27 ივლისი, შაბათი, 2024

სახალისო აქტივობა „ნაპოვნი სიტყვების მზე“ – ლექსიკური მარაგის გამდიდრების მიზნით

spot_img

ნინო  გიორგაძე
სსიპ ვახტანგ გზირიშვილის სახელობის თბილისის №173 საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების მასწავლებელი

 

 

ლექსიკური მარაგის გამდიდრება უწყვეტი პროცესია. წაკითხულის უკეთ გაგება-გააზრების მიზნით, მნიშვნელოვანი და აუცილებელია, მოსწავლეს ჰქონდეს მდიდარი ლექსიკა. დაწყებითი კლასების რაც უფრო მდიდარია ლექსიკა და რაც უფრო მეტი ახალი სიტყვა ჩნდება მათ ლექსიკაში, მით უფრო ნაკლებია სირთულე ახალი მასალის ათვისებაში. მწირი ლექსიკური მარაგი წაკითხულის გაგება-გააზრების შემაფერხებელი  მნიშვნელოვანი ფაქტორია. რაც უფრო ეფექტურად წარიმართება ლექსიკური მარაგის გამდიდრებაზე მუშაობა, მით უფრო გამარტივდება ტექსტის გაგება-გააზრება.

ყოველთვის შეიძლება დავეხმაროთ მოსწავლეებს ლექსიკური მარაგის გამდიდრებაში. ეს შეიძლება მოხდეს როგორც სწავლის, ასევე თამაშის დროს, ტექსტის წაკითხვამდე, ტექსტის წაკითხვის პროცესში და წაკითხვის ბოლოსაც კი, ნასწავლი ახალი ლექსიკური ერთეულის დამახსოვრების მიზნით.

მოსწავლეებში ლექსიკური მარაგის გასამდიდრებლად მასწავლებელმა სხვადასხვა აქტივობები უნდა დაგეგმოს.

აქტივობა „ნაპოვნი სიტყვების მზე“ ხელს უწყობს მოსწავლეებში ლექსიკური მარაგის გამდიდრებას და წაკითხული ტექსტის უკეთ გაგება-გააზრებას. ეს აქტივობა სასურველია, მასწავლებელმა ხშირად გამოიყენოს.

აქტივობის მიზნები

♦ მოსწავლეებში ლექსიკური მარაგის გამდიდრება;

♦ თანამშრომლობითი უნარ ჩვევების განვითარება.

აქტივობის ორგანიზების ფორმა:

წყვილებში მუშაობა

რესურსები:

წიგნი, კალამი, რვეული

აქტივობის აღწერა:

მასწავლებელი კლასს დაყოფს წყვილებად, წყვილებს ურიგებს ტექსტს. ტექსტის წაკითხვის შემდეგ ხდება უცნობი სიტყვების ამოკრება (დაწყებით კლასებში, სასურველია, ტექსტი ისე შეირჩეს, რომ მოსწავლეებისთვის ორი ან სამი სიტყვის მნიშვნელობა იყოს უცნობი).

წყვილები ამოიწერენ უცხო სიტყვას და ავსებენ სქემას. ისინი თანხმდებიან სიტყვის სავარაუდო მნიშვნელობაზე. ამის შემდეგ, არკვევენ სიტყვის მნიშვნელობას.

ნიმუში:

ნაპოვნი სიტყვის მნიშვნელობის დაზუსტების შემდეგ, მოსწავლეები მზის ფორმის სქემაში ჩაწერენ სიტყვას, ხოლო მზის სხივებზე ჩამოწერენ წინადადებებს, რომელიც „ნაპოვნი სიტყვის“ გამოყენებით იქნება შედგენილი. ამის შემდეგ აირჩევენ ერთ-ერთ წინადადებას და მისი შინაარსის მიხედვით ასრულებენ ჩანახატს.

ამ აქტივობის ხშირად განხორციელება ხელს შეუწყობს მოსწავლეებში ლექსიკური მარაგის გამდიდრებას, წაკითხულის გაგება-გააზრებასა და ახალი მასალის ათვისებას.

ნიმუში:

არდადეგები

არდადეგები – თავისუფლებისა და დასვენების დღეების ხიბლი

ინა იმედაშვილი იუჯის სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ათეულთა...

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები