27 ივლისი, შაბათი, 2024

საქსტატის მონაცემები – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მაჩვენებლები

spot_img

სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა გამოაქვეყნა მონაცემები, რომლის მიხედვითაც, 2021/2022 სასწავლო წლის განმავლობაში, სწავლა შეწყვიტა 8 846-მა მოსწავლემ, რაც 25.5%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით. იმ მოსწავლეთა შორის, რომელთაც შეწყვიტეს სწავლა, 42.6% გოგოა, ხოლო 57.4% – ბიჭი.

2022/2023 სასწავლო წლის დასაწყისისთვის, საქართველოში, სულ 2 302 ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება (სკოლა) იყო, მათ შორის, 2 086 – საჯარო, ხოლო 216 – კერძო. წინა სასწავლო წელთან შედარებით, ქვეყანაში არსებული სკოლების რაოდენობა 6 ერთეულით შემცირდა. რეგიონების მიხედვით, ყველაზე მეტი სკოლა (17.1%) იმერეთში ფიქსირდება.

2022/2023 სასწავლო წლის დასაწყისისთვის, საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სულ 633.3 ათასი მოსწავლე სწავლობდა, რაც წინა სასწავლო წლის მაჩვენებელს 1.4%-ით აღემატება. მონაცემებით ვიგებთ, რომ საჯარო სკოლებში მოსწავლეთა საერთო რიცხოვნობის 89.9% სწავლობს, ხოლო კერძო სკოლებში – 10.1%. მოსწავლეთა საერთო რიცხოვნობიდან 48.1% გოგოა, ხოლო 51.9% – ბიჭი. რეგიონებს შორის, ყველაზე მეტი მოსწავლე (35.4%) თბილისში სწავლობს.

განსხვავებული მაჩვენებლია მოსწავლეთა სკოლის დამთავრების კუთხითაც – 2022 წელს საშუალო სკოლა დაასრულა 45 423-მა მოსწავლემ, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს 17.3%-ით აღემატება; დაწყებითი განათლება მიიღო 60 235-მა მოსწავლემ, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 26.5%-ით მეტია, ხოლო საბაზო განათლება – 45 008-მა მოსწავლემ, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს 0.4%-ით ჩამორჩება.

საქსტატის მონაცემებით, 2022/2023 სასწავლო წელს, 2.3%-ით ნაკლებია იმ მოსწავლეთა რაოდენობა, რომლებიც საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების საგნებს შეისწავლის. როგორც ცნობილია, აღნიშნული საგნები სავალდებულოდ ისწავლება I, V და VI კლასებში.

რაც შეეხება ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში დასაქმებული პედაგოგების რაოდენობას, ახალი სასწავლო წლის დასაწყისისთვის, მცირე მაჩვენებლებით, თუმცა მაინც შემცირებულია:

⇒ 2022/2023 სასწავლო წლის დასაწყისისთვის, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში დასაქმებული იყო 62 296 პედაგოგი, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 1.1%-ით ნაკლებია;

⇒ მასწავლებელთა დიდ უმრავლესობას ქალები შეადგენენ, კერძოდ, პედაგოგების რიცხოვნობაში ქალების წილი 87.4%-ია, ხოლო კაცების წილი – 12.6%.

არდადეგები

არდადეგები – თავისუფლებისა და დასვენების დღეების ხიბლი

ინა იმედაშვილი იუჯის სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ათეულთა...

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები