21 ნოემბერი, ხუთშაბათი, 2024

სა­ყუ­რადღე­ბო მო­ნოგ­რა­ფია, წიგ­ნი-ფო­ლი­ან­ტი

spot_img

რე­ვაზ მა­ჭა­რაშ­ვი­ლი პრო­ფე­სი­ით ინ­ჟი­ნე­რია, ტექ­ნი­კის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა აკა­დე­მი­უ­რი დოქ­ტო­რი, მაგ­რამ უკა­ნას­კ­ნელ წლებ­ში იგი ახალ ამ­პ­ლუ­ა­ში მოგ­ვევ­ლი­ნა – გა­მოს­ცა შე­სა­ნიშ­ნა­ვი ნაშ­რო­მე­ბი ქარ­თუ­ლი პე­და­გო­გი­კის ის­ტო­რი­ა­ში. ჯერ იყო და, 2022 წელს გა­მო­ი­ცა მი­სი მო­ნოგ­რა­ფია საჩხე­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ კორ­ბო­უ­ლის ქრის­ტი­ნე ხარ­ში­ლა­ძის სა­ხე­ლო­ბის №1 სა­ჯა­რო სკო­ლა­ზე, სა­თა­უ­რით – „შენ, ჩვე­ნო დი­დო იმე­დო“, რო­მელ­საც, წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, სა­თა­ვე­ში ედ­გა მი­სი მა­მა – ან­დ­რო მა­ჭა­რაშ­ვი­ლი და მას­თან ერ­თად მოღ­ვა­წე­ობ­და დე­და, სა­ქარ­თ­ვე­ლოს დამ­სა­ხუ­რე­ბუ­ლი მას­წავ­ლე­ბე­ლი, მა­თე­მა­ტი­კო­სი, დი­დი სა­მა­მუ­ლო ომის ვე­ტე­რა­ნი, 4 ორ­დე­ნი­სა და მრა­ვა­ლი მედ­ლის კა­ვა­ლე­რი ქრის­ტი­ნე ხარ­ში­ლა­ძე, რო­მელ­საც იმ წელს შე­უს­რულ­და და­ბა­დე­ბი­დან 100 წე­ლი. (2015 წლი­დან აღ­ნიშ­ნუ­ლი სკო­ლა ქალ­ბა­ტონ ქრის­ტი­ნე ხარ­ში­ლა­ძის სა­ხელს ატა­რებს).

ბა­ტო­ნი რე­ვაზ მა­ჭა­რაშ­ვი­ლი არ დაკ­მა­ყო­ფილ­და თა­ვის სკო­ლა­ზე და­წე­რი­ლი ერ­თი წიგ­ნით და მომ­დე­ნო წელს მე­ო­რე ნა­წი­ლი შე­მოგ­ვ­თა­ვა­ზა, იმა­ვე სა­თა­უ­რით, რო­მელ­შიც, ძი­რი­თა­დად, სა­უ­ბა­რია 2022 წლის 28 ნო­ემ­ბერს გა­მარ­თულ სკო­ლის და­არ­სე­ბის 150 წლის­თა­ვი­სად­მი მიძღ­ვ­ნილ სა­ზე­ი­მო სხდო­მის მსვლე­ლო­ბა­ზე და ყვე­ლა იმ პირ­ზე, ვინც აქ­ტი­უ­რი მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღო აღ­ნიშ­ნუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბის მა­ღალ დო­ნე­ზე ჩა­ტა­რე­ბა­ში.

რო­გორც იტყ­ვი­ან, მა­და ჭა­მა­ში მო­დი­სო და, სულ ახ­ლა­ხან, ბა­ტონ­მა რე­ზომ გა­მოს­ცა კი­დევ ერ­თი მე­ტად სა­ინ­ტე­რე­სო და სა­ჭი­რო წიგ­ნი – „გა­ნათ­ლე­ბის კე­რე­ბი საჩხე­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში“, რო­მელ­შიც წარ­მოდ­გე­ნი­ლია ამ­ჟა­მად ფუნ­ქ­ცი­ო­ნი­რე­ბა­დი 40 სა­ჯა­რო სკო­ლის ის­ტო­რია. ეს არის უპ­რე­ცე­დენ­ტო შემ­თხ­ვე­ვა, რო­მელ­საც ანა­ლო­გი არ მო­ე­პო­ვე­ბა სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში. ასე­თი ნაშ­რო­მი, ჩვე­ნი აზ­რით, ჯერ­ჯე­რო­ბით, არა­ვის შე­უქ­მ­ნია ქარ­თულ ენა­ზე. ასე რომ, ბა­ტო­ნი რე­ზო ამ საქ­მის პი­ო­ნე­რია, რო­მელ­მაც ქარ­თუ­ლი პე­და­გო­გი­კის ის­ტო­რი­ა­ში ახა­ლი გზა გაკ­ვა­ლა, რაც უაღ­რე­სად რთუ­ლი და მე­ტად სა­პა­ტიო ამო­ცა­ნაა. ასე­თი საქ­მის მა­ღალ დო­ნე­ზე შეს­რუ­ლე­ბა ყვე­ლას რო­დი ძა­ლუძს. ეს მხო­ლოდ ერ­თე­ულ­თა ხვედ­რია. სწო­რედ ასეთ ადა­მი­ა­ნებ­ზე უყ­ვარ­და ხოლ­მე თქმა დიდ გა­ლაკ­ტი­ონს: „ნი­ჭი, ძა­მი­კო, ნი­ჭი!“

თა­ვად სა­რე­ცენ­ზიო ნაშ­რო­მის ავ­ტო­რი ბო­ლო­სიტყ­ვა­ო­ბა­ში წერს: „ახ­ლა, რო­დე­საც ამ წიგ­ნის ბო­ლო სტრი­ქო­ნებს ვწერ, მა­გონ­დე­ბა ის დრო, რო­ცა ქრის­ტი­ნე ხარ­ში­ლა­ძის სა­ხე­ლო­ბის სო­ფელ კორ­ბო­უ­ლის პირ­ვე­ლი სა­ჯა­რო სკო­ლის და­არ­სე­ბის ის­ტო­რი­ის წე­რას ვას­რუ­ლებ­დი. მა­შინ რომ ჩემ­თ­ვის ვინ­მეს ეთ­ქ­ვა: თქვენ საჩხე­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის გა­ნათ­ლე­ბის ყვე­ლა კე­რის ის­ტო­რი­ის და­წე­რაც მო­გი­წევ­თო, პა­სუ­ხად ალ­ბათ გა­ვი­ფიქ­რებ­დი: „ნეტარ არი­ან მორ­წ­მუ­ნე­ნი“-მეთ­ქი.

გა­ვი­და დრო და რო­დე­საც ამ სა­ხე­ლო­ვა­ნი სკო­ლის სა­ი­უ­ბი­ლეო ზე­ი­მის დას­რუ­ლე­ბი­სას ყვე­ლა მო­ნა­წი­ლის ხელ­ში ჩე­მი და­წე­რი­ლი წი­თელ­ყ­დი­ა­ნი წიგ­ნი „შენ, ჩვე­ნო დი­დო იმე­დო“ ვი­ხი­ლე, ვირ­წ­მუ­ნე, რომ მსგავ­სი, მარ­თ­ლაც სა­შუ­რი და სა­პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო, სა­მუ­შა­ოს შეს­რუ­ლე­ბა ნამ­დ­ვი­ლად ხელ­მე­წი­ფე­ბო­და…

და აი, სწო­რედ ამ დროს მი­ვი­ღე კი­დეც საჩხე­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო რე­სურ­ს­ცენ­ტ­რის უფ­რო­სის, ქალ­ბა­ტო­ნი ცის­მა­რი მა­ჭა­რაშ­ვი­ლის წი­ნა­და­დე­ბა-შე­მო­თა­ვა­ზე­ბა, და­მეწყო მუ­შა­ო­ბა ამ უაღ­რე­სად სე­რი­ო­ზულ და ავ­ტო­რი­ტე­ტულ პრო­ექ­ტ­ზე. ეს იყო 2022 წლის 28 ნო­ემ­ბერს. ამას იგი ხში­რად ახ­სე­ნებს მკითხ­ველს, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი წიგ­ნის შექ­მ­ნის იდეა ქალ­ბა­ტონ ცის­მა­რი მა­ჭა­რაშ­ვილს ეკუთ­ვ­ნის და დიდ მად­ლო­ბას უხ­დის მას.

სა­რე­ცენ­ზიო ნაშ­რომ­ში ბა­ტო­ნი რე­ვაზ მა­ჭა­რაშ­ვი­ლი დაწ­ვ­რი­ლე­ბით აგ­ვი­წერს საჩხე­რის ად­გილ­მ­დე­ბა­რე­ო­ბას, მის მრა­ვალ­სა­უ­კუ­ნო­ვან ის­ტო­რი­ას, მას­ში შე­მა­ვალ სოფ­ლებს, მა­ტე­რი­ა­ლუ­რი კულ­ტუ­რის ძეგ­ლებს, სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის დარ­გებს, წი­ა­ღი­სე­ულ სიმ­დიდ­რე­ებს, იგო­ნებს და გვაც­ნობს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში და­ბა­დე­ბულ და გაზ­რ­დილ სა­ხე­ლო­ვან ადა­მი­ა­ნებს, სკო­ლის დი­რექ­ტო­რებს, ამა თუ იმ სკო­ლა­ში მოღ­ვა­წე პე­და­გო­გებს, მოს­წავ­ლე­ებს და დაწ­ვ­რი­ლე­ბით იხი­ლავს თი­თო­ე­უ­ლი სკო­ლის პას­პორტს – სკო­ლის ის­ტო­რი­ას, რო­მელ­შიც მი­თი­თე­ბუ­ლია მი­სი გახ­ს­ნის თა­რი­ღი, რა­ი­ო­ნის და­სა­ხე­ლე­ბა, სკო­ლის სრუ­ლი სა­ხელ­წო­დე­ბა, მი­სა­მარ­თი, სა­ფოს­ტო გან­ყო­ფი­ლე­ბა, უახ­ლო­ე­სი რკი­ნიგ­ზის სად­გუ­რის და­სა­ხე­ლე­ბა, მან­ძი­ლი სკო­ლი­დან რკი­ნიგ­ზამ­დე, რო­მელ ენა­ზე მიმ­დი­ნა­რე­ობს სწავ­ლე­ბა და ა.შ. აქ­ვე იგი დას­ძენს: „საჩხე­რის მად­ლი­ან მი­წა­ზე აღ­ზ­რ­დილ ღვაწ­ლ­მო­სილ­სა და სა­ხე­ლო­ვან მა­მუ­ლიშ­ვილ­თა შო­რის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი აღ­ნიშ­ვ­ნის ღირ­სია ეკო­ნო­მი­კის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დოქ­ტო­რი, სა­ზო­გა­დო და პო­ლი­ტი­კუ­რი მოღ­ვა­წე, მე­ცე­ნა­ტი  ბა­ტო­ნი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი“, რომ­ლის ინი­ცი­ა­ტი­ვი­თა და და­ფი­ნან­სე­ბით აშენ­და ან კა­პი­ტა­ლუ­რი რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია ჩა­უ­ტარ­და არა­ერთ სკო­ლა­სა და სას­წავ­ლო-სა­აღ­მ­ზ­რ­დე­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბას საჩხე­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­სა და არა მხო­ლოდ იქ“.

სხვა სკო­ლე­ბის გვერ­დით, ავ­ტო­რი სა­უბ­რობს ისევ ქრის­ტი­ნე ხარ­ში­ლა­ძის სა­ხე­ლო­ბის კორ­ბო­უ­ლის №1 სა­ჯა­რო სკო­ლის და­არ­სე­ბის ის­ტო­რი­ა­ზე, რად­გან აღ­ნიშ­ნუ­ლი სკო­ლა პირ­ვე­ლი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო კე­რა იყო ყო­ფი­ლი შო­რაპ­ნის მაზ­რა­ში, რო­მელ­მაც ჯერ კი­დევ 1972 წელს აან­თო ცოდ­ნის ლამ­პა­რი და „…აქ ან­თე­ბულ­მა ლამ­პარ­მა გა­ა­ნა­თა მე­ზო­ბე­ლი სოფ­ლე­ბიც, მრა­ვალ ოჯახ­ში და­ი­დო ბი­ნა წიგ­ნ­მა და სი­ნათ­ლემ“. ესაა ბა­ტო­ნი რე­ზოს მშობ­ლი­უ­რი სკო­ლა, სა­დაც იგი ეზი­ა­რა სწავ­ლა-გა­ნათ­ლე­ბა­სა და ცოდ­ნას. ამ სკო­ლას, რო­გორც ზე­მოთ აღ­ვ­ნიშ­ნეთ, მი­უძღ­ვ­ნა მან, 2022 და 2023 წლებ­ში, უაღ­რე­სად სა­ინ­ტე­რე­სო ნაშ­რო­მე­ბი.

სა­რე­ცენ­ზიო ნაშ­რო­მის შე­საქ­მ­ნე­ლად ავ­ტორს ჩა­უ­ტა­რე­ბია კო­ლო­სა­ლუ­რი შრო­მა. გას­ც­ნო­ბია სა­არ­ქი­ვო მა­სა­ლას, ქარ­თულ და რუ­სულ ენა­ზე იმ დრო­ი­სათ­ვის გა­მო­მა­ვალ ჟურ­ნალ-გა­ზე­თებ­სა და სხვა წე­რი­ლო­ბით წყა­რო­ებს, უვ­ლია სო­ფელ-სო­ფელ, კარ­და­კარ, შეხ­ვედ­რია სკო­ლის ყო­ფილ და ამ­ჟა­მინ­დელ დი­რექ­ტო­რებს, პე­და­გო­გებს, კურ­ს­დამ­თავ­რე­ბუ­ლებს, გა­სა­უბ­რე­ბია სოფ­ლის ხან­დაზ­მულ ადა­მი­ა­ნებს და შე­უქ­მ­ნია სა­უცხოო ნაშ­რო­მი, რო­მე­ლიც არა­სო­დეს და­კარ­გავს ფასს ქარ­თუ­ლი პე­და­გო­გი­კის ის­ტო­რი­ა­ში, ვიდ­რე იარ­სე­ბებს სა­ქარ­თ­ვე­ლო და ქარ­თუ­ლი ენა.

ავ­ტო­რის სა­სა­ხე­ლოდ უნ­და ით­ქ­ვას, რომ სა­რე­ცენ­ზიო ნაშ­რო­მი შეს­რუ­ლე­ბუ­ლია მა­ღალ მეც­ნი­ე­რულ დო­ნე­ზე, გა­მარ­თუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი ენით, იკითხე­ბა თა­ვი­სუფ­ლად, ლა­ღად და ძა­ლა­და­უ­ტა­ნებ­ლად. ეს არის მე­ტად სა­ჭი­რო და სა­სარ­გებ­ლო წიგ­ნი, რო­მელ­შიც ყვე­ლა რან­გი­სა და გა­ნათ­ლე­ბის ადა­მი­ა­ნი იპო­ვის მის­თ­ვის აუცი­ლე­ბელ მა­სა­ლას.

ამ ნაშ­რო­მით ბა­ტონ­მა რე­ზომ არ­და­ვიწყე­ბის შუ­ქი მოჰ­ფი­ნა ჩვენს წარ­სულს და საჩხე­რის მა­შინ­დელ რა­ი­ონ­ში მოღ­ვა­წე პე­და­გო­გე­ბის სა­ხე­ლებს, რომ­ლებ­მაც გარ­კ­ვე­უ­ლი წვლი­ლი შე­ი­ტა­ნეს გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მისა და ქვეყ­ნის წინ­ს­ვ­ლა-გან­ვი­თა­რე­ბა­ში.

XVII სა­უ­კუ­ნის დი­დი ინ­გ­ლი­სე­ლი ფი­ლო­სო­ფოს-მა­ტე­რი­ა­ლის­ტი, ფრან­სის ბე­კო­ნი წერ­და: „არის ისე­თი წიგ­ნე­ბი, რომ­ლებ­საც მხო­ლოდ გე­მო უნ­და გა­უ­სინ­ჯო, ისე­თე­ბიც არის, რომ­ლე­ბიც უმ­ჯო­ბე­სია გა­დაყ­ლა­პო, მხო­ლოდ მცი­რეა ისე­თი, რო­მელ­თა და­ღეჭ­ვა და მო­ნე­ლე­ბა მარ­თ­ლაც ღირს“. სწო­რედ ამ უკა­ნას­კ­ნელ­თა რიცხვს გა­ნე­კუთ­ვ­ნე­ბა სა­რე­ცენ­ზიო წიგ­ნი „გა­ნათ­ლე­ბის კე­რე­ბი საჩხე­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში“, წიგ­ნი-ენ­ციკ­ლო­პე­დია, წიგ­ნი-ფო­ლი­ან­ტი. იგი დი­დი ფორ­მა­ტის 630 გვერდს შე­ი­ცავს.

აღ­ნიშ­ნუ­ლი მო­ნოგ­რა­ფი­ის გა­მო­ცე­მით, ბა­ტონ­მა რე­ვაზ მა­ჭა­რაშ­ვილ­მა უკ­ვ­და­ვე­ბის ძეგ­ლი და­იდ­გა. გვჯე­რა, მის მა­გა­ლითს სხვა მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მკვიდ­რ­ნიც მი­ბა­ძა­ვენ და ჩვენს ის­ტო­რი­ოგ­რა­ფი­ას გა­ამ­დიდ­რე­ბენ სა­ინ­ტე­რე­სო ნაშ­რო­მე­ბით, რი­თაც მო­მა­ვა­ლი თა­ო­ბა გა­ი­გებს, რა­ნი ვი­ყა­ვით და რად ვი­ქე­ცით.

და­სას­რულ, მინ­და აღ­ვ­ნიშ­ნო, რომ ბა­ტო­ნი რე­ვაზ მა­ჭა­რაშ­ვი­ლი ამ ნაშ­რო­მით ნამ­დ­ვი­ლად იმ­სა­ხუ­რებს გა­ნათ­ლე­ბის აკა­დე­მი­უ­რი დოქ­ტო­რის ხა­რისხს. ნაშ­რო­მი სავ­სე­ბით აკ­მა­ყო­ფი­ლებს ყვე­ლა იმ პი­რო­ბას, რაც სა­დი­სერ­ტა­ციო ნაშ­რომს მო­ეთხო­ვე­ბა.

ყო­ვე­ლი­ვე კარ­გი, რაც ადა­მი­ანს შე­უქ­მ­ნია ამ­ქ­ვეყ­ნად, სიყ­ვა­რუ­ლის ნა­ყო­ფია. ამის გა­რე­შე შე­უძ­ლე­ბე­ლია ადა­მი­ან­მა შექ­მ­ნას რა­ი­მე ფას­და­უ­დე­ბე­ლი ნაშ­რო­მი, ხელ­თუქ­მ­ნე­ლი ძეგ­ლი. ამი­ტომ ბა­ტონ რე­ზოს ვუ­სურ­ვოთ, ღმერ­თ­მა ნუ მო­უ­შა­ლოს ეს სიყ­ვა­რუ­ლი და კი­დევ დიდ­ხანს სი­ცოცხ­ლე ჩვე­ნი ერი­სა და ქვეყ­ნის სა­კე­თილ­დღე­ოდ.

აფე­რუმ, ბა­ტო­ნო რე­ვაზ! „მად­ლი, ზე­ნა“ შენს სა­ხე­ლო­ვან მშობ­ლებს, მარ­ჯ­ვე­ნა­სა და შენს რკი­ნი­სე­ბურ ნე­ბის­ყო­ფას! მრა­ვალ­ჟა­მი­ერ!

ნო­დარ ბა­სი­ლა­ძე

პე­და­გო­გი­კის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დოქ­ტო­რი, პრო­ფე­სო­რი, სა­ქარ­თ­ვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა აკა­დე­მი­ის აკა­დე­მი­კო­სი

 

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები