27 ივლისი, შაბათი, 2024

საქსტატის მონაცემები 2021-2022  – 10.1 %  მეტმა სტუდენტმა დაამთავრა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება

spot_img

სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა გამოაქვეყნა 2021-2022 წლის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მაჩვენებლები, რომლის მიხედვითაც, სასწავლო წლის დასაწყისისთვის ქვეყანაში 64 უმაღლესი სასწავლებელი ფუნქციონირებს, მათგან 19 სახელმწიფო და 45 კერძოა, უმაღლესების 60.9 პროცენტი თბილისშია. კურსდამთავრებულთა რაოდენობამ 25.9 ათასი შეადგინა (წინა წელთან შედარებით +10.1 %) – ქალი – 57.9 %, კაცი – 42.1 %, ხოლო პროფესორ მასწავლებელთა რიცხოვნობა 10.5 ათასია.

საქსტატის მონაცემებით, 2021/2022 სასწავლო წლის დასაწყისისთვის, საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მიღებულია 45.4 ათასი სტუდენტი, აქედან სახელმწიფო უნივერსიტეტებში – 28.1 ათასი, ხოლო კერძო უნივერსიტეტებში – 17.3 ათასი. სტუდენტთა მიღება, წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, შემცირდა 1.3 ათასით. შემცირება ძირითადად, სახელმწიფო უნივერსიტეტებზე მოდის.

საერთო ჯამში, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სტუდენტთა რიცხოვნობამ 159.8 ათასი შეადგინა, რაც წინა სასწავლო წელთან შედარებით 1.6 პროცენტით მეტია. სახელმწიფო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლობს სტუდენტთა საერთო რიცხოვნობის 63.6%, ხოლო კერძოში – 36.4 პროცენტი. სტუდენტთა საერთო რიცხოვნობიდან 51.5 პროცენტი ქალია, ხოლო 48.5 პროცენტი – კაცი.

წინა წელთან შედარებით 10.1 პროცენტით მეტმა სტუდენტმა დაამთავრა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება – მათი რიცხვი 25.9 ათასს აღწევს.

2021/2022 სასწავლო წლის დასაწყისისთვის, საზღვარგარეთ სასწავლებლად გაიგზავნა 484 სტუდენტი გაიგზავნა, რაც 195 სტუდენტით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით. სახელმწიფო უნივერსიტეტებიდან გაგზავნილი სტუდენტების რაოდენობა 2.4-ჯერ აღემატება კერძო უნივერსიტეტებიდან გაგზავნილ სტუდენტთა რაოდენობას. საგრძნობლად გაიზარდა უცხოელ სტუდენტთა რაოდენობა საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში – 17.5 ათასი სტუდენტი სწავლობს, რაც 19.7 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით.

რაც შეეხება სადოქტორო პროგრამებს, 2021 წლის მონაცემებით, მცირედით შემცირდა დოქტორანტების საერთო რიცხოვნობა და 3 879 შეადგინა, რაც 3.3 პროცენტით ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთნ. სადოქტორო პროგრამებს ახორციელებდა 33 უნივერსიტეტი (2020 წელთან შედარებით ერთით მეტი). აღნიშნულ უნივერსიტეტებში მიღებული დოქტორანტების რიცხოვნობა, წინა წელთან შედარებით, 6.8 პროცენტით შემცირდა და 979 პირი შეადგინა.

წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 7.0 პროცენტით მეტია უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში დასაქმებული პროფესორ- მასწავლებლების რიცხვი (10.5 ათასი), მათგან 56.4 პროცენტი ქალია, ხოლო 43.6 პროცენტი – კაცი. მათი უდიდესი ნაწილი – 39.0 პროცენტი – ასოცირებული პროფესორია.

არდადეგები

არდადეგები – თავისუფლებისა და დასვენების დღეების ხიბლი

ინა იმედაშვილი იუჯის სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ათეულთა...

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები