24 ნოემბერი, კვირა, 2024

სა­ხელ­მ­წი­ფო პრობ­ლე­მის ეფექ­ტი­ან გა­დაჭ­რას უნ­და უწყობ­დეს ხელს და არა ეთ­ნი­კუ­რი ჯგუ­ფე­ბის მი­მართ სტე­რე­ო­ტი­პე­ბი­სა და ცრურ­წ­მე­ნე­ბის გაღ­რ­მა­ვე­ბას

spot_img

სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ბავ­შ­ვ­თა და ად­რე­ულ ასაკ­ში ქორ­წი­ნე­ბის სა­კითხი ჯერ კი­დევ მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან გა­მოწ­ვე­ვად რჩე­ბა. სა­ზო­გა­დო­ე­ბის აღ­ქ­მა­ში, ხში­რად, სტე­რე­ო­ტი­პუ­ლად, ის ქვე­მო ქარ­თ­ლის რე­გი­ონ­სა და სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში მცხოვ­რებ ეთ­ნი­კუ­რი უმ­ცი­რე­სო­ბე­ბის თე­მებს უკავ­შირ­დე­ბა. ამ სა­კითხებ­ზე არა­ერ­თი კვლე­ვაა ჩა­ტა­რე­ბუ­ლი, თუმ­ცა, მსგავ­სი ვიწ­რო ფო­კუ­სით, ეს პირ­ვე­ლი მცდე­ლო­ბაა. კვლე­ვის მი­ზა­ნი იყო ად­რე­ულ ასაკ­ში ქორ­წი­ნე­ბის მხარ­დამ­ჭე­რი მშობ­ლე­ბის მო­საზ­რე­ბე­ბის და მა­თი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბე­ბის სიღ­რ­მი­სე­უ­ლი შეს­წავ­ლა; სა­ხელ­მ­წი­ფო უწყე­ბე­ბის, ფო­კუს ჯგუ­ფე­ბის, თე­მის წევ­რე­ბის გან­წყო­ბე­ბი და შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი. ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სა­მუ­შა­ო­ე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, ან­გა­რი­ში მომ­ზად­და სა­ქარ­თ­ვე­ლოს სა­ხალ­ხო დამ­ც­ვე­ლის აპა­რა­ტის მი­ერ, პლატ­ფორ­მა „სა­ლამ­თან“ თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბით, გა­ე­როს მო­სახ­ლე­ო­ბის ფონ­დის (UNFPA) სა­ქარ­თ­ვე­ლოს ოფი­სის მხარ­და­ჭე­რით, გა­ე­როს ერ­თობ­ლი­ვი პროგ­რა­მის „გენ­დე­რუ­ლი თა­ნას­წო­რო­ბის­თ­ვის“ ფარ­გ­ლებ­ში, რო­მე­ლიც შვე­დე­თის მთავ­რო­ბის მხარ­და­ჭე­რით ხორ­ცი­ელ­დე­ბა.

ვფიქ­რობთ, კვლე­ვის შე­დე­გე­ბი მრა­ვალ­მ­ხ­რივ სა­ინ­ტე­რე­სო იქ­ნე­ბა ჩვე­ნი მკითხ­ვე­ლის­თ­ვის, რად­გან მას­ში იკითხე­ბა ის ტენ­დენ­ცია და დი­ნა­მი­კა, რაც რე­ა­ლუ­რად არ­სე­ბობს ჩვენს სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ბავ­შ­ვ­თა და ად­რე­ულ ასაკ­ში ქორ­წი­ნე­ბის თა­ო­ბა­ზე.

📌ად­გი­ლობ­რი­ვი და სა­ხელ­მ­წი­ფო უწყე­ბე­ბის გან­წყო­ბე­ბი და სა­მუ­შაო პრაქ­ტი­კე­ბი

კვლე­ვის ფარ­გ­ლებ­ში, შეხ­ვედ­რე­ბი ჩა­ტარ­და ქვე­მო ქარ­თ­ლის შვი­დი­ვე თვით­მ­მარ­თ­ველ ერ­თე­ულ­თან/თვით­მ­მარ­თ­ვე­ლი ერ­თე­უ­ლის გენ­დე­რუ­ლი თა­ნას­წო­რო­ბის საბ­ჭოს წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან. საბ­ჭოს წევ­რე­ბის აბ­სო­ლუ­ტურ უმ­რავ­ლე­სო­ბას უჭირს პა­სუ­ხი გას­ცეს შე­კითხ­ვას, თუ რო­გორ მუ­შა­ო­ბენ ად­რე­ულ ასაკ­ში ქორ­წი­ნე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­სა­ღე­ბად. ძი­რი­თად შემ­თხ­ვე­ვებ­ში, გა­მოვ­ლე­ნი­ლი სტე­რე­ო­ტი­პუ­ლი ხედ­ვა გვა­ფიქ­რე­ბი­ნებს, რომ სა­თა­ნა­დოდ ვერც ხე­და­ვენ სა­კითხ­ზე მუ­შა­ო­ბის სა­ჭი­რო­ე­ბას. მო­სახ­ლე­ო­ბა არც არის ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლი გენ­დე­რუ­ლი თა­ნას­წო­რო­ბის საბ­ჭო­ე­ბის არ­სე­ბო­ბის შე­სა­ხებ და შე­სა­ბა­მი­სად, არ მი­მარ­თა­ვენ მათ, ასე­თი ფაქ­ტი არც ერთ თვით­მ­მარ­თ­ვე­ლო­ბა­ში არ ფიქ­სირ­დე­ბა. თა­ვად საბ­ჭოს წევ­რე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა მი­იჩ­ნევს, რომ ეს პრაქ­ტი­კა (ად­რე­ულ ასაკ­ში ქორ­წი­ნე­ბა) და­კავ­ში­რე­ბუ­ლია ეთ­ნი­კუ­რი და რე­ლი­გი­უ­რი უმ­ცი­რე­სო­ბე­ბის ტრა­დი­ცი­ებ­თან და მა­თი ცნო­ბი­ე­რე­ბის და­ბალ დო­ნეს­თან. მა­თი­ვე თქმით, სა­ჭი­როა უფ­რო ძლი­ე­რი სა­დამ­ს­ჯე­ლო მე­ქა­ნიზ­მე­ბი, რა­თა მშობ­ლებს შე­ე­შინ­დეთ და შე­ეშ­ვან სა­კუ­თა­რი შვი­ლე­ბის ად­რე­ულ ასაკ­ში და­ო­ჯა­ხე­ბას. ამ­ბო­ბენ, რომ ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით „ბევ­რი არა­ფე­რი შე­უძ­ლი­ათ“ და თა­ვი­ანთ როლს მხო­ლოდ სა­ინ­ფორ­მა­ციო შეხ­ვედ­რებ­ში ხე­და­ვენ. საბ­ჭოს წევ­რ­თა უმ­რავ­ლე­სო­ბა არ ფლობს სა­თა­ნა­დო ინ­ფორ­მა­ცი­ას რე­ფე­რი­რე­ბის პრო­ცე­დუ­რე­ბის შე­სა­ხებ, ნაკ­ლე­ბად თა­ნამ­შ­რომ­ლობს სხვა სა­ხელ­მ­წი­ფო უწყე­ბებ­თან, პრობ­ლე­მუ­რია უწყე­ბებს შო­რის კო­ორ­დი­ნი­რე­ბუ­ლი მუ­შა­ო­ბაც.

📌 შსს-ს ქვე­მო ქარ­თ­ლის რა­ი­ო­ნუ­ლი სამ­მარ­თ­ვე­ლო­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან გა­სა­უბ­რე­ბის შე­დე­გე­ბი

უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ამ სა­კითხ­ზე მო­მუ­შა­ვე შსს-ს თა­ნამ­შ­რომ­ლე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა ეთ­ნი­კუ­რად ქარ­თ­ვე­ლია. მა­თი აზ­რით, ად­რე­ულ ასაკ­ში და ბავ­შ­ვ­თა ქორ­წი­ნე­ბის პრაქ­ტი­კა, ძი­რი­თა­დად, ეთ­ნი­კუ­რი უმ­ცი­რე­სო­ბე­ბის­თ­ვი­საა და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი და მა­თი ტრა­დი­ცი­ე­ბი­დან და კულ­ტუ­რი­დან მომ­დი­ნა­რე­ობს, ასე­ვე, მი­უ­ღე­ბელ ნორ­მად მი­აჩ­ნი­ათ პო­ლი­ცი­ი­სათ­ვის მი­მარ­თ­ვა. მა­თი უმ­რავ­ლე­სო­ბა ფიქ­რობს, რომ ეთ­ნი­კურ უმ­რავ­ლე­სო­ბებ­ში ტრა­დი­ცი­ე­ბი­სა და წეს-ჩვე­უ­ლე­ბე­ბის შეც­ვ­ლა შე­უძ­ლე­ბე­ლია და აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რე­ა­გი­რე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბა­საც ვერ ხე­და­ვენ – ად­რე­ულ ასაკ­ში ქორ­წი­ნე­ბის შემ­თხ­ვე­ვებ­ზე არა­სა­თა­ნა­დო რე­ა­გი­რე­ბაც მათ შე­ხე­დუ­ლე­ბებ­სა და გან­წყო­ბებს უკავ­შირ­დე­ბა. ასე­თი ფრა­ზაც ით­ქ­ვა „სო­ცი­ა­ლუ­რი სი­დუხ­ჭი­რე არაა მი­ზე­ზი, სის­ხ­ლ­ში აქვთ ეს ტრა­დი­ცი­ე­ბი, ყა­რა­ჯა­ლა­ში ჯერ კი­დევ მე-17 სა­უ­კუ­ნეა“.

რეს­პონ­დენ­ტე­ბი იმა­საც ამ­ბო­ბენ, რომ კონ­ტ­რო­ლი­თა და სა­დამ­ს­ჯე­ლო მე­ქა­ნიზ­მე­ბით პრობ­ლე­მა ვერ მოგ­ვარ­დე­ბა. სა­ჭი­როა და­მა­ტე­ბი­თი აქ­ტი­ვო­ბე­ბი, რაც ხელს შე­უწყობს უმ­ცი­რე­სო­ბა­თა წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის ცნო­ბი­ე­რე­ბის ამაღ­ლე­ბას, გან­სა­კუთ­რე­ბით ახალ­გაზ­რ­დებ­ში; პო­ლი­ცი­ე­ლებ­მა ხაზ­გას­მით ისა­უბ­რეს სო­ცი­ა­ლუ­რი მუ­შა­კე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბა­ზე. მა­თი მო­საზ­რე­ბით, ად­რე­ულ ასაკ­ში ქორ­წი­ნე­ბა „ეკო­ნო­მი­კუ­რი სარ­გებ­ლის მი­ღე­ბის ან ეკო­ნო­მი­კუ­რი ტვირ­თის მო­შო­რე­ბის“ სურ­ვი­ლი­თაა გა­მოწ­ვე­უ­ლი.

სის­ტე­მურ პრობ­ლე­მებ­ზე სა­უბ­რის დროს, პო­ლი­ცი­ე­ლე­ბი თით­ქ­მის არ სა­უბ­რო­ბენ სო­ცი­ა­ლურ-ეკო­ნო­მი­კურ გა­მოწ­ვე­ვებ­ზე, უმ­ცი­რე­სო­ბე­ბის წი­ნა­შე არ­სე­ბულ ბა­რი­ე­რებ­ზე და უპერ­ს­პექ­ტი­ვო­ბის გან­ც­და­ზე; თვალ­ში­სა­ცე­მია პო­ლი­ცი­ე­ლე­ბის მი­ერ არა­დო­მი­ნან­ტუ­რი ეთ­ნი­კუ­რი ჯგუ­ფე­ბის იერარ­ქი­ზე­ბის პრაქ­ტი­კა, რე­გი­ო­ნე­ბის მი­ხედ­ვით. ერთ-ერ­თი პო­ლი­ცი­ე­ლის აზ­რით, „მარ­ნე­ულ­ში მე­ტად გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მო­სახ­ლე­ო­ბაა, რად­გან გა­ნათ­ლე­ბას უფ­რო მი­აქ­ცი­ეს ყუ­რადღე­ბა, დმა­ნი­სი უფ­რო შო­რია და ნაკ­ლე­ბად ექ­ცე­ვა ყუ­რადღე­ბა გა­ნათ­ლე­ბას“.

📌 სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო რე­სურ­ს­ცენ­ტ­რე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან გა­სა­უბ­რე­ბის შე­დე­გე­ბი

ბუ­ნებ­რი­ვია, ეს ერთ-ერ­თი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი სეგ­მენ­ტია პრობ­ლე­მის მოგ­ვა­რე­ბის­თ­ვის. მათ­თან შეხ­ვედ­რამ აჩ­ვე­ნა, რომ ად­რე­უ­ლი ქორ­წი­ნე­ბის მი­ზე­ზად, ისე რო­გორც სხვა უწყე­ბე­ბი, რე­სურ­ს­ცენ­ტ­რის თა­ნამ­შ­რო­მელ­თა უმ­რავ­ლე­სო­ბაც ტრა­დი­ცი­ებ­სა და რე­ლი­გი­ას მი­იჩ­ნევს. „მათ ასე ეს­მით“ – ამ­ბო­ბენ ისი­ნი.

შეხ­ვედ­რი­სას ისიც აღი­ნიშ­ნა, რომ ბო­ლო წლებ­ში, ად­რე­უ­ლი ქორ­წი­ნე­ბის შემ­თხ­ვე­ვებ­მა საგ­რ­ძ­ნობ­ლად იკ­ლო. ახ­ლა სკო­ლის გაც­დე­ნის და მი­ტო­ვე­ბის სა­ფუძ­ვე­ლი ხში­რად საცხოვ­რე­ბე­ლი ად­გი­ლის შეც­ვ­ლა, საზღ­ვარ­გა­რეთ საცხოვ­რებ­ლად წას­ვ­ლაა… ამი­ტო­მაც, რეს­პონ­დენ­ტე­ბის აზ­რით, სა­ჭი­როა სტა­ტის­ტი­კის წარ­მო­ე­ბა, რე­ფე­რი­რე­ბის დო­კუ­მენტს ყვე­ლა მას­წავ­ლე­ბე­ლი უნ­და იც­ნობ­დეს და მას­ზე პა­სუ­ხის­მ­გე­ბე­ლი სკო­ლის დი­რექ­ტო­რია და არა რე­სურ­ს­ცენ­ტ­რი.

რე­სურ­ს­ცენ­ტ­რე­ბის თა­ნამ­შ­რომ­ლე­ბი აღ­ნიშ­ნა­ვენ, რომ ხში­რად ად­რე­ულ ასაკ­ში ბავ­შ­ვ­თა ქორ­წი­ნე­ბის წა­მა­ხა­ლი­სებ­ლე­ბი თა­ვად მშობ­ლე­ბი არი­ან, ამი­ტომ „სა­ჭი­როა მშობ­ლებ­თან სა­უბ­რე­ბი და მათ­თან მუ­შა­ო­ბა, რად­გან სწო­რედ მშო­ბე­ლია მთა­ვა­რი რგო­ლი“. რეს­პონ­დენ­ტე­ბი, მშობ­ლე­ბის ამ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას მა­თი მწი­რი გა­ნათ­ლე­ბი­თა და მენ­ტა­ლო­ბით ხსნი­ან, ხო­ლო სო­ცი­ა­ლურ-ეკო­ნო­მი­კუ­რი გა­მოწ­ვე­ვე­ბი და სი­ღა­რი­ბე, მა­თი აზ­რით, პრობ­ლე­მის მთა­ვა­რი მი­ზე­ზი არ არის.

კი­დევ ერ­თი, მა­თი აზ­რით, მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ნა­წი­ლი ამ სა­ზი­ა­ნო პრაქ­ტი­კის­გან თა­ვის და­საღ­წე­ვად 1+4 პროგ­რა­მის კრი­ტი­კუ­ლი რო­ლია, რო­მე­ლიც უფ­რო და უფ­რო მეტ ახალ­გაზ­რ­დას უმაღ­ლეს სას­წავ­ლე­ბელ­ში სწავ­ლის გაგ­რ­ძე­ლე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბას აძ­ლევს. კონ­კ­რე­ტუ­ლად რა პო­ზი­ტი­ურ როლს შე­ას­რუ­ლე­ბენ ისი­ნი ამ პრო­ცეს­ში, გა­მოკ­ვე­თი­ლად, ამის შე­სა­ხებ არ სა­უბ­რო­ბენ; ვერ იხ­სე­ნე­ბენ, ბო­ლო წლებ­ში, გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს მი­ერ და­გეგ­მილ ვერც ერთ აქ­ტი­ვო­ბას, გარ­და ტრე­ნინ­გე­ბის ჩა­ტა­რე­ბი­სა და სა­ინ­ფორ­მა­ციო ბუკ­ლე­ტე­ბის და­ბეჭ­დ­ვი­სა, მათ უჭირთ კონ­კ­რე­ტუ­ლი ნა­ბი­ჯე­ბის და­სა­ხე­ლე­ბა.

📌 სო­ცი­ა­ლურ მუ­შა­კებ­თან გა­სა­უბ­რე­ბის შე­დე­გე­ბი

ამ შეხ­ვედ­რის მო­ნა­წი­ლე­ნი ეთ­ნი­კუ­რად ქარ­თ­ვე­ლე­ბი იყ­ვ­ნენ. მა­თი უმ­რავ­ლე­სო­ბა ამ­ბობს, რომ ამ სა­კითხ­ზე მუ­შა­ო­ბი­სას ად­გი­ლობ­რივ მო­სახ­ლე­ო­ბას­თან კო­მუ­ნი­კა­ცი­ის პრობ­ლე­მა ექ­მ­ნე­ბათ. ხში­რად სო­ცი­ა­ლუ­რი მუ­შა­კე­ბი სოფ­ლებ­ში და­მო­უ­კი­დებ­ლად ჩას­ვ­ლა­საც კი ერი­დე­ბი­ან. მა­თი აბ­სო­ლუ­ტუ­რი უმ­რავ­ლე­სო­ბა, სხვა უწყე­ბე­ბის მსგავ­სად, არ­სე­ბულ პრობ­ლე­მას აზერ­ბა­ი­ჯა­ნულ თემ­ში, მა­თი კულ­ტუ­რი­თა და ტრა­დი­ცი­ე­ბით ხსნის, ნა­წი­ლი მი­იჩ­ნევს, რომ „სა­ჭი­როა არა მხო­ლოდ დას­ჯა­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი მუ­შა­ო­ბა, არა­მედ შე­სა­ბა­მი­სი ორ­გა­ნო­ე­ბის და უწყე­ბე­ბის (სკო­ლა, თვით­მ­მარ­თ­ვე­ლო­ბა, მე­რის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­ულ ერ­თე­უ­ლებ­ში, სა­მე­დი­ცი­ნო სფე­როს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი და ა.შ.) ცნო­ბი­ე­რე­ბის ამაღ­ლე­ბა“; სო­ცი­ა­ლუ­რი მუ­შა­კე­ბის ნა­წი­ლი სპე­ცი­ა­ლუ­რი გზამ­კ­ვ­ლე­ვი დო­კუ­მენ­ტის შექ­მ­ნის აუცი­ლებ­ლო­ბა­ზე სა­უბ­რობს, რო­მე­ლიც მათ ად­რე­ულ ასაკ­ში ქორ­წი­ნე­ბის სა­კითხ­ზე მუ­შა­ო­ბა­ში და­ეხ­მა­რე­ბა. ად­გი­ლობ­რი­ვი კონ­ტექ­ს­ტის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, მა­თი­ვე დაკ­ვირ­ვე­ბით, მშობ­ლებ­თან და ოჯა­ხებ­თან ამ სა­კითხ­ზე პრაქ­ტი­კუ­ლი მუ­შა­ო­ბა ხში­რად იწ­ვევს და­დე­ბით შე­დე­გებს გან­წყო­ბებ­ში, თუმ­ცა ისეთ შემ­თხ­ვე­ვებ­საც ასა­ხე­ლე­ბენ, რო­ცა გო­გო­ნე­ბი თა­ვად ცდი­ლო­ბენ, ად­რე­ულ ასაკ­ში ქორ­წი­ნე­ბით, თა­ვი და­აღ­წი­ონ მშობ­ლებ­თან არ­სე­ბულ ეკო­ნო­მი­კურ გა­მოწ­ვე­ვებს, სი­ღა­რი­ბე­სა და უპერ­ს­პექ­ტი­ვო­ბას; ასა­ხე­ლე­ბენ ასე­ვე არა­ქარ­თუ­ლე­ნო­ვან სკო­ლებ­ში გა­ნათ­ლე­ბის და­ბალ დო­ნეს, პე­და­გოგ­თა არა­სა­თა­ნა­დო კვა­ლი­ფი­კა­ცი­ას; აქვთ გან­ც­და, რომ ეთ­ნი­კუ­რი უმ­ცი­რე­სო­ბე­ბის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი მშობ­ლე­ბი გო­გო­ნებს შვი­ლა­დაც არ მი­იჩ­ნე­ვენ – „მათ ბი­ჭი შვი­ლი უფ­რო უყ­ვართ, ვიდ­რე გო­გო, რად­გან გო­გო მა­ლე წა­ვა სახ­ლი­დან და ბი­ჭი რჩე­ბა“; რეს­პონ­დენ­ტე­ბი აღ­ნიშ­ნა­ვენ, რომ საწყის ეტაპ­ზე, სო­ცი­ა­ლუ­რი მუ­შა­კე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბა პრობ­ლე­მის მოგ­ვა­რე­ბა­ში, მშობ­ლე­ბის მხრი­დან, მა­თი ოჯა­ხის საქ­მე­ში ჩა­რე­ვად აღიქ­მე­ბო­და. ქა­ლე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ ეს მა­თი წი­ნაპ­რე­ბის ტრა­დი­ციაა, მა­მა­კა­ცე­ბი აგ­რე­სი­უ­ლე­ბი ხდე­ბი­ან. სკო­ლის დი­რექ­ტო­რე­ბი და პე­და­გო­გე­ბი მა­ლა­ვენ მსგავს შემ­თხ­ვე­ვებს, რად­გან ამა­ვე თე­მის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი არი­ან.

რაც შე­ე­ხე­ბა სოც­მუ­შა­კე­ბის თა­ვად ბავ­შ­ვებ­თან მუ­შა­ო­ბას, ისი­ნი ამ­ბო­ბენ, რომ ხში­რად მო­ზარ­დებს უძ­ნელ­დე­ბათ ქორ­წი­ნე­ბის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა, გო­გო­ნე­ბი აცხა­დე­ბენ, რომ მათ ოჯახ­მა შე­ურ­ჩია საქ­მ­რო და პრე­ტენ­ზია არ აქვთ, რად­გან ბავ­შ­ვო­ბი­დან შე­გუ­ე­ბუ­ლი არი­ან ამ რე­ა­ლო­ბას­თან.

📌 ად­რე­ულ ასაკ­ში ქორ­წი­ნე­ბის გა­მოც­დი­ლე­ბის მქო­ნე თე­მის წევ­რ­თა გან­წყო­ბე­ბი

ად­რე­ულ ასაკ­ში ქორ­წი­ნე­ბის გა­მოც­დი­ლე­ბის მქო­ნე პი­რე­ბი მი­იჩ­ნე­ვენ, რომ ამ­გ­ვა­რი პრაქ­ტი­კა მათ გარ­შე­მო ჯერ კი­დევ ძლი­ე­რია, თუმ­ცა, ბო­ლო წლებ­ში, საგ­რ­ძ­ნობ­ლად იკ­ლო. მა­თი­ვე აზ­რით, ად­რე­ულ ასაკ­ში ქორ­წი­ნე­ბის ძი­რი­თა­დი გა­მომ­წ­ვე­ვი მი­ზე­ზე­ბი სი­ღა­რი­ბე, გა­ნათ­ლე­ბის გა­მოწ­ვე­ვე­ბი/უპერ­ს­პექ­ტი­ვო­ბა, პატ­რი­არ­ქა­ტი და ცრუ ტრა­დი­ცი­ე­ბია.

  1. ერთ-ერ­თი რეს­პონ­დენ­ტის თა­ნახ­მად: „ხში­რად გო­გო­ნე­ბი ძა­ლი­ან მკაცრ და ჩა­კე­ტილ გა­რე­მო­ში არი­ან გაზ­რ­დილ­ნი და აქე­დან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა უნ­დათ. ძა­ლი­ან რო­მან­ტი­ზე­ბუ­ლია ქორ­წი­ლი და მი­სი შემ­დე­გი პე­რი­ო­დიც. უც­ნა­უ­რია, მაგ­რამ შენ თავს უფ­რო ღი­რე­ბუ­ლად გრძნობ, იმი­ტომ, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბა სხვა­ნა­ი­რად გი­ყუ­რებს, შენ აზრს გე­კითხე­ბი­ან. ასე­ვე, პე­და­გო­გე­ბის მიდ­გო­მა ახალ­გაზ­რ­დებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბებ­ში, მე მგო­ნია, რომ პრობ­ლე­მუ­რია. მო­ზარ­დ­ში გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბის სურ­ვილს ხში­რად ვერ აყა­ლი­ბე­ბენ მას­წავ­ლებ­ლე­ბი და გა­ნათ­ლე­ბას რომ არ იღებს ან ვერ იღებს, მა­შინ და­ქორ­წი­ნე­ბა მე­ო­რე გარ­და­უ­ვა­ლი ალ­ტერ­ნა­ტი­ვა ხდე­ბა“ (სიღ­რ­მი­სე­უ­ლი ინ­ტერ­ვიუ ად­რე­ულ ასაკ­ში ქორ­წი­ნე­ბის გა­მოც­დი­ლე­ბის მქო­ნე პირ­თან, 20 წლის);
  2. ად­რე­უ­ლი ქორ­წი­ნე­ბის ჯერ კი­დევ არ­სე­ბუ­ლი შემ­თხ­ვე­ვე­ბი სა­ხელ­მ­წი­ფოს არა­თან­მიმ­დევ­რუ­ლი პო­ლი­ტი­კის შე­დე­გია: „მე ვი­ცო­დი, რომ იმ გე­ოგ­რა­ფი­ულ არე­ალ­ში, სა­დაც ვცხოვ­რობ, პო­ლი­ცი­ე­ლე­ბის საკ­მა­ოდ დი­დი ნა­წი­ლი ნა­თე­სა­ვია. ამი­ტომ, რომც და­მე­რე­კა პო­ლი­ცი­ელ­თან, ვი­ცო­დი, რომ ის სა­ნა­თე­საო კავ­ში­რი ყვე­ლა­ფერს ისე მო­აგ­ვა­რებ­და, რო­გორც მათ მო­უნ­დე­ბო­დათ. ვი­ცო­დი, რომ ჩე­მი ხმა და ჩე­მი აზ­რი არა­სო­დეს მო­ის­მი­ნე­ბო­და. ამი­ტომ, რა აზ­რი ჰქონ­და და­რეკ­ვას, ვინ და­მი­ცავ­და?! ბო­ლოს მე მექ­ნე­ბო­და ცუ­დი შვი­ლის და­ღი. ამ სა­კითხ­ში, სამ­წუ­ხა­როდ, რაც არ უნ­და ძლი­ე­რი იყოს კა­ნო­ნი, შე­ნი ოჯა­ხის კავ­ში­რე­ბი მა­ინც იმ­დე­ნად ძლი­ე­რი შე­იძ­ლე­ბა აღ­მოჩ­ნ­დეს, რომ ამ კა­ნონს გვერ­დი აუაროს“ (სიღ­რ­მი­სე­უ­ლი ინ­ტერ­ვიუ ად­რე­ულ ასაკ­ში ქორ­წი­ნე­ბის გა­მოც­დი­ლე­ბის მქო­ნე პირ­თან, 22 წლის);
  3. სკო­ლის როლ­სა და მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა­ზე სა­უბ­რი­სას, ერთ-ერ­თი რეს­პონ­დენ­ტი ამ­ბობს: „ჩვენს სკო­ლა­ში არ მახ­სოვს ჩა­ტა­რე­ბუ­ლი­ყო რა­ი­მე სა­ინ­ფორ­მა­ციო შეხ­ვედ­რა ამ სა­კითხ­თან და­კავ­ში­რე­ბით. პი­რი­ქით, თა­ვად სკო­ლაც თვალს ხუ­ჭავს ამ ფაქ­ტებ­ზე. მე-9 კლას­ში ვი­ყა­ვი, სკო­ლა რომ მი­ვა­ტო­ვე, არა­ვინ და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლა მი­ზე­ზით. ის კი იცოდ­ნენ, რომ გა­მათხო­ვეს, მაგ­რამ რა­მე ნა­ბი­ჯი არ გა­დად­გ­მუ­ლა სკო­ლის ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­ის მხრი­დან, არა და რო­გო­რი იმე­დი მქონ­და. თან ჩე­მი სკო­ლა ვი­თომ ქა­ლა­ქის სკო­ლაა“ (სიღ­რ­მი­სე­უ­ლი ინ­ტერ­ვიუ ად­რე­ულ ასაკ­ში ქორ­წი­ნე­ბის გა­მოც­დი­ლე­ბის მქო­ნე პირ­თან, 22 წლის).

ად­რე­ულ ასაკ­ში ქორ­წი­ნე­ბის გა­მოც­დი­ლე­ბის მქო­ნე ყვე­ლა რეს­პონ­დენ­ტი ნე­გა­ტი­უ­რად აფა­სებს ამ პრაქ­ტი­კას და, თა­ვი­ან­თი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის ფარ­გ­ლებ­ში, სურთ შე­ე­წი­ნა­აღ­მ­დე­გონ მას. „მე 15 წლის ასაკ­ში გა­მათხო­ვეს. სი­მარ­თ­ლე გითხ­რათ, მა­შინ მი­ხა­რო­და კი­დეც, ხო­ლო ჩემს მშობ­ლებს ალ­ბათ ნამ­დ­ვი­ლად ეგო­ნათ, რომ ჩემ­თ­ვის სა­უ­კე­თე­სო გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბას იღებ­დ­ნენ. შემ­დეგ იყო ოჯა­ხის მძი­მე ტვირ­თი, ბავ­შ­ვე­ბი, ჩე­მი მე­უღ­ლეც ძა­ლი­ან ახალ­გაზ­რ­და იყო. მძი­მეა ად­რე­ულ ასაკ­ში ქორ­წი­ნე­ბა. ახ­ლა გა­დაწყ­ვე­ტი­ლი მაქვს, რომ სხვა შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბიც არ­სე­ბობს და არ ვა­პი­რებ, რომ ჩე­მი შვი­ლი ად­რე­ულ ასაკ­ში გა­ვათხო­ვო, უნ­და ვას­წავ­ლო, ვხე­დავ, რომ ბევ­რი რამ სხვა­ნა­ი­რა­დაც შე­საძ­ლოა მოხ­დეს. ჩემს ბავ­შ­ვო­ბა­ში, არც მე და არც ჩე­მი მშობ­ლე­ბი, სხვა შე­საძ­ლებ­ლო­ბებს ვერ ვხე­დავ­დით“ (სიღ­რ­მი­სე­უ­ლი ინ­ტერ­ვიუ ად­რე­ულ ასაკ­ში ქორ­წი­ნე­ბის გა­მოც­დი­ლე­ბის მქო­ნე პირ­თან, 30 წლის).

📌 ახალ­გაზ­რ­დე­ბის გან­წყო­ბე­ბი

ფო­კუს­ჯ­გუ­ფე­ბის მო­ნა­წი­ლე თით­ქ­მის ყვე­ლა ახალ­გაზ­რ­და უარ­ყო­ფი­თად აფა­სებს ად­რე­ულ ასაკ­ში ქორ­წი­ნე­ბის მავ­ნე პრაქ­ტი­კას. მა­თი აზ­რით, ეს არის პრობ­ლე­მა, რო­მელ­საც ყვე­ლა­ზე მე­ტად ეჯა­ხე­ბი­ან გო­გო­ნე­ბი, მათ გა­უ­ჭირ­დათ ად­რე­ულ ასაკ­ში და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი ბი­ჭის გახ­სე­ნე­ბა. რე­გი­ო­ნებ­ში ად­რე­უ­ლი ქორ­წი­ნე­ბის ფაქ­ტე­ბის აღ­კ­ვე­თის კუთხით უარ­ყო­ფი­თად აფა­სე­ბენ ად­გი­ლობ­რი­ვი პო­ლი­ცი­ის საქ­მი­ა­ნო­ბას. შეშ­ფო­თე­ბას გა­მო­ხა­ტა­ვენ იძუ­ლე­ბით გა­ტა­ცე­ბის ფაქ­ტებ­ზე პო­ლი­ცი­ის რე­ა­გი­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით; გო­გო­ზე სექ­სუ­ა­ლუ­რი ძა­ლა­დო­ბის შემ­თხ­ვე­ვი­სას პო­ლი­ცი­ე­ლი მხა­რე­ე­ბის შე­რი­გე­ბას ელო­დე­ბა. ფო­კუს­ში მო­ნა­წი­ლე ახალ­გაზ­რ­დე­ბი აცხა­დე­ბენ, რომ მათ არ აქვთ პო­ლი­ცი­ე­ლის ნდო­ბა. „პო­ლი­ცი­ე­ლის როლს და ძა­ლას, ამ კუთხით, სა­ერ­თოდ ვერ ვხე­დავ და არ ვენ­დო­ბი… ჩვენს სო­ფელ­ში გვყავს პო­ლი­ცი­ე­ლი, რამ­დე­ნი­მე შემ­თხ­ვე­ვა მოხ­და ად­რე­უ­ლი ქორ­წი­ნე­ბის, მან იცო­და ამის შე­სა­ხებ, მაგ­რამ სოფ­ლის მო­სახ­ლე­ო­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის არ­გა­ფუ­ჭე­ბის მო­ტი­ვით არა­ნა­ი­რი რე­ა­გი­რე­ბა არ მო­ახ­დი­ნა ამ შემ­თხ­ვე­ვებ­ზე, მე­ტიც, ის წა­ვი­და და 14 წლის გო­გოს ქორ­წილ­ში კარ­გად ჭა­მა და და­ლია“….

რეს­პონ­დენ­ტე­ბი ასე­ვე პრობ­ლე­მუ­რად აფა­სე­ბენ, ამ სა­კითხ­თან მი­მარ­თე­ბით, სკო­ლის როლ­საც. ახალ­გაზ­რ­დე­ბის ფო­კუს­ჯ­გუ­ფებ­ში და ად­რე­უ­ლი ქორ­წი­ნე­ბის გა­მოც­დი­ლე­ბის ქა­ლებ­ში გა­მო­ით­ქ­ვა მო­საზ­რე­ბა, რომ სკო­ლის ად­მი­ნის­ტ­რა­ცია, სხვა­დას­ხ­ვა მი­ზე­ზით, თვალს ხუ­ჭავს ბავ­შ­ვ­თა ქორ­წი­ნე­ბის ფაქ­ტებ­ზე.

„ჩე­მი და მე-10 კლა­სი­დან გა­ათხო­ვეს და ქორ­წი­ლი გა­და­უ­ხა­დეს, სკო­ლამ ამ ფაქ­ტ­ზე არა თუ თვა­ლი და­ხუ­ჭა, სკო­ლის დი­რექ­ტორ­მა უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბაც გა­მო­ხა­ტა, რომ ქორ­წილ­ში არ და­პა­ტი­ჟეს“ — ამ­ბობს ერთ-ერ­თი რეს­პონ­დენ­ტი. ასე­ვე გა­მო­ით­ქ­ვა აზ­რი, რომ ად­რე­ულ ასაკ­ში ქორ­წი­ნე­ბის გა­მომ­წ­ვე­ვი მი­ზე­ზე­ბი შე­საძ­ლოა, რე­ლი­გი­ა­სა და კულ­ტუ­რა­შიც იყოს. თუმ­ცა ახალ­გაზ­რ­დე­ბის ორი­ვე ფო­კუს ჯგუფ­ში თა­ნაბ­რად ძლი­ე­რი იყო მო­საზ­რე­ბა, რომ ამ პრაქ­ტი­კას კავ­ში­რი არ აქვს მათ რე­ლი­გი­ას­თან. „მგო­ნია, ეს და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა რე­ლი­გი­ის მი­მართ პი­რი­ქით, ცუდ როლს თა­მა­შობს ამ სა­კითხის მოგ­ვა­რე­ბა­ში“  (ფო­კუს ჯგუ­ფის მო­ნა­წი­ლე, 21 წლის ახალ­გაზ­რ­და).

📌 მშობ­ლე­ბის გან­წყო­ბე­ბი

მშობ­ლე­ბის ფო­კუს ჯგუ­ფე­ბის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი ად­რე­ულ ასაკ­ში ქორ­წი­ნე­ბის პრაქ­ტი­კას სრუ­ლი­ად ნე­გა­ტი­უ­რად არ აფა­სე­ბენ და მას წი­ნაპ­რე­ბის­გან შე­მორ­ჩე­ნილ წე­სად გა­ნი­ხი­ლა­ვენ. მა­თი აზ­რით, ოჯა­ხის შექ­მ­ნა ნე­ბის­მი­ერ ასაკ­ში მძი­მე ტვირ­თია და რაც უფ­რო ად­რე­ულ ასაკ­ში შე­ვა ადა­მი­ა­ნი ამ სივ­რ­ცე­ში, მით მა­ლე იწყებს სა­კუ­თა­რი პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბე­ბის გა­აზ­რე­ბას. ყვე­ლა მათ­გან­მა იცის, რომ ად­რე­ულ ასაკ­ში ქორ­წი­ნე­ბა სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში და­უშ­ვე­ბე­ლი და აკ­რ­ძა­ლუ­ლია. თუმ­ცა, იმა­საც ხე­და­ვენ, რომ ხში­რად, არა­ვინ ის­ჯე­ბა ამის გა­მო. ამას­თა­ნა­ვე, ზო­გი­ერ­თი ფო­კუს ჯგუ­ფის მო­ნა­წი­ლე მშო­ბე­ლი სა­დამ­ს­ჯე­ლო მე­ქა­ნიზ­მებს ნე­გა­ტი­უ­რად აღიქ­ვამს. „არა მგო­ნია, რომ პო­ლი­ცი­ას და სა­ხელ­მ­წი­ფოს უფ­რო მე­ტად უყ­ვარს ჩე­მი შვი­ლი, ვიდ­რე მე და ჩემ­ზე მე­ტად უნ­და, რომ ჩე­მი შვი­ლი ბედ­ნი­ე­რი იყოს. ამი­ტომ, ვე­რა­ვინ ამიკ­რ­ძა­ლავს, თუ რო­გორ უნ­და მო­ვიქ­ცე მე ჩემს ოჯახ­ში და ჩემს შვი­ლებ­თან. რო­ცა გვი­ჭირს, ვინ მო­დის და ვინ გვეხ­მა­რე­ბა? სულ და­ჭე­რა­ზე რომ იყუ­რე­ბი­ან“ (ფო­კუს ჯგუ­ფის მო­ნა­წი­ლე მშო­ბე­ლი, 48 წლის).

თუმ­ცა ამ პი­რო­ბებ­შიც, შეხ­ვედ­რე­ბის დროს, ად­რე­უ­ლი ქორ­წი­ნე­ბის წი­ნა­აღ­მ­დეგ, გან­სა­კუთ­რე­ბით ქა­ლი მშობ­ლე­ბი, ხში­რად ამ­ჟ­ღავ­ნე­ბენ რა­დი­კა­ლურ მო­საზ­რე­ბებს. „მე უნ­და მოვ­კ­ვ­დე, რომ შეძ­ლონ ჩე­მი ქა­ლიშ­ვი­ლის და­ქორ­წი­ნე­ბა ად­რე­ულ ასაკ­ში. მე თა­ვად ვი­ყა­ვი ბავ­შ­ვი პა­ტარ­ძა­ლი. 14 წლის ასაკ­ში და­მა­ქორ­წი­ნეს, ცხოვ­რე­ბის, ოჯა­ხის აღ­ქ­მა არ მქონ­და ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი და არ ვი­ცო­დი, რა მე­ლო­და წინ. ახ­ლაც მა­წუ­ხებს ინ­ტი­მუ­რი ცხოვ­რე­ბის ად­რე­ულ ასაკ­ში დაწყე­ბით გა­მოწ­ვე­უ­ლი ჯან­მ­რ­თე­ლო­ბის პრობ­ლე­მე­ბი. ამი­ტომ ჩემს სა­მი­ვე შვილს ამ სა­კითხებ­ზე აქ­ტი­უ­რად ვე­სა­უბ­რე­ბი, მა­თი პა­ტა­რა ასა­კის მი­უ­ხე­და­ვად. ჩე­მი გა­მოც­დი­ლე­ბი­დან ვი­ცი, თუ რა­ო­დენ მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია დე­დის მხრი­დან მკაც­რი პო­ზი­ცი­ის და­ჭე­რა“ (ფო­კუს ჯგუ­ფის მო­ნა­წი­ლე მშო­ბე­ლი, 33 წლის).

ხში­რად მშობ­ლე­ბი უსაფ­რ­თხო­ე­ბი­სა და შვი­ლებ­ზე ზრუნ­ვის სა­კითხებ­ზეც სა­უბ­რო­ბენ. მშობ­ლე­ბის ფო­კუს ჯგუ­ფე­ბის მო­ნა­წი­ლე­ე­ბის დის­კუ­სი­ე­ბის მი­ხედ­ვით, ხში­რად ისე­თი ბა­ზი­სუ­რი სა­კითხე­ბიც კი, რო­გო­რი­ცაა სოფ­ლებ­ში ტრან­ს­პორ­ტის და გა­რე გა­ნა­თე­ბის არარ­სე­ბო­ბა, ადა­მი­ა­ნის უსაფ­რ­თხო­ე­ბის დაც­ვა­ზე სა­ხელ­მ­წი­ფოს არა­სა­თა­ნა­დო ზრუნ­ვის შე­დე­გია. აცხა­დე­ბენ, რომ მარ­თა­ლია, დღეს სი­ტუ­ა­ცია შე­და­რე­ბით შე­იც­ვა­ლა, თუმ­ცა პრობ­ლე­მე­ბი მა­ინც რჩე­ბა. ერთ-ერ­თი მშო­ბე­ლი აცხა­დებს, რომ ფი­ნან­სუ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, სა­მი­ვე შვილს ვერ ას­წავ­ლის. შე­სა­ბა­მი­სად, არ­ჩე­ვა­ნი მხო­ლოდ ერთ შვილ­ზე უნ­და გა­ა­კე­თოს, ხო­ლო და­ნარ­ჩე­ნე­ბი უნ­და და­საქ­მ­დ­ნენ და და­ქორ­წინ­დ­ნენ და სა­კუ­თარ თავს მი­ხე­დონ. „რო­გორ ვას­წავ­ლო ყვე­ლას? სად მაქვს ამი­სი ფუ­ლი? მეც ხომ ადა­მი­ა­ნი ვარ? თქვენ იცით, რა ჯდე­ბა თბი­ლის­ში ერ­თი ბავ­შ­ვის სწავ­ლე­ბა, მი­სი ქი­რა, გზა, ჭა­მა, სმა და ა.შ.“ (ფო­კუს ჯგუ­ფის მო­ნა­წი­ლე მშო­ბე­ლი, 41 წლის).

გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლია, და­ახ­ლო­ე­ბით, ამა­ვე ასა­კის მშობ­ლის მო­საზ­რე­ბა: „მე მგო­ნია, რომ ად­რე­ულ ასაკ­ში ქორ­წი­ნე­ბა ჩვე­ნი ადა­თია და არა რე­ლი­გია… მე მაქვს წა­კითხუ­ლი ყუ­რა­ნი. იქ ქა­ლი პა­ტივ­ცე­მუ­ლია. ის­ლა­მი სა­მარ­თ­ლი­ა­ნო­ბის რე­ლი­გიაა. ეს ჩვე­ნი ხალ­ხის ბრა­ლია, რად­გა­ნაც არ გვაქვს გა­ნათ­ლე­ბა და არ ვი­ცით კა­ნო­ნე­ბი“  – ამ­ბობს ის.

♦ ♦ ♦

კვლე­ვის ფარ­გ­ლებ­ში გა­მოვ­ლე­ნი­ლი ძი­რი­თა­დი მიგ­ნე­ბე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლია შე­სა­ბა­მი­სი დას­კ­ვ­ნა და რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი მო­ნა­წი­ლე უწყე­ბე­ბი­სა თუ ფო­კუს ჯგუ­ფე­ბი­სათ­ვის. პრობ­ლე­მის მას­შ­ტა­ბუ­რო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, გა­მო­სავ­ლის გზე­ბის ძი­ე­ბის პრო­ცეს­ში, სა­ხელ­მ­წი­ფო ვალ­დე­ბუ­ლია, სიღ­რ­მი­სე­უ­ლად შე­ის­წავ­ლოს და სწო­რად გა­ი­აზ­როს პრობ­ლე­მის სა­ფუძ­ვ­ლე­ბი. პრე­ვენ­ცი­უ­ლი თუ რე­აქ­ცი­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის და­გეგ­მ­ვა პრობ­ლე­მის ეფექ­ტი­ან გა­დაჭ­რას უნ­და უწყობ­დეს ხელს და არა ეთ­ნი­კუ­რი ჯგუ­ფე­ბის მი­მართ სტე­რე­ო­ტი­პე­ბი­სა და ცრურ­წ­მე­ნე­ბის გაღ­რ­მა­ვე­ბას.

მო­ამ­ზა­და ანა ფირ­ცხა­ლა­იშ­ვილ­მა

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები