ­ნერ­გავთ, პე­რი­ო­დუ­ლად, საბ­ჭოს მუ­შა­ო­ბის შე­დე­გე­ბის ანა­ლი­ზი­სა და უკუ­კავ­ში­რის სა­კითხს. რო­ცა და­იწყე­ბა ავ­ტო­რი­ზა­ცი­ე­ბი, შე­იძ­ლე­ბა, კვარ­ტალ­ში ერ­თხელ, გან­ვ­ლი­ლი პე­რი­ო­დის სა­მუ­შოს შე­სა­ჯა­მებ­ლად შევ­ხ­ვ­დეთ, კი­დევ ერ­თხელ გა­ვა­ა­ნა­ლი­ზოთ რამ­დე­ნად სწო­რად მივ­დი­ვართ და მივ­დი­ვართ თუ არა იქით, სა­ი­თაც ვა­პი­რებ­დით. მინ­და და­ვარ­წ­მუ­ნო სა­ზო­გა­დო­ე­ბა, რომ საბ­ჭოს წევ­რე­ბი, რომ­ლე­ბიც პრე­მი­ე­რის ბრძა­ნე­ბით და­ი­ნიშ­ნენ, ძა­ლი­ან კომ­პე­ტენ­ტუ­რი, გა­მოც­დი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან და გვაქვს მო­ლო­დი­ნი, რომ საბ­ჭო თა­ვის გა­ნახ­ლე­ბულ ფუნ­ქ­ცი­ას (არა მხო­ლოდ შემ­ფა­სე­ბე­ლია, არა­მედ გან­მა­ვი­თა­რე­ბე­ლი) კარ­გად შე­ას­რუ­ლებს, ანუ თუ საბ­ჭო და­ი­ნა­ხავს, რომ სკო­ლა არ არის სტან­დარ­ტ­თან შე­სა­ბა­მი­სო­ბა­ში, მაგ­რამ აპი­რებს გან­ვი­თა­რე­ბას ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით, ეს მის­თ­ვის მი­სა­ღე­ბი უნ­და იყოს, შე­იძ­ლე­ბა და­მა­ტე­ბი­თი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბიც მის­ცეს სკო­ლას. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, თქვენ სწო­რად აღ­ნიშ­ნეთ, რომ საბ­ჭოს წევ­რებს სულ სხვა ფორ­მატ­ში მო­უ­წევთ მუ­შა­ო­ბა, სულ სხვა მან­და­ტით და დატ­ვირ­თ­ვა ექ­ნე­ბათ ძა­ლი­ან ინ­ტენ­სი­უ­რი იმი­ტომ, რომ ჩვენ ამ რა­ო­დე­ნო­ბის სკო­ლე­ბის ავ­ტო­რი­ზა­ცია, პრაქ­ტი­კუ­ლად, ცენ­ტ­რის არ­სე­ბო­ბის ის­ტო­რი­ა­ში, ჯერ არ გაგ­ვი­ხორ­ცი­ე­ლე­ბია. ასე რომ, მად­ლო­ბა მინ­და ვუთხ­რა საბ­ჭოს თი­თო­ე­ულ წევრს, რო­მელ­მაც გა­ნაცხა­დი შე­მო­ი­ტა­ნა, სურ­ვი­ლი გა­მო­ხა­ტა, გა­ი­თა­ვი­სა, რა­საც აკე­თებ­და და მზა­დაა, თა­ვი­სი დრო­ის დი­დი ნა­წი­ლი მი­უძღ­ვ­ნას ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მის გან­ვი­თა­რე­ბას.

მ.დ.: დი­დი მად­ლო­ბა, ბა­ტო­ნო კა­ხა, სა­ინ­ტე­რე­სო სა­უბ­რის­თ­ვის. ჩვენ­თ­ვის ძა­ლი­ან დი­დი ფუ­ფუ­ნე­ბაა ამ­გ­ვა­რი უკუ­კავ­ში­რი იმ ადა­მი­ა­ნის­გან, რო­მელ­საც მა­ღა­ლი კომ­პე­ტენ­ცია აქვს.

 

ბლოგი

პროფესიული

მოსაზადებელი კურსი მოსწავლეებისთვის

მსგავსი სიახლეები