27 ოქტომბერი, ორშაბათი, 2025

სახ­ლი­ვით ზღაპ­რე­ბი, რომ­ლებ­შიც ცხოვ­რე­ბა შეგ­ვიძ­ლია

მე­ლა­ნო კო­ბა­ხი­ძე

რა­ტომ ვკითხუ­ლობთ წიგ­ნებს? – ალ­ბათ იმი­ტომ, რომ წიგ­ნებ­ში ვე­ძებთ იმას, რა­საც ცხოვ­რე­ბა­ში ხში­რად ვერ ვპო­უ­ლობთ ხოლ­მე. ვე­ძებთ და ამ ძი­ე­ბა­ში ჩვენც ვიზ­რ­დე­ბით. წიგ­ნი უფ­რო გამ­ბე­დავს გვხდის, ჩვენს ში­შებ­ზე გვა­მარ­ჯ­ვე­ბი­ნებს, თა­ნა­გან­ც­დი­სა და თა­ნად­გო­მის მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა­ზე გვა­ფიქ­რებს და გვარ­წ­მუ­ნებს, რომ ადა­მი­ა­ნის შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი უსაზღ­ვ­როა, რომ მას ბევ­რი რა­მის შეც­ვ­ლი­სა და გა­მოს­წო­რე­ბის უნა­რი შეს­წევს.

თა­ნა­მედ­რო­ვე სა­ბავ­შ­ვო ავ­ტორ­მა, ლი­ლი ალ­ფა­ი­ძემ, სწო­რედ ასე­თი ზღაპ­რე­ბის წიგ­ნი და­წე­რა. „ციყ­ვი, ნა­ნუ­ნა და კე­თი­ლი ბი­ჭუ­ნა“ თა­ნად­გო­მის, ერ­თ­გუ­ლე­ბი­სა და სი­მა­მა­ცის მა­გა­ლი­თე­ბით სავ­სე, სტე­რე­ო­ტი­პე­ბის ფა­ქი­ზად მსხვრე­ვის შე­სა­ხებ და­წე­რი­ლი ერთ-ერ­თი ყვე­ლა­ზე სა­ყუ­რადღე­ბო სა­ბავ­შ­ვო წიგ­ნია.

ჩვე­ნი ცხოვ­რე­ბის ყვე­ლა­ზე ძვირ­ფა­სი ეტა­პი, ბავ­შ­ვო­ბა რომ ჰქვია, ქარ­თუ­ლი თუ მსოფ­ლიო ხალ­ხ­თა ზღაპ­რე­ბის გა­რე­შე, ალ­ბათ, წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი იქ­ნე­ბო­და. ჩვენ სწო­რედ ამ ხალ­ხურ­მა ზღაპ­რებ­მა გვას­წავ­ლა, რომ ზღაპ­რე­ბი არამც და არამც არ გა­მო­რიცხავს „სა­დი­დო“ სა­ფიქ­რალს; მე­ტიც, შე­საძ­ლოა, ისი­ნი ზრდას­რუ­ლებს მე­ტად გვჭირ­დე­ბო­დეს, სამ­ყა­როს მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბის პა­ტი­ვის­ცე­მას გვას­წავ­ლი­დეს და შე­სა­ბა­მი­სად, სუ­ლი­ე­რად გვზრდი­დეს, რა­თა შემ­დეგ, ამ ის­ტო­რი­ე­ბით შთა­გო­ნე­ბუ­ლე­ბი უკე­თე­სი მშობ­ლე­ბი ან მას­წავ­ლებ­ლე­ბი ვი­ყოთ, სწო­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის გამ­ტა­რე­ბად ვიქ­ცეთ და ბავ­შ­ვე­ბის სუ­ლე­ბის გა­ფა­ქი­ზე­ბა შევ­ძ­ლოთ.

გახ­სოვთ, ან­ტუ­ან დე სენტ-ეგ­ზი­უ­პერ­მა ვის მი­უძღ­ვ­ნა „პა­ტა­რა პრინ­ცი“? – დი­ახ, ლე­ონ ვერტს, ზრდას­რულ ადა­მი­ანს, უფ­რო სწო­რედ კი, მას­ში მა­რა­დი­უ­ლად დარ­ჩე­ნილ ბავშვს. მა­რა­დი­უ­ლი ბავ­შ­ვის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა ჩვენს გულ­სა და გო­ნე­ბა­ში ისეთ წიგ­ნებს შე­უძ­ლი­ათ, რო­გო­რიც ლი­ლი ალ­ფა­ი­ძემ და­წე­რა. სწო­რედ ამი­ტომ, „ციყ­ვი, ნა­ნუ­ნა და კე­თი­ლი ბი­ჭუ­ნა“ მხო­ლოდ ბავ­შ­ვე­ბის­თ­ვის სა­კითხა­ვი წიგ­ნი არაა.

მშვე­ნი­ე­რი ილუს­ტ­რა­ცი­ე­ბით და­ხუნ­ძ­ლუ­ლი ზღაპ­რე­ბის კრე­ბუ­ლის კითხ­ვი­სას ზუ­რაბ კიკ­ნა­ძის სიტყ­ვე­ბი მახ­სენ­დე­ბო­და, რო­მე­ლიც ზღაპ­რის ბუ­ნე­ბას ამ­გ­ვა­რად ახა­სი­ა­თებს: „ზღა­პა­რი ისეთ ამ­ბავს ეწო­დე­ბა, რო­მე­ლიც ყო­ველ­დღი­უ­რი სი­ნამ­დ­ვი­ლის ძლე­ვით მას­ზე აღ­მა­ტე­ბუ­ლის დამ­კ­ვიდ­რე­ბას გვამ­ც­ნობს“.

ოღონდ, სი­ნამ­დ­ვი­ლე­ზე აღ­მა­ტე­ბუ­ლი შე­უძ­ლე­ბე­ლი რო­დია – ლი­ლის ზღაპ­რე­ბი გვარ­წ­მუ­ნებს, რომ სი­ნამ­დ­ვი­ლე­ზე აღ­მა­ტე­ბუ­ლის რე­ა­ლო­ბად ქცე­ვა ყვე­ლას შეგ­ვიძ­ლია. აი, მა­გა­ლი­თად, „ბე­ბუ­ტა, რო­მელ­მაც (კი­ნა­ღამ) ობო­ბა გა­დაყ­ლა­პა“ გვას­წავ­ლის, რომ შე­უძ­ლე­ბე­ლი სუ­ლაც არაა, იზ­რუ­ნო მი­უ­სა­ფარ ცხო­ვე­ლებ­ზე; რომ იქ, სა­დაც პრობ­ლე­მე­ბის გა­დაჭ­რის სურ­ვი­ლია, ცვლი­ლე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია და ასე სამ­ყა­როს ერ­თით ნაკ­ლე­ბი დარ­დი თუ ტკი­ვი­ლი შერ­ჩე­ბა.

იმა­ვეს გვიმ­ტ­კი­ცებს „ბი­ჭუ­ნა და ფე­რა­დი ბუშ­ტე­ბი“, რო­მე­ლიც უსახ­ლ­კა­რო, მი­უ­სა­ფა­რი ადა­მი­ა­ნე­ბი­სად­მი თა­ნაგ­რ­ძ­ნო­ბას გვიღ­ვი­ვებს და სი­კე­თის გა­ნუ­ზო­მელ ძა­ლა­ზე გვი­ამ­ბობს. ძა­ლა­ზე, რო­მე­ლიც, ალ­ბათ, სიყ­ვა­რუ­ლი­ვით ატ­რი­ა­ლებს დე­და­მი­წას.

და აი, ლი­ლის ზღაპ­რებ­ში არც სი­რაქ­ლე­მას­თ­ვის ხდე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლი გაფ­რე­ნა, რო­ცა ის ბო­ლომ­დე იბ­რ­ძო­ლებს და ამ ბრძო­ლით არ და­იღ­ლე­ბა; ფრინ­ვე­ლი, რო­მელ­საც ფრე­ნა არ ახა­სი­ა­თებს, რო­მე­ლიც ში­ში­სა და გან­საც­დე­ლის დროს იმა­ლე­ბა და თავს მი­წა­ში რგავს, სა­კუ­თარ სი­სუს­ტე­ებ­ზე იმარ­ჯ­ვებს.

ზღა­პა­რი სი­რაქ­ლე­მა­ზე, რო­მე­ლიც გაფ­რინ­და, სა­კუ­თა­რი თა­ვის პოვ­ნა­ში გვეხ­მა­რე­ბა, მაგ­რამ ავ­ტო­რი სხვა ზღა­პარ­ში იმა­საც გულ­წ­რ­ფე­ლად აღი­ა­რებს, რომ ზოგ­ჯერ სამ­ყა­როს­თან მორ­გე­ბა ყვე­ლა­ზე რთუ­ლია – იმ­დე­ნად რთუ­ლი, რომ შე­იძ­ლე­ბა, სა­კუ­თარ თავ­ზე უარის თქმა მო­გიხ­დეს. „ჟი­რა­ფი, რო­მელ­მაც ბაფ­თა­ზე და­ი­დო ბი­ნა“ ჩვენ­გან გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლის შემ­ჩ­ნე­ვას, მი­ღე­ბას, აღი­ა­რე­ბას და გა­სა­ჭი­რის დროს ხე­ლის შეშ­ვე­ლე­ბას გვას­წავ­ლის.

წიგნს ხომ უდი­დე­სი ძა­ლა აქვს – მას­ში ამო­კითხუ­ლი ამ­ბე­ბი ცხოვ­რე­ბა­ში ერ­თხელ მა­ინც შეგ­ვახ­სე­ნებს თავს და ისე მო­ვიქ­ცე­ვით, რო­გორც ამ წიგ­ნის პერ­სო­ნა­ჟე­ბი იქ­ცე­ვი­ან ხოლ­მე.

ლი­ლის ზღაპ­რე­ბი მას­წავ­ლებ­ლე­ბის­თ­ვის შე­სა­ნიშ­ნავ დამ­ხ­მა­რე რე­სურ­სად მე­სა­ხე­ბა, რად­გან ამ კრე­ბუ­ლით მოს­წავ­ლე აუცი­ლებ­ლად გა­აც­ნო­ბი­ე­რებს, რომ შეც­დო­მის აღი­ა­რე­ბა და ბო­დი­შის მოხ­და ყვე­ლა­ფერს კა­ლა­პოტ­ში აბ­რუ­ნებს, რომ სიყ­ვა­რულს გაფ­რ­თხი­ლე­ბა და ზრუნ­ვა სჭირ­დე­ბა, რომ სა­კუ­თა­რი ბედ­ნი­ე­რე­ბა სხვის წუ­ხილ­ზე ვე­რას­დ­როს აიგე­ბა, ხო­ლო თუ ირ­გ­ვ­ლივ ყვე­ლა ბედ­ნი­ე­რი იქ­ნე­ბა, სამ­ყა­რო­ში აღარც ყვა­ვი­ლე­ბი დაჭ­კ­ნე­ბი­ან, აღარც ტბე­ბი დაშ­რე­ბა და აღარც თევ­ზე­ბი და­იწყე­ბენ კვდო­მას; აჩ­ვე­ნებს, თუ რა­ო­დენ დი­დი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა აქვს, რო­დე­საც ვი­ღა­ცას შე­ნი სჯე­რა, თუნ­დაც მხო­ლოდ ერ­თა­დერთ ადა­მი­ანს, ან რო­გო­რი კარ­გია, რო­ცა სხვი­სი წარ­მა­ტე­ბის გა­მო ჩვე­ნი გუ­ლე­ბი სი­ხა­რუ­ლი­თაა ან­თე­ბუ­ლი.

ამას­თა­ნა­ვე, ზღაპ­რე­ბის ეს პა­ტა­რა კრე­ბუ­ლი სტე­რე­ო­ტი­პებ­თან გამ­კ­ლა­ვე­ბას გვას­წავ­ლის და სამ­ყა­როს მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბის და­ფა­სე­ბა­ში გვეხ­მა­რე­ბა. აი, მა­გა­ლი­თად, გვას­წავ­ლის, რომ პრინ­ცე­სა მხო­ლოდ ტან­წერ­წე­ტა, ქე­რათ­მი­ა­ნი, ცის­ფერ­თ­ვა­ლე­ბა და თლილ­თი­თე­ბი­ა­ნი კი არა, ნე­ბის­მი­ე­რი გა­რეგ­ნო­ბის მქო­ნე გო­გო­ნა შე­იძ­ლე­ბა იყოს. მაგ­რამ, აქ საქ­მე გა­ნა მხო­ლოდ პრინ­ცე­სო­ბა­შია – ეს ყვე­ლა სტე­რე­ო­ტიპს ეხე­ბა, რო­მე­ლიც ამ სიტყ­ვე­ბით სრულ­დე­ბა ხოლ­მე – “შენ ასე­თი ვერ გახ­დე­ბი“, „შენ ეს არ გა­მო­გი­ვა“… ზღა­პა­რი „პუტ­კუ­ნაც შე­იძ­ლე­ბა იყოს პრინ­ცე­სა“ გვარ­წ­მუ­ნებს, რომ სამ­ყა­რო ჩარ­ჩო­ებ­ში მოქ­ცე­უ­ლი სუ­ლაც არაა.

ყვე­ლა სი­კე­თეს­თან ერ­თად, წიგ­ნი სავ­სეა ლა­მა­ზი და სა­ინ­ტე­რე­სო სიტყ­ვე­ბით, ახა­ლი სიტყ­ვათ­შე­თან­ხ­მე­ბე­ბით, და წარ­მო­სახ­ვის­თ­ვის უდი­დეს გა­სა­ქანს იძ­ლე­ვა.

ავ­ტორს მთე­ლი სამ­ყა­რო გა­სუ­ლი­ე­რე­ბუ­ლი ჰყავს და გა­ნა რა გა­საკ­ვი­რია, ჩვენ ხომ ზღაპ­რე­ბის კრე­ბულ­ზე ვსა­უბ­რობთ, მაგ­რამ, მთე­ლი სამ­ყა­რო უბ­რა­ლოდ გა­სუ­ლი­ე­რე­ბუ­ლი კი არაა, ამ კრე­ბუ­ლით ლი­ლი ალ­ფა­ი­ძე მკითხ­ველს სამ­ყა­როს თი­თო­ე­უ­ლი ბი­ნად­რი­სად­მი ზრუნ­ვის­კენ მო­უ­წო­დებს, მკითხ­ვე­ლი კი, წიგ­ნის ბო­ლო ფურ­ც­ლის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, ბევ­რ­ჯერ გა­ი­ფიქ­რებს, მას რა შე­უძ­ლია მი­უ­სა­ფა­რი ცხო­ვე­ლე­ბის­თ­ვის გა­ა­კე­თოს? მას რო­გორ შე­უძ­ლია მო­ხუ­ცე­ბის ცხოვ­რე­ბა გა­ა­ლა­მა­ზოს? რა მო­ი­მოქ­მე­დოს იმი­სათ­ვის, რა­თა ყვე­ლა გო­გო­ნა და­არ­წ­მუ­ნოს, რომ თუ იბ­რ­ძო­ლე­ბენ, ყვე­ლა­ფე­რი გა­მო­უ­ვათ ან რო­გორ მო­ვა­ხერ­ხოთ ისე, რომ სხვე­ბის წარ­მოდ­გე­ნებს არ ავ­ყ­ვეთ და ჩვე­ნი თა­ვი არ დავ­კარ­გოთ, არა­მედ მო­ვიქ­ცეთ პრინ­ცე­სა­სა­ვით, რო­მელ­საც შრო­მა უყ­ვარ­და, რო­მე­ლიც სუ­ლაც არ ელო­და ცხენ­ზე ამ­ხედ­რე­ბულ პრინცს და მშრო­მელ მე­ბა­ღე­ზე სიყ­ვა­რუ­ლით და­ქორ­წინ­და.

ზღაპ­რებ­ში მთე­ლი კა­ცობ­რი­ო­ბის სიბ­რ­ძ­ნე და სა­უ­კუ­ნე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში დაგ­რო­ვე­ბუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბაა თავ­მოყ­რი­ლი, ამი­ტომ მა­თი კითხ­ვა ყვე­ლა ასაკ­ში ერ­თ­ნა­ი­რად სა­ჭი­როა. ზღაპ­რე­ბი უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნე­სია ბავ­შ­ვე­ბის წარ­მო­სახ­ვის გან­სა­ვი­თა­რებ­ლად, ზღაპ­რე­ბით იწყე­ბენ ისინ სამ­ყა­როს აღ­ქ­მას, მოვ­ლე­ნე­ბის გა­აზ­რე­ბას, ქმე­დე­ბე­ბის ერ­თ­მა­ნეთ­თან შე­და­რე­ბას და კარ­გი და ცუ­დი საქ­ცი­ე­ლე­ბის შე­და­რე­ბას. ამას­თან ერ­თად, და­სა­ფიქ­რე­ბე­ლია ისიც, რომ ხში­რად, ზღაპ­რე­ბი­დან გა­მო­ყო­ლი­ლი გვაქვს, მა­გა­ლი­თად, მი­უ­ღებ­ლო­ბა სიტყ­ვა „დედი­ნაც­ვ­ლი­სად­მი“, რად­გან ყვე­ლა ზღა­პარ­ში დე­დი­ნაც­ვა­ლი ისე­თი­ვე ბო­როტ ძა­ლას­თან ასო­ცირ­დე­ბა, რო­გო­რიც, მა­გა­ლი­თად, დე­ვე­ბი ან ურ­ჩხუ­ლე­ბი არი­ან. ზო­გა­დად, ქა­ლის სა­ხის უარ­ყო­ფი­თი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბით დატ­ვირ­თ­ვა არაა უცხო კლა­სი­კუ­რი ზღაპ­რე­ბის­თ­ვის. მა­გა­ლი­თად, ვინც მთა­ვარ გმირს (რო­მე­ლიც კე­თი­ლია) ვნებს, ხში­რად კუ­დი­ა­ნი ქა­ლია, რო­მელ­ზეც მი­უ­თი­თე­ბენ, რომ სა­ერ­თოდ არაა ლა­მა­ზი, უშ­ნოა, შე­უ­ხე­და­ვია.

ეს შე­სა­ვა­ლი იმის­თ­ვის გახ­და სა­ჭი­რო, რომ ამ კრე­ბულ­ში შე­ტა­ნილ კი­დევ ერთ ზღა­პარ­ზე სწო­რედ ამ პერ­ს­პექ­ტი­ვი­დან ვი­სა­უბ­როთ. ზღა­პარს „სხვა ზღა­პა­რი კონ­კი­ა­ზე“ ჰქვია და ყვე­ლა­სათ­ვის ცნო­ბი­ლი და საყ­ვა­რე­ლი ზღაპ­რის სრუ­ლი­ად შეც­ვ­ლილ, ახ­ლე­ბურ ვერ­სი­ას გვთა­ვა­ზობს.

ზე­მოთ ვახ­სე­ნე, რომ სიტყ­ვა „დე­დი­ნაც­ვალს“ ზღაპ­რებ­ში და­დე­ბი­თი დატ­ვირ­თა ზღაპ­რებ­ში არ აქვს. დე­დი­ნაც­ვა­ლი ყო­ველ­თ­ვის ისე­თი ქა­ლია, რო­მე­ლიც ოჯა­ხურ ჰარ­მო­ნი­ას არ­ღ­ვევს, გე­რებს ძა­ლი­ან უსა­მარ­თ­ლოდ ექ­ცე­ვა, შემ­დეგ ყვე­ლა­ფერს მათ აბ­რა­ლებს და მე­უღ­ლეს­თან დამ­ნა­შა­ვე­ე­ბად სწო­რედ ისი­ნი გა­მოჰ­ყავს.

ლი­ლი ალ­ფა­ი­ძემ კი გა­დაწყ­ვი­ტა, ამ ყვე­ლა­სათ­ვის მო­ძუ­ლე­ბუ­ლი სიტყ­ვის­თ­ვის სხვაგ­ვა­რად შეგ­ვე­ხე­და, გაგ­ვე­აზ­რე­ბი­ნა, რომ ხში­რად ადა­მი­ა­ნებს მათ­ზე წი­ნას­წარ შექ­მ­ნი­ლი წარ­მოდ­გე­ნე­ბით ვა­ფა­სებთ. ამას­თა­ნა­ვე, ვა­ფა­სებთ იმით, რა სტა­ტუ­სიც აქვთ. მა­გა­ლი­თად, თუ ის დე­დი­ნაც­ვა­ლია, შე­უძ­ლე­ბე­ლია, რომ კარ­გი იყოს. დი­ახ, შე­საძ­ლოა, ადა­მი­ანს სა­ერ­თოდ არც კი ვიც­ნობ­დეთ, მაგ­რამ გვწამ­დეს, რომ ის კარ­გი ვერ იქ­ნე­ბა, რად­გან დე­დი­ნაც­ვა­ლია. პა­რა­ლე­ლის­თ­ვის, შეგ­ვიძ­ლია ვთქვათ, რომ სწო­რედ წარ­მოდ­გე­ნე­ბი, სტე­რე­ო­ტი­პე­ბი და იარ­ლი­ყე­ბი იყო იმის სა­ფუძ­ვე­ლი, რომ არც ისე შო­რე­ულ წარ­სულ­ში, შეზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის მქო­ნე პი­რებს უმ­რავ­ლეს შემ­თხ­ვე­ვა­ში სახ­ლ­ში კე­ტავ­დ­ნენ, სო­ცი­ა­ლი­ზა­ცი­ის, თა­ვის გა­მო­ხატ­ვი­სა და გან­ვი­თა­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას არ აძ­ლევ­დ­ნენ; მათ­თ­ვის დღის სი­ნათ­ლე­ზე გას­ვ­ლა, ფაქ­ტობ­რი­ვად, შე­უძ­ლე­ბე­ლი იყო. ასე ხდე­ბო­და მა­ში­ნაც, რო­დე­საც წი­თელ­თ­მი­ან ქა­ლებს ავ­სუ­ლებს უწო­დებ­დნენ.

მაგ­რამ სამ­ყა­რო ვი­თარ­დე­ბა, ადა­მი­ა­ნე­ბი უფ­რო და უფ­რო ნათ­ლად გრძნო­ბენ სამ­ყა­როს მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბას და აფა­სე­ბენ მას. ამ პრო­ცე­სის ნა­წი­ლია სტე­რე­ო­ტი­პებ­თან ბრძო­ლა, მათ­თან გამ­კ­ლა­ვე­ბა და თი­თო­ე­უ­ლი ადა­მი­ა­ნის­თ­ვის წი­ნას­წარ შექ­მ­ნი­ლი წარ­მოდ­გე­ნე­ბის გა­რე­შე შე­ხედ­ვა.

ამ ზღა­პარ­ში ლი­ლიმ გა­დაწყ­ვი­ტა, რომ კონ­კი­ას დე­დი­ნაც­ვა­ლი უსაზღ­ვ­როდ კე­თილ­შო­ბი­ლი ქა­ლი ყო­ფი­ლი­ყო, რო­მელ­საც გო­გო­ნას­თ­ვის ყვე­ლა­ფე­რი ემე­ტე­ბა. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ კონ­კია მას ცუ­დად ექ­ცე­ვა, უკ­მე­ხად ესა­უბ­რე­ბა და მი­სით კმა­ყო­ფი­ლი არას­დ­რო­საა, დე­დი­ნაც­ვა­ლი ყვე­ლა­ზე ლა­მაზ კა­ბას უკე­რავს და გულ­ში წყე­ნას არ იდებს.

რა თქმა უნ­და, სა­სი­ა­მოვ­ნო სუ­ლაც არაა, რო­ცა ბავ­შ­ვო­ბი­დან ყვე­ლა­სათ­ვის და­დე­ბი­თი პერ­სო­ნა­ჟი მო­უ­ლოდ­ნე­ლად უსა­მარ­თ­ლო გო­გოდ გვევ­ლი­ნე­ბა, მაგ­რამ ეს ზღა­პა­რი კონ­კი­ას პერ­სო­ნა­ჟის და­საკ­ნი­ნებ­ლად არ და­წე­რი­ლა. ეს ზღა­პა­რი იმ მიზ­ნით და­ი­წე­რა, რომ ჩვენ, ყვე­ლამ, მით უფ­რო, მკითხ­ვე­ლებ­მა, რომ­ლებ­საც ყვე­ლა­ზე კარ­გად გვაქვს გა­აზ­რე­ბუ­ლი, რო­გო­რი მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნია ადა­მი­ა­ნის ბუ­ნე­ბა, გა­ვაც­ნო­ბი­ე­როთ, რომ თი­თო­ე­ულ პი­როვ­ნე­ბას ისე უნ­და შევ­ხე­დოთ, რო­გორც ინ­დი­ვიდს, სტა­ტუ­სე­ბის, იარ­ლი­ყე­ბი­სა და მას­ზე შექ­მ­ნილი წარ­მოდ­გე­ნე­ბის მიღ­მა. ჩვენ ხომ იარ­ლი­ყე­ბის მი­წე­ბე­ბით ვკარ­გავთ სამ­ყა­როს მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბის მი­ღე­ბის უნარს, ადა­მი­ა­ნის, რო­გორც ინ­დი­ვი­დის ღირ­სე­ბი­სა და ყვე­ლა და­დე­ბი­თი თვი­სე­ბის აღ­მო­ჩე­ნის შე­საძ­ლებ­ლო­ბას.

თა­ნა­მედ­რო­ვე ქარ­თ­ვე­ლი პო­ე­ტი, ლია ლი­ქო­კე­ლი წერს: „ზღა­პა­რი და­მი­წე­რე, გო­გო, მე­ში­ნია ამ მარ­თა­ლი ამ­ბე­ბი­სო, მე­უბ­ნე­ბა ჩე­მი და.  მეც მე­ში­ნია ამ მარ­თა­ლი ამ­ბე­ბის. ისე მე­ში­ნია, ზღა­პა­რი უნ­და ავი­შე­ნო, შე­ვი­დე და ვიცხოვ­რო“.

ეს წიგ­ნი, რო­მე­ლიც 17 ზღაპ­რის­გან შედ­გე­ბა და რო­მელ­შიც ფურ­ც­ლი­დან ფურ­ცელ­ზე ვხვდე­ბით ბევრ სი­კე­თეს, ბევრ ბო­რო­ტე­ბას, ბევრ დარ­დ­სა და ბევრ სი­ხა­რულს; ვხვდე­ბით უამ­რავ ფერს – ნა­თელ­საც და რუხ­საც; ვხვდე­ბით ათას­გ­ვარ ტკი­ვილს და ათას­ნა­ირ სიყ­ვა­რულს, ის წიგ­ნია, რო­მელ­შიც შეგ­ვიძ­ლია შე­ვი­დეთ და ვიცხოვ­როთ, ჩვენს სა­ი­მე­დო თავ­შე­საფ­რად ვაქ­ცი­ოთ და მე­ტიც: დაბ­რ­კო­ლე­ბე­ბის­გან სა­მუ­და­მოდ კი არ და­ვიც­ვათ თა­ვი, ამ ზღაპ­რე­ბის დახ­მა­რე­ბით მა­თი გა­და­ლახ­ვის ჩვე­ნე­უ­ლი გზე­ბი დავ­სა­ხოთ.

მჯე­რა, ეს წიგ­ნი ყვე­ლა ბავ­შ­ვი­სა და მა­რა­დი­უ­ლად ბავ­შ­ვად დარ­ჩე­ნი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის გულ­ში სა­მუ­და­მოდ და­ი­დებს ბი­ნას, თქვენს მეგ­ზუ­რად იქ­ცე­ვა და ამ გზა­ზე მი­მა­ვალს აუცი­ლებ­ლად შე­მოგ­ხ­ვ­დე­ბათ ხოლ­მე ციყ­ვიც, ნა­ნუ­ნაც და კე­თი­ლი ბი­ჭუ­ნაც.

 

მსგავსი სიახლეები

მკითხველთა კლუბი

„წი­თე­ლი 70“

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება