16 თებერვალი, კვირა, 2025

სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ჯგუფის მიერ მომზადებული რჩევები აბიტურიენტებს 

spot_imgspot_img

გთავაზობთ სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ჯგუფის მიერ მომზადებულ რჩევებს აბიტურიენტებისათვის: 

დახურულ დავალებაზე მუშაობისას ყურადღება მიაქციეთ და სიღრმისეულად გაიაზრეთ კითხვები, ასევე ვიზუალურ მასალაზე დაკვირვებით გააანალიზეთ თითოეული დისტრაქტორი და შეარჩიეთ ოთხიდან ერთი, რომელსაც სწორად მიიჩნევთ. ვიზუალურ მასალაზე დაკვირვება საუკეთესო საშუალებაა სწორი პასუხის ამოსაცნობად, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ამ საკითხის გარშემო ცოდნა არ გაქვთ. დააკვირდით უარყოფის შემცველ კითხვებს!

ღია დავალებების პირობაც უნდა წაიკითხოთ ყურადღებით და სიღრმისეულად გაიაზროთ, დააკვირდეთ ვიზუალურ მასალას და მაქსიმალურად არგუმენტირებულად ჩამოაყალიბოთ ცოდნასა და ვიზუალურ მასალაზე დაკვირვებით შემუშავებული საკუთარი მოსაზრება. პასუხი შეიძლება იყოს ძალიან მოკლე, თუმცა მაქსიმალურად ინფორმატიული.

ცოდნის გამომჟღავნების მიზნით არასაჭირო ინფორმაციით თავისუფალი ადგილის შევსება არ არის კარგი გადაწყვეტილება. ტექსტი, რომელიც არ პასუხობს დავალებაში დასმულ საკითხს, ქულას ვერ შეგმატებთ. სამაგიეროდ, თუ სწორ პასუხში დარწმუნებული არ ხართ, მაგრამ შემოგვთავაზებთ თქვენს მოსაზრებას, რის გავლენას ხედავთ წარმოდგენილი ხელოვნების ნიმუშზე, ან რას ამსგავსებთ მას და ეს მსგავსება/მოსაზრება აღმოჩნდება ადეკვატური, გარკვეულ ქულას დაიმსახურებთ.

განსაკუთრებულად გაამახვილეთ ყურადღება სახვითი ხელოვნების საშუალებებისა და ხერხების ცოდნაზე, თუ რა მხატვრული თავისებურებების შექმნაა მათი საშუალებით შესაძლებელი, ასევე კულტურათა, ეპოქების, სტილებისა თუ მიმდინარეობების ზოგად თავისებურებებსა და მახასიათებლებზე, რომელთა ამოცნობასაც შეძლებთ ტესტში წარმოდგენილ ვიზუალურ მასალაზე.

გახსოვდეთ, რომ საგამოცდო პროგრამის მასალას ტესტში შესული საკითხები არ სცილდება. თუკი უცნობი ხელოვნების ნიმუში იქნება წარმოდგენილი, მხოლოდ და მხოლოდ სახვითი ხელოვნების საშუალებებისა და ხერხების, ასევე მხატვრული თავისებურებების საილუსტრაციოდ.

 ხელოვნების ტესტში მოცემული იქნება:

დახურული ტიპის დავალებათა 3 ბლოკი – სულ 22 დავალება;

8 ღია დავალება (წინადადებაში გამოტოვებული ტერმინის ჩაწერა);

დავალება, რომლებშიც ფასდება მცდარია თუ ჭეშმარიტი მოცემული დებულება;

შესაბამისობის დავალება (არქიტექტურისა და სახვითი ხელოვნების საშუალებებისა და ხერხების ამოცნობა);

3 ღია დავალება, რომლებიც ითვალისწინებს წარმოდგენილი ხელოვნების ნიმუშების თავისებურებათა შესაბამისობის ჩვენებას მათი შექმნის ისტორიულ ეპოქასა და კონკრეტულ სტილთან, ასევე ერთი შემოქმედის სტილურ ევოლუციას;

4 პუნქტის მიხედვით შესასრულებელი ღია დავალება – ხელოვნების ნიმუშების შედარებითი ანალიზი.

 2024 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების ხელოვნების ტესტის მაქსიმალური ქულაა 70, საგამოცდო დროის ხანგრძლივობა კი –  3 საათი

აბიტურიენტს ზღვარი გადალახულად ჩაეთვლება, თუ დააგროვებს მაქსიმალური ქულის 25%-ზე მეტს.  

spot_img

მკითხველთა კლუბი

სა­ბავ­შ­ვო ლი­ტე­რა­ტუ­რა და­ნა­კარ­გი­სა და ტკი­ვი­ლის წი­ნა­აღ­მ­დეგ

დაკ­ვირ­ვე­ბი­ხართ? - ზოგ­ჯერ დღე ისე გა­დის, საყ­ვა­რე­ლი წიგ­ნის გაგ­რ­ძე­ლე­ბას ვერ ვა­ხერ­ხებთ, მაგ­რამ მა­ინც სულ თან ვა­ტა­რებთ და გვაქვს გან­ც­და, რომ რო­ცა ის გვერ­დით გვე­გუ­ლე­ბა,...

ბლოგი

ლი­ტე­რა­ტუ­რა მა­კუ­ლა­ტუ­რის წნეხ­ში

ანა­ტოლ ფრან­სის „ან­გე­ლოზ­თა აჯან­ყე­ბა“ და ბო­ჰუ­მილ ჰრა­ბა­ლის „მე­ტის­მე­ტად აუტა­ნე­ლი მარ­ტო­ო­ბა“ რა­ო­დენ დი­დიც არ უნ­და იყოს წიგ­ნი, ის ოდეს­მე (და­წე­რის დროს ან მრა­ვა­ლი წლის შემ­დეგ) აუცი­ლებ­ლად...

კულტურა

საბ­ჭო­თა ეპო­ქა რჩე­ულ ქარ­თულ მოთხ­რო­ბებ­ში

წიგ­ნი, რო­მელ­ზეც ახ­ლა მინ­და გი­ამ­ბოთ, სა­ქარ­თ­ვე­ლოს ის­ტო­რი­ის იმ ერთ ყვე­ლა­ზე სა­ბე­დის­წე­რო ეპო­ქას ეძღ­ვ­ნე­ბა, რო­მელ­საც საბ­ჭო­თა კავ­ში­რი ერ­ქ­ვა. ან­თო­ლო­გია „ბი­ჭი­კოს ავად­მ­ყო­ფო­ბის ის­ტო­რია“, რომ­ლის ქვე­სა­თა­უ­რია „მოთხ­რო­ბე­ბი საბ­ჭო­თა...

უმაღლესი განათლება

გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რის მიერ 2024 წელს გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი აქ­ტი­ვო­ბე­ბი

2024 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რის სტრუქ­ტუ­რუ­ლი ერ­თე­უ­ლე­ბის მი­ერ და­ი­გეგ­მა და გან­ხორ­ცი­ელ­და შემ­დე­გი ძი­რი­თა­დი აქ­ტი­ვო­ბე­ბი: ცენ­ტ­რის ინ­ს­ტი­ტუ­ცი­უ­რი გან­ვი­თა­რე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით ☑️ 2021-2023 წლის პე­რი­ოდ­ზე შე­მუ­შავ­და...

პროფესიული განათლება

მო­ლო­დი­ნი გვაქვს, აღ­ნიშ­ნუ­ლი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი პრო­ფე­სი­ულ გა­ნათ­ლე­ბა­ში მა­ღა­ლი კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის მქო­ნე მას­წავ­ლე­ბელ­თა მო­ზიდ­ვას...

გა­მოქ­ვეყ­ნ­და პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის მას­წავ­ლებ­ლის საქ­მი­ა­ნო­ბის მა­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლი ჩარ­ჩო, რო­მელიც ახა­ლი გა­მოწ­ვე­ვაა სის­ტე­მის­თ­ვის და ხა­რის­ხის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ეტა­პი­ცაა. დე­ტა­ლუ­რად დო­კუ­მენ­ტის ში­ნა­არ­ს­სა და სის­ტე­მის მას­წავ­ლე­ბელ­თა კა­რი­ე­რუ­ლი...
მსგავსი სიახლეები