1 ივლისი, პარასკევი, 2022

სახალხო დამცველმა დაპირისპირებულ მხარეებს შორის მედიაციისთვის მზადყოფნა გამოთქვა – შეხვედრა უნივერსიტეტში

spot_img

15 ივნისს საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, პროტესტის მონაწილე სტუდენტებს, ადმინისტრაციასა და კანცლერს შეხვდა.

უკვე ერთი თვეა, სტუდენტები უნივერსიტეტის ადმინისტრაციისგან რამდენიმე მოთხოვნის დაკმაყოფილებას, მათ შორის, გამოცდების დისტანციურად ჩაბარების უფლებას და სტუდენტური საცხოვრებლის ხელმისაწვდომობას ითხოვენ.

მთავარი მოთხოვნა და პრობლემა სტუდენტური საცხოვრებელია. დღესდღეობით, თბილისში, ორი სტუდენტური საცხოვრებელი გვაქვს, ერთი, შედარებით ახალი და კეთილმოწყობილი, ლისის ტბასთან მდებარეობს, თუმცა, მასში თავისუფალი ადგილების რაოდენობა შეზღუდულია და საცხოვრისზე არსებულ მოთხოვნას ვერ აკმაყოფილებს. მეორე არის ბაგებში, სადაც საცხოვრებელი გარემო ღირსების შემლახავი და სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველია. 21-ე საუკუნეში იქ საერთოდ არ შეიძლება ვინმე ცხოვრობდეს და არც უნივერსიტეტი უნდა სთავაზობდეს სტუდენტებს მსგავს პირობებში ცხოვრებას,“ – განაცხადა სახალხო დამცველმა.

ნინო ლომჯარიამ ხაზგასმით განაცხადა, რომ სტუდენტები არ ითხოვენ შეღავათებს გამოცდებში. ახალგაზრდებს სურთ, რომ უნივერსიტეტში სწავლა და საგამოცდო პროცესი, მათი სოციალური მდგომარეობის გათვალისწინებით, მოერგოს იმ მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ პირობებს, რაც თითოეულ მათგანს აქვს. მით უმეტეს, რომ ათასობით სტუდენტს მხოლოდ იმის გამო აქვს შეჩერებული სტატუსი, რომ სწავლის საფასური ვერ გადაიხადა.

უნივერსიტეტის კანცლერთან შეხვედრაზე სახალხო დამცველმა სტუდენტებთან დიალოგის მნიშვნელობაზე ისაუბრა, ხაზი გაუსვა უნივერსიტეტის პოლიტიკის სტუდენტის საჭიროებაზე მორგების აუცილებლობას და დაპირისპირებულ მხარეებს შორის მედიაციისთვის მზადყოფნა გამოთქვა.

ვთხოვ უნივერსიტეტის ხელმძღვანელობას და განათლების სამინისტროს, სერიოზულად მოეკიდონ საკითხებს, გულთან მიიტანონ ათასობით სტუდენტის გასაჭირი. პირველ რიგში უნდა დაიწყოს გულწრფელი საუბრები სტუდენტებთან. ასევე, ვფიქრობ, უნივერსიტეტმა გრძელვადიან პერსპექტივაში, აუცილებლად უნდა გადაჭრას სტუდენტური საერთო საცხოვრებლების პრობლემა,“ – განაცხადა ნინო ლომჯარიამ შეხვედრის დასასრულს.

უნივერსიტეტის კანცლერი ამბობს, რომ ადმინისტრაცია აუცილებლად გააგრძელებს სტუდენტებთან შეხვედრებსა და მოლაპარაკებებს და ინტენსიურად იმუშავებს პრობლემების გადაჭრისთვის გზების მოსაძიებლად.

მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდები

ერთიანი ეროვნული გამოცდები

არდადეგები

დი­დი თა­ვი­სუფ­ლე­ბა

📌გი­ორ­გი ჭა­უ­ჭი­ძე მარ­ნე­უ­ლის №2 სა­ჯა­რო სკო­ლის დაწყე­ბი­თი კლა­სე­ბის ქართული როგორც მეორე ენისა და ისტორიის მას­წავ­ლე­ბე­ლი, „მასწავლებლის ეროვნული ჯილდო“ 2019-ის გამარჯვებული  📚ისე არ მო­ვიქ­ცეთ, რომ ჩვენ­მა...
მსგავსი სიახლეები