22 თებერვალი, ხუთშაბათი, 2024

სახლის პირობებში მარტივად დასამზადებელი სასწავლო რესურსები

spot_img

ნესტან ყაზარაშვილი
სსიპ ახ­მე­ტის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ სა­კო­ბი­ა­ნოს სა­ჯა­რო სკო­ლის სპე­ცი­ა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის მას­წავ­ლე­ბე­ლი

 

წლე­ბის წინ ვერ წარ­მო­ვიდ­გენ­დი, რომ სპე­ცი­ა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის მას­წავ­ლებ­ლად და­ვიწყებ­დი მუ­შა­ო­ბას. ბა­კა­ლავ­რი­ატ­ში სწავ­ლის დროს ასე­თი სა­გა­ნი ვის­წავ­ლე – „ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბა“, სწორეთ. აქე­დან იწყე­ბა ამ სფე­რო­თი ჩე­მი და­ინ­ტე­რე­სე­ბა.

2018 წელს გაც­ვ­ლით პროგ­რა­მა­ში გა­ვი­მარ­ჯ­ვე და 2 კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში, გერ­მა­ნი­ა­ში, ქა­ლაქ ფრან­კ­ფურ­ტის ერთ-ერთ ინ­ტეგ­რი­რე­ბულ დაწყე­ბით სკო­ლა­ში გავ­დი­ო­დი პრაქ­ტი­კას. ვეს­წ­რე­ბო­დი სა­გაკ­ვ­ეთი­ლო პრო­ცესს, ასე­ვე, ფი­ზი­ო­თე­რა­პი­ა­საც. ჩემ­ზე დი­დი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა მო­ახ­დი­ნა ერ­თ­მა ექ­ს­კურ­სი­ამ – მოს­წავ­ლე­ე­ბი, მას­წავ­ლე­ბელ­თან ერ­თად, სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრას­პორ­ტით წა­ვიდ­ნენ მუ­ზე­უ­მის მო­სა­ნა­ხუ­ლებ­ლად. მოს­წავ­ლე­ებ­მა თვი­თონ შე­ი­ძი­ნეს სამ­გ­ზავ­რო ბი­ლე­თე­ბი, ზრუ­ნავ­დ­ნენ ერ­თ­მა­ნეთ­ზე, ეხ­მა­რე­ბოდ­ნენ გა­და­ად­გი­ლე­ბა­ში, უკითხავ­დ­ნენ იმ ინ­ფორ­მა­ცი­ას, რა­საც ერთ-ერ­თი მოს­წავ­ლე ვერ კითხუ­ლობ­და. ამ ექ­ს­კურ­სი­ის მი­ზა­ნი იყო მოს­წავ­ლე­ებში და­მო­უ­კი­დებ­ლად ფუნ­ქ­ცი­ო­ნი­რე­ბის უნა­რის გან­ვი­თა­რე­ბის ხელ­შეწყო­ბა. ეს ჩემ­თ­ვის დი­დი გა­მოც­დი­ლე­ბა იყო.

2021 წელს მცი­რე სა­ო­ჯა­ხო ტი­პის ბავ­შ­ვ­თა სახ­ლ­ში და­ვიწყე მუ­შა­ო­ბა, რო­გორც სპე­ცი­ა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის მას­წავ­ლე­ბელ­მა. მა­ლე­ვე, 2021 წლის 1 დე­კემ­ბერს კი, მა­ღალ­მ­თი­ან, ეთ­ნი­კუ­რი უმ­ცი­რე­სო­ბით და­სახ­ლე­ბულ სო­ფელ­ში გა­ვაგ­რ­ძე­ლე, სა­დაც ერ­თი სე­მეს­ტ­რის გან­მავ­ლო­ბა­ში ვი­მუ­შა­ვე.

რო­დე­საც სკო­ლა­ში პირ­ვე­ლი სპე­ცი­ა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის მას­წავ­ლე­ბე­ლი ხარ, შენ მი­მართ ჩნდე­ბა კითხ­ვე­ბი: შენც მას­წავ­ლე­ბე­ლი ხარ? რა უნ­და ას­წავ­ლო? რო­გორ უნ­და ას­წავ­ლო? და ა.შ. მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, კო­ლე­გებს და­ა­ნა­ხო შე­ნი რო­ლი სკო­ლა­ში, და­ეხ­მა­რო მას­წავ­ლებ­ლებს სა­გაკ­ვე­თი­ლო პრო­ცე­სის და­გეგ­მ­ვა­სა და წარ­მარ­თ­ვა­ში. წარ­მა­ტე­ბის მი­საღ­წე­ვად აუცი­ლე­ბე­ლია გუნ­დუ­რი მუ­შა­ო­ბა. მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, ასე­ვე, მშო­ბელ­თან ეფექ­ტი­ა­ნი კო­მუ­ნი­კა­ცია, რად­გან მშო­ბელ­სა და სკო­ლას შო­რის შუ­ა­მავ­ლის ფუნ­ქცია გე­კის­რე­ბა, რაც ცალ­კე პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბაა. ამ­გ­ვა­რად, დი­დი გა­მოწ­ვე­ვე­ბია ჩვენ წი­ნა­შე და ჩვე­ნი ვალ­დე­ბუ­ლე­ბაა მუდ­მი­ვი პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბა.

ორ წელ­ზე მე­ტია, რაც სპე­ცი­ა­ლუ­რი მას­წავ­ლე­ბე­ლი ვარ. გა­ვი­ა­რე ყვე­ლა სა­ვალ­დე­ბუ­ლო ტრე­ნინ­გი, რო­მელ­საც გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­რო გვთა­ვა­ზობს, მათ შო­რის, რე­გი­ო­ნუ­ლი ტუ­რის მო­ნა­წი­ლეც ვი­ყა­ვი, ვნა­ხე თბი­ლი­სის წარ­მა­ტე­ბუ­ლი სკო­ლე­ბის მა­გა­ლი­თე­ბი. პრო­ფე­სი­ულ გან­ვი­თა­რე­ბა­ზე გა­მუდ­მე­ბით ვზრუ­ნავ, რა­თა წარ­მა­ტე­ბით გა­ვუმ­კ­ლავ­დე ჩვენს სფე­რო­ში არ­სე­ბულ გა­მოწ­ვე­ვებს.

რო­ცა გა­მოწ­ვე­ვებ­ზე ვლა­პა­რა­კობ, ვგუ­ლის­ხ­მობ შემ­დეგს:

  1. სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სა­ჭი­რო­ე­ბის მქო­ნე მოს­წავ­ლე­ე­ე­ბის აქ­ტი­უ­რად ჩარ­თ­ვა სა­გაკ­ვე­თი­ლო პრო­ცეს­ში. გაკ­ვე­თილ­ზე ბავ­შ­ვე­ბის წყნა­რად ყოფ­ნა არ უნ­და იყოს მას­წავ­ლებ­ლის მი­ზა­ნი. მით უფ­რო, რომ წყნა­რი არ ნიშ­ნავს მშვიდს. გაკ­ვე­თი­ლე­ბის და­გეგ­მ­ვა­ში ჩვენც შეგ­ვიძ­ლია მო­ნა­წი­ლე­ო­ბა და რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის გა­ცე­მა.
  2. ჩვე­ნი ერთ-ერ­თი ვალ­დე­ბუ­ლე­ბაა ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი სას­წავ­ლო გეგ­მის შედ­გე­ნა და გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა, ისგ ჯგუ­ფის წევ­რებ­თან ერ­თად.
  3. სკო­ლის პე­რ­სო­ნა­ლი იმ­გ­ვარ სას­კო­ლო გა­რე­მოს უნ­და ქმნი­დეს, სა­დაც აღი­ა­რე­ბუ­ლი და გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია თი­თო­ე­უ­ლი მოს­წავ­ლის ნი­ჭი, მიდ­რე­კი­ლე­ბა, ინ­ტე­რე­სე­ბი, შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი, სა­ჭი­რო­ე­ბე­ბი და სხვა ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი თა­ვი­სე­ბუ­რე­ბა­ნი. სხვა­დას­ხ­ვა აქ­ტი­ვო­ბას ვა­ხორ­ცი­ე­ლებთ სკო­ლის ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­ას­თან, პე­და­გო­გებ­თან, მშობ­ლებ­თან და მას­წავ­ლებ­ლებ­თან ერ­თად, ვაწყობთ ფილ­მე­ბის ჩვე­ნე­ბას, ვცდი­ლობთ მოს­წავ­ლე­თა ინ­ფორ­მი­რე­ბას და ტო­ლე­რან­ტუ­ლი, მიმ­ღე­ბი გა­რე­მოს შექ­მ­ნას, რა­საც წარ­მა­ტე­ბით გა­ვარ­თ­ვით თა­ვი.
  4. ერთ-ერთ გა­მოწ­ვე­ვად რჩე­ბა გა­რე­მოს ადაპ­ტი­რე­ბა, რაც ძვე­ლი ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რის გა­მო ვერ ხერ­ხ­დე­ბა. სკო­ლა­ში არ არის გა­რე და ში­და სპორ­ტუ­ლი მო­ე­და­ნი, არ არ­სე­ბობს ბიბ­ლი­ო­თე­კა… შე­სა­ბა­მი­სად, მოს­წავ­ლე­ე­ბი ვერ იღე­ბენ სა­ჭი­რო სერ­ვი­სებს.
  5. სკო­ლას აქვს რე­სურ­სე­ბის პრობ­ლე­მა, რად­გან მცი­რე ბი­უ­ჯე­ტი­ა­ნია და ვერ ახერ­ხებს სხვა­დას­ხ­ვა რე­სურ­სის შე­ძე­ნას.

სწო­რედ ამი­ტომ გვიხ­დე­ბა ხოლ­მე სას­წავ­ლო რე­სურ­სე­ბის თა­ვად შექ­მ­ნა. გი­ზი­ა­რებთ ჩემ მი­ერ შექ­მ­ნილ რამ­დე­ნი­მე რე­სურსს, რომ­ლის დამ­ზა­დე­ბა სახ­ლის პი­რო­ბებ­ში ძა­ლი­ან მარ­ტი­ვია:

აქ­ტი­ვო­ბა 1.

სა­ჭი­რო რე­სურ­სე­ბი: მუ­ყაო, მარ­კე­რე­ბი, სი­მინ­დი, წე­ბო და ბოთ­ლის თავ­სა­ხუ­რი.

მუ­ყა­ო­ზე ვხა­ტა­ვათ წი­წი­ლებს და ვა­მაგ­რებთ ბოთ­ლის თავ­სა­ხუ­რებს. ქვე­მოთ ვწერთ შე­სა­ბა­მის რიცხვს. მოს­წავ­ლემ თი­თო­ე­უ­ლი რიცხ­ვის შე­სა­ბა­მი­სი რა­ო­დე­ნო­ბის სი­მინ­დის მარ­ც­ვა­ლი უნ­და მო­ა­თავ­სოს ბოთ­ლის თავ­სა­ხურ­ში. ამ გზით ვი­თარ­დე­ბა ნა­ტი­ფი მო­ტო­რუ­ლი უნა­რე­ბი და რა­ო­დე­ნო­ბი­თი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბის აღ­ქ­მა.

აქ­ტი­ვო­ბა  2.

სა­ჭი­რო რე­სურ­სე­ბი: მუ­ყაო, ფე­რა­დი ფურ­ცე­ლი, წე­ბო, მარ­კე­რე­ბი.

მუ­ყა­ოს ქა­ღალდს ფე­რა­დი ფურ­ც­ლით ვფა­რავთ. მის ერ­თი მხა­რეს ვა­მაგ­რებთ რიცხ­ვებს და მე­ო­რე მხა­რეს – რა­ო­დე­ნო­ბის აღ­მ­ნიშ­ვ­ნელ მა­თე­მა­ტი­კურ ბორ­ბალს. ამ გზით მოს­წავ­ლე სწავ­ლობს რიცხ­ვე­ბი­სა და რა­ო­დე­ნო­ბის ცნო­ბას.

აქ­ტი­ვო­ბა 3.

სა­ჭი­რო რე­სურ­სე­ბი: მუ­ყა­ოს ქა­ღალ­დი, მარ­კე­რე­ბი და წე­ბო­ვა­ნი ლენ­ტი.

მუ­ყა­ოს ქა­ღალ­დ­ზე ვწერთ რიცხ­ვებს, ვფა­რავთ წე­ბო­ვა­ნი ლენ­ტით და გან­ვა­ლა­გებთ იატაკ­ზე. რიცხ­ვ­თა თან­მიმ­დევ­რო­ბა ჩვე­ნი სურ­ვი­ლი­სა­მებრ შეგ­ვიძ­ლია გან­ვ­საზღ­ვ­როთ. ბავ­შ­ვი დგე­ბა ჩვენ მი­ერ და­სა­ხე­ლე­ბულ რიცხ­ვ­ზე ისე, რომ სხვა რიცხვს არ და­ა­ბი­ჯოს. ეს აქ­ტი­ვო­ბა ავი­თა­რებს: აზ­როვ­ნე­ბას, მსხვილ მო­ტო­რულ და მა­თე­მა­ტი­კურ უნა­რებს.

 აქ­ტი­ვო­ბა 4.

სა­ჭი­რო რე­სურ­სე­ბი: მუ­ყა­ოს ყუ­თი, 3 თეთ­რი ფურ­ცე­ლი, მარ­კე­რე­ბი, სა­კან­ცე­ლა­რიო და­ნა, წე­ბო, ბოთ­ლი და სი­მინ­დი. სი­მინ­დის ნაც­ვ­ლად შე­საძ­ლე­ბე­ლია ბრინ­ჯის, წი­წი­ბუ­რას ან ოს­პის მარ­ც­ვ­ლე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა.

მუ­ყა­ოს ყუთ­ზე ვა­წე­ბებთ ქა­ღალდს. მას­ზე ვხა­ტავთ რო­მე­ლი­მე მწერს და ვა­ფე­რა­დებთ, ვუჭ­რით პირს, ქვე­მო­დან კი, წე­ბოს სა­შუ­ა­ლე­ბით, ვა­მაგ­რებთ გა­დაჭ­რილ ბოთლს (რო­გორც ნაჩ­ვე­ნე­ბია სუ­რათ­ზე). მოს­წავ­ლემ ამოჭ­რილ­ში უნ­და მო­ა­თავ­სოს ყუთ­ში ჩაყ­რი­ლი სი­მინ­დი, რო­მე­ლიც გა­დაჭ­რილ ბოთ­ლ­ში მო­თავ­ს­დე­ბა. ეს აქ­ტი­ვო­ბა ხელს უწყობს ყუ­რადღე­ბის კონ­ცენ­ტ­რი­რე­ბას, წვრი­ლი მო­ტო­რუ­ლი უნა­რე­ბის, ხე­ლი­სა და თვა­ლის კო­ორ­დი­ნა­ცი­ის გან­ვი­თა­რე­ბას.

აქ­ტი­ვო­ბა 5.

სა­ჭი­რო რე­სურ­სე­ბი: მუ­ყა­ოს ქა­ღალ­დი, მარ­კე­რე­ბი, ფე­რა­დი ფურ­ცე­ლი, წე­ბო და მაკ­რა­ტე­ლი.

მუ­ყა­ოს ქა­ღალ­დ­ზე ვხა­ტავთ ერთ დიდ და 10 მცი­რე ზო­მის რგოლს. მცი­რე ზო­მის რგო­ლე­ბის ზო­მა­ზე ვჭრით სხვა რგო­ლებ­ს­ და წე­ბო­თი ვაკ­რავთ ფე­რა­დი ფურ­ც­ლის­გან გა­მოჭ­რილ რგო­ლებს. მარ­კე­რით ვა­წერთ ციფ­რებს, რომ­ლე­ბიც მოს­წავ­ლემ თან­მიმ­დევ­რუ­ლად უნ­და გა­ნა­ლა­გოს მცი­რე ზო­მის 10 წრე­ში (რო­გორც სუ­რათ­ზეა ნაჩ­ვე­ნე­ბი). აქ­ტი­ვო­ბა ავი­თა­რებს ციფ­რ­თა ცნო­ბის უნარს.

ბლოგი

პროფესიული

მოსაზადებელი კურსი მოსწავლეებისთვის

მსგავსი სიახლეები