22 მარტი, შაბათი, 2025

სა­ხე­ლის გა­დარ­ჩე­ნა ტრა­დი­ცი­ებ­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში

spot_imgspot_img

გაბ­რი­ელ გარ­სია მარ­კე­სი – „გა­მოცხა­დე­ბუ­ლი სიკ­ვ­დი­ლის ქრო­ნი­კა“

ის­მა­ილ კა­და­რე – „გახ­ლე­ჩი­ლი აპ­რი­ლი“

 

სიკ­ვ­დი­ლი შემ­ზა­რა­ვი გარ­და­უ­ვა­ლო­ბაა, მაგ­რამ ასე არ ფიქ­რობ მა­შინ, რო­ცა საქ­მე ტრა­დი­ცი­ე­ბით გან­საზღ­ვ­რულ სიკ­ვ­დილ­ზე მიდ­გე­ბა, რად­გან ეს უკა­ნას­კ­ნე­ლი მა­გი­უ­რი გრი­გა­ლი­ვით გატყ­დე­ბა თავს და ჩვე­უ­ლებ­რი­ვი სიკ­ვ­დი­ლის უფე­რუ­ლო­ბას შე­გაგ­რ­ძ­ნო­ბი­ნებს.

თე­მის ანა­ლი­ზი­სას, ვიდ­რე მსოფ­ლიო ლი­ტე­რა­ტუ­რას გა­და­ხე­დავ  აუცი­ლებ­ლად მო­გა­გონ­დე­ბა ვა­ჟა-ფშა­ვე­ლას პო­ე­მე­ბი: „სტუ­მარ-მას­პინ­ძე­ლი“ და „ალუ­და ქე­თე­ლა­უ­რი“.

რო­ცა ამ პო­ე­მებს კითხუ­ლობ, მცი­რე ასაკ­ში, ჯერ კი­დევ არა­ფე­რი იცი მსოფ­ლი­ოს ხალ­ხ­თა ტრა­დი­ცი­ე­ბი­სა და კა­ცობ­რი­ო­ბის ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბის შე­სა­ხებ, სა­დაც სიკ­ვ­დი­ლის წი­ნას­წარ­გან­ზ­რა­ხუ­ლი ქრო­ნი­კე­ბი ადა­მი­ა­ნუ­რი გო­ნი­ე­რე­ბის ყვე­ლა დო­ნეს სცდე­ბა და შემ­ზა­რა­ვი სიცხა­დით ცოცხ­ლ­დე­ბა მკითხ­ვე­ლის თვალ­წინ.

სიკ­ვ­დი­ლით სა­ხე­ლის გა­დარ­ჩე­ნის ამ­ბა­ვი გაბ­რი­ელ გარ­სია მარ­კე­სის რო­მა­ნის, „გა­მოცხა­დე­ბუ­ლი სიკ­ვ­დი­ლის ქრო­ნი­კა“, მთა­ვა­რი თე­მაა, სა­დაც პერ­სო­ნა­ჟი, სან­ტი­ა­გო ნა­სა­რი, შუ­რის­მა­ძი­ე­ბე­ლი ძმე­ბის, პედ­რო და პაბ­ლო ვი­კა­რი­ო­ე­ბის ხე­ლით კვდე­ბა, სიკ­ვ­დი­ლის მი­ზე­ზი მხო­ლოდ ძმებ­მა და მკითხ­ველ­მა იცი­ან: დის შე­მარ­ცხ­ვე­ნე­ლი ვერ იცოცხ­ლებს, ამას წე­სი მო­ითხოვს, რო­მე­ლიც სა­უ­კუ­ნე­ე­ბის მან­ძილ­ზე ზე­პი­რი კა­ნო­ნის ფორ­მას იღებს და მას ჰყავს მცვე­ლე­ბი და აღ­მას­რუ­ლებ­ლე­ბი, რო­მელ­თაც არ ძა­ლუძთ გან­ს­ჯა.

და­უ­წე­რე­ლი კა­ნო­ნე­ბის მიმ­დე­ვარ­თა მოქ­მე­დე­ბა ელ­ვი­სე­ბუ­რი ში­ნა­გა­ნი ვნე­ბა­თა­ღელ­ვით არის ნა­კარ­ნა­ხე­ვი: წარ­თ­მე­ულს დაბ­რუ­ნე­ბა უნ­და, შე­ლა­ხულს – შუ­რის­ძი­ე­ბა და პა­სუ­ხი, ხო­ლო სიკ­ვ­დილს მხო­ლოდ სიკ­ვ­დი­ლი თუ დაძ­ლევს.

გა­სუ­ლი სა­უ­კუ­ნის ალ­ბა­ნურ ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში ერ­თი თავ­ზარ­დამ­ცე­მი რო­მა­ნი და­ი­წე­რა, რომ­ლის ავ­ტო­რი ის­მა­ილ კა­და­რე გახ­ლავთ. რო­მანს „გახ­ლე­ჩი­ლი (შეწყ­ვე­ტი­ლი) აპ­რი­ლი“ ჰქვია და ალ­ბა­ნე­თის მთის წეს-ტრა­დი­ცი­ა­თა და­წე­რი­ლი კა­ნუ­ნე­ბი­სა (ასე ეწო­დე­ბა კა­ნონ­თა კრე­ბულს, რო­მე­ლიც ალ­ბა­ნე­თის მთის ხალ­ხ­თა ცხოვ­რე­ბას გან­ს­ჯის) და მის მიმ­დე­ვარ­თა მძი­მე ცხოვ­რე­ბის შე­სა­ხებ მოგ­ვითხ­რობს.

მთა­ვა­რი პერ­სო­ნა­ჟი ჯორჯ ბე­რი­შაა, რო­მე­ლიც, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სის­ხ­ლის აღე­ბის მო­სურ­ნე არ არის, იძუ­ლე­ბამ­დე ოჯახ­სა და თემს მიჰ­ყავს, რად­გან კა­ნუ­ნის შე­მარ­ცხ­ვე­ნე­ლი თემ­ში კა­ცად არ ით­ვ­ლე­ბა.

ჯორ­ჯ­მა ძმის სის­ხ­ლი უნ­და აიღოს, რო­მე­ლიც უკ­ვე წე­ლი­წად-ნახე­ვა­რია ელო­დე­ბა სა­პა­სუ­ხო მსხვერპლს.

ცხოვ­რე­ბა სიკ­ვ­დილ­თან ერ­თად, ალ­ბათ ესაა მთა­ვა­რი სა­კითხი, რო­მელ­საც მთის კა­ნუ­ნი გა­ნუ­საზღ­ვ­რავს მთი­ელ ალ­ბა­ნელს და ცხოვ­რე­ბის ნაც­რის­ფერ ბუ­რუს­ში შე­აგ­რ­ძ­ნო­ბი­ნებს, რას ნიშ­ნავს, მოკ­ვ­დე სა­კუ­თა­რი სიკ­ვ­დი­ლით, რად­გან აქ სა­კუ­თა­რი სიკ­ვ­დი­ლით მხო­ლოდ მღვდლე­ბი და ქა­ლე­ბი კვდე­ბი­ან.

ამ­ბავს, რო­მე­ლიც რო­მან­შია აღ­წე­რი­ლი, ახალ­და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი მწე­რა­ლი ჰყვე­ბა, რო­მელ­მაც სა­ქორ­წი­ნო მოგ­ზა­უ­რო­ბა სწო­რედ ჩრდი­ლო­ე­თის ზე­გან­ზე და­გეგ­მა და ცოლს, რო­მელ­საც მა­ნამ­დე გა­ტა­ცე­მით უამ­ბობ­და სამ­შობ­ლოს მთი­ა­ნე­თის უც­ნა­ურ ამ­ბებს, ახ­ლა ამ ტრა­დი­ცი­ე­ბის სი­დი­ა­დის შე­საგ­რ­ძ­ნო­ბად მთა­ში ამოგ­ზა­უ­რებს.

ეტ­ლი­დან, რომ­ლი­თაც წყვი­ლი ზე­გან­ზე მოგ­ზა­უ­რობს, ლა­მა­ზი, მაგ­რამ პირ­ქუ­ში გა­რე­მო იშ­ლე­ბა. ამ მოგ­ზა­უ­რო­ბას კი­დევ უფ­რო შემ­ზა­რავს არა­ერ­თი პა­სა­ჟი ხდის: ტრაქ­ტი­რი, სა­დაც წყვი­ლი კა­ნუნ­თა კო­დექ­სის გან­მ­მარ­ტე­ბელ­სა და მომ­რი­გე­ბელ-მოსა­მარ­თ­ლეს, ჯორჯ ბე­რი­შას (მკვლელს, რო­მელ­მაც ძმის სის­ხ­ლი აიღო და ახ­ლა ამ სის­ხ­ლის ბე­გა­რა უნ­და გა­და­ი­ხა­დოს) და ამ მა­გი­უ­რი გა­რე­მოს არა­ერთ გმირს პი­რა­დად ეც­ნო­ბა.

რო­მან­ში ერთ-ერ­თი სა­ინ­ტე­რე­სო სივ­რ­ცე უფ­ლის­წუ­ლის კოშ­კია, სა­დაც ბიბ­ლი­ო­თე­კა მთი­ელ­თა ყო­ფის წა­რუშ­ლელ შთა­ბეჭ­დი­ლე­ბებს ინა­ხავს. ეს ბიბ­ლი­ო­თე­კა სავ­სეა წიგ­ნე­ბი­თა და ჟურ­ნა­ლე­ბით, რომ­ლებ­შიც სრუ­ლი სიცხა­დი­თაა აღ­წე­რი­ლი ყო­ვე­ლი­ვე, რაც კა­ნუ­ნის კო­დექსს უკავ­შირ­დე­ბა და მო­ი­ცავს ეპო­ქას ამ კო­დექ­სის და­წე­რის დღი­დან. სა­სახ­ლის მე­პატ­რო­ნე­სა და ბიბ­ლი­ო­თე­კარს ყვე­ლას გაც­ნო­ბა სურთ, ვინც კო­დექსს იკ­ვ­ლევს და თუნ­დაც ერ­თი სტა­ტია ოდეს­მე და­უ­წე­რია. რო­მა­ნის მთხრო­ბე­ლი პერ­სო­ნა­ჟიც ამ მხა­რე­ში სწო­რედ მა­თი მიწ­ვე­ვით ხვდე­ბა, რად­გან რა­ღაც და­წე­რა, მაგ­რამ, რო­გორც უფ­ლის­წუ­ლის სა­სახ­ლის  მფლო­ბე­ლი ფიქ­რობს, კა­ცი ზუს­ტად ვერ გა­ი­გებს, მოს­წონს თუ გმობს მთის ადათ-წესე­ბის არ­სე­ბო­ბას.

მიწ­ვე­ვა, მას­პინ­ძ­ლის აზ­რით, მის გან­ზ­რახ­ვებს ნა­თელს მოჰ­ფენს.

გზა­დაგ­ზა შეგ­რო­ვე­ბუ­ლი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბე­ბის ანა­ლი­ზის­თ­ვის, დი­ა­ნას (მწერ­ლის ცო­ლის) ემო­ცი­უ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა მკითხ­ველ­ზე წა­რუშ­ლელ შთა­ბეჭ­დი­ლე­ბას ახ­დენს.

ად­რე (მოგ­ზა­უ­რო­ბამ­დე) ის მო­მა­ვა­ლი ქმრის­გან ის­მენ­და ამ და­უ­ჯე­რე­ბელ ის­ტო­რი­ებს, და, ალ­ბათ, გუ­ლის სიღ­რ­მე­ში ამ­ბე­ბი ქმრის უშ­რე­ტი ფან­ტა­ზი­ის შე­დე­გი ეგო­ნა, მაგ­რამ მოგ­ზა­უ­რო­ბის შემ­დეგ ვხე­დავთ მო­რა­ლუ­რად გა­ნად­გუ­რე­ბულ ქალს, რო­მელ­საც სა­სიკ­ვ­დი­ლოდ გან­წი­რუ­ლი ჯორჯ ბე­რი­შა უფ­რო ხში­რად უდ­გას თვალ­წინ, ვიდ­რე კა­ცი, რო­მე­ლიც გაც­ნო­ბის შემ­დეგ მის გო­ნე­ბა­ში წუ­თი­თაც არ გა­უ­ფე­რუ­ლე­ბუ­ლა, მაგ­რამ ახ­ლა მის მი­მართ აუხ­ს­ნე­ლი სიბ­რა­ზე ეუფ­ლე­ბა.

ჯორჯ ბე­რი­შას აპ­რი­ლი სიკ­ვ­დი­ლით წყდე­ბა. მი­სი გვა­რის­თ­ვის კი დრო ჩერ­დე­ბა, რად­გან ის ბე­რი­შე­ბის უკა­ნას­კ­ნე­ლი ახალ­გაზ­რ­და მა­მა­კა­ცია, რო­მელ­საც გვა­რის­თ­ვის მო­მა­ვა­ლი უნ­და ეჩუ­ქე­ბი­ნა.

ლი­ტე­რა­ტუ­რა გან­ს­ჯის საგ­ნად არა­სო­დეს აქ­ცევს თე­მას, რო­მე­ლიც ფიქრს არ აღ­ძ­რავს, გან­ჭ­ვ­რე­ტა­სა და ანა­ლიზს არ მო­ითხოვს. უც­ნა­უ­რი და, ზოგ­ჯერ, სრუ­ლი­ად და­უ­ჯე­რე­ბე­ლი თე­მე­ბის მიღ­მა ჩნდე­ბა კითხ­ვე­ბი, რომ­ლებ­საც პა­სუ­ხე­ბი მკითხ­ვე­ლებ­მა უნ­და გას­ცენ.

რო­გორ აღიქ­მე­ბა წარ­სუ­ლი, ტრა­დი­ცი­ე­ბი და წი­ნა­პარ­თა მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბა იმა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი, რა ფორ­მით ხვდე­ბა ის სა­ის­ტო­რიო წყა­რო­ებ­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში. ის, რა­საც გაბ­რი­ელ გარ­სია მარ­კე­სი აღ­წერს, მა­გი­უ­რი რე­ა­ლიზ­მის ჟან­რუ­ლი მა­ხა­სი­ა­თებ­ლე­ბით არის ნა­საზ­რ­დო­ე­ბი, თუმ­ცა, მკითხ­ველ­მა იცის, რომ მი­სი ლი­ტე­რა­ტუ­რის შთა­მა­გო­ნე­ბე­ლი ის გა­რე­მოა, რო­მელ­შიც და­ი­ბა­და, გა­ი­ზარ­და და ცხოვ­რობ­და ნო­ბე­ლის პრე­მი­ის ლა­უ­რე­ა­ტი მწე­რა­ლი, მაგ­რამ რას აღ­წერს ნო­ბე­ლის პრე­მი­ა­ზე არა­ერ­თხელ ნო­მი­ნი­რე­ბუ­ლი ალ­ბა­ნე­ლი რო­მა­ნის­ტი ის­მა­ილ კა­და­რე? კა­და­რე, თუ მას ჟან­რობ­რი­ვად მა­გი­უ­რი რე­ა­ლიზ­მის წარ­მო­მად­გენ­ლად გა­ვი­აზ­რებთ, აღ­წერს რე­ა­ლო­ბას, რო­მელ­შიც არის მა­გია, რო­მე­ლიც თუ სა­კუ­თა­რი თვა­ლით არ გი­ხი­ლავს, და­უ­ჯე­რე­ბე­ლი და წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია.

გა­მოცხა­დე­ბუ­ლი სიკ­ვ­დი­ლის ნამ­დ­ვი­ლი ქრო­ნი­კე­ბი, სა­უ­კუ­ნო­ვა­ნი წიგ­ნი რომ ინა­ხავს და აჩ­რ­დი­ე­ლე­ბად ქცე­უ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის სამ­შობ­ლო – მთის ალ­ბა­ნე­თი, რო­მე­ლიც კა­ნუნ­თა კრე­ბულ­ში იმე­დის ნა­პერ­კ­ლად წარ­მო­ა­ჩენს იმ გზებ­სა და ად­გი­ლებს, სა­დაც მკვლე­ლო­ბა და­უშ­ვე­ბე­ლია. თუ ამ გზებს შუ­რის­ძი­ე­ბის სა­მიზ­ნე კა­ცი თავს აარი­დებს, არ მოკ­ვ­დე­ბა. ჯორჯ ბე­რი­შამ ეს კარ­გად იცის, მაგ­რამ რო­ცა უკა­ნას­კ­ნე­ლი 30 დღის მან­ძილ­ზე სა­კუ­თარ ცხოვ­რე­ბას გა­და­ხე­დავს, ალ­ბათ ხვდე­ბა, რომ იმ უცხო ქა­ლის (დი­ა­ნას) კი­დევ ერ­თხელ და­ნახ­ვა სიკ­ვ­დი­ლის წინ ყვე­ლა­ზე ლა­მა­ზი თავ­გა­და­სა­ვა­ლი იქ­ნე­ბა, რაც ამ შავ-ბნელ ცხოვ­რე­ბა­ში ნატ­ვ­რად ჰქო­ნია, ამი­ტომ კო­დექ­სის მიღ­მა დარ­ჩე­ნილ გზა­ზე გან­ზ­რახ გა­და­დის.

ქე­თე­ვან გა­რა­ყა­ნი­ძე

ფი­ლო­ლო­გი­ის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დოქ­ტო­რი

 

spot_imgspot_img
მსგავსი სიახლეები

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

ქალი კალიგრაფები

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება