27 ივლისი, შაბათი, 2024

სახელოვნად განვლილი ცხოვრების გზა

spot_img
„სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში მე არ მე­გუ­ლე­ბა მე­ო­რე ქა­ლი პე­და­გო­გი, რო­მელ­საც ისე სა­ხე­ლოვ­ნად გა­ევ­ლოს თა­ვი­სი ცხოვ­რე­ბის გზა, რო­გორც ქალ­ბა­ტონ ქრის­ტი­ნე ხარ­ში­ლა­ძეს გა­უვ­ლია.“

ნო­დარ ბა­სი­ლა­ძე პე­და­გო­გი­კის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დოქ­ტო­რი, პრო­ფე­სო­რი, სა­ქარ­თ­ვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა აკა­დე­მი­ის აკა­დე­მი­კო­სი

23 აგ­ვის­ტო, 2022წ.

„…რუხ ფა­რა­ჯას და პი­ლო­ტუ­რას — ჩვენს მძი­მე წარ­სულს,

ამ ფო­ტო­სუ­რათს, უკ­ვე ქცე­ულს ჩვენს ის­ტო­რი­ად,

გმი­რულ ბრძო­ლებ­ში გა­მარ­ჯ­ვე­ბის სურ­ნე­ლი მო­აქვს

თუმც ნატყ­ვი­ა­რი, და სის­ხ­ლის კვა­ლიც გა­მოჰ­ყო­ლია.“

ამო­ნა­რი­დი ქრის­ტი­ნე ხარ­ში­ლა­ძი­სად­მი

მიძღ­ვ­ნი­ლი ლექ­სი­დან „რუ­ხი ფა­რა­ჯა“. (თა­მაზ ხუ­ნაშ­ვი­ლი) 

ზუს­ტად 100 წლის წინ, 1922 წლის 17 ოქ­ტომ­ბერს, საჩხე­რის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ნიგ­ვ­ზა­რა­ში, ნი­ჭი­ე­რი და მშრო­მე­ლი გლე­ხე­ბის, მა­კარ ხარ­ში­ლა­ძი­სა და ვე­რა ნე­ფა­რი­ძის ოჯახ­ში, და­ი­ბა­და პირ­ვე­ლი შვი­ლი, რო­მელ­საც სა­ხე­ლად ქრის­ტი­ნე და­არ­ქ­ვეს, თუმ­ცა მას ყვე­ლა ნი­ნას (შემ­დეგში ნი­ნა მას­წავ­ლე­ბელს) ეძახ­და.

მი­სი გან­ვ­ლი­ლი ცხოვ­რე­ბის ურ­თუ­ლე­სი გზი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ძნე­ლია თქმა, ბედ­ნი­ერ ვარ­ს­კ­ვ­ლავ­ზე იყო თუ არა იგი და­ბა­დე­ბუ­ლი, მაგ­რამ თუ გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებთ ერ­ნესტ ჰე­მინ­გუ­ე­ის — „თი­თო­ე­უ­ლი ადა­მი­ა­ნი იბა­დე­ბა რო­მე­ლი­ღაც საქ­მი­სათ­ვის. ყვე­ლას, ვინც დე­და­მი­წა­ზე და­ა­ბი­ჯებს, თა­ვი­სი მო­ვა­ლე­ო­ბა­ნი აქვს ცხოვ­რე­ბა­ში“, ან კო­ბა იმე­დაშ­ვი­ლის — „ყო­ველ კაცს თა­ვი­სი ტვირ­თი აქვს ცხოვ­რე­ბა­ში ასა­წე­ვი და იმ­დე­ნა­დაა მი­სი ცხოვ­რე­ბაც ფა­სო­ვა­ნი, თუ ეს ტვირ­თი სამ­შობ­ლოს სამ­ს­ხ­ვერ­პ­ლო­ზე მი­სა­ტა­ნი ზვა­რა­კია“ — სიტყ­ვებს, შეგ­ვიძ­ლია ვთქვათ, რომ ეს იყო ბედ­ნი­ე­რი და­ბა­დე­ბა.

ქრის­ტი­ნეს მი­ერ სა­ხე­ლოვ­ნად გან­ვ­ლი­ლი ცხოვ­რე­ბის გზის შე­სა­ხებ ათე­უ­ლი წლე­ბია იწე­რე­ბა სტა­ტი­ე­ბი სა­ქარ­თ­ვე­ლოს პრე­სა­ში. და­ი­წე­რა ასე­ვე წიგ­ნე­ბი: „თბი­ლი­სი­დან — ბრეს­ლა­უმ­დე“ (გა­მო­ი­ცა ორ­ჯერ), „ზნე­ო­ბის გაკ­ვე­თი­ლი“. ინ­ფორ­მა­ცია გან­თავ­სე­ბუ­ლია ინ­ტერ­ნეტ­ში — Google და ა.შ.

ზე­მოთ­ქ­მუ­ლის და­დას­ტუ­რე­ბას წარ­მო­ად­გენს სა­ქარ­თ­ვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის — ედუ­არდ შე­ვარ­დ­ნა­ძი­სა და ივ. ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის თბი­ლი­სის სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის რექ­ტო­რის — რო­ინ მეტ­რე­ვე­ლის მი­ლოც­ვა და­ბა­დე­ბის 80 წელ­თან და­კავ­ში­რე­ბით: „…მად­ლო­ბას გიხ­დით იმი­სათ­ვის, რომ ათე­უ­ლი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ემ­სა­ხუ­რეთ ჩვენს საყ­ვა­რელ სამ­შობ­ლოს. თქვენ მი­ერ ღირ­სე­უ­ლად და უმ­წიკ­ვ­ლოდ გან­ვ­ლი­ლი გზა ჭეშ­მა­რი­ტად სა­მა­გა­ლი­თოა მო­მა­ვა­ლი თა­ო­ბე­ბი­სათ­ვის… ღრმად ვარ დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლი, რომ თქვე­ნი აღ­ზ­რ­დი­ლე­ბი ღირ­სე­ულ წვლილს შე­ი­ტა­ნენ სა­ქარ­თ­ვე­ლოს და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სა­ხელ­მ­წი­ფოს მშე­ნებ­ლო­ბის საქ­მე­ში…“ (ედუ­არდ შე­ვარ­დ­ნა­ძე, „სა­ქარ­თ­ვე­ლოს რეს­პუბ­ლი­კა“, 12.12.2002წ).

2003 წლის 8 მარ­ტი. სა­ქარ­თ­ვე­ლოს მთავ­რო­ბის სხდო­მა­თა დარ­ბა­ზი. სა­ქარ­თ­ვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი ედუ­არდ შე­ვარ­დ­ნა­ძე ღირ­სე­ბის ორ­დენს გა­დას­ცემს მე­ო­რე მსოფ­ლიო ომის ვე­ტე­რანს, სა­ქარ­თ­ვე­ლოს დამ­სა­ხუ­რე­ბულ პე­და­გოგს, ქრის­ტი­ნე ხარ­ში­ლა­ძეს.

„…ნა­ხე­ვარ სა­უ­კუ­ნე­ზე მე­ტი გა­ვი­და მას შემ­დეგ, რაც და­ამ­თავ­რეთ თბი­ლი­სის სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტი. თქვენ ერთ-ერ­თი იმ სტუ­დენ­ტ­თა­გა­ნი იყა­ვით, რომ­ლებ­მაც დი­დი სა­მა­მუ­ლო ომის დაწყე­ბი­სას თბი­ლი­სის სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის კედ­ლე­ბი და სტუ­დენ­ტო­ბის ლა­მა­ზი წლე­ბი ფრონ­ტის ცხელ ხაზ­ზე გაც­ვა­ლეთ. ვა­ლი მო­ი­ხა­დეთ სამ­შობ­ლოს წი­ნა­შე. 1945 წელს ნა­ო­მა­რი, დაჭ­რი­ლი და და­ქან­ცუ­ლი, მაგ­რამ მტერ­ზე გა­მარ­ჯ­ვე­ბუ­ლი დაბ­რუნ­დით და კვლავ სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში გა­ნაგ­რ­ძეთ სწავ­ლა… თბი­ლი­სის სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის სა­ხე­ლით გულ­თ­ბი­ლად მო­გი­ლო­ცავთ 80 წლის იუბი­ლეს და გი­სურ­ვებთ კვლა­ვაც ხან­გ­რ­ძ­ლივ და ბედ­ნი­ერ ცხოვ­რე­ბას“ (რო­ინ მეტ­რე­ვე­ლი, „სა­ქარ­თ­ვე­ლოს რეს­პუბ­ლი­კა“; 4.11.2002წ. გვ.5). თუმ­ცა უმ­ჯო­ბე­სია ყვე­ლა­ფე­რი თა­ვი­დან და­ვიწყოთ:

სო­ფელ კორ­ბო­ულ­ში არ­სე­ბუ­ლი სკო­ლის შვიდ­წ­ლი­ა­ნი კლა­სის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ, ქრის­ტი­ნე ხარ­ში­ლა­ძემ სწავ­ლა ქ. ჭი­ა­თუ­რის პირ­ველ სა­შუ­ა­ლო სკო­ლა­ში გა­ნაგ­რ­ძო, რო­მე­ლიც წარ­მა­ტე­ბით და­ამ­თავ­რა 1940 წელს და ჩა­ი­რიცხა თბი­ლი­სის სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ფი­ზი­კა-მა­თე­მა­ტი­კის ფა­კულ­ტეტ­ზე. ცხოვ­რე­ბა სტუდ­ქა­ლაქ­ში და­იწყო. რთუ­ლი იყო პირ­ვე­ლი გა­უ­ბე­და­ვი ნა­ბი­ჯე­ბის გა­დად­გ­მა და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ცხოვ­რე­ბის გზა­ზე, მაგ­რამ, მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, შეძ­ლო და ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად გა­მო­უ­ვი­და: სწავ­ლობ­და ბე­ჯი­თად, ხში­რად უგ­ზავ­ნი­და წე­რი­ლებს ოჯახს, დე­დას ამ­ხ­ნე­ვებ­და და დედ­მა­მიშ­ვი­ლებ­საც ბე­ჯი­თი სწავ­ლი­სა­კენ მო­უ­წო­დებ­და, ერ­თი სიტყ­ვით, ჩვე­უ­ლებ­რივ სტუ­დენ­ტურ ცხოვ­რე­ბას ეწე­ო­და.

ასე გა­ვი­და ერ­თი წე­ლი და, თუ შე­იძ­ლე­ბა ით­ქ­ვას, სწო­რედ ამ ბედ­ნი­ე­რე­ბის ჟამს მო­უს­წ­რო ქრის­ტი­ნეს ომ­მა: ქვე­ყა­ნა 1941 წლის 22 ივ­ნისს მე­ო­რე მსოფ­ლიო ომის ქარ­ცეცხ­ლ­ში გა­ეხ­ვია. გი­გან­ტუ­რი ფრონ­ტის ყვე­ლა უბან­ზე ქუხ­დ­ნენ ზარ­ბაზ­ნე­ბი, გრი­ა­ლებ­დ­ნენ თვით­მ­ფ­რი­ნა­ვე­ბი. ომის სა­ზა­რე­ლი სუნ­თ­ქ­ვა თით­ქოს უნი­ვერ­სი­ტე­ტის აუდი­ტო­რი­ე­ბამ­დეც აღ­წევ­და.

1942 წლის აპ­რილ­ში ქრის­ტი­ნე ხარ­ში­ლა­ძემ მტკი­ცედ გა­დაწყ­ვი­ტა და­ე­ტო­ვე­ბი­ნა უნი­ვერ­სი­ტე­ტი და, სა­კუ­თა­რი გან­ცხა­დე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, მო­ხა­ლი­სედ წა­სუ­ლი­ყო ფრონ­ტ­ზე. „მე მსურს და­ვიც­ვა ჩე­მი ქვეყ­ნის მი­წა-წყა­ლი.  გთხოვთ ჩამ­რიცხოთ წი­თე­ლი არ­მი­ის რი­გებ­ში“ — იკითხე­ბო­და მის გან­ცხა­დე­ბა­ში. 13 აპ­რილს შემ­კ­რებ პუნ­ქ­ტ­ში გა­მოცხად­და და ჩა­იც­ვა ჯა­რის­კა­ცის ფა­რა­ჯა, რო­მე­ლიც ომის დამ­თავ­რე­ბამ­დე არ გა­უხ­დია. ასე რომ, 13 აპ­რი­ლი, მი­სი ცხოვ­რე­ბის პირ­ვე­ლი წი­თე­ლარ­მი­უ­ლი დღე გახ­და. 19 წლის სტუ­დენ­ტი ქა­ლიშ­ვი­ლის ეს მო­უ­ლოდ­ნე­ლი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა სამ­შობ­ლოს წი­ნა­შე მის მა­ღალ მო­ქა­ლა­ქე­ობ­რივ პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბა­ზე მი­უ­თი­თებ­და. რო­გორც ქრის­ტი­ნეს, ისე მი­სი თა­ნა­ტო­ლე­ბის ქცე­ვა, რომ­ლებ­მაც თა­ვი­სი ცხოვ­რე­ბის სა­უ­კე­თე­სო წლებ­ზე, სტუ­დენ­ტურ ცხოვ­რე­ბა­ზე უარი თქვეს და ფა­შის­ტუ­რი გერ­მა­ნი­ის წი­ნა­აღ­მ­დეგ სამ­კ­ვ­დ­რო-სა­სი­ცოცხ­ლო ბრძო­ლა­ში ჩა­ებ­ნენ, ვფიქ­რობ, გმი­რო­ბის ტოლ­ფა­სი იყო.

ქრის­ტი­ნე 415-ე სა­ზე­ნი­ტო-სა­არ­ტი­ლე­რიო პოლ­კ­ში ჩა­რიცხეს პრო­ჟექ­ტო­რის­ტად. პოლ­კი თით­ქ­მის ერ­თი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში იყო და­ბა­ნა­კე­ბუ­ლი თბი­ლი­სის მახ­ლობ­ლად — მცხე­თა­ში, წყნეთ­ში, ლი­ლო­სა თუ სხვა ად­გი­ლებ­ში. სა­ზე­ნი­ტო ბა­ტა­რე­ი­ე­ბი და სა­ცეცხ­ლე წერ­ტი­ლე­ბი შე­მაღ­ლე­ბულ ად­გი­ლებ­ზე ჰქონ­დათ გან­ლა­გე­ბუ­ლი: დღი­სით და ღა­მით ფხიზ­ლად და­რა­ჯობ­დ­ნენ დე­და­ქა­ლაქს, იცავ­დ­ნენ მტრის თვით­მ­ფ­რი­ნა­ვე­ბის თავ­დას­ხ­მი­სა­გან. ხო­ლო 1943 წლის სექ­ტემ­ბერ­ში, 415-ე სა­ზე­ნი­ტო-სა­არ­ტი­ლე­რიო პოლ­კ­მა და, მას­თან ერ­თად, ქრის­ტი­ნე­მაც და­ტო­ვა სა­ქარ­თ­ვე­ლო და და­სავ­ლე­თის ფრონ­ტ­ზე გა­და­ვი­და.

ქრის­ტი­ნე მო­ნა­წი­ლე­ობ­და მრა­ვა­ლი ქა­ლა­ქი­სა და და­სახ­ლე­ბუ­ლი პუნ­ქ­ტის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბი­სათ­ვის ბრძო­ლებ­ში. იცავ­და მდი­ნა­რე დნეპ­რ­ზე მდე­ბა­რე ხიდს, რო­მელ­ზეც გა­დი­ო­და ერთ-ერ­თი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი სარ­კი­ნიგ­ზო ლი­ან­და­გი.

1945 წლის მარ­ტ­ში 415-ე სა­ზე­ნი­ტო-სა­არ­ტი­ლე­რიო პოლ­კი გა­და­იყ­ვა­ნეს ქ. ბრეს­ლა­უს გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბი­სათ­ვის ბრძო­ლებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­სა­ღე­ბად. ქა­ლა­ქი გა­პარ­ტა­ხე­ბუ­ლი იყო. ცეცხ­ლი ჩა­უქ­რობ­ლად ენ­თო ქუ­ჩებ­ში. ალ­ყა­ში მოქ­ცე­ულ ფა­შის­ტებს იარა­ღის დაყ­რა არ სურ­დათ. სა­ზე­ნი­ტო-სა­არ­ტი­ლე­რიო პოლკს უნ­და გა­ე­ნად­გუ­რე­ბი­ნა მტრის თვით­მ­ფ­რი­ნა­ვე­ბი, რომ­ლე­ბიც ტყვია-წამ­ლი­სა და სურ­სათ-სა­ნო­ვა­გის მი­წო­დე­ბას ცდი­ლობ­დ­ნენ ალ­ყა­ში მყო­ფი ფა­შის­ტე­ბი­სათ­ვის.

24 მარ­ტის მზი­ა­ნი დი­ლა იდ­გა. მან­ქა­ნე­ბი­დან გად­მო­სუ­ლი მებ­რ­ძო­ლე­ბი ქა­ლაქ ბრეს­ლა­უს მახ­ლობ­ლად მდე­ბა­რე ერთ-ერ­თი დან­გ­რე­უ­ლი ეკ­ლე­სი­ის ეზო­ში და­ბა­ნაკ­დ­ნენ. აქ შე­ჩე­რე­ბის მი­ზა­ნი მცი­რე­ო­დე­ნი დას­ვე­ნე­ბა და ბრეს­ლა­უს გარ­შე­მო მებ­რ­ძოლ­თა გა­ნა­წი­ლე­ბი­სათ­ვის გეგ­მის შედ­გე­ნა იყო. მო­უ­ლოდ­ნე­ლად ცა­ზე მტრის „მე­სერ­შ­მი­ტე­ბი“ გა­მოჩ­ნ­დ­ნენ, რო­მელ­თაც პოლ­კის მთლი­ა­ნად გა­ნად­გუ­რე­ბა გა­ნეზ­რა­ხათ, რა­თა მებ­რ­ძო­ლებს სა­თა­ნა­დო ად­გი­ლე­ბამ­დე ვერ მი­ეღ­წი­ათ. ატყ­და სა­ჰა­ე­რო გან­გა­ში. საბ­რ­ძო­ლო მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იქ­ნა მოყ­ვა­ნი­ლი ზარ­ბაზ­ნე­ბი. ფა­შის­ტ­თა თვით­მ­ფ­რი­ნა­ვე­ბი ჰა­ერ­ში ტალ­ღუ­რად მოძ­რა­ობ­დ­ნენ და სეტყ­ვა­სა­ვით ყრიდ­ნენ ბომ­ბებს. სა­პა­სუ­ხო ცეცხ­ლი გა­იხ­ს­ნა მი­წი­და­ნაც. ეს ყვე­ლა­ფე­რი წა­მებ­ში მოხ­და. სა­ზა­რელ­მა გრი­ალ­მა მო­იც­ვა არე­მა­რე, გე­გო­ნე­ბო­დათ დე­და­მი­წა გას­კ­დაო.

სწო­რედ ამ დროს უმ­ტყუ­ნა ქრის­ტი­ნეს ბედ­მა. ტყვი­ებ­მა იპოვ­ნეს სა­მიზ­ნე: ქრის­ტი­ნე ქვე­მო კი­დუ­რებ­სა და ღვიძ­ლის არე­ში და­იჭ­რა. ახ­სოვს, რომ ხოხ­ვით ძლივს შე­აღ­წია ერთ-ერ­თი ახ­ლომ­დე­ბა­რე სატ­ვირ­თო მან­ქა­ნის ქვეშ, მაგ­რამ შემ­დეგ რა მოხ­და, არ იცის, რად­გან დი­დი რა­ო­დე­ნო­ბით სის­ხ­ლი და­კარ­გა; არ ახ­სოვს რო­გორ გა­და­იყ­ვა­ნეს ჰოს­პი­ტალ­ში, სა­დაც ჩა­უ­ტარ­და ოპე­რა­ცია. რომ არა გან­გე­ბის ნე­ბა და დას­ტა­ქა­რის ოს­ტა­ტო­ბა, შე­საძ­ლოა, იგი სა­მუ­და­მოდ მი­ჯაჭ­ვო­და ინ­ვა­ლი­დის სა­ვარ­ძელს. იმ დღეს, გერ­მა­ნელ­თა ამ შე­მო­ტე­ვის გა­მო, პოლ­კის მრა­ვა­ლი მებ­რ­ძო­ლი და­იჭ­რა და და­ი­ღუ­პა.

მე­ო­რე მსოფ­ლიო ომის ვე­ტე­რა­ნი, ქალ­ბა­ტო­ნი ნუ­ცა შა­ლი­კაშ­ვი­ლი თა­ვის მო­გო­ნე­ბებ­ში წერს: „…ფრონ­ტი­დან კი­ლო­მეტ­რ­ნა­ხე­ვარ­ში იდ­გ­ნენ ჩვე­ნი მე­ზე­ნი­ტე­ე­ბი, რო­ცა მტრის სამ­მა თვით­მ­ფ­რი­ნავ­მა შე­მო­უ­ტია მათ პო­ზი­ცი­ებს, მე­ზე­ნი­ტე­ებ­მა ერ­თი მა­შინ­ვე დაწ­ვეს. გამ­ხე­ცე­ბულ­მა ფა­შის­ტებ­მა ტყვი­ამ­ფ­რ­ქ­ვე­ვის ცეცხ­ლი და­უ­ში­ნეს ჩვე­ნებს. „იუნ­კერ­სე­ბი“ ისე დაბ­ლა დაფ­რი­ნავ­დ­ნენ, რომ აშ­კა­რად ჩან­და ფრი­ცე­ბის სა­ხე­ე­ბი, სწო­რედ მა­შინ და­იჭ­რ­ნენ ქრის­ტი­ნე ხარ­ში­ლა­ძე, თი­ნა კი­ლა­ძე და სხვე­ბი“. გა­მო­ჯან­მ­რ­თე­ლე­ბის შემ­დეგ ქრის­ტი­ნე კვლავ და­უბ­რუნ­და ნა­წილს და ქ. ბრეს­ლა­უს გან­თა­ვი­სუფ­ლე­ბი­სათ­ვის ბრძო­ლა გა­ნაგ­რ­ძო.

1945 წლის 6 მა­ისს ფა­შის­ტებ­მა იარა­ღი და­ყა­რეს. უკ­რა­ი­ნის 1-ლი ფრონ­ტის ჯა­რებ­მა, ხან­გ­რ­ძ­ლი­ვი ალ­ყის შე­დე­გად, 7 მა­ისს, მთლი­ა­ნად და­ი­კა­ვეს ქა­ლა­ქი და ცი­ხე ბრეს­ლავ­ლი (ბრეს­ლაუ). ბრძო­ლა­ში გა­მო­ჩე­ნი­ლი მა­მა­ცო­ბი­სათ­ვის 415-ე სა­ზე­ნი­ტო არ­ტი­ლე­რი­ის პოლ­კი წი­თე­ლი ვარ­ს­კ­ვ­ლა­ვის ორ­დე­ნით და­ჯილ­დოვ­და. გარ­და ამი­სა, ქრის­ტი­ნე ხარ­ში­ლა­ძეს უმაღ­ლე­სი მთა­ვარ­სარ­დ­ლის მად­ლო­ბაც გა­დას­ცეს. 1945 წლის 9 მა­ისს ქრის­ტი­ნემ, თა­ვის პოლ­კ­თან ერ­თად, მტერ­ზე გა­მარ­ჯ­ვე­ბა იზე­ი­მა.

1945 წლის აგ­ვის­ტო­ში ომ­გა­დახ­დი­ლი, მრა­ვალ­ჭირ­გა­მოვ­ლი­ლი, საბ­რ­ძო­ლო ჯილ­დო­ე­ბით მკერ­დ­დამ­შ­ვე­ნე­ბუ­ლი ქრის­ტი­ნე სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში დაბ­რუნ­და. 1 სექ­ტემ­ბერს უნი­ვერ­სი­ტეტ­ში გა­მოცხად­და და სწავ­ლა კვლავ მე-2 კურ­სი­დან გა­ნაგ­რ­ძო. ლექ­ცი­ებს უკითხავ­დ­ნენ საქ­ვეყ­ნოდ ცნო­ბი­ლი მეც­ნი­ე­რე­ბი: ნი­კო მუს­ხე­ლიშ­ვი­ლი, ილია ვე­კუა, ევ­გე­ნი ხა­რა­ძე, მი­ხე­ილ ნო­დია, მა­თე მი­რი­ა­ნაშ­ვი­ლი, ლე­ვან გო­კი­ე­ლი, გი­ვი ხუ­ციშ­ვი­ლი, პო­ლი­ექ­ტოვ-ნი­კო­ლა­ძე და სხვა­ნი. მას­თან ერ­თად ჯგუფ­ში სწავ­ლობ­დ­ნენ შემ­დ­გომ­ში სა­ხე­ლო­ვა­ნი მეც­ნი­ე­რე­ბი: მა­თე­მა­ტი­კის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დოქ­ტო­რი, პრო­ფე­სო­რი, ქალ­ბა­ტო­ნი ნა­თე­ლა კახ­ნი­აშ­ვი­ლი და დო­ცენ­ტი, ბა­ტო­ნი გი­ორ­გი ალექ­სან­დ­რია, მა­სა­ვით მე­ო­რე მსოფ­ლიო ომის მო­ნა­წი­ლე, სა­ხე­ლო­ვა­ნი ქარ­თ­ვე­ლი მო­ჭად­რა­კის, ნა­ნა ალექ­სან­დ­რი­ას, მა­მა.

1949 წელს ქრის­ტი­ნემ წარ­მა­ტე­ბით და­ამ­თავ­რა თბი­ლი­სის სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის ფი­ზი­კა-მა­თე­მა­ტი­კის ფა­კულ­ტე­ტი, და­უბ­რუნ­და თა­ვის მშობ­ლი­ურ სო­ფელს და მუ­შა­ო­ბა და­იწყო კორ­ბო­უ­ლის სა­შუ­ა­ლო სკო­ლა­ში ფი­ზი­კა-მა­თე­მა­ტი­კის მას­წავ­ლებ­ლად. ბრძო­ლა­გა­მოვ­ლი­ლი, ჯილ­დო­ე­ბით მკერ­დ­დამ­შ­ვე­ნე­ბუ­ლი ახალ­გაზ­რ­და მას­წავ­ლე­ბე­ლი, სა­ი­მე­დო და­საყ­რ­დე­ნი იყო უამ­რა­ვი ახალ­გაზ­რ­დი­სათ­ვის, რომ­ლე­ბიც ცოდ­ნას იძენ­დ­ნენ და და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ცხოვ­რე­ბის გზა­ზე გა­მო­სას­ვ­ლე­ლად ემ­ზა­დე­ბოდ­ნენ. მოგ­ვი­ა­ნე­ბით თვი­თონ ქრის­ტი­ნე იგო­ნებ­და, თუ რა სულ­გა­ნა­ბუ­ლი უს­მენ­დ­ნენ მას ახალ­გაზ­რ­დე­ბი, რო­გორ უღ­ვივ­დე­ბო­დათ გულ­ში სამ­შობ­ლოს სიყ­ვა­რუ­ლი და რო­გო­რი პა­ტი­ვის­ცე­მით იმ­ს­ჭ­ვა­ლე­ბოდ­ნენ სამ­შობ­ლო­სათ­ვის და­ღუ­პუ­ლი ვაჟ­კა­ცე­ბი­სა და ქა­ლიშ­ვი­ლე­ბი­სად­მი.

1951 წელს ქრის­ტი­ნე ცო­ლად გაჰ­ყ­ვა ან­დ­რო მა­ჭა­რაშ­ვილს, რო­მე­ლიც შემ­დეგ­ში 31 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მუ­შა­ობ­და კორ­ბო­უ­ლის ჯერ მე­ო­რე და შემ­დეგ პირ­ვე­ლი სა­შუ­ა­ლო სკო­ლე­ბის დი­რექ­ტო­რად, ხო­ლო 9 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში — სას­წავ­ლო ნა­წი­ლის გამ­გედ. მათ შე­ე­ძი­ნათ შვი­ლე­ბი: ეთერ და რე­ვაზ მა­ჭა­რაშ­ვი­ლე­ბი.

საჩხე­რის რა­ი­ო­ნის გა­ნათ­ლე­ბის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში დი­დად აფა­სებ­დ­ნენ ამ ნაბ­რ­ძო­ლი ქა­ლის შრო­მი­სუ­ნა­რი­ა­ნო­ბას და პე­და­გო­გი­ურ ალ­ღოს. ახა­სი­ა­თებ­დ­ნენ რო­გორც საგ­ნის ღრმად მცოდ­ნეს, დი­დი პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბის მქო­ნე­სა და სწავ­ლე­ბის მო­წი­ნა­ვე მე­თო­დე­ბით აღ­ჭურ­ვილს. მოს­წავ­ლე­ებს ას­წავ­ლი­და სა­განს, ხო­ლო დამ­წყებ და ახალ­გაზ­რ­და პე­და­გო­გებს — სწავ­ლე­ბის ხერ­ხებ­სა და მე­თო­დებს. უჩ­ვე­ნებ­და, თუ რო­გორ შე­იძ­ლე­ბა ამა თუ იმ პროგ­რა­მუ­ლი მა­სა­ლის მა­ღალ­ხა­რის­ხოვ­ნად სწავ­ლე­ბა. უნ­და ით­ქ­ვას, რომ მა­თე­მა­ტი­კა იყო ერთ-ერ­თი ის სა­გა­ნი, რომ­ლის სწავ­ლე­ბა სკო­ლა­ში უმაღ­ლეს დო­ნე­ზე იდ­გა; რაც არა მხო­ლოდ ქრის­ტი­ნე ხარ­ში­ლა­ძის, არა­მედ იმ „მა­თე­მა­ტი­კუ­რი სკო­ლის“ უძ­ლი­ე­რეს პე­და­გოგ­თა დამ­სა­ხუ­რე­ბა იყო, რო­მელ­თა გვერ­დი­თაც მრა­ვა­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ეწე­ო­და ქრის­ტი­ნე პე­და­გო­გი­ურ მოღ­ვა­წე­ო­ბას: ალი­ო­შა მა­ჭა­რაშ­ვი­ლი, თა­მარ ხუ­როშ­ვი­ლი, მა­რი­ამ კუ­ლი­ჯა­ნო­ვა, პეტ­რე ლა­ბა­ძე, ნუ­ნუ დარ­ბა­ი­ძე, ცი­უ­რი ცარ­ცი­ძე, ეთერ მა­ჭა­რაშ­ვი­ლი და სხვ. მოკ­ლედ, ქრის­ტი­ნე ხარ­ში­ლა­ძე პე­და­გო­გი­ურ გუნდს ამ­შ­ვე­ნებ­და, ხო­ლო ეს გუნ­დი — ქრის­ტი­ნეს.

კორ­ბო­უ­ლის 1 სა­შუ­ა­ლო სკო­ლა­ში ქრის­ტი­ნე ხარ­ში­ლა­ძემ 46 წე­ლი იღ­ვა­წა და ერ­თ­გუ­ლად ემ­სა­ხუ­რა მოს­წავ­ლე ახალ­გაზ­რ­დო­ბის აღ­ზ­რ­დის საქ­მეს. ქრის­ტი­ნეს ყო­ფი­ლი მოს­წავ­ლე, შემ­დეგ­ში მცხე­თის რა­ი­ო­ნის გა­ნათ­ლე­ბის გან­ყო­ფი­ლე­ბის უფ­რო­სი უშან­გი ხარ­ში­ლა­ძე იგო­ნებ­და: „ის იყო ჭეშ­მა­რი­ტი პატ­რი­ო­ტი. ალა­ლად უყ­ვარ­და თა­ვი­სი ქვე­ყა­ნა, სრუ­ლი­ად სა­ქარ­თ­ვე­ლო. ახალ­გაზ­რ­დო­ბას ას­წავ­ლი­და, თუ რო­გორ უნ­და ამა­ყობ­დ­ნენ ისი­ნი პა­ტა­რა, მაგ­რამ სწო­რუ­პო­ვა­რი სამ­შობ­ლო­თი“. ვფიქ­რობ უპ­რი­ა­ნია ჩა­მოვ­თ­ვა­ლოთ ყვე­ლა ის ჯილ­დო, რომ­ლე­ბიც მი­ღე­ბუ­ლი აქვს თა­ვი­სი სი­ცოცხ­ლის მან­ძილ­ზე და რომ­ლე­ბიც მის ყვე­ლა წარ­მა­ტე­ბა­სა და მიღ­წე­ვებ­ზე ღა­ღა­დე­ბენ:

სა­ქარ­თ­ვე­ლოს სსრ დამ­სა­ხუ­რე­ბუ­ლი მას­წავ­ლებ­ლის სა­პა­ტიო წო­დე­ბა; უფ­რო­სი მას­წავ­ლებ­ლის წო­დე­ბა; დი­დი სა­მა­მუ­ლო ომის პირ­ვე­ლი ხა­რის­ხის ორ­დე­ნი; ხალ­ხ­თა მე­გობ­რო­ბის ორ­დე­ნი; სა­პა­ტიო ნიშ­ნის ორ­დე­ნი; ღირ­სე­ბის ორ­დე­ნი; მე­და­ლი კავ­კა­სი­ის დაც­ვი­სათ­ვის, მე­და­ლი ფა­შის­ტურ გერ­მა­ნი­ა­ზე გა­მარ­ჯ­ვე­ბი­სათ­ვის, უმაღ­ლე­სი მთა­ვარ­სარ­დ­ლის მად­ლო­ბა ქა­ლაქ ბრეს­ლა­უს და­უფ­ლე­ბი­სათ­ვის ბრძო­ლებ­ში ბრწყინ­ვა­ლე საბ­რ­ძო­ლო მოქ­მე­დე­ბე­ბი­სათ­ვის; მრა­ვა­ლი საბ­რ­ძო­ლო მე­და­ლი და ა.შ.

2014 წელს, 92 წლის ასაკ­ში, ქრის­ტი­ნე ხარ­ში­ლა­ძე გარ­და­იც­ვა­ლა, ხო­ლო 2015 წელს, სა­ქარ­თ­ვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­რომ საჩხე­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ კორ­ბო­უ­ლის 1 სა­ჯა­რო სკო­ლას (დი­რექ­ტო­რი — ბა­ტო­ნი ბეგ­ლარ არ­ჯე­ვა­ნი­ძე) ქრის­ტი­ნე ხარ­ში­ლა­ძის სა­ხე­ლი მი­ა­ნი­ჭა. მარ­თ­ლაც რა მშვე­ნივ­რად წერ­დ­ნენ სა­ხე­ლო­ვა­ნი ქარ­თ­ვე­ლი მგოს­ნე­ბი:

„თუ რო­მე­ლი­მე ხალ­ხის გაც­ნო­ბა გინ­და, იმ ქვეყ­ნის ქა­ლე­ბი უნ­და გა­იც­ნო, შე­ის­წავ­ლო… ისი­ნი არი­ან თა­ვი­სი ქვეყ­ნი­სა და ხალ­ხის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი, რო­გორც ბა­რო­მეტ­რი ტა­რო­სის“ (აკა­კი);

„ფასს დას­დებს ბო­ლოს ქვე­ყა­ნა, ვი­საც რამ დაგ­ვი­თე­სია“ (ვა­ჟა).

მიმ­დი­ნა­რე წელს სკო­ლას და­არ­სე­ბი­დან 150 წე­ლი შე­უს­რულ­და, ხო­ლო ქრის­ტი­ნე ხარ­ში­ლა­ძეს — და­ბა­დე­ბი­დან 100 წე­ლი. ამ უაღ­რე­სად მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან სა­ი­უ­ბი­ლეო თა­რი­ღებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, სულ ახ­ლა­ხან, საჩხე­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მე­რი­ის და­ფი­ნან­სე­ბით, გა­მო­ი­ცა ჩე­მი 250-გვერ­დი­ა­ნი ნაშ­რო­მი „შენ, ჩვე­ნო დი­დო იმე­დო“, რის­თ­ვი­საც უღ­რ­მეს მად­ლო­ბას ვუხ­დი საჩხე­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მერს, ბა­ტონ ლე­ვან ივა­ნაშ­ვილს, საკ­რე­ბუ­ლოს თავ­მ­ჯ­დო­მა­რეს, ბა­ტონ გა­გა დარ­ბა­ი­ძეს და მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მთელ გუნდს.

რე­ვაზ მა­ჭა­რაშ­ვი­ლი -ტექ­ნი­კის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დოქ­ტო­რი, ორ­გ­ზის ღირ­სე­ბის ორ­დე­ნის კა­ვა­ლე­რი, მრა­ვა­ლი წიგ­ნის ავ­ტო­რი, ამა­ვე სკო­ლის აღ­ზ­რ­დი­ლი

 

არდადეგები

არდადეგები – თავისუფლებისა და დასვენების დღეების ხიბლი

ინა იმედაშვილი იუჯის სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ათეულთა...

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები