15 ოქტომბერი, სამშაბათი, 2024

სა­ჯა­რო სკო­ლე­ბის ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის ტენ­დენ­ცი­ე­ბი რე­ფორ­მის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბის პერ­ს­პექ­ტი­ვი­დან

spot_img
თა­მარ რა­ტი­ა­ნი­ძე
გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რის ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის სამ­სა­ხუ­რის კო­ორ­დი­ნა­ტო­რი
ელე­ნე ცი­რა­მუა
გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რის ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის სამ­სა­ხუ­რის მთა­ვა­რი სპე­ცი­ა­ლის­ტი

 

სა­ქარ­თ­ვე­ლოს ზო­გად­სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სივ­რ­ცე­ში, სა­ჯა­რო სკო­ლე­ბის ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის პრო­ცე­სი უპ­რე­ცენ­დენ­ტო მოვ­ლე­ნად შე­იძ­ლე­ბა ჩა­ით­ვა­ლოს.

2023 წლის 1 იან­ვ­რი­დან ძა­ლა­ში შე­ვი­და ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის გა­ნახ­ლე­ბუ­ლი სტან­დარ­ტე­ბი, რო­მელ­მაც სის­ტე­მა, ხა­რის­ხის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის მი­მარ­თუ­ლე­ბით, სრუ­ლი­ად ახალ მო­დელ­ზე გა­და­იყ­ვა­ნა. ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის რე­ფორ­მის ფარ­გ­ლებ­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ­მა ცვლი­ლე­ბებ­მა უზ­რუნ­ველ­ყო ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მის ში­და და გა­რე ხა­რის­ხის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის მე­ქა­ნიზ­მე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა და, ავ­ტო­რი­ზა­ცია, თა­ვი­სი არ­სით გარ­და­იქ­მ­ნა ციკ­ლურ პრო­ცე­სად, რო­მე­ლიც ორი­ენ­ტირ­და სკო­ლის გან­ვი­თა­რე­ბა­სა და მხარ­და­ჭე­რა­ზე. ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის  და­ნიშ­ნუ­ლე­ბა გახ­და ხა­რის­ხის გან­ვი­თა­რე­ბის პრო­ცე­სი, რო­მე­ლიც და­ე­ფუძ­ნა უილი­ამ ედუ­არდს დე­მინ­გის PDCA (Plan-Do-Check-Act) ხა­რის­ხის მარ­თ­ვის მო­დელს – პრო­ცე­სე­ბის თან­მიმ­დევ­რუ­ლო­ბა­სა და ციკ­ლუ­რო­ბას.

ნი­შან­დობ­ლი­ვია, რომ მიმ­დი­ნა­რე რე­ფორ­მი­სა და მი­სი თან­მ­დე­ვი ხა­რის­ხის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის კონ­ცეპ­ტუ­ა­ლუ­რი ცვლი­ლე­ბე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე მე­ტი ყუ­რადღე­ბა და­ეთ­მო პრო­ცე­სე­ბის შე­ფა­სე­ბას, ასე­ვე გა­ნი­საზღ­ვ­რა ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის სტან­დარ­ტებ­თან შე­სა­ბა­მი­სო­ბის ოთხ­დო­ნი­ა­ნი სკა­ლა, რო­მელ­მაც სის­ტე­მა­ში შე­მო­ი­ტა­ნა სრუ­ლი­ად გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი და მოქ­ნი­ლი მიდ­გო­მა – გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი­ყო სკო­ლე­ბის კონ­კ­რე­ტუ­ლი სა­ჭი­რო­ე­ბე­ბი, ხო­ლო მათ მხარ­და­სა­ჭე­რად, კო­ორ­დი­ნი­რე­ბუ­ლი მუ­შა­ო­ბის გზით – გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი­ყო გა­ნათ­ლე­ბის სფე­როს სხვა­დას­ხ­ვა უწყე­ბა, რაც, სა­ბო­ლოო ჯამ­ში, ხელს უწყობს და­წე­სე­ბუ­ლე­ბის ინ­ს­ტი­ტუ­ცი­უ­რი გან­ვი­თა­რე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბას.

ჯერ კი­დევ 2022 წელს გან­ხორ­ცი­ელ­და სა­ჯა­რო სკო­ლე­ბის ფარ­თო­მას­შ­ტა­ბი­ა­ნი დი­აგ­ნოს­ტი­კუ­რი თვით­შე­ფა­სე­ბა, რაც სხვა მიზ­ნებ­თან ერ­თად ემ­სა­ხუ­რე­ბო­და სკო­ლის ინ­ს­ტი­ტუ­ცი­უ­რი, ასე­ვე სის­ტე­მუ­რი დო­ნის ინ­ტერ­ვენ­ცი­ე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბე­ბის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა­სა და მო­ნა­ცემ­თა შეგ­რო­ვე­ბა/ანა­ლიზს, რომ­ლის სა­ფუძ­ველ­ზეც მომ­ზად­და სა­ჯა­რო სკო­ლე­ბის ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის გეგ­მა. თვით­შე­ფა­სე­ბე­ბის ანა­ლი­ზის სა­ფუძ­ველ­ზე, გა­მომ­დი­ნა­რე იქი­დან, რომ სკო­ლებ­ში უნ­და გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი­ყო ხა­რის­ხ­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი კულ­ტუ­რის, ასე­ვე მტკი­ცე­ბუ­ლე­ბებ­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბე­ბის მი­ღე­ბის პრაქ­ტი­კის და­ნერ­გ­ვა, გა­მო­იკ­ვე­თა ხა­რის­ხის გან­ვი­თა­რე­ბის კუთხით მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი სა­მუ­შა­ო­ე­ბის ჩა­ტა­რე­ბის აუცი­ლებ­ლო­ბა. გა­მოვ­ლე­ნი­ლი სა­ჭი­რო­ე­ბე­ბის სა­პა­სუ­ხოდ, შე­მუ­შავ­და სკო­ლის ხა­რის­ხის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის ში­და მე­ქა­ნიზ­მე­ბის ასა­მოქ­მე­დებ­ლად სა­ჭი­რო სრუ­ლი მე­თო­დო­ლო­გი­უ­რი პა­კე­ტი, რო­მე­ლიც გა­მო­ყე­ნე­ბულ იქ­ნა სკო­ლე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბი­სათ­ვის. 2023 წელს, ახა­ლი სტან­დარ­ტე­ბის შე­სა­ბა­მი­სად დაწყე­ბუ­ლი რე­ა­ლუ­რი ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­უ­ლი წარ­მო­ე­ბე­ბის კვალ­დაკ­ვალ, ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის სამ­სა­ხურ­ში მიმ­დი­ნა­რე­ობ­და ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის ექ­ს­პერ­ტ­თა ჯგუ­ფე­ბის დას­კ­ვ­ნე­ბის ანა­ლი­ზი, რომ­ლის შეს­წავ­ლის ფარ­გ­ლებ­ში ყუ­რადღე­ბა გა­მახ­ვილ­და რო­გორც პირ­ვე­ლად შემ­ხ­ვედრ ხარ­ვე­ზებ­ზე, ასე­ვე იმ ძი­რი­თად რე­კო­მენ­და­ცი­ებ­ზე, რომ­ლე­ბიც გა­ი­ცა ექ­ს­პერ­ტ­თა ჯგუ­ფე­ბის მი­ერ სკო­ლის მი­მართ. აღ­ნიშ­ნუ­ლი ანა­ლი­ზის მი­ზანს წარ­მო­ად­გენ­და  სა­ჯა­რო სკო­ლე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბე­ბის გა­მოვ­ლე­ნა არა მხო­ლოდ ინ­დი­ვი­დუ­ა­ლურ, არა­მედ სის­ტე­მურ დო­ნე­ზე და უკ­ვე ავ­ტო­რი­ზე­ბუ­ლი სკო­ლე­ბი­სათ­ვის მხარ­დამ­ჭე­რი მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ანა­ლი­ზის ფარ­გ­ლებ­ში გა­მოვ­ლე­ნი­ლი ძი­რი­თა­დი მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბი მო­ი­ცავ­და რო­გორც სკო­ლის მი­სი­ას, ხედ­ვას და ღი­რე­ბუ­ლე­ბებს, სკო­ლის და­გეგ­მ­ვის პრაქ­ტი­კას, პერ­სო­ნა­ლის მარ­თ­ვა­სა და გან­ვი­თა­რე­ბას, მოს­წავ­ლე­თა მხარ­და­ჭე­რას, ასე­ვე სკო­ლის ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რას, მა­ტე­რი­ა­ლურ და სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო რე­სურ­სებს.

აღ­ნიშ­ნუ­ლი ანა­ლი­ზის პრო­ცეს­ში იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბი გან­ხი­ლულ იქ­ნა ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის ახა­ლი სტან­დარ­ტე­ბის და­ნერ­გ­ვის მხარ­და­ჭე­რის მი­მარ­თუ­ლე­ბით შექ­მ­ნილ კო­ორ­დი­ნა­ცი­ის პლატ­ფორ­მა­ზე. შე­დე­გად, შე­სა­ბა­მი­სი უწყე­ბე­ბის მი­ერ, სის­ტე­მა­ში და­ი­გეგ­მე­ბა კონ­კ­რე­ტუ­ლი ნა­ბი­ჯე­ბი სა­ჯა­რო სკო­ლე­ბის მხარ­და­სა­ჭე­რად პოსტ ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის პე­რი­ოდ­ში.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ მიმ­დი­ნა­რე რე­ფორ­მის ფარ­გ­ლებ­ში ავ­ტო­რი­ზა­ცია გახ­და ერთ-ერ­თი საკ­ვან­ძო ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტი, რო­მე­ლიც გა­ნა­პი­რო­ბებს სკო­ლის ავ­ტო­ნო­მი­უ­რო­ბის გაზ­რ­დას, რაც ნიშ­ნავს იმას, რომ სკო­ლა გახ­დე­ბა პა­სუ­ხის­მ­გე­ბე­ლი სა­კუ­თარ ქმე­დე­ბებ­ზე, წარ­მო­ა­ჩი­ნოს სა­კუ­თა­რი ინ­დი­ვი­დუ­ა­ლიზ­მი და რო­ლი სას­კო­ლო სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში.

გა­ნახ­ლე­ბუ­ლი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი­სა და ხა­რის­ხის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის მე­ქა­ნიზ­მე­ბის ამოქ­მე­დე­ბი­დან ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­ულ წარ­მო­ე­ბა­ში ჩა­ერ­თო 339 სა­ჯა­რო სკო­ლა. მა­თი შე­ფა­სე­ბა კი გან­ხორ­ცი­ელ­და ფორ­მი­რე­ბუ­ლი ექ­ს­პერ­ტ­თა კორ­პუ­სის მი­ერ, რო­მელ­შიც გა­ერ­თი­ან­დ­ნენ ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­სა და საგ­ნობ­რი­ვი ექ­ს­პერ­ტე­ბი. 2023 წელს ავ­ტო­რი­ზა­ცია მო­ი­პო­ვა 310-მა სამ­სა­ფე­ხუ­რი­ან­მა და 22-მა ორ­სა­ფე­ხუ­რი­ან­მა სა­ჯა­რო სკო­ლამ.

მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, აღი­ნიშ­ნოს, რომ მო­ცე­მულ პე­რი­ოდ­ში  გაძ­ლი­ე­რ­და პრო­ცეს­ში ჩარ­თუ­ლი ყვე­ლა და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი მხა­რის შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი: ჩა­ტარ­და არა­ერ­თი ღო­ნის­ძი­ე­ბა, ტრე­ნინ­გი თუ სა­მუ­შაო შეხ­ვედ­რა, სა­დაც გან­ხი­ლულ იქ­ნა გა­ნახ­ლე­ბუ­ლი სტან­დარ­ტე­ბის ში­ნა­არ­სი, საკ­ვან­ძო სა­კითხე­ბი, პრო­ცე­დუ­რე­ბი და ეტა­პე­ბი.

და­სას­რულს, მიმ­დი­ნა­რე რე­ფორ­მის პერ­ს­პექ­ტი­ვი­დან, გვსურს აღ­ვ­ნიშ­ნოთ, რომ მი­უ­ხე­და­ვად არ­სე­ბუ­ლი გა­მოწ­ვე­ვე­ბი­სა, სა­ჯა­რო სკო­ლებ­ში ჩა­ტა­რე­ბულ ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის პრო­ცესს პო­ზი­ტი­უ­რი უკუ­კავ­ში­რი მოჰ­ყ­ვა სხვა­დას­ხ­ვა და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი პი­რის მხრი­დან. აღ­ნიშ­ნულ­მა ცხად­ყო, რომ სკო­ლებ­მა ნათ­ლად და­ი­ნა­ხეს სა­კუ­თა­რი ძლი­ე­რი და სუს­ტი მხა­რე­ე­ბი, რაც სა­მო­მავ­ლოდ უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნე­სია შემ­დ­გო­მი ნა­ბი­ჯე­ბის გან­სა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლად, უკე­თე­სად გა­ი­აზ­რეს პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბა და ან­გა­რიშ­ვალ­დე­ბუ­ლე­ბა, სას­კო­ლო სა­ზო­გა­დო­ე­ბა შე­იკ­რა და გა­ერ­თი­ან­და ერთ გუნ­დად, რა­მაც უფ­რო მა­ღალ ხა­რის­ხ­ში აიყ­ვა­ნა მა­თი თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბი­თი კულ­ტუ­რა. პრო­ცეს­მა და­ა­ნა­ხა და­წე­სე­ბუ­ლე­ბებს, რომ ხა­რის­ხ­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბის გა­სა­უმ­ჯო­ბე­სებ­ლად, მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, სკო­ლას მი­სი დი­ნა­მი­კის პულ­ს­ზე ეჭი­როს ხე­ლი და ხედ­ვის პო­ლი­ტი­კა, რო­მე­ლიც მან პირ­ვე­ლა­დი ავ­ტო­რი­ზა­ცი­ი­სას აჩ­ვე­ნა, შე­ას­რუ­ლოს და მაქ­სი­მა­ლუ­რად გა­ნა­ვი­თა­როს.

მკითხველთა კლუბი

მე ვარ…

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები