11 ნოემბერი, ორშაბათი, 2024

საქ­მე, რო­მელ­მაც სა­კუ­თა­რი თა­ვი მა­პოვ­ნი­ნა

spot_img

ბე­ქა თოშ­ხუა
სსიპ მარ­ნე­უ­ლის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სოფ. ულაშ­ლოს სა­ჯა­რო სკო­ლის კონ­სულ­ტანტ-მას­წავ­ლე­ბე­ლი

 

მე გახ­ლა­ვართ ბე­ქა თოშ­ხუა. წარ­მო­შო­ბით სქარ­თ­ვე­ლოს ერთ-ერ­თი ულა­მა­ზე­სი კუთხი­დან, სა­მეგ­რე­ლო­დან ვარ, კერ­ძოდ, მარ­ტ­ვი­ლი­დან. 2013 წლი­დან ჩა­ვერ­თე არა­ქარ­თუ­ლე­ნო­ვა­ნი სკო­ლე­ბის მხარ­და­ჭე­რის ქვეპ­როგ­რა­მა­ში. ვას­წავ­ლი ქარ­თულ ენას აზერ­ბა­ი­ჯა­ნუ­ლე­ნო­ვან სკო­ლა­ში. პროგ­რა­მის შე­სა­ხებ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სწავლის დროს გა­ვი­გე. მა­შინ­ვე და­ვინ­ტე­რეს­დი და პირ­ვე­ლი­ვე შე­საძ­ლებ­ლო­ბა­ზე ჩა­ვერ­თე, რად­გან ძა­ლი­ან მინ­დო­და გავ­ც­ნო­ბო­დი ახალ კულ­ტუ­რას და წეს-ჩვე­უ­ლე­ბებს.

2013-2016 წლებ­ში ვმუ­შა­ობ­დი დამ­ხ­მა­რე მას­წავ­ლებ­ლად მარ­ნე­უ­ლის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სოფ. ბა­ი­თა­ლოს სა­ჯა­რო სკო­ლა­ში. ხში­რად მახ­სენ­დე­ბა ჩე­მი პირ­ვე­ლი გაკ­ვე­თი­ლი. ბავ­შ­ვე­ბის ან­თე­ბუ­ლი თვა­ლე­ბი. მახ­სენ­დე­ბა წლე­ბი, რომ­ლე­ბიც ამ პა­ტა­რა, მაგ­რამ სიყ­ვა­რუ­ლით და სი­კე­თით სავ­სე სკო­ლა­ში გა­მი­ტა­რე­ბია.

2016 წლი­დან დღემ­დე ვარ კონ­სულ­ტანტ-მას­წავ­ლე­ბე­ლი მარ­ნე­უ­ლის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სოფ. ულაშ­ლოს სა­ჯა­რო სკო­ლა­ში. მად­ლო­ბა უფალს, გა­მი­მარ­თ­ლა მე­ო­რე სკო­ლა­შიც. გა­და­ჭარ­ბე­ბის გა­რე­შე შე­მიძ­ლია ვთქვა, აქ დამ­ხ­ვ­და დი­დი ოჯა­ხი, რომ­ლის წევ­რიც გავ­ხ­დი და შე­ვუ­დე­ქი ჩემს საყ­ვა­რელ საქ­მეს.

მასპინძელ ოჯახთან ერთად

პროგ­რა­მამ იზ­რუ­ნა საცხოვ­რე­ბელ ად­გილ­ზე, რა­შიც ძა­ლი­ან გა­მი­მარ­თ­ლა. დავ­ბი­ნავ­დი ტა­რი­ელ ალი­ე­ვი­სა და რა­ხი­ლა მა­გა­რა­მო­ვას ოჯახ­ში, სა­დაც შვი­ლი­ვით მი­მი­ღეს.  ისი­ნი დი­დი სიყ­ვა­რუ­ლით ზრუ­ნავ­დ­ნენ ჩემ­ზე. შე­იძ­ლე­ბა ით­ქ­ვას, რომ გავ­ხ­დი მა­თი ლა­მა­ზი ოჯა­ხის წევ­რი. დღემ­დე დი­დი პა­ტი­ვის­ცე­მა და სიყ­ვა­რუ­ლი გვაქვს ერ­თ­მა­ნე­თი­სად­მი. მათ­თან ერ­თად არა­ერ­თი ცხოვ­რე­ბი­სე­უ­ლი სირ­თუ­ლე გა­და­მი­ლა­ხავს. თა­მა­მად შე­იძ­ლე­ბა ვთქვა, რომ ჩვენ­მა მე­გობ­რო­ბამ დროს გა­უძ­ლო.

მეუღლესთან ერთად

2022 წელს და­ვო­ჯახ­დი. ჩე­მი მე­უღ­ლეც „არა­ქარ­თუ­ლე­ნო­ვა­ნი სკო­ლე­ბის მხარ­და­ჭე­რის ქვეპ­როგ­რა­მა­ში“ ჩარ­თუ­ლი მას­წავ­ლე­ბე­ლია. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ პროგ­რა­მის ფარ­გ­ლებ­ში გა­ვი­ცა­ნით ერ­თ­მა­ნე­თი. ამ­ჟა­მად, ერ­თად ვაგ­რ­ძე­ლებთ საყ­ვა­რელ საქ­მი­ა­ნო­ბას.

სახ­ლი­დან ძა­ლი­ან შორს ვი­ყა­ვი, ამი­ტომ ვფიქ­რობ­დი, რომ ერთ წე­ლი­წად­ში წა­ვი­დო­დი, თუმ­ცა აგერ უკ­ვე 10 წე­ლია, აქ ვარ და ვფიქ­რობ, ეს ის საქ­მეა, რო­მელ­მაც სა­კუ­თა­რი თა­ვი მა­პოვ­ნი­ნა. მომ­წონს რა­საც ვა­კე­თებ, ჩემ­თ­ვის ბავ­შ­ვებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა ძა­ლი­ან სა­სი­ა­მოვ­ნოა.

10 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში სკო­ლა­ში ბევ­რი და­სა­მახ­სოვ­რე­ბე­ლი პრო­ექ­ტი და ღო­ნის­ძი­ე­ბა მაქვს გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი. პრო­ექ­ტის ფარ­გ­ლებ­ში ვეს­ტუმ­რეთ სა­ქარ­თ­ვე­ლოს არა­ერთ კუთხეს. მოს­წავ­ლე­ებ­მა ად­გილ­ზე გა­იც­ნეს ტრა­დი­ცი­უ­ლი ცეკ­ვე­ბი, სიმ­ღე­რე­ბი და და­ა­გე­მოვ­ნეს ჩვე­ნი სამ­ზა­რე­უ­ლოს გა­მორ­ჩე­უ­ლი კერ­ძე­ბი. ჩემ მი­ერ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი პრო­ექ­ტის ფარ­გ­ლებ­ში ჩვე­ნი სკო­ლის ეთ­ნი­კუ­რად აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლი მოს­წავ­ლე­ე­ბი და­უ­მე­გობ­რ­დ­ნენ ეთ­ნი­კუ­რად ქარ­თ­ველ მოს­წავ­ლე­ებს და დღემ­დე გრძელ­დე­ბა მა­თი მე­გობ­რო­ბა. ამ 10 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ბევ­რი რამ შევ­ც­ვა­ლე რო­გორც ენობ­რი­ვი ბა­რი­ე­რის მხრივ, ასე­ვე ქარ­თუ­ლი ტრა­დი­ცი­ე­ბი­სა და წეს-ჩვე­უ­ლე­ბე­ბი­სად­მი ცნო­ბი­ე­რე­ბის ამაღ­ლე­ბის კუთხით. მეც უდი­დე­სი გა­მოც­დი­ლე­ბა მი­ვი­ღე რო­გორც სწავ­ლა-სწავ­ლე­ბის, ასე­ვე კო­ლე­გი­ა­ლო­ბის და თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით. ვფიქ­რობ, პროგ­რა­მის ყვე­ლა მო­ნა­წი­ლის (მათ შო­რის ჩე­მიც) დი­დი ძა­ლის­ხ­მე­ვის შედე­გია, რომ ჩვე­ნი სკო­ლე­ბის კურ­ს­დამ­თავ­რე­ბუ­ლე­ბი სწავ­ლას ქარ­თულ უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­ში აგ­რ­ძე­ლე­ბენ და ბევ­რი მათ­გა­ნი ღირ­სე­უ­ლად წარ­მო­ა­ჩენს სა­კუ­თარ თავს. მე კი ძა­ლი­ან ამა­ყი ვარ, რო­ცა ჩე­მი ყო­ფი­ლი მოს­წავ­ლე­ე­ბის წარ­მა­ტე­ბას ვი­გებ.

ჩემი პირველი სკოლა

 

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები