12 თებერვალი, ოთხშაბათი, 2025

სა­ჯა­რო სკო­ლე­ბის ავ­ტო­რი­ზა­ცია სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში

spot_imgspot_img

სა­მო­ქა­ლა­ქო ინ­ტეგ­რა­ცი­ი­სა და ეროვ­ნე­ბათ­შო­რი­სი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის ცენ­ტ­რის (CCIIR) მი­ერ, გა­სუ­ლი წლის ბო­ლოს, მომ­ზად­და ბი­უ­ლე­ტე­ნი სა­ჯა­რო სკო­ლე­ბის ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის შე­სა­ხებ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში. ბი­უ­ლე­ტე­ნის მი­ხედ­ვით, დღე­ის მდგო­მა­რე­ო­ბით, ქა­ლა­ქის სა­ჯა­რო სკო­ლე­ბის 33%-ია ავ­ტო­რი­ზე­ბუ­ლი, ხო­ლო სოფ­ლის სკო­ლე­ბის – მხო­ლოდ 13%, და­ბის სკო­ლე­ბის კი – 18%. სტა­ტის­ტი­კუ­რი ანა­ლი­ზის მი­ხედ­ვით, მხო­ლოდ ქარ­თუ­ლე­ნო­ვა­ნი სკო­ლე­ბია ავ­ტო­რი­ზე­ბუ­ლი, მათ შო­რის სა­მი სკო­ლაა, რო­მელ­თაც გა­აჩ­ნი­ათ რუ­სუ­ლი, უკ­რა­ი­ნუ­ლი და აზერ­ბა­ი­ჯა­ნუ­ლი სექ­ტო­რე­ბი და ავ­ტო­რი­ზე­ბუ­ლი სა­ჯა­რო სკო­ლაა.

რო­გორც ცნო­ბი­ლია, 2023 წლამ­დე, მხო­ლოდ კერ­ძო სკო­ლე­ბის ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის პრო­ცე­სი ხორ­ცი­ელ­დე­ბო­და. სა­ჯა­რო სკო­ლე­ბის ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის პრო­ცე­სის დაწყე­ბა ჯერ კი­დევ 2015 წლი­დან იგეგ­მე­ბო­და, თუმ­ცა, სა­ჯა­რო სკო­ლე­ბის არა­საკ­მა­რი­სი მზა­ო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, 2023 წელს და­იწყო სა­ჯა­რო სკო­ლე­ბის ეტა­პობ­რი­ვი ავ­ტო­რი­ზა­ცია, რომ­ლის დას­რუ­ლე­ბაც  2026-2027 წლამ­დე იგეგ­მე­ბო­და და ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის პრო­ცეს­ში 2086 სა­ჯა­რო სკო­ლა  უნ­და ჩარ­თუ­ლი­ყო , თუმ­ცა, ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის პრო­ცე­სი გა­ხან­გ­რ­ძ­ლივ­და 2030-2031 წლამ­დე.

სა­ჯა­რო სკო­ლე­ბის ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის პრო­ცე­სის შე­დე­გად სკო­ლე­ბი ოთხი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი სტან­დარ­ტის მიხედვით ­ფა­სდე­ბა:

სტან­დარ­ტი 1. სკო­ლის ფი­ლო­სო­ფია – აღ­ნიშ­ნუ­ლი სტან­დარ­ტი სა­კუ­თარ თავ­ში აერ­თი­ა­ნებს – 1.1. სკო­ლის მი­სი­ას, ხედ­ვას და ღი­რე­ბუ­ლე­ბებს; 1.2. სკო­ლის და­გეგ­მ­ვას და გან­ვი­თა­რე­ბას;

სტან­დარ­ტი 2. სას­კო­ლო კუ­რი­კუ­ლუ­მი, რო­მე­ლიც მო­ი­ცავს კუ­რი­კუ­ლუ­მის შე­მუ­შა­ვე­ბას, გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას, მო­ნი­ტო­რინ­გი­სა და შე­ფა­სე­ბის, კუ­რი­კუ­ლუ­მის გა­და­სინ­ჯ­ვი­სა და რე­ვი­ზი­ის პრო­ცესს;

სტან­დარ­ტი 3. სას­წავ­ლო პრო­ცე­სის ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­უ­ლი და ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რუ­ლი მხარ­და­ჭე­რა, რო­მე­ლიც გუ­ლის­ხ­მობს პერ­სო­ნა­ლის მარ­თ­ვა­სა და გან­ვი­თა­რე­ბას, ადა­მი­ა­ნუ­რი რე­სურ­სე­ბის და პრო­ცე­სე­ბის მარ­თ­ვას, უსაფ­რ­თხო­ე­ბას, ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რის, მა­ტე­რი­ა­ლუ­რი, ფი­ნან­სუ­რი, სა­ინ­ფორ­მა­ციო რე­სურ­სე­ბის მარ­თ­ვას;

სტან­დარ­ტი 4. მოს­წავ­ლე­თა მხარ­და­ჭე­რა, რო­მე­ლიც გუ­ლის­ხ­მობს მოს­წავ­ლე­თა უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვა­სა და მათი მხარ­დამ­ჭე­რი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის ინ­ს­ტი­ტუ­ცი­ო­ნა­ლი­ზა­ცი­ას.

გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რის მი­ხედ­ვით, „ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა ხორ­ცი­ელ­დე­ბა ში­და და გა­რე მე­ქა­ნიზ­მე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით. ხა­რის­ხის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის ში­და მე­ქა­ნიზ­მებს აყა­ლი­ბე­ბენ და ახორ­ცი­ე­ლე­ბენ ზო­გად­სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბი. ხა­რის­ხის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის გა­რე მე­ქა­ნიზ­მე­ბი გან­საზღ­ვ­რუ­ლია სა­ქარ­თ­ვე­ლოს მოქ­მე­დი კა­ნონ­მ­დებ­ლო­ბით. მა­თი გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა სსიპ-გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რის ფუნ­ქ­ციაა. ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის გან­ვი­თა­რე­ბის ხელ­შეწყო­ბის გა­რე მე­ქა­ნიზ­მია ავ­ტო­რი­ზა­ცია“. სა­ჯა­რო სკო­ლე­ბის ავ­ტო­რი­ზა­ცი­ამ უნ­და უზ­რუნ­ველ­ყოს სკო­ლის ხა­რის­ხის სა­ბა­ზი­სო დო­ნე. რე­ფორ­მის კონ­ცეფ­ცი­ის მი­ხედ­ვით, ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის შე­დე­გე­ბი მი­მარ­თუ­ლია სას­კო­ლო სა­ზო­გა­დო­ე­ბის და თა­ვად სა­გან­მან­ათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბის, სკო­ლის სა­ჭი­რო­ე­ბებ­ზე და გუ­ლის­ხ­მობს:

◊ სტან­დარ­ტე­ბის დად­გე­ნას (ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის­თ­ვის, ეს შე­იძ­ლე­ბა სტან­დარ­ტი­ზე­ბუ­ლი იყოს ყვე­ლა სკო­ლის­თ­ვის) სკო­ლის მი­სი­ის, ან სა­ჯა­რო სკო­ლე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში, მა­თი ერ­თობ­ლი­ვი მი­სი­ის სა­ფუძ­ველ­ზე;

◊ და­მო­უ­კი­დე­ბელ მუ­შა­ო­ბას სკო­ლის დი­რექ­ტორ­სა და მას­წავ­ლებ­ლებ­თან, სკო­ლის აქ­ტი­ვო­ბე­ბის და გეგ­მე­ბის გან­სა­ხილ­ვე­ლად დად­გე­ნი­ლი სტან­დარ­ტე­ბის მი­ხედ­ვით;

◊ დო­კუ­მენ­ტა­ცი­ი­სა და სკო­ლის ად­გილ­ზე შეს­წავ­ლას (შე­საძ­ლოა რე­სურ­ს­ცენ­ტ­რე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით და სკო­ლის საბ­ჭო­ებ­თან თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბით), რა­თა მოხ­დეს ინ­ფორ­მა­ცი­ის და­ზუს­ტე­ბა პი­რის­პირ მუ­შაო­ბის დროს და უფ­რო ღრმად იქ­ნეს გა­მოკ­ვ­ლე­უ­ლი სკო­ლის საქ­მი­ა­ნო­ბის გა­მოწ­ვე­ვე­ბი და ძლი­ე­რი მხა­რე­ე­ბი;

◊ შე­ფა­სე­ბის დას­კ­ვ­ნე­ბის სა­ჯა­როდ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბას სა­მი­ნის­ტ­როს, სა­ზო­გა­დო­ე­ბი­სა და სკო­ლის ინ­ფორ­მი­რე­ბის­თ­ვის იმ ძლი­ე­რი და სუს­ტი მხა­რე­ე­ბის შე­სა­ხებ, რომ­ლე­ბიც სა­ჭი­რო­ე­ბენ ყუ­რადღე­ბას, მუდ­მივ მო­ნი­ტო­რინგს და გან­მე­ო­რე­ბით შე­ფა­სე­ბას;

◊ პრო­ცე­სის უწყ­ვე­ტი ნა­წი­ლია ინ­ს­ტი­ტუ­ცი­უ­რი გან­ვი­თა­რე­ბის გეგ­მის შედ­გე­ნა, რი­თაც შე­საძ­ლე­ბე­ლი გახ­დე­ბა სკო­ლის სწრაფ­ვა თვით­მ­ყო­ფა­დო­ბის­კენ და მუდ­მი­ვი გან­ვი­თა­რე­ბი­სა­კენ.

CCIIR-ის მი­ერ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლ ბი­უ­ლე­ტენ­ში, არ­სე­ბულ სტა­ტის­ტი­კურ მო­ნა­ცე­მებ­ზე დაყ­რ­დ­ნო­ბით, მი­მო­ხი­ლუ­ლია სა­ჯა­რო სკო­ლე­ბის ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის პრო­ცე­სი, რომ­ლის მი­ხედ­ვით 2023 წლი­დან დაწყე­ბუ­ლი პრო­ცე­სი დღემ­დე მიმ­დი­ნა­რე­ობს და 2024 წლის 15 სექ­ტემ­ბ­რის მდგო­მა­რე­ო­ბით ავ­ტო­რი­ზე­ბუ­ლია 387 სა­ჯა­რო სკო­ლა, რაც სა­ჯა­რო სკო­ლე­ბის სა­ერ­თო რა­ო­დე­ნო­ბის 18,6%-ს შე­ად­გენს. ავ­ტო­რი­ზე­ბულ სა­ჯა­რო სკო­ლებ­ში სწავ­ლობს 194 212 მოს­წავ­ლე, რაც სა­ჯა­რო სკო­ლის მოს­წავ­ლე­თა სა­ერ­თო რა­ო­დე­ნო­ბის 34%-ზე მეტს შე­ად­გენს.

რე­გი­ო­ნე­ბის მი­ხედ­ვით, ავ­ტო­რი­ზე­ბუ­ლი სკო­ლე­ბის შე­და­რე­ბით მა­ღა­ლი რა­ო­დე­ნო­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვა თბი­ლი­სი და იმე­რე­თი; შე­და­რე­ბით და­ბა­ლი მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბი აქვს რა­ჭა-ლეჩხუმს, ქვე­მო ქართლს, სამ­ცხე-ჯა­ვა­ხეთს, აჭა­რას და გუ­რი­ას.

 

ავ­ტო­რი­ზე­ბულ სკო­ლებ­ში სწავ­ლობს მოს­წავ­ლე­თა 34%-ზე მე­ტი. შე­სა­ბა­მი­სად, სა­ინ­ტე­რე­სოა, რე­გი­ო­ნე­ბის მი­ხედ­ვით, თუ რა შე­ფარ­დე­ბაა ავ­ტო­რი­ზე­ბულ სა­ჯა­რო სკო­ლებ­ში არ­სე­ბულ მოს­წავ­ლე­თა რა­ო­დე­ნო­ბას­თან. ამ თვალ­საზ­რი­სით, თბი­ლი­სი გა­მოკ­ვე­თი­ლი ლი­დე­რია, სა­დაც მოს­წავ­ლე­თა თით­ქ­მის 48% ავ­ტო­რი­ზე­ბულ სკო­ლებ­ში სწავ­ლობს, ასე­ვე იმე­რე­თის 44%, ხო­ლო და­ბა­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლია ქვე­მო ქარ­თ­ლ­ში, მოს­წავ­ლე­თა მხო­ლოდ 11% და რა­ჭა-ლეჩხუ­მ-ქვე­მო სვა­ნე­თი – მოს­წავ­ლე­თა 18% და გუ­რია – 20%.

 

თბი­ლი­სის გარ­და მა­ღა­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლია, ავ­ტო­რი­ზე­ბულ სკო­ლებ­ში მოს­წავ­ლე­თა რა­ო­დე­ნო­ბის თვალ­საზ­რი­სით, თვით­მ­მარ­თ­ველ ქა­ლა­ქებ­შიც. ერ­თ­გ­ვარ გა­მო­ნაკ­ლისს წარ­მო­ად­გენს რუს­თა­ვი, სა­დაც არ­სე­ბუ­ლი 26 სკო­ლის მხო­ლოდ 3 სკო­ლაა ავ­ტო­რი­ზე­ბუ­ლი.

     

გე­ოგ­რა­ფი­უ­ლი მდე­ბა­რე­ო­ბის თვალ­საზ­რი­სით, არ­სე­ბობს მკვეთ­რი გან­ს­ხ­ვა­ვე­ბა ავ­ტო­რი­ზე­ბულ და არა­ავ­ტო­რი­ზე­ბულ სა­ჯა­რო სკო­ლებს შო­რის. ქა­ლა­ქებ­ში ავ­ტო­რი­ზე­ბუ­ლი სა­ჯა­რო სკო­ლე­ბის ხვედ­რი­თი წი­ლი მა­ღა­ლია, ხო­ლო სოფ­ლებ­სა და და­ბებ­ში და­ბა­ლი. ხვედ­რი­თი წი­ლის გარ­და, 387 ავ­ტო­რი­ზე­ბული სა­ჯა­რო სკო­ლი­დან 166 ქა­ლა­ქის სკო­ლაა, რაც ავ­ტო­რი­ზე­ბუ­ლი სკო­ლე­ბის სა­ერ­თო რა­ო­დე­ნო­ბის 43%-ს შე­ად­გენს, იმ დროს, რო­ცა ქა­ლა­ქის სკო­ლე­ბი სა­ჯა­რო სკო­ლე­ბის სა­ერ­თო რა­ო­დე­ნო­ბის მხო­ლოდ 24%-ია.

ქა­ლა­ქის სა­ჯა­რო სკო­ლე­ბის 33% არის ავ­ტო­რი­ზე­ბუ­ლი, ხო­ლო სოფ­ლის სკო­ლე­ბის მხო­ლოდ 13%, და­ბის სკო­ლე­ბის კი – 18%.

სკო­ლის ზო­მის მი­ხედ­ვი­თაც მკვეთ­რი გან­ს­ხ­ვა­ვე­ბე­ბია ავ­ტო­რი­ზე­ბულ და არა­ავ­ტო­რი­ზე­ბულ სა­ჯა­რო სკო­ლებს შო­რის. 1-205 მოს­წავ­ლემ­დე სა­ჯა­რო სკო­ლე­ბის  მხო­ლოდ 12%-ია ავ­ტო­რი­ზე­ბუ­ლი,  ხო­ლო 1270  მოს­წავ­ლის  და  მე­ტი რა­ო­დე­ნო­ბის ზო­მის სკო­ლე­ბის 53%-მდე.

სწავ­ლე­ბის ენის მი­ხედ­ვით სა­ჯა­რო სკო­ლე­ბის ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის სა­კითხს რაც შე­ე­ხე­ბა, ამ თვალ­საზ­რი­სით მხო­ლოდ ქარ­თუ­ლე­ნო­ვა­ნი სკო­ლე­ბია ავ­ტო­რი­ზე­ბუ­ლი. მხო­ლოდ სა­მი სკო­ლაა, რო­მელ­თაც გა­აჩ­ნი­ათ რუ­სუ­ლი, უკ­რა­ი­ნუ­ლი და აზერ­ბა­ი­ჯა­ნუ­ლი სექ­ტო­რე­ბი და ავ­ტო­რი­ზე­ბუ­ლი სა­ჯა­რო სკო­ლებია. არ­ც ერ­თი სხვა არა­ქარ­თუ­ლე­ნო­ვა­ნი სკო­ლა ავ­ტო­რი­ზე­ბუ­ლი არ არის.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ახა­ლი სკო­ლის მო­დე­ლის სა­პი­ლო­ტე ოთხ სხვა­დას­ხ­ვა ეტაპ­ზე ჩარ­თუ­ლი 597 სკო­ლი­დან ავ­ტო­რი­ზე­ბუ­ლია 183 ანუ სა­პი­ლო­ტე სკო­ლე­ბის სა­ერ­თო რა­ო­დე­ნო­ბის 30%.

რა მიგ­ნე­ბე­ბი გა­ა­კე­თა CCIIR-მა სა­ჯა­რო სკო­ლე­ბის ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის პრო­ცეს­თან და­კავ­ში­რე­ბით?

პირ­ველ რიგ­ში, მიგ­ნე­ბებს შო­რის სა­ხელ­დე­ბა სა­ჯა­რო სკო­ლე­ბის ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის პრო­ცე­სის მუდ­მი­ვად გა­და­წე­ვა. ასე­ვე, ყუ­რადღე­ბა მახ­ვილ­დე­ბა ქა­ლა­ქებ­ში ავ­ტო­რი­ზე­ბუ­ლი სა­ჯა­რო სკო­ლე­ბის ხვედ­რით წილ­ზე, რო­მე­ლიც გა­ცი­ლე­ბით მა­ღა­ლია სოფ­ლე­ბი­სა და და­ბე­ბის სკო­ლე­ბის ხვედ­რით წილ­თან შე­და­რე­ბით და იმა­ზეც, რომ მხო­ლოდ ქარ­თუ­ლე­ნო­ვა­ნი სკო­ლე­ბია ავ­ტო­რი­ზე­ბუ­ლი.

გთა­ვა­ზობთ ბი­უ­ლე­ტენ­ში მო­ცე­მული მიგ­ნე­ბე­ბის ჩა­მო­ნათ­ვალს, რო­მე­ლიც სა­მო­ქა­ლა­ქო ინ­ტეგ­რა­ცი­ი­სა და ეროვ­ნე­ბათ­შო­რი­სი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის ცენ­ტ­რ­მა USAID-ის სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბის პროგ­რა­მის მხარ­დაჭე­რით მო­ამ­ზა­და.

✔️ 2023 წლის ცვლი­ლე­ბე­ბამ­დე იგეგ­მე­ბო­და ყვე­ლა სა­ჯა­რო სკო­ლის ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის პრო­ცე­სის დას­რუ­ლე­ბა 2026-2027 წლის­თ­ვის,  თუმ­ცა ვა­დამ 2030-2031 წლამ­დე გა­და­ი­წია;

✔️ 2023 წლი­დან და­იწყო სა­ჯა­რო სკო­ლე­ბის ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის პრო­ცე­სი და 2024 წლის 15 სექ­ტემ­ბ­რამ­დე ავ­ტო­რი­ზე­ბუ­ლია 387 სკო­ლა, ანუ სკო­ლე­ბის სა­ერ­თო რა­ო­დე­ნო­ბის 18,6%;

✔️ ავ­ტო­რი­ზე­ბულ სა­ჯა­რო სკო­ლებ­ში სწავ­ლობს 194 212 მოს­წავ­ლე, რაც სა­ჯა­რო სკო­ლის მოს­წავ­ლე­თა სა­ერ­თო რა­ო­დე­ნო­ბის 34%-ზე მეტს შე­ად­გენს;

✔️ რე­გი­ო­ნა­ლურ ჭრილ­ში ავ­ტო­რი­ზე­ბუ­ლი სკო­ლე­ბის შე­და­რე­ბით მა­ღა­ლი რა­ო­დე­ნო­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვა თბი­ლი­სი და იმე­რე­თი; შე­და­რე­ბით და­ბა­ლი მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბი აქვს რა­ჭა-ლეჩხუმს, ქვე­მო ქართლს, სამ­ცხე-ჯა­ვა­ხეთს, აჭა­რას და გუ­რი­ას;

✔️ ავ­ტო­რი­ზე­ბუ­ლ სა­ჯა­რო სკო­ლებ­ში მოს­წავ­ლე­თა ხვედ­რი­თი წი­ლი­თაც გა­მო­ირ­ჩე­ვა თბი­ლი­სი, სა­დაც მოს­წავ­ლე­თა თით­ქ­მის 48% ავ­ტო­რი­ზე­ბულ სა­ჯა­რო სკო­ლებ­ში სწავ­ლობს, ასე­ვე იმე­რე­თის მოს­წავ­ლე­თა 44% გა­ნათ­ლე­ბას ავ­ტო­რი­ზე­ბულ სა­ჯა­რო სკო­ლებ­ში იღებს . ხო­ლო და­ბა­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლია ქვე­მო ქარ­თ­ლ­ში – მოს­წავ­ლე­თა მხო­ლოდ 11%, რა­ჭა-ლეჩხუ­მ-ქვე­მო სვა­ნეთ­ში – მოს­წავ­ლე­თა 18% და გუ­რი­ა­ში – 20%;

✔️ ქა­ლა­ქებ­ში ავ­ტო­რი­ზე­ბუ­ლი სა­ჯა­რო სკო­ლე­ბის ხვედ­რი­თი წი­ლი მა­ღა­ლია, ხო­ლო სოფ­ლებ­სა და და­ბებ­ში და­ბა­ლი;

ტთბი­ლი­სის გარ­და, მა­ღა­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლია, ავ­ტო­რი­ზე­ბულ სკო­ლებ­ში მოს­წავ­ლე­თა რა­ო­დე­ნო­ბის თვალ­საზ­რი­სით, თვით­მ­მარ­თ­ველ ქა­ლა­ქებ­შიც, ერ­თ­გ­ვარ გა­მო­ნაკ­ლისს წარ­მო­ად­გენს რუს­თა­ვი, სა­დაც არ­სე­ბუ­ლი 26 სკო­ლის მხო­ლოდ 3 სკო­ლაა ავ­ტო­რი­ზე­ბუ­ლი;

✔️ სკო­ლის ზო­მის მი­ხედ­ვი­თაც მკვეთ­რი გან­ს­ხ­ვა­ვე­ბე­ბია ავ­ტო­რი­ზე­ბულ და არა­ავ­ტო­რი­ზე­ბულ სა­ჯა­რო სკო­ლებს შო­რის. 1-205 მოს­წავ­ლემ­დე სა­ჯა­რო სკო­ლე­ბის მხო­ლოდ 12%-ია ავ­ტო­რი­ზე­ბუ­ლი, ხო­ლო 1270 მოს­წავ­ლის და მე­ტი რა­ო­დე­ნო­ბის ზო­მის სკო­ლე­ბის 53%-მდეა ავ­ტო­რი­ზე­ბუ­ლი;

✔️ მხო­ლოდ ქარ­თუ­ლე­ნო­ვა­ნი სკო­ლე­ბია ავ­ტო­რი­ზე­ბუ­ლი. მხო­ლოდ სა­მია, რო­მელ­თაც გა­აჩ­ნი­ათ რუ­სუ­ლი, უკ­რა­ი­ნუ­ლი და აზერ­ბა­ი­ჯა­ნუ­ლი სექ­ტო­რე­ბი და ავ­ტო­რი­ზე­ბუ­ლი სა­ჯა­რო სკო­ლებია. არ­ც ერ­თი სხვა არა­ქარ­თუ­ლე­ნო­ვა­ნი სკო­ლა ავ­ტო­რი­ზე­ბუ­ლი არ არის.

spot_img

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები