27 დეკემბერი, პარასკევი, 2024

 საჯარო სკოლების ადმინისტრაციების და საგანმანათლებლო რესურსცენტრების წარმომადგენლებს ანაზღაურება გაეზრდებათ

spot_img

 

➡️ განათლების კომპლექსური რეფორმის ფარგლებში, 2019 წლის 1 ოქტომბრიდან, საშუალოდ 20%-ის ფარგლებში, საჯარო სკოლების ადმინისტრაციების წარმომადგენლებს, ტექ.პერსონალს, მათ შორის სკოლების ექიმებს და ინკლუზიური განათლების მხარდამჭერ სპეციალისტებს ანაზღაურება გაეზრდებათ.

რესურსცენტრის უფროსის ანაზღაურება 250 ლარით გაიზრდება და 1 450 ლარით განისაზღვრება;

მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის ანაზღაურება 200 ლარით მოიმატებს და 1000 ლარი გახდება;

მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის ანაზღაურება 150 ლარით გაიზრდება და 950 ლარი გახდება;

150 ლარით მოემატება ანაზღაურება პირველი კატეგორიის უმცროს სპეციალისტს და მისი თანამდებობრივი სარგო 850 ლარი გახდება.

➡️ ანაზღაურება გაეზრდებათ მანდატურის სამსახურის მიერ გადამზადებულ სკოლის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელ პირებსაც, რომლებიც წარმოადგენენ სკოლის ადმინისტრაციას და თანამდებობრივ სარგოზე დანამატი 125 ლარი ექნებათ.

➡️ შეიცვლება სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის სწავლების ხელშეწყობისთვის საჯარო სკოლების დამატებითი დაფინანსების ოდენობაც. 1-დან 6 კლასის ჩათვლით სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის სწავლების ხელშეწყობისთვის, საჯარო სკოლები ყოველთვიურად დამატებით 600 ლარით დაფინანსდებიან.

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

საშობაო საკითხავი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები