13 აპრილი, შაბათი, 2024

სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში შორს არ­სად არ არის

spot_img

ნო­ნა არე­ვა­ძე-კო­ტო­რაშ­ვი­ლი

მარ­ნე­უ­ლის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ დაშ­ტა­ფის სა­ჯა­რო სკო­ლის კონ­სულ­ტან­ტი მას­წავ­ლე­ბე­ლი

 

მე ვარ ნო­ნა არე­ვა­ძე-კო­ტო­რაშ­ვი­ლი. უკ­ვე მე-14 წე­ლია, რაც მარ­ნე­უ­ლის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ დაშ­ტა­ფა­ში ვმუ­შა­ობ კონ­სულ­ტანტ-მას­წავ­ლებ­ლად. ქარ­თულ ენას ვას­წავ­ლი ეროვ­ნე­ბით აზერ­ბა­ი­ჯა­ნელ მოს­წავ­ლე­ებს. ჩე­მი გზა ამ სა­პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო და სა­ხელ­მ­წი­ფო­ებ­რი­ვად მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან საქ­მე­ში და­იწყო 2010 წელს. სრუ­ლი­ად შემ­თხ­ვე­ვით გა­ვი­გე, რომ არა­ქარ­თუ­ლე­ნო­ვან სკო­ლებ­ში სპე­ცი­ა­ლუ­რი პროგ­რა­მა ხორ­ცი­ელ­დე­ბო­და, რო­მე­ლიც მიზ­ნად ისა­ხავ­და ქარ­თუ­ლი ენის კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი მას­წავ­ლებ­ლე­ბის კონ­კურ­სის წე­სით შერ­ჩე­ვას და ისეთ რე­გი­ო­ნებ­ში გა­ნა­წი­ლე­ბას, სა­დაც კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი კად­რე­ბის ნაკ­ლე­ბო­ბა იყო. შე­სა­ბა­მი­სად, ამ სკო­ლებ­ში მწვა­ვედ იდ­გა სა­ხელ­მ­წი­ფო ენის სწავ­ლე­ბის სა­კითხი.

ჩემ­თ­ვის არ იყო ად­ვი­ლი ამ ნა­ბი­ჯის გა­დად­გ­მა, რად­გან 5 მცი­რეწ­ლო­ვა­ნი ბავ­შ­ვის დე­და ვი­ყა­ვი და სულ სა­მი­ო­დე წე­ლი იყო, რაც დეკ­რე­ტუ­ლი შვე­ბუ­ლე­ბი­დან კვლავ და­ვუბ­რუნ­დი მშობ­ლი­ურ სკო­ლას. იმ პე­რი­ო­დის­თ­ვის გარ­დაბ­ნის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ გა­მარ­ჯ­ვე­ბის სა­ჯა­რო სკო­ლა­ში ვას­წავ­ლი­დი ქარ­თულ ენას და მე­ო­რე ენის სწავ­ლე­ბის არა­ნა­ი­რი გა­მოც­დი­ლე­ბა არ მქონ­და. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, მა­ინც გავ­ბე­დე და მი­ვი­ღე შე­სარ­ჩევ კონ­კურ­ს­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა. ეს იყო წე­ლი, რო­დე­საც პირ­ვე­ლად ტარ­დე­ბო­და მას­წავ­ლე­ბელ­თა სა­სერ­ტი­ფი­კა­ტო გა­მოც­დე­ბი და ვემ­ზა­დე­ბო­დი ჩემს კო­ლე­გებ­თან ერ­თად. და­სა­მა­ლი არ არის, რომ ახალ გა­მოწ­ვე­ვას­თან ერ­თად გან­სა­კუთ­რე­ბით მა­მო­ტი­ვი­რე­ბე­ლი იყო სა­ხელ­ფა­სო შე­მო­თა­ვა­ზე­ბა, რო­მე­ლიც, და­საქ­მე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში, გან­საზღ­ვ­რუ­ლი იყო კონ­სულ­ტანტ-მას­წავ­ლებ­ლე­ბის­თ­ვის. გავ­ბე­დე და მი­ვი­ღე კონ­კურ­ს­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. მინ­და მკითხ­ველ­მა იცო­დეს, რომ ეს არ იყო ად­ვი­ლი გზა. და­ახ­ლო­ე­ბით 300 მას­წავ­ლე­ბელს ჰქონ­და გა­ნაცხა­დი შე­ტა­ნი­ლი კონ­კურ­ს­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა­ზე. პირ­ველ ეტაპ­ზე, კონ­კურ­სის ფარ­გ­ლებ­ში, ჩა­ვა­ბა­რეთ ქარ­თუ­ლი ენის გა­მოც­და, 70%-იანი ბა­რი­ე­რის დაძ­ლე­ვის შემ­დეგ კი გა­ვი­ა­რეთ გა­სა­უბ­რე­ბა. ჩემ­თ­ვის ეს იყო პირ­ვე­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა და დღემ­დე მომ­ყ­ვე­ბა ის კე­თილ­გან­წყო­ბი­ლი და მა­ღალ­კ­ვა­ლი­ფი­ცი­უ­რი ექ­ს­პერ­ტე­ბი­სა­გან შექ­მ­ნი­ლი გა­რე­მო, რაც იქ დამ­ხ­ვ­და.

ასე მოვ­ხ­ვ­დი პროგ­რა­მა­ში. აქ­ვე აუცი­ლებ­ლად მინ­და აღ­ვ­ნიშ­ნო ჩე­მი მშობ­ლი­უ­რი სკო­ლის კო­ლექ­ტი­ვის და დი­რექ­ტო­რის, გუ­რამ ნა­თე­ნა­ძის დი­დი დამ­სა­ხუ­რე­ბა ჩემს წარ­მა­ტე­ბა­ში, რაც მდგო­მა­რე­ობს შემ­დეგ­ში – რო­გორც აღ­ვ­ნიშ­ნე, იმ წელს ჩა­ტარ­და პირ­ვე­ლი სა­სერ­ტი­ფი­კა­ტო გა­მოც­დე­ბი მას­წავ­ლე­ბელ­თათ­ვის და რომ არა გა­მარ­ჯ­ვე­ბის სა­ჯა­რო სკო­ლა­ში მი­ღე­ბუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა, სკო­ლის დი­რექ­ტო­რის მი­ერ და­ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი და ჩვენ­თ­ვის შე­მო­თა­ვა­ზე­ბუ­ლი პრო­ფე­სი­უ­ლი უნა­რე­ბის გან­მა­ვი­თა­რე­ბე­ლი ტრე­ნინ­გე­ბი, ალ­ბათ, ასე­თი თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლი არ ვიქ­ნე­ბო­დი.

პროგ­რა­მა­ში აყ­ვა­ნის პა­რა­ლე­ლუ­რად, ჩა­ვა­ბა­რე სა­სერ­ტი­ფი­კა­ტო გა­მოც­დე­ბიც და ახალ სკო­ლა­ში წარ­ვ­დე­ქი უკ­ვე რო­გორც სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი პე­და­გო­გი.

აქე­დან და­იწყო ჩე­მი სა­ინ­ტე­რე­სო, გა­მოწ­ვე­ვე­ბით აღ­სავ­სე და სა­უ­კე­თე­სო გა­მოც­დი­ლე­ბე­ბით მდი­და­რი პე­და­გო­გი­უ­რი საქ­მი­ა­ნო­ბა დაშ­ტა­ფის სა­ჯა­რო სკო­ლა­ში. ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რი გა­მოწ­ვე­ვა ჩემ­თ­ვის მა­ნამ­დე უც­ნობ თემ­ში სამ­სა­ხუ­რი იყო. არა­ფე­რი ვი­ცო­დი აზერ­ბა­ი­ჯა­ნუ­ლი სოფ­ლე­ბის, იქ მაცხოვ­რე­ბე­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის, მა­თი გან­წყო­ბე­ბის, ცხოვ­რე­ბის სტი­ლი­სა და ტრა­დი­ცი­ე­ბის შე­სა­ხებ. არ ვი­ცო­დი, რო­გორ მი­მი­ღებ­დ­ნენ და რა ბა­რი­ე­რე­ბის დაძ­ლე­ვა მო­მი­წევ­და. ახ­ლა უკ­ვე ვხვდე­ბი, რომ ეს ჩე­მი არა­ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლო­ბის პრობ­ლე­მა უფ­რო იყო, ვიდ­რე რე­ა­ლუ­რი გა­მოწ­ვე­ვა, იმი­ტომ, რომ ჩვენ ბევ­რი არც არა­ფე­რი გან­გ­ვას­ხ­ვა­ვებს, არც ტრა­დი­ცი­უ­ლად და არც ცხოვ­რე­ბის წე­სის მი­ხედ­ვით.

მინ­და გა­ვიხ­სე­ნო დაშ­ტა­ფა­ში ჩე­მი ჩას­ვ­ლის პირ­ვე­ლი­ვე დღე. სწავ­ლის დაწყე­ბამ­დე, მე­უღ­ლეს­თან ერ­თად, ჩა­ვე­დი იმ სოფ­ლის და სკო­ლის სა­ნა­ხა­ვად, სა­დაც სა­მუ­შა­ოდ გა­მა­ნა­წი­ლეს. აგ­ვის­ტოს ცხე­ლი დღე იყო. კითხ­ვა-კითხ­ვით მი­ვა­გე­ნით სკო­ლას, მაგ­რამ და­კე­ტი­ლი დაგ­ვ­ხ­ვ­და. ქუ­ჩა­შიც არა­ვინ ჩან­და. იქ­ვე ახ­ლოს, სკო­ლის მო­პირ­და­პი­რე მხა­რეს, ეზოს ჭიშ­კა­რი იყო ოდ­ნავ ღია და იქი­დან ხალ­ხის ხმა გა­მო­დი­ო­და. ჩე­მი მე­უღ­ლე მი­ვი­და ჭიშ­კარ­თან და ეზო­ში მყო­ფებს გა­სა­უბ­რე­ბა სთხო­ვა. გა­რეთ გა­მო­ვიდ­ნენ ახალ­გაზ­რ­და მა­მა­კა­ცი და ასა­კო­ვა­ნი ქალ­ბა­ტო­ნი — გა­მორ­ჩე­უ­ლად აზერ­ბა­ი­ჯა­ნუ­ლი ჩაც­მუ­ლო­ბით და თავ­სა­ბუ­რა­ვით. სა­უ­ბა­რი რუ­სუ­ლად გა­ი­მარ­თა. მა­შინ ჯერ კი­დევ ვერ ვბე­დავ­დი ჩე­მი რუ­სუ­ლით სა­უ­ბარს, ამი­ტომ, ჩემს შე­კითხ­ვებს ჩე­მი მე­უღ­ლე უთარ­გ­მ­ნი­და მათ. რო­დე­საც ქალ­ბა­ტონ­მა გა­ი­გო, რომ სკო­ლა­ში ქარ­თუ­ლი ენის მას­წავ­ლებ­ლად ვი­ყა­ვი გა­მოგ­ზავ­ნი­ლი, ძა­ლი­ან გა­ი­ხა­რა. არას­დ­როს და­მა­ვიწყ­დე­ბა მი­სი სა­ხე, მე გენ­დე­ფი მქვია, აქ ვცხოვ­რობ და რო­ცა გე­ნე­ბოთ, მეწ­ვი­ე­თო. აგ­ვიხ­ს­ნა ყვე­ლა­ფე­რი, რა ტრან­ს­პორ­ტი და­დი­ო­და, რო­გო­რი სო­ფე­ლი იყო დაშ­ტა­ფა, სად ცხოვ­რობ­და სკო­ლის დი­რექ­ტო­რი. ჩემ­მა მე­უღ­ლემ ქალ­ბა­ტონ გენ­დეფს ჰკითხა, აქ სი­ა­რუ­ლი პრობ­ლე­მა ხომ არ იქ­ნე­ბაო, ის გუ­ლის­ხ­მობ­და, ტრან­ს­პორ­ტი რამ­დე­ნად რე­გუ­ლა­რუ­ლად და­დი­ო­და. ქალ­ბა­ტონ გენ­დეფს მო­ეჩ­ვე­ნა, რომ ჩვენ ვში­შობ­დით, მე ხომ არ შე­მექ­მ­ნე­ბო­და რა­ი­მე პრობ­ლე­მა. მან ხე­ლი მომ­ხ­ვია და ჩემს მე­უღ­ლეს უთხ­რა – ამას ვინ­მემ რა­მე რომ აწყე­ნი­ნოს, პი­რა­დად ჩემ­თან ექ­ნე­ბა საქ­მეო. ეს იყო დღე, რო­მელ­მაც სრუ­ლი­ად გა­ფან­ტა ჩე­მი ში­ში, რო­გორ მი­მი­ღებ­დ­ნენ და რამ­დე­ნად სა­სურ­ვე­ლი ვიქ­ნე­ბო­დი ახალ თემ­ში. დღე­საც ვურ­თი­ერ­თობ ქალ­ბა­ტონ გენ­დეფ­თან და დღე­საც, რო­ცა და­მი­ნა­ხავს, სიყ­ვა­რუ­ლით მო­მი­კითხავს ხოლ­მე.

ასე და­ვიწყე დაშ­ტა­ფა­ში მუ­შა­ო­ბა. მოვ­ხ­ვ­დი არაჩ­ვე­უ­ლებ­რივ კო­ლექ­ტივ­ში, სა­დაც ქარ­თულ ენას ას­წავ­ლიდ­ნენ ად­გი­ლობ­რი­ვი მას­წავ­ლებ­ლე­ბი, რო­მელ­თა­გა­ნაც გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ხელ­შეწყო­ბა და მხარ­და­ჭე­რა მქონ­და.

ახ­ლა, რო­დე­საც ჩემს მრა­ვალ­წ­ლი­ან საქ­მი­ა­ნო­ბას ვავ­ლებ თვალს, მაქვს მხო­ლოდ პო­ზი­ტი­უ­რი მო­გო­ნე­ბე­ბი, რო­მე­ლიც გუ­ლის­ხ­მობს სა­ინ­ტე­რე­სო და გან­სა­კუთ­რე­ბულ პა­ტი­ვის­ცე­მა­ზე და­ფუძ­ნე­ბულ ურ­თი­ერ­თო­ბებს. ამი­ტომ გა­საკ­ვი­რიც არ იქ­ნე­ბა, თუ ვიტყ­ვი, რომ რა­საც მი­ვაღ­წიე პრო­ფე­სი­ულ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში, სწო­რედ ამ ხელ­შეწყო­ბის და და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის შე­დე­გად შევ­ძე­ლი. დაშ­ტა­ფის სა­ჯა­რო სკო­ლა­ში გა­ვი­ა­რე პრო­ფე­სი­უ­ლი ზრდის ყვე­ლა ეტა­პი მენ­ტორ მას­წავ­ლებ­ლო­ბამ­დე.

სულ ახ­ლა­ხან სკო­ლა­ში მას­წავ­ლებ­ლად და­იწყო მუ­შა­ო­ბა  ჩემ­მა ყო­ფილ­მა მოს­წავ­ლემ, აისელ­მა, რო­მელ­მაც ისე­თი რამ მითხ­რა, რა­საც ჩემს ყვე­ლა­ზე მთა­ვარ მიღ­წე­ვად ჩავ­თ­ვ­ლი­დი. მას­თან სა­უ­ბარ­ში ვახ­სე­ნე, რომ ჩე­მი ცხოვ­რე­ბა სრუ­ლი­ად შეც­ვა­ლა აზერ­ბა­ი­ჯა­ნულ თემ­ში ყოფ­ნამ. მან კი მითხ­რა: „მას­წავ­ლე­ბე­ლო, თქვენ ჩვე­ნი ცხოვ­რე­ბა შეც­ვა­ლეთ. თქვე­ნი მოს­ვ­ლის შემ­დეგ სრუ­ლი­ად შე­იც­ვა­ლა ჩვე­ნი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა და ოჯახ­შიც სხვაგ­ვა­რად შე­ხე­დეს ჩვე­ნი სწავ­ლის პერ­ს­პექ­ტი­ვა­სო“. ეს არის გო­გო­ნა, რო­მე­ლიც პირ­ვე­ლად გა­ვუშ­ვით გაც­ვ­ლი­თი პროგ­რა­მით ქარ­თულ ოჯახ­ში საცხოვ­რებ­ლად და თვე-ნა­ხევ­რის გან­მავ­ლო­ბა­ში ქარ­თულ სკო­ლა­ში სწავ­ლობ­და. მან მითხ­რა, ჩე­მი მშობ­ლე­ბი თქვენ ისე გენ­დო­ბოდ­ნენ, არას­დ­როს მე­უბ­ნე­ბოდ­ნენ უარს სად­მე წას­ვ­ლა­ზეო… ამა­ზე სა­უ­კე­თე­სო რა შე­იძ­ლე­ბა მო­ის­მი­ნო, რაც გა­ფიქ­რე­ბი­ნებს, რომ რა­ღაც შე­ძე­ლი და რა­ღაც მცი­რე­დით მა­ინც შეც­ვა­ლე სა­კუ­თა­რი მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის.

აქ მუ­შა­ო­ბის გა­მოც­დი­ლე­ბამ მომ­ცა გამ­ბე­და­ო­ბა, ჩემს კო­ლე­გებ­თან ერ­თად, ხე­ლი მო­მე­კი­და ისე­თი სა­პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო საქ­მის­თ­ვის, რო­გო­რი­ცაა არა­ქარ­თუ­ლე­ნო­ვა­ნი სკო­ლე­ბის ქარ­თუ­ლი ენის სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ზე მუ­შა­ო­ბა. დღეს უკ­ვე ჩე­მი თა­ნა­ავ­ტო­რო­ბით შექ­მ­ნი­ლი წიგ­ნე­ბით სწავ­ლო­ბენ ქარ­თულს ჩე­მი მოს­წავ­ლე­ე­ბი.

ამ 14 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ბევ­რი რამ შე­იც­ვა­ლა ჩვენს სკო­ლებ­ში. უპირ­ვე­ლე­სად ის, რომ უამ­რა­ვი ჩვე­ნი მოს­წავ­ლე სწავ­ლობს ქარ­თულ უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­ში. დი­დი მო­ლო­დი­ნი მაქვს, რომ სწო­რედ ისი­ნი ჩაგ­ვა­ნაც­ვ­ლე­ბენ უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში და უფ­რო მე­ტი ენერ­გი­ით და შე­დე­გი­ა­ნო­ბით გა­ნაგ­რ­ძო­ბენ ჩვენს დაწყე­ბულ საქ­მეს.

მი­უ­ხე­და­ვად ბევ­რი სა­სი­კე­თო ცვლი­ლე­ბი­სა, მა­ინც უნ­და აღ­ვ­ნიშ­ნო რამ­დე­ნი­მე რამ. გულ­და­საწყ­ვე­ტია, რომ ჩვენს სკო­ლებ­ში აღარ ხორ­ცი­ელ­დე­ბა ისე­თი პრო­ექ­ტე­ბი, რო­გო­რე­ბი­ცაა გაც­ვ­ლი­თი პროგ­რა­მე­ბი და სა­ზაფხუ­ლო ბა­ნა­კე­ბი უფ­როს­კ­ლა­სელ­თათ­ვის. ამ პრო­ექ­ტებს არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი შე­დე­გე­ბი ჰქონ­და.

მინ­და გა­ვიხ­სე­ნო ერ­თი შემ­თხ­ვე­ვა. ჩე­მი მოს­წავ­ლე ლე­ი­ლა პა­ტარ­ძე­ულ­ში გავ­გ­ზავ­ნეთ გაც­ვ­ლი­თი პროგ­რა­მით. იქი­დან სრუ­ლი­ად შეც­ვ­ლი­ლი დაბ­რუნ­და. უპირ­ვე­ლე­სად, თვალ­ში­სა­ცე­მი იყო ის, რომ 40 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ლე­ი­ლამ მნიშ­ვ­ნე­ლოვ­ნად გა­მარ­თა ქარ­თუ­ლად სა­უ­ბა­რი. იმ შე­დეგს, რა­საც მე წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ვაღ­წევ­დი, ბავ­შ­ვ­მა უმოკ­ლეს დრო­ში მი­აღ­წია. ყვე­ლა­ფე­რი, რაც მა­ნამ­დე თე­ო­რი­ულ-გრა­მა­ტი­კუ­ლად ვას­წავ­ლე, ერ­თი­ა­ნად და­მიბ­რუ­ნა ჩქარ-ჩქა­რი ქარ­თუ­ლი ლა­პა­რა­კით. ეს არის შე­დე­გი, რო­მელ­საც ბევ­რად უკეთ აღ­წე­ვენ ბავ­შ­ვე­ბი ქარ­თულ გა­რე­მო­ში ყოფ­ნით. იმ ზაფხულს ბავ­შ­ვე­ბი სიღ­ნაღ­ში წა­ვიყ­ვა­ნე ექ­ს­კურ­სი­ა­ზე. გზად ლე­ი­ლამ მა­შინ­ვე იც­ნო პა­ტარ­ძე­უ­ლი და მეხ­ვე­წე­ბო­და — ჩემს „ბე­ბი­ას“ ვნა­ხა­ვო. შევ­პირ­დი, უკა­ნა გზა­ზე გა­გი­ჩე­რებთ ავ­ტო­ბუსს და გა­გიშ­ვებ შენს „ოჯახ­თან-მეთ­ქი“. ასე ეძახ­და ლე­ი­ლა თა­ვი­სი მას­პინ­ძ­ლე­ბის ოჯახს. უკა­ნა გზა­ზე მარ­თ­ლაც გა­ვა­ჩე­რეთ მან­ქა­ნა. გა­იქ­ცა ლე­ი­ლა თა­ვის „ბე­ბოს­თან“. იქ მი­სულ­მა და­მი­რე­კა ტე­ლე­ფონ­ზე და მითხ­რა, რომ უკ­ვე აქ ვარ, მას­წავ­ლე­ბე­ლო, ჩემს ოჯახ­შიო. ტე­ლე­ფონ­ში ის­მო­და, რო­გორ ესიყ­ვა­რუ­ლე­ბოდ­ნენ ლე­ი­ლას. ცო­ტა ხნის შემ­დეგ ლე­ი­ლა „ბე­ბომ“ მო­ა­ცი­ლა ავ­ტო­ბუ­სამ­დე. ახ­ლაც მახ­სოვს იმ კა­ხე­ლი ქალ­ბა­ტო­ნის სიყ­ვა­რუ­ლით სავ­სე თვა­ლე­ბი. და­ემ­შ­ვი­დობ­ნენ ერ­თ­მა­ნეთს ლე­ი­ლა და თა­ვი­სი კა­ხე­ლი „ბე­ბო“. ამა­ზე უფ­რო შთამ­ბეჭ­და­ვი და გუ­ლი­სა­მა­ჩუ­ყე­ბე­ლი ცო­ტა რამ თუ მი­ნა­ხავს.

კი­დევ ერ­თი გა­მოწ­ვე­ვა, რა­ზეც მინ­და ვი­სა­უბ­რო, არის არა­ქარ­თუ­ლე­ნო­ვა­ნი სკო­ლე­ბის ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რა. თუ ჩვენ გვინ­და, რომ ჩვე­ნი მოს­წავ­ლე­ე­ბის მო­ტი­ვა­ცია და სა­მო­ქა­ლა­ქო ინ­ტეგ­რა­ცია მა­ღა­ლი იყოს, მათ უნ­და ჰქონ­დეთ სა­შუ­ა­ლე­ბა ის­წავ­ლონ თბილ, კე­თილ­მოწყო­ბილ და და­ცულ სკო­ლებ­ში. არ შე­იძ­ლე­ბა ბავ­შ­ვებს ას­წავ­ლი­დე, სთხოვ­დე შე­დე­გებს და სკო­ლა­ში ისე­თი პირ­ვე­ლი მოთხოვ­ნი­ლე­ბის სა­კითხე­ბი იყოს მო­უგ­ვა­რე­ბე­ლი, რო­გო­რი­ცაა ბუ­ფე­ტი, ტუ­ა­ლე­ტი, ხელ­სა­ბა­ნი, ინ­ტერ­ნე­ტი…

ვი­სურ­ვებ­დი, რომ ჩე­მი მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის ეს პრობ­ლე­მე­ბი მა­ლე მოგ­ვარ­დეს.

და­ბო­ლოს, ად­რე მეჩ­ვე­ნე­ბო­და, სახ­ლი­დან შორს ვმუ­შა­ობ-მეთ­ქი. ახ­ლა უკ­ვე ვი­ცი, რომ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში შორს არ­სად არ არის. თუ რა­მემ სა­სი­კე­თოდ შემ­ც­ვა­ლა, ეს არის ჩემს კო­ლე­გებ­თან და მოს­წავ­ლე­ებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა, რომ­ლებ­საც უყ­ვართ თა­ვი­სი სამ­შობ­ლო — სა­ქარ­თ­ვე­ლო, რომ­ლე­ბიც მა­ღა­ლი მო­ტი­ვა­ცი­ით სწავ­ლო­ბენ ქარ­თულ ენას და რომ­ლე­ბიც იმ­სა­ხუ­რე­ბენ ყვე­ლა­ფერს სა­უ­კე­თე­სოს, რაც შე­იძ­ლე­ბა მათ მის­ცეს სა­კუ­თარ­მა ქვე­ყა­ნამ.

 

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები