12 ოქტომბერი, შაბათი, 2024

საქართველოში სწავლის გაგრძელების მსურველთა ტესტირების შედეგები ცნობილია

spot_img

უცხო ქვეყნების უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან საქართველოში სწავლის გაგრძელების მსურველთა ტესტირების შედეგები ცნობილია. მიღებული შეფასების ნახვა შესაძლებელია ვებგვერდზე: www.naec.ge.

გამოცდაზე გამოსული 131 გამოსაცდელიდან ზღვარი წარმატებით გადალახა და საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის გაგრძელების უფლება მოიპოვა 22-მა პირმა.

გამოცდაში მონაწილეობის მიღება საქართველოს იმ  მოქალაქეებს შეეძლოთ, რომლებიც სწავლობდნენ/სწავლობენ და მიღებული აქვთ კრედიტები/კვალიფიკაცია უცხო ქვეყანაში კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში (სწავლის პერიოდში საზღვარგარეთ იმყოფებოდნენ ერთი სემესტრის განმავლობაში, არანაკლებ 75 დღისა).

გამოცდის წარმატებით ჩაბარება გულისხმობდა ტესტისთვის განსაზღვრული მაქსიმალური ქულის 50%-ზე მეტის (მინიმუმ 23 ქულა) დაგროვებას.

საქართველოში სწავლის გაგრძელების მსურველებისათვის ტესტირება წელიწადში ორჯერ ტარდება. 2020 წლის ზაფხულის სესიაზე დარეგისტრირებული იყო 140-ზე მეტი პირი, მათგან გამოცდაზე 92%-ზე მეტი გამოცხადდა.

მკითხველთა კლუბი

მე ვარ…

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები