14 აგვისტო, კვირა, 2022

სა­ხელ­მ­წი­ფო ენის შეს­წავ­ლა თან­ხის სა­ნაც­ვ­ლოდ – ეს უსა­მარ­თ­ლო­ბაა!

spot_img
ეთ­ნი­კუ­რი უმ­ცი­რე­სო­ბე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის­თ­ვის სა­ხელ­მ­წი­ფო ენის უფა­სოდ სწავ­ლის შე­საძ­ლებ­ლო­ბის მოთხოვ­ნით, პლატ­ფორ­მა „სა­ლა­მის“ ინი­ცი­ა­ტი­ვით, ფე­ის­ბუქ­კამ­პა­ნია და­იწყო. ჰეშ­თე­ქით #მას­წავ­ლე­ქარ­თუ­ლი­უ­ფა­სოდ არა­დო­მი­ნან­ტუ­რი ეთ­ნი­კუ­რი ჯგუ­ფე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი და არა მარ­ტო ისი­ნი, 1+4 პოგ­რა­მის ფარ­გ­ლებ­ში, სა­ხელ­მ­წი­ფო ენის უფა­სოდ შეს­წავ­ლას ითხო­ვენ. „რო­ცა ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე, სა­კუ­თა­რი სა­ხელ­მ­წი­ფო ენის სწავ­ლის სურ­ვილს გა­მო­ხა­ტავს, მის­თ­ვის ეს ფა­სი­ა­ნი არ უნ­და იყოს, რად­გან ყვე­ლა მსურ­ველს ქარ­თუ­ლი ენის შეს­წავ­ლის ფი­ნან­სუ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბა არ აქვს. სა­ხელ­მ­წი­ფო ენის შეს­წავ­ლა თან­ხის სა­ნაც­ვ­ლოდ – უსა­მარ­თ­ლო­ბაა!“ – ამ­ბობს ქამ­რან მა­მად­ლი.

 

⇒ ქამ­რან, რამ­დე­ნა­დაა სა­ხელ­მ­წი­ფო პო­ლი­ტი­კა მი­მარ­თუ­ლი ეთ­ნი­კუ­რი უმ­ცი­რე­სო­ბე­ბის სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ცხოვ­რე­ბის ყვე­ლა სფე­რო­ში ჩა­სარ­თა­ვად, გან­სა­კუთ­რე­ბით, რო­გო­რია გა­ნათ­ლე­ბის პო­ლი­ტი­კა უმ­ცი­რე­სო­ბე­ბის­თ­ვის,   არა­დო­მი­ნან­ტუ­რი ეთ­ნი­კუ­რი ჯგუ­ფე­ბის­თ­ვის ქარ­თუ­ლი ენის სწავ­ლე­ბა არის ქვეყ­ნის პრი­ო­რი­ტე­ტი?

ჩვე­ნი სა­ხელ­მ­წი­ფოს პო­ლი­ტი­კა და პო­ზი­ცია, დეკ­ლა­რა­ცი­ულ დო­ნე­ზე, მდგო­მა­რე­ობს შემ­დეგ­ში: ინ­ტეგ­რა­ცი­ის პო­ლი­ტი­კის თა­ნახ­მად, სა­ხელ­მ­წი­ფო უწყე­ბე­ბის ნა­ბი­ჯე­ბი მი­მარ­თუ­ლი უნ­და იყოს იქით­კენ, რომ მაქ­სი­მა­ლუ­რად უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი იყოს ეთ­ნი­კუ­რი უმ­ცი­რე­სო­ბის ჩარ­თუ­ლო­ბა სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ცხოვ­რე­ბა­ში. გა­ნათ­ლე­ბის პო­ლი­ტი­კა ისე უნ­და იყოს მი­მარ­თუ­ლი, რომ მათ შეძ­ლონ, ბი­ლინ­გ­ვუ­რი გა­ნათ­ლე­ბის გზით, მშობ­ლი­ურ და ქარ­თულ ენებ­ზე კარ­გი, ხა­რის­ხი­ა­ნი გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბა. ეს ყვე­ლა­ფე­რი ჩა­წე­რი­ლია სხვა­დას­ხ­ვა დო­კუ­მენ­ტ­ში, შე­რი­გე­ბი­სა და სა­მო­ქა­ლა­ქო თა­ნას­წო­რო­ბის სა­კითხებ­ში სა­ქარ­თ­ვე­ლოს სა­ხელ­მ­წი­ფო მი­ნის­ტ­რის აპა­რა­ტის 10-წლი­ან სტრა­ტე­გი­ა­სა და სა­მოქ­მე­დო გეგ­მა­ში – „სა­მო­ქა­ლა­ქო თა­ნას­წო­რო­ბი­სა და ინ­ტეგ­რა­ცი­ის 2021-2030 წლე­ბის სა­ხელ­მ­წი­ფო სტრა­ტე­გია და სა­მოქ­მე­დო გეგ­მა“. სი­ნამ­დ­ვი­ლე­ში, რო­ცა ამ დო­კუ­მენ­ტებს, სტრა­ტე­გი­ებს, დეკ­ლა­რი­რე­ბულ პო­ზი­ცი­ებს გვერ­დ­ზე გა­დავ­დებთ და არ­სე­ბულ რე­ა­ლო­ბას გა­ვა­ა­ნა­ლი­ზებთ, და­ვი­ნა­ხავთ, რომ, სამ­წუ­ხა­როდ, წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, არა მხო­ლოდ უმ­ცი­რე­სო­ბე­ბის სა­ჯა­რო და სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ცხოვ­რე­ბა­ში ჩა­სარ­თა­ვად, არა­მედ ქარ­თუ­ლი ენის სწავ­ლე­ბის­თ­ვი­საც მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ნა­ბი­ჯე­ბი არ გა­დად­გ­მუ­ლა. ვუ­ყუ­რებთ რე­ა­ლო­ბას და ვხე­დავთ, რომ არა­დო­მი­ნან­ტუ­რი ეთ­ნი­კუ­რი ჯგუ­ფე­ბის­თ­ვის ქარ­თუ­ლი ენის სწავ­ლა, მი­უ­ხე­და­ვად დეკ­ლა­რი­რე­ბუ­ლი პო­ზი­ცი­ი­სა, ქვეყ­ნის პრი­ო­რი­ტე­ტიც კი არ არის, ამის ნა­თე­ლი მა­გა­ლი­თია 1+4 პროგ­რა­მა, რომ­ლის ფარ­გ­ლებ­შიც სა­ხელ­მ­წი­ფო ენის სწავ­ლა, არა­დო­მი­ნან­ტუ­რი ეთ­ნი­კუ­რი ჯგუ­ფე­ბის­თ­ვის, ფა­სი­ა­ნია.

⇒ არ­სე­ბუ­ლი რე­ა­ლო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მრა­ვალ­წ­ლი­ა­ნი მცდე­ლო­ბის მი­უ­ხე­და­ვად, სკო­ლამ­დელ და სას­კო­ლო სა­ფე­ხურ­ზე, ქარ­თუ­ლი ენის სრულ­ყო­ფი­ლად სწავ­ლე­ბა ეთ­ნი­კურ უმ­ცი­რე­სო­ბებ­ში ვერ ხერ­ხ­დე­ბა. რა არის ის ძი­რი­თა­დი მი­ზე­ზე­ბი, რის გა­მოც ეთ­ნი­კუ­რად არა­ქარ­თუ­ლე­ნო­ვა­ნი მო­სახ­ლე­ო­ბა ვერ ფლობს ქარ­თულ ენას და რა გან­საზღ­ვ­რავს ამა­ვე სკო­ლებ­ში სა­ხელ­მ­წი­ფო ენის სწავ­ლე­ბის ხა­რისხს?

სა­ხელ­მ­წი­ფოს მი­ერ მომ­ზა­დე­ბუ­ლი სტა­ტის­ტი­კე­ბის მი­ხედ­ვით, სკო­ლამ­დე­ლი გა­ნათ­ლე­ბა უმ­ცი­რე­სო­ბე­ბის­თ­ვის 3-ჯერ უფ­რო ნაკ­ლე­ბად ხელ­მი­საწ­ვდო­მია, ვიდ­რე მთელ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში. სა­ქარ­თ­ვე­ლოს მას­შ­ტა­ბით, სკო­ლამ­დელ გა­ნათ­ლე­ბა­ზე ხელ­მი­საწ­ვ­დო­მო­ბა 70%-ია, ხო­ლო არა­დო­მი­ნან­ტუ­რი ეთ­ნი­კუ­რი ჯგუ­ფე­ბის­თ­ვის – 25,5%. ეს მო­ნა­ცე­მე­ბი თა­ვად მეტყ­ვე­ლებს იმ ფაქ­ტ­ზე, რომ არა მხო­ლოდ ქარ­თუ­ლი ენის სრულ­ყო­ფი­ლად სწავ­ლაა მათ­თ­ვის სკო­ლამ­დე­ლი გა­ნათ­ლე­ბის სა­ფე­ხურ­ზე შე­უძ­ლე­ბე­ლი, არა­მედ ისი­ნი, სის­ტე­მის მხრი­დან, არა­თა­ნა­ბარ პი­რო­ბებ­ში არი­ან ჩა­ყე­ნე­ბუ­ლი. არ­სე­ბობს სტრუქ­ტუ­რუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი. მა­გა­ლი­თად, დმა­ნი­სის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში მოქ­მე­დი 8 სა­ბავ­შ­ვო ბა­ღი­დან, არც ერ­თი არ არის ეთ­ნი­კუ­რი უმ­ცი­რე­სო­ბე­ბით და­სახ­ლე­ბულ სოფ­ლებ­ში. მსგავ­სი ვი­თა­რე­ბაა ბოლ­ნი­სის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­შიც. თუ ამ რე­ა­ლო­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით ვიმ­ს­ჯე­ლებთ და ქვე­მო ქარ­თ­ლის და კა­ხე­თის რე­გი­ო­ნებს შე­ვა­და­რებთ, ვნა­ხავთ, რომ კა­ხე­თის რე­გი­ონ­ში უფ­რო მე­ტი სკო­ლამ­დე­ლი გა­ნათ­ლე­ბის და­წე­სე­ბუ­ლე­ბაა, ვიდ­რე სკო­ლა. ეს დის­ბა­ლან­სი იმა­ზე მეტყ­ვე­ლებს, რომ სკო­ლამ­დე­ლი გა­ნათ­ლე­ბა არა მხო­ლოდ ქარ­თუ­ლი ენის სრულ­ყო­ფი­ლად სწავ­ლის ნა­წილ­ში არ არის ხელ­მი­საწ­ვ­დო­მი, არა­მედ გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბის თვალ­საზ­რი­სი­თაც.

რაც შე­ე­ხე­ბა სას­კო­ლო გა­ნათ­ლე­ბას, სხვა­დას­ხ­ვა კვლე­ვე­ბის მი­ხედ­ვით, მათ შო­რის, 2018 წლის PISA-ს ტეს­ტე­ბის მი­ხედ­ვით, არა­დო­მი­ნან­ტუ­რი ეთ­ნი­კუ­რი ჯგუ­ფე­ბის შე­დე­გე­ბი 100%-ით ჩა­მო­უ­ვარ­დე­ბა და­ნარ­ჩენ სა­ქარ­თ­ვე­ლოს. ეს მო­ნა­ცე­მე­ბი მარ­თ­ლა გან­გა­შის ზა­რი უნ­და იყოს გა­ნათ­ლე­ბის სა­კითხ­ზე მო­მუ­შა­ვე ყვე­ლა ადა­მი­ა­ნის­თ­ვის. ჩვენ გვაქვს რე­ა­ლო­ბა, რო­ცა სა­ხელ­მ­წი­ფოს სას­კო­ლო სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბის და­ბეჭ­დ­ვაც კი არ შე­უძ­ლია და არა­დო­მი­ნან­ტუ­რი ეთ­ნი­კუ­რი ჯგუ­ფე­ბის­თ­ვის მე­ზო­ბე­ლი ქვეყ­ნე­ბი­დან შე­მოგ­ვაქვს სას­კო­ლო სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბი (სომ­ხე­ბის­თ­ვის – სომ­ხე­თი­დან, აზერ­ბა­ი­ჯა­ნუ­ლი თე­მის­თ­ვის – აზერ­ბა­ი­ჯა­ნი­დან). ასეთ რე­ა­ლო­ბა­ში ძა­ლი­ან რთუ­ლია სკო­ლამ­დელ და სას­კო­ლო სა­ფე­ხურ­ზე ქარ­თუ­ლი ენის სრულ­ყო­ფი­ლად სწავ­ლე­ბა­სა და მთლი­ა­ნად ხა­რის­ხი­ა­ნი გა­ნათ­ლე­ბის მი­წო­დე­ბა­ზე სა­უ­ბა­რი.

2010 წელს და შემ­დეგ წლებ­შიც სა­ხელ­მ­წი­ფომ აღი­ა­რა, რომ ეთ­ნი­კუ­რი ჯგუ­ფე­ბის­თ­ვის არ შე­უძ­ლია სრულ­ყო­ფი­ლი და ხა­რის­ხი­ა­ნი გა­ნათ­ლე­ბის მი­წო­დე­ბა, რად­გან სკო­ლებ­ში, ქარ­თუ­ლი ენის სწავ­ლე­ბის კუთხით, პრო­ფე­სი­უ­ლი კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი კად­რე­ბის დე­ფი­ცი­ტია, გა­უ­მარ­თა­ვია ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რა და სხვა მრა­ვა­ლი. ამ ყვე­ლა­ფერ­თან შე­სა­ბა­მი­სო­ბა­ში, სა­ხელ­მ­წი­ფომ შე­მო­ი­ღო 1+4 პროგ­რა­მა, 2010 წელს, რო­მელ­საც 2018 წლის შემ­დეგ ყო­ველ ხუთ წე­ლი­წად­ში აახ­ლებს.

⇒ ქამ­რან, გაგ­ვი­ზი­ა­რე სა­კუ­თა­რი უცხო­უ­რი გა­მოც­დი­ლე­ბა თუ რო­გორ ზრუ­ნავს სა­ხელ­მ­წი­ფო ეთ­ნი­კურ უმ­ცი­რე­სო­ბებ­ზე საზღ­ვარ­გა­რეთ, თუნ­დაც სა­ხელ­მ­წი­ფო ენის შეს­წავ­ლის კუთხით?

ევ­რო­პულ სა­ხელ­მ­წი­ფო­ებ­ში, სა­ხელ­მ­წი­ფო ენის სწავ­ლე­ბის­თ­ვის, არც ერთ მო­ქა­ლა­ქეს სა­ხელ­მ­წი­ფო თან­ხას არ ახ­დე­ვი­ნებს, მა­გა­ლი­თად, გერ­მა­ნია, საფ­რან­გე­თი, შვე­დე­თი, ფი­ნე­თი – ეს ქვეყ­ნე­ბი არა მხო­ლოდ სა­კუ­თარ მო­ქა­ლა­ქე­ებს ას­წავ­ლი­ან უფა­სოდ სა­ხელ­მ­წი­ფო ენას, არა­მედ ამ ქვე­ყა­ნა­ში იმიგ­რი­რე­ბულ ადა­მი­ა­ნებ­საც. ხაზ­გას­მით მინ­და აღ­ვ­ნიშ­ნო, რომ ხში­რად ჩვენს მო­ქა­ლა­ქე­ებს, ეთ­ნი­კუ­რად ქარ­თ­ვე­ლებს, აქვთ პო­ზი­ცია – „გერ­მა­ნი­ა­ში და საფ­რან­გეთ­ში, რომ ჩა­დი­ხართ, ხომ სწავ­ლობთ მათ ენას? აქ რა­ტომ არ სწავ­ლობთ ქარ­თულს?“ ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში, გან­ს­ხ­ვა­ვე­ბულ რე­ა­ლო­ბას­თან გვაქვს საქ­მე. კი ბა­ტო­ნო, გერ­მა­ნი­ა­ში რომ ჩა­დის მიგ­რან­ტი, სწავ­ლობს მათ ენას და ამას სა­ხელ­მ­წი­ფო უფა­სოდ აკე­თებს. ჩვენ, ეთ­ნი­კუ­რი უმ­ცი­რე­სო­ბე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, სა­ქარ­თ­ვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი ვართ და არა მიგ­რან­ტე­ბი, ჩვენ ვართ ამ ქვეყ­ნის გა­ნუ­ყო­ფე­ლი ნა­წი­ლი. რო­გორც წე­სი, სა­ხელ­მ­წი­ფოს მხრი­დან, მო­ქა­ლა­ქის წი­ნა­შე პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბა არ­სე­ბი­თად უფ­რო მა­ღა­ლია, ვიდ­რე მიგ­რან­ტის­თ­ვის. სა­ხელ­მ­წი­ფოს პირ­და­პი­რი ვალ­დე­ბუ­ლე­ბაა, რომ მი­სი ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თ­ვის, ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში ეთ­ნი­კუ­რი ჯგუ­ფე­ბის­თ­ვის, სა­ხელ­მ­წი­ფო ენის სწავ­ლე­ბა იყოს უფა­სო.

⇒ პროგ­რა­მის 1+4 მი­ზა­ნია, ეთ­ნი­კუ­რი უმ­ცი­რე­სო­ბე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბა გა­მარ­ტი­ვე­ბუ­ლი წე­სით მი­ი­ღონ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში. სხვა­დას­ხ­ვა ეთ­ნი­კუ­რი ჯგუ­ფის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ახალ­გაზ­რ­დე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა ქარ­თულ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სწო­რედ ამ პროგ­რა­მით ხვდე­ბა. რა მი­გაჩ­ნი­ათ პროგ­რა­მის ეფექ­ტურ მხა­რედ და რას მი­იჩ­ნევთ არა­ე­ფექ­ტუ­რად?

ეთ­ნი­კუ­რი უმ­ცი­რე­სო­ბე­ბის­თ­ვის სა­ხელ­მ­წი­ფო ენის ვერ­ს­წავ­ლე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, სა­ხელ­მ­წი­ფოს მხრი­დან ამის აღი­ა­რე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, შე­მო­ღე­ბულ იქ­ნა 1+4 პროგ­რა­მა, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან ეფექ­ტუ­რია. უფ­რო მე­ტიც, მინ­და გითხ­რათ, რომ ბო­ლო წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, გა­ნათ­ლე­ბის სფე­რო­ში ეს ერთ-ერ­თი ყვე­ლა­ზე წარ­მა­ტე­ბუ­ლი პრო­ექ­ტია. თუ პირ­ველ წელს, მხო­ლოდ და მხო­ლოდ, 200-მდე სტუ­დენ­ტ­მა ჩა­ა­ბა­რა მი­სა­ღე­ბი გა­მოც­დე­ბი და შე­სა­ბა­მი­სად, უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ჩა­ი­რიცხა, წელს, ეს რიცხ­ვი 1300 სტუ­დენ­ტამ­დე გა­ი­ზარ­და. პროგ­რა­მამ ეთ­ნი­კუ­რი უმ­ცი­რე­სო­ბის ახალ­გაზ­რ­დებს უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა მის­ცა. დღეს ბევ­რი წარ­მა­ტე­ბუ­ლი, ხა­რის­ხი­ა­ნი გა­ნათ­ლე­ბის მქო­ნე ახალ­გაზ­რ­და გვყავს, ქარ­თულ ენა­საც ძა­ლი­ან კარ­გად ფლო­ბენ, თუმ­ცა უნ­და ით­ქ­ვას ისიც, რომ პროგ­რა­მას აქვს ჩა­ვარ­დ­ნე­ბი. ერთ-ერ­თი და მთა­ვა­რი ის არის, რომ პროგ­რა­მის პირ­ვე­ლი წე­ლი ფა­სი­ა­ნია და ქარ­თუ­ლი ენის შეს­წავ­ლის­თ­ვის ახალ­გაზ­რ­დე­ბი 2250 ლარს იხ­დი­ან.

ერ­თ­წ­ლი­ა­ნი პროგ­რა­მის მო­სამ­ზა­დე­ბე­ლი კურ­სი ყვე­ლა უნი­ვერ­სი­ტეტ­ში გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლია. ქარ­თუ­ლი ენის შეს­წავ­ლა ერთ წე­ლი­წად­ში ძა­ლი­ან რთუ­ლია და ბევ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტი ხა­რის­ხი­ა­ნად ვერც ახერ­ხებს. თუმ­ცა გა­მოვ­ყოფ ილი­ას უნი­ვერ­სი­ტეტს, სა­დაც ძა­ლი­ან კარ­გად ას­წავ­ლი­ან ქარ­თულ ენას, ხა­რის­ხიც, სტუ­დენ­ტე­ბის დი­ფე­რენ­ცი­ა­ცი­აც, გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი ჯგუ­ფე­ბის შექ­მ­ნა და სტუ­დენ­ტე­ბის პროგ­რე­სი თვალ­ში სა­ცე­მია, რა­საც სხვა უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­ზე ვერ ვიტყ­ვი. აუცი­ლე­ბე­ლია და მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი მო­სამ­ზა­დე­ბე­ლი პროგ­რა­მის ხა­რის­ხის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა­ზე ფიქ­რი. გარ­და იმი­სა, რომ პირ­ვე­ლი წე­ლი გახ­დეს უფა­სო, 1+4 პროგ­რა­მა რე­ფორ­მა­საც სა­ჭი­რო­ებს.

რო­ცა ეს პროგ­რა­მა იქ­მ­ნე­ბო­და, იყო მო­საზ­რე­ბა, რომ ეთ­ნი­კუ­რი ჯგუ­ფე­ბი­დან – სომ­ხე­ბი და აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლე­ბი – თა­ნა­ბა­რი რა­ო­დე­ნო­ბის სტუ­დენ­ტე­ბი შე­ვი­დოდ­ნენ ქარ­თულ სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო სივ­რ­ცე­ებ­ში, თუმ­ცა დღეს სხვა რე­ა­ლო­ბაა. 1300 სტუ­დენ­ტი­დან, და­ახ­ლო­ე­ბით, 1000-ამ­დეა ეთ­ნი­კუ­რად აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლი, ხო­ლო 300-მდე – ეთ­ნი­კუ­რად სო­მე­ხი სტუ­დენ­ტი. ამ კუთხი­თაც მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ნა­ბი­ჯე­ბია გა­და­სად­გ­მე­ლი, რომ ეს ბა­ლან­სი აღ­დ­გეს და ეთ­ნი­კურ სომ­ხებ­შიც გაძ­ლი­ერ­დეს ქარ­თულ სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო სივ­რ­ცე­ში შე­მოს­ვ­ლის სურ­ვი­ლი. თავ­და­პირ­ვე­ლად, რო­ცა პროგ­რა­მა იქ­მ­ნე­ბო­და, ეთ­ნი­კუ­რი სომ­ხე­ბის­თ­ვის და აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლე­ბის­თ­ვის, შე­სა­ბა­მი­სად, 100-100 ად­გი­ლი/კვო­ტა იყო გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი. თუმ­ცა, დღე­ვან­დე­ლი რე­ა­ლო­ბა გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლია, ზე­მოთ მო­ტა­ნილ ციფ­რებ­ზე დაყ­რ­დ­ნო­ბით და შეც­ვ­ლას სა­ჭი­რო­ებს, მათ შო­რის, და­ფი­ნან­სე­ბის სის­ტე­მი­საც.

მთა­ვა­რი გა­მოწ­ვე­ვა, რაც 1+4 პროგ­რა­მას აქვს, ის არის, რომ, მო­გეხ­სე­ნე­ბათ, 2015 წლი­დან, დეკ­ლა­რი­რე­ბუ­ლი გვაქვს სა­ხელ­მ­წი­ფო პო­ზი­ცია, რომ გარ­კ­ვე­უ­ლი სპე­ცი­ა­ლო­ბე­ბი ჩვე­ნი ქვეყ­ნის­თ­ვის პრი­ო­რი­ტე­ტია და უნ­და იყოს უფა­სო, მა­გა­ლი­თად, მას­წავ­ლებ­ლის პრო­ფე­სია, ფი­ზი­კა, ქი­მია, ინ­ჟი­ნე­რია, არ­ქე­ო­ლო­გია და ა.შ. სამ­წუ­ხა­როდ, სტუ­დენ­ტებს, რომ­ლე­ბიც უნი­ვერ­სი­ტეტ­ში 1+4 პროგ­რა­მით ირიცხე­ბი­ან, არ აქვთ უფა­სო პროგ­რა­მე­ბით სარ­გებ­ლო­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა, რაც პირ­და­პი­რი სეგ­რე­გა­ცი­ის და დის­კ­რი­მი­ნა­ცი­ის ნიშ­ნებს შე­ი­ცავს.

კი­დევ ერ­თხელ და ხაზ­გას­მით მინ­და აღ­ვ­ნიშ­ნო, რომ 1+4 პროგ­რა­მა საკ­მა­ოდ წარ­მა­ტე­ბუ­ლი და ეფექ­ტუ­რია, თუმ­ცა არ­სე­ბულ პრობ­ლე­მებს დრო­უ­ლად მოგ­ვა­რე­ბა და რე­ფორ­მი­რე­ბა სჭირ­დე­ბა.

⇒ სა­ხელ­მ­წი­ფო ენის შეს­წავ­ლა­ში 2250 ლა­რის გა­დახ­დას არა­სა­მარ­თ­ლი­ა­ნად მი­იჩ­ნევთ, რის გა­მოც, ენის უფა­სოდ სწავ­ლის შე­საძ­ლებ­ლო­ბის მოთხოვ­ნით, პლატ­ფორ­მა „სა­ლა­მის“ ინი­ცი­ა­ტი­ვით, და­იწყეთ ფე­ის­ბუქ­კამ­პა­ნია #მას­წავ­ლე­ქარ­თუ­ლი­უ­ფა­სოდ. კი­დევ რა აქ­ტი­ვო­ბებს გეგ­მავთ ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით?

ჩვე­ნი კამ­პა­ნი­ის უმ­თავ­რე­სი მი­ზა­ნია ეთ­ნი­კუ­რი უმ­ცი­რე­სო­ბე­ბის­თ­ვის სა­ხელ­მ­წი­ფო ენის უფა­სო სწავ­ლე­ბა. სა­კუ­თარ მო­ქა­ლა­ქე­ებს ქარ­თუ­ლი ენის სწავ­ლა­ში, სა­ხელ­მ­წი­ფო, თან­ხას არ უნ­და ახ­დე­ვი­ნებ­დეს. თუ­კი სა­ხელ­მ­წი­ფო აღი­ა­რებს, რომ: ვერ შეძ­ლო სა­ბავ­შ­ვო ბა­ღებ­ში ქარ­თუ­ლი ენის სწავ­ლე­ბა; 3-ჯერ უფ­რო ნაკ­ლე­ბი სა­ბავ­შ­ვო ბა­ღია ეთ­ნი­კუ­რი უმ­ცი­რე­სო­ბე­ბით და­სახ­ლე­ბულ ჯგუ­ფებ­ში; სა­კუ­თარ მო­ქა­ლა­ქე­ებს, სკო­ლის დო­ნე­ზე, ჯე­როვ­ნად ვერ ას­წავ­ლის ქარ­თულ ენას, მა­შინ მი­სი კე­თი­ლი ნე­ბა უნ­და იყოს, რომ ეთ­ნი­კუ­რი უმ­ცი­რე­სო­ბე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებს სა­ხელ­მ­წი­ფო ენა უფა­სოდ ას­წავ­ლოს.

კამ­პა­ნი­ის­თ­ვის #მას­წავ­ლე­ქარ­თუ­ლი­უ­ფა­სოდ პლატ­ფორ­მა „სა­ლამ­ში“ მყო­ფი ადა­მი­ა­ნე­ბი გა­ვერ­თი­ან­დით. სხვა­დას­ხ­ვა აქ­ტი­ვო­ბე­ბი გვაქვს და­გეგ­მი­ლი; ჩა­ვა­ტა­რეთ 1+4 პროგ­რა­მის 500-მდე ბე­ნე­ფი­ცი­ა­რის გა­მო­კითხ­ვა. კვლე­ვის შე­დე­გე­ბის პრე­ზენ­ტა­ცი­ას უახ­ლო­ეს დღე­ებ­ში ვგეგ­მავთ, თუმ­ცა, პირ­ვე­ლა­დი მო­ნა­ცე­მე­ბით, მხო­ლოდ და მხო­ლოდ 13% ფიქ­რობს (430-ამ­დე ადა­მი­ა­ნი­დან), რომ ქარ­თუ­ლი ენის სწავ­ლე­ბა­ში თან­ხის გა­დახ­და სა­მარ­თ­ლი­ა­ნია. რეს­პონ­დენ­ტ­თა 70%-მდე ფიქ­რობს, რომ უსა­მარ­თ­ლოა, ხო­ლო 20% პო­ზი­ცი­ას არ გა­მო­ხა­ტავს. გა­მო­კითხულ­თა აბ­სო­ლუ­ტუ­რი უმ­რავ­ლე­სო­ბა მი­იჩ­ნევს, რომ 1+4 პროგ­რა­მის ხა­რის­ხი გა­სა­უმ­ჯო­ბე­სე­ბე­ლია. და­ახ­ლო­ე­ბით, 42% ამ­ბობს, რომ სწავ­ლის­თ­ვის თა­ვის და­ნე­ბე­ბის ძი­რი­თა­დი მი­ზე­ზი ფი­ნან­სუ­რი პრობ­ლე­მე­ბია და 40%-ზე მე­ტი აცხა­დებს, რომ სწავ­ლის სა­ფა­სურს თა­ვად ან მი­სი ოჯა­ხის წევ­რე­ბი იხ­დი­ან. მო­საზ­რე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც არ­სე­ბობ­და ამ ადა­მი­ა­ნე­ბის მი­მართ, რომ ისი­ნი „ვერ სწავ­ლო­ბენ ქარ­თულ ენას“ ან „არ უნ­დათ ქარ­თუ­ლი ენის შეს­წავ­ლა“ და უმაღ­ლეს­ში სწავ­ლას ამი­ტომ ანე­ბე­ბენ თავს, სი­მარ­თ­ლეს არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა.

⇒ რა გა­მოხ­მა­უ­რე­ბაა გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს და კერ­ძოდ, პროგ­რა­მა 1+4-ის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლე­ბის მხრი­დან და რამ­დე­ნად რე­ა­ლუ­რია, რომ თქვე­ნი სურ­ვი­ლი დაკ­მა­ყო­ფილ­დეს?

მო­სახ­ლე­ო­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა ამ ინ­ფორ­მა­ცი­ას სიღ­რ­მი­სე­უ­ლად არ ფლობს და ამი­ტო­მაც, კამ­პა­ნი­ის ფარ­გ­ლებ­ში, გვინ­და, ყვე­ლას კარ­გად ავუხ­ს­ნათ და მი­ვა­წო­დოთ ინ­ფორ­მა­ცია. გვინ­და, ეს სა­კითხი ჩვე­ნი ქვე­ყა­ნის დღის წეს­რიგ­ში და­ვა­ყე­ნოთ. კამ­პა­ნი­ის ფარ­გ­ლებ­ში, ვა­პი­რებთ „ფლეშ­მო­ბე­ბის“ გა­კე­თე­ბას, ერ­თი ასე­თი აქ­ტი­ვო­ბა, თბი­ლი­სის ქუ­ჩებ­ში, მეტ­რო­პო­ლი­ტენ­ში, სტი­კე­რე­ბის #მას­წავ­ლე­ქარ­თუ­ლი­უ­ფა­სოდ და სხვა­დას­ხ­ვა სლო­გა­ნე­ბის სა­ხით უკ­ვე არის.

სხვა­დას­ხ­ვა უწყე­ბებ­თან კო­მუ­ნი­კა­ცი­ის მცდე­ლო­ბა გვქონ­და. ბო­ლო სა­მი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში, შე­რი­გე­ბი­სა და სა­მო­ქა­ლა­ქო თა­ნას­წო­რო­ბის სა­კითხებ­ში სა­ქარ­თ­ვე­ლოს სა­ხელ­მ­წი­ფო მი­ნის­ტ­რის აპა­რა­ტის თა­ნამ­შ­რომ­ლებ­თან ვცდი­ლობთ და­კავ­ში­რე­ბას, თუმ­ცა, სამ­წუ­ხა­როდ, ისი­ნი არ გვპა­სუ­ხო­ბენ. შევ­ხ­ვ­დით სა­ქარ­თ­ვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის გა­ნათ­ლე­ბის და მეც­ნი­ე­რე­ბის კო­მი­ტე­ტის თავ­მ­ჯ­დო­მა­რეს და მის მო­ად­გი­ლეს, გა­ვუ­ზი­ა­რეთ და ავუხ­სე­ნით ის რე­ა­ლო­ბა, რაც სი­ნამ­დ­ვი­ლეს ასა­ხავს — რომ ეთ­ნი­კურ უმ­ცი­რე­სო­ბებს ქარ­თუ­ლი ენის სწავ­ლა „არ უნ­დათ“ კი არა, სა­ხელ­მ­წი­ფო ვერ ას­წავ­ლის მათ. ეს სი­ნამ­დ­ვი­ლეა.

⇒ ქამ­რან, რო­გორ ფიქ­რობ, „ვი­სი იქ­ნე­ბა პა­ტი­ვი“ თუ თქვე­ნი მოთხოვ­ნა #მას­წავ­ლე­ქარ­თუ­ლი­უ­ფა­სოდ რე­ა­ლო­ბად იქ­ცე­ვა?

თუ მივ­ხ­ვ­დე­ბით და გა­ვი­აზ­რებთ, რომ ეთ­ნი­კუ­რი უმ­ცი­რე­სო­ბე­ბის­თ­ვის სა­ხელ­მ­წი­ფო ენის სწავ­ლე­ბა არა მხო­ლოდ დეკ­ლა­რა­ცი­უ­ლად გვჭირ­დე­ბა, არა­მედ არ­სე­ბი­თად, გა­აზ­რე­ბუ­ლად, შეგ­ნე­ბუ­ლად და შე­დე­გი­ა­ნად, მა­შინ ამ ადა­მი­ა­ნებს ვას­წავ­ლით სა­ხელ­მ­წი­ფო ენას უფა­სოდ. იმი­ტომ, რომ ეს ხალ­ხი, ჩვე­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბის, სა­ჯა­რო პო­ლი­ტი­კუ­რი სივ­რ­ცის ნა­წი­ლია და სა­ხელ­მ­წი­ფო ვალ­დე­ბუ­ლია, რომ ეთ­ნი­კურ უმ­ცი­რე­სო­ბებს ქარ­თუ­ლი/სა­ხელ­მ­წი­ფო ენა უფა­სოდ ას­წავ­ლოს.

რო­გორც უილი­ამ ედ­ვარდ ბარ­გ­ჰარდტ დუ ბო­ის­მა (პირ­ვე­ლი ამე­რი­კე­ლი ფე­რად­კა­ნი­ა­ნი, რო­მელ­მაც ჰარ­ვარ­დის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში დოქ­ტო­რის ხა­რის­ხი მი­ი­ღო) ჰარ­ვარ­დის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში და­ჯილ­დო­ე­ბის ცე­რე­მო­ნი­ალ­ზე გა­ნაცხა­და, „პა­ტი­ვი, გარ­წ­მუ­ნებთ, რომ ჰარ­ვარ­დი­საა“. დი­ახ, მეც ასე­ვე ვფიქ­რობ, თუ ჩვენ შევ­ძ­ლებთ და ჩვენს მო­ქა­ლა­ქე­ებს, არა­დო­მი­ნან­ტუ­რი ეთ­ნი­კუ­რი ჯგუ­ფე­ბის ახალ­გაზ­რ­დებს, სა­ხელ­მ­წი­ფო ენას უფა­სოდ ვას­წავ­ლით, ეს იქ­ნე­ბა ჩვე­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბის, სა­მი­ნის­ტ­რო­ე­ბის, უწყე­ბე­ბის, უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბის, პო­ლი­ტი­კო­სე­ბის… პა­ტი­ვი.

ესა­უბ­რა მა­კა ყი­ფი­ა­ნი

ერთიანი ეროვნული გამოცდები

მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდები

არდადეგები

„ზაფხულის არდადეგების“ საბოლოო პროდუქტი სექტემბრის კონფერენციისთვის

ეროვნული სასწავლო გეგმის განვითარების ექსპერტმა, ნიკო სილაგაძემ რეკომენდაციის სახით მოგვაწოდა აზრი , რომ ეროვნულ კონფერენციაზე მოსწავლის მიერ შექმნილი საბოლოოო პროდუქტი, პრეზენტაციის დროს, დასაწყისშივე წარგვედგინა...
მსგავსი სიახლეები