22 ნოემბერი, პარასკევი, 2024

სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში გა­ნათ­ლე­ბის ინ­ტერ­ნა­ცი­ო­ნა­ლი­ზა­ცი­ის ხელ­შეწყო­ბის­თ­ვის 

spot_img
მა­რი­ამ ბა­სი­ლა­ძე
გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის ჟურ­ნა­ლის­ტი­კისა და  მასობრივი კომუნიკაციის ფა­კულ­ტე­ტის პირველი კურსის  სტუ­დენ­ტი

 

ტე­ხას ა&მ უნი­ვერ­სი­ტეტ­თან თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბის ფარ­გ­ლებ­ში,  გრი­გოლ რო­ბა­ქი­ძის უნი­ვერ­სი­ტეტ­მა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა ორი უპ­რე­ცე­დენ­ტო პროგ­რა­მა, რო­მე­ლიც სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში გა­ნათ­ლე­ბის ინ­ტერ­ნა­ცი­ო­ნა­ლი­ზა­ცი­ის ხელ­შეწყო­ბის  არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი მა­გა­ლი­თია. აღ­ნიშ­ნუ­ლი პარ­ტ­ნი­ო­რო­ბის მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა­ზე, გავ­ლე­ნა­სა და სა­მო­მავ­ლო პერ­ს­პექ­ტი­ვებ­ზე ვე­სა­უბ­რეთ ანა აბე­სა­ძეს, გრი­გოლ რო­ბა­ქი­ძის უნი­ვერ­სი­ტე­ტის რექ­ტო­რის მრჩე­ველს და მე­თიუ იტ­ჩელსს, ტე­ხას ა&მ უნი­ვერ­სი­ტე­ტის გა­ნათ­ლე­ბის სკო­ლის სა­ერ­თა­შო­რი­სო პარ­ტ­ნი­ო­რო­ბე­ბის დი­რექ­ტორს.

⇑⇓ რო­დის და რა მიზ­ნით და­იწყო ტე­ხას ა&მ უნი­ვერ­სი­ტეტ­თან თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბა?

ანა აბე­სა­ძე: 2022 წლის 31 აგ­ვის­ტოს, გრი­გოლ რო­ბა­ქი­ძის სა­ხე­ლო­ბის უნი­ვერ­სი­ტეტ­მა სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო საქ­მი­ა­ნო­ბის ინ­ტერ­ნა­ცი­ო­ნა­ლი­ზა­ცი­ის გაძ­ლი­ე­რე­ბი­სა და აკა­დე­მი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბის სრულ­ყო­ფის მიზ­ნით თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბის მე­მო­რან­დუ­მი გა­ა­ფორ­მა ტე­ხას ა&მ უნი­ვერ­სი­ტე­ტის გა­ნათ­ლე­ბი­სა და კვლე­ვის სკო­ლას­თან.

გრი­გოლ რო­ბა­ქი­ძის უნი­ვერ­სი­ტე­ტის­თ­ვის, რო­გორც ტრან­ს­ფორ­მა­ცი­უ­ლი ინი­ცი­ა­ტი­ვე­ბის პი­ო­ნე­რის­თ­ვის, მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია ისე­თი პარ­ტ­ნი­ო­რო­ბე­ბის დამ­ყა­რე­ბა, რო­მე­ლიც შე­დე­გებ­ზე იქ­ნე­ბა ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი. ისეთ პრეს­ტი­ჟულ უნი­ვერ­სი­ტეტ­თან თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბის დაწყე­ბით, რო­გო­რიც ტე­ხას ა&მ უნი­ვერ­სი­ტე­ტია, მი­ვი­ღეთ წვდო­მა სა­უ­კე­თე­სო შე­საძ­ლებ­ლო­ბებ­ზე და რე­სურ­სებ­ზე და მიზ­ნად და­ვი­სა­ხეთ ინ­ტერ­ნა­ცი­ო­ნა­ლი­ზა­ცი­ის ხელ­შეწყო­ბა, არა­მარ­ტო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, არა­მედ მთე­ლი ქვეყ­ნის მას­შ­ტა­ბით.  შე­სა­ბა­მი­სად, მე­მო­რან­დუ­მი ით­ვა­ლის­წი­ნებს არა­მარ­ტო სტუ­დენ­ტე­ბი­სა და პრო­ფე­სორ-მას­წავ­ლებ­ლე­ბის გაც­ვ­ლას, არა­მედ მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­ულ გან­ვი­თა­რე­ბას სა­ქარ­თ­ვე­ლოს სხვა­დას­ხ­ვა რე­გი­ონ­ში და კვლე­ვე­ბი­სა და გან­ვი­თა­რე­ბის პროგ­რა­მე­ბის შექ­მ­ნას.

მე­მო­რან­დუ­მის გა­ფორ­მე­ბის დღეს, აშშ-ის ელ­ჩ­მა სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში კე­ლი დეგ­ნან­მაც და­ა­დას­ტუ­რა ამ თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბის მნიშ­ვ­ნე­ლოვ­ნე­ბა და გა­ნაცხა­და:  „ეს არის დი­დი დღე, დი­დი შე­საძ­ლებ­ლო­ბა და სა­ქარ­თ­ვე­ლო­სა და აშშ-ს შო­რის გა­ნათ­ლე­ბის სფე­რო­ში ახ­ლო კავ­ში­რე­ბის კი­დევ ერ­თი შე­სა­ნიშ­ნა­ვი მა­გა­ლი­თი“.

⇑⇓ რა­ტომ ტე­ხას ა&მ უნი­ვერ­სი­ტე­ტი?

ანა აბე­სა­ძე:  აშშ-ის ერთ-ერთ წამ­ყ­ვან და უძ­ვე­ლეს უნი­ვერ­სი­ტეტ­თან, ტე­ხას ა&მ-თან თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბა, პირ­ველ რიგ­ში, გა­ნა­პი­რო­ბა მის­მა გა­მორ­ჩე­ულ­მა რე­პუ­ტა­ცი­ამ და ღი­რე­ბუ­ლე­ბა­თა თან­ხ­ვედ­რამ. აშშ-ის 41-ე პრე­ზი­დენ­ტ­მა, ჯორჯ ბუშ­მაც კი დი­დი ენ­თუ­ზი­აზ­მით შე­არ­ჩია ეს უნი­ვერ­სი­ტე­ტი სა­კუ­თა­რი საპ­რე­ზი­დენ­ტო ბიბ­ლი­ო­თე­კის გან­სა­თავ­სებ­ლად და სწო­რედ აქ გახ­ლავთ ის დაკ­რ­ძა­ლუ­ლი.

გარ­და იმი­სა, რომ ტე­ხას ა&მ აშშ-ში სი­დი­დით მე­ო­რე უნი­ვერ­სი­ტე­ტი (წლი­უ­რი ჩა­რიცხ­ვის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი 69000 გახ­ლავთ) და ინო­ვა­ცი­ე­ბის კე­რაა, მი­სი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი — ბრწყინ­ვა­ლე­ბა, ერ­თი­ა­ნო­ბა, ლი­დე­რო­ბა, ერ­თ­გუ­ლე­ბა, პა­ტი­ვის­ცე­მა და თავ­და­უ­ზო­გა­ვი სამ­სა­ხუ­რი —  სრულ თან­ხ­ვედ­რა­შია ჩვენს უნი­ვერ­სი­ტეტ­თან.

ტე­ხას ა&მ უნი­ვერ­სი­ტეტს, რო­მე­ლიც 1876 წლი­დან მო­წი­ნა­ვე ად­გილს იკა­ვებს აშშ-ში, აქვს 130-მდე სა­ბა­კა­ლავ­რო პროგ­რა­მა და 268 — სა­მა­გის­ტ­რო და სა­დოქ­ტო­რო­ სა­ფე­ხურ­ზე. უფ­რო მე­ტიც, უნი­ვერ­სი­ტე­ტი 905 მი­ლი­ონ დო­ლა­რის ინ­ვეს­ტი­რე­ბას ახ­დენს წლი­ურ კვლე­ვა­ში, რაც №1 უნი­ვერ­სი­ტეტს ხდის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში, რო­გორც კერ­ძო, ასე­ვე სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­ში, კვლე­ვის მთლი­ა­ნი ხარ­ჯე­ბით.

ასეთ უნი­ვერ­სი­ტეტ­თან თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბის დაწყე­ბა ჩვენ­თ­ვის რო­გორც დი­დი პა­ტი­ვი, ასე­ვე დი­დი პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბაა. რო­გორც უნი­ვერ­სი­ტე­ტის რექ­ტორ­მა, მამუკა თავხელიძემ გა­ნაცხა­და სა­ზე­ი­მო ცე­რე­მო­ნი­ა­ზე: „მრა­ვალ­სა­უ­კუ­ნო­ვა­ნი ტრა­დი­ცი­ე­ბის მქო­ნე ტე­ხას ა&მ უნი­ვერ­სი­ტეტ­თან მე­მო­რან­დუ­მის გა­ფორ­მე­ბა არის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი პა­ტი­ვი და პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბა. ამ თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბით უნი­ვერ­სი­ტე­ტის სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო საქ­მი­ა­ნო­ბა­ში იწყე­ბა ახა­ლი ეტა­პი სა­ერ­თა­შო­რი­სო გა­მოც­დი­ლე­ბის გაღ­რ­მა­ვე­ბა-გა­ფარ­თო­ე­ბის მიზ­ნით“.

⇑⇓ რა არის TESOL პროგ­რა­მა და რა შე­საძ­ლებ­ლო­ბებს სთა­ვა­ზობს ის მო­ნა­წი­ლე­ებს?

მე­თიუ იტ­ჩელ­სი: 3-თვი­ა­ნი TESOL პროგ­რა­მა, რო­მელ­საც ტე­ხას ა&მ უნი­ვერ­სი­ტე­ტის კვლე­ვე­ბი­სა და გან­ვი­თა­რე­ბის ცენ­ტ­რი უწევს ად­მი­ნის­ტ­რი­რე­ბას, შე­იქ­მ­ნა იმი­სათ­ვის, რა­თა და­ეხ­მა­როს ქარ­თ­ველ ლექ­ტო­რებს/მას­წავ­ლებ­ლებს, გა­ნა­ახ­ლონ ცოდ­ნა სწავ­ლე­ბის სა­უ­კე­თე­სო მე­თო­დე­ბი­სა და პრაქ­ტი­კის გაც­ნო­ბით და შე­ი­ძი­ნონ ის უნარ-ჩვე­ვე­ბი, რომ­ლე­ბიც და­ეხ­მა­რე­ბა მათ, ას­წავ­ლონ ინ­გ­ლი­სუ­რი ენა მსოფ­ლი­ოს ნე­ბის­მი­ერ ქვე­ყა­ნა­ში, რო­გორც ფი­ზი­კუ­რად, ისე ვირ­ტუ­ა­ლუ­რად. ინ­დი­ვიდ­ზე მორ­გე­ბუ­ლი 120-სა­ა­თი­ა­ნი კურ­სი სრუ­ლად ვირ­ტუ­ა­ლუ­რია.

სა­სერ­ტი­ფი­კა­ციო პროგ­რა­მა შე­ი­ცავს 6 მო­დულს, რომ­ლე­ბიც მომ­ზა­დე­ბუ­ლია კონ­კ­რე­ტუ­ლი სას­წავ­ლო თე­მე­ბის ირ­გ­ვ­ლივ. გრუ­ნიმ, ერ­თი აკა­დე­მი­უ­რი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, და­ა­ფი­ნან­სა 15 პრო­ფე­სო­რი და მას­წავ­ლე­ბე­ლი სა­ქარ­თ­ვე­ლოს სხვა­დას­ხ­ვა რე­გი­ო­ნი­დან. მე­სა­მე კო­ჰორ­ტი სწავ­ლას და­იწყებს 2023 წლის შე­მოდ­გო­მა­ზე.

სას­წავ­ლო მო­დუ­ლე­ბის თე­მე­ბი ფო­კუ­სი­რე­ბუ­ლია: ენის სწავ­ლი­სა და სწავ­ლე­ბის თე­ო­რი­ებ­ზე, TESOL-ის სწავ­ლის სტრა­ტე­გი­ებ­ზე, მე­თო­დებ­სა და ტექ­ნი­კა­ზე, ენობ­რი­ვი უნა­რე­ბის სწავ­ლე­ბის თე­ო­რი­ა­სა და პრაქ­ტი­კა­ზე, გაკ­ვე­თი­ლე­ბის და­გეგ­მ­ვა­ზე, სი­ლა­ბუ­სე­ბის დი­ზა­ინ­ზე, კლა­სის მარ­თ­ვა­ზე, შე­ფა­სე­ბი­სა და ენის ტეს­ტი­რე­ბის პრინ­ცი­პებ­ზე. თი­თო­ე­უ­ლი თე­მა შე­ი­ცავს წა­სა­კითხ ლი­ტე­რა­ტუ­რას, ინ­ტერ­ნეტ რე­სურ­სებს და რეფ­ლექ­სურ და­ვა­ლე­ბებს. ამას­თა­ნა­ვე, თი­თო­ე­ულ მო­ნა­წი­ლეს მი­მაგ­რე­ბუ­ლი ჰყავს გა­მოც­დი­ლი ინ­ს­ტ­რუქ­ტო­რი. ისინიათ ახა­ლი კა­რი­ე­რუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის­თ­ვის ამ­ზა­დე­ბენ.

დოქ­ტორ­მა ლა­რა-ალე­სი­ომ, რე­გენ­ტის პრო­ფე­სორ­მა, ორ­მა­გი ენი­სა და წიგ­ნი­ე­რე­ბის შე­ძე­ნის კვლე­ვი­სა და გან­ვი­თა­რე­ბის ცენ­ტ­რის დი­რექ­ტორ­მა გა­ნაცხა­და: „ტესოლ პროგ­რა­მის გავ­ლა თი­თო­ე­უ­ლი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლის­თ­ვის დი­დი წინ­გა­დად­გ­მუ­ლი ნა­ბი­ჯია, გან­სა­კუთ­რე­ბით ჩვენს, მსოფ­ლიო დო­ნის სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო კვლე­ვით ცენ­ტ­რ­ში, რო­მელ­საც უდი­დე­სი გა­მოც­დი­ლე­ბა აქვს ორე­ნო­ვა­ნი გა­ნათ­ლე­ბის სფე­რო­ში“.

⇑⇓ გთხოვთ, გვი­ამ­ბოთ, მე­ო­რე, Paths to Publi­cation პროგ­რა­მის შე­სა­ხებ, რო­მელ­საც ახორ­ცი­ე­ლებთ გრუ­ნის­თან ერ­თად

მე­თიუ იტ­ჩელ­სი:  პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო ვე­ბი­ნა­რე­ბი, რო­მელ­საც ად­მი­ნის­ტ­რი­რე­ბას უწევს ტე­ხას ა&მ-ის უნი­ვერ­სი­ტე­ტის გა­ნათ­ლე­ბი­სა და კვლე­ვის სკო­ლა და კურ­ს­დამ­თავ­რე­ბულ­თა მრჩე­ველ­თა საბ­ჭო, ფუნ­ქ­ცი­ო­ნი­რებს 2020 წლის შე­მოდ­გო­მი­დან, თავ­და­პირ­ვე­ლად, პან­დე­მი­ის დროს შე­იქ­მ­ნა, მკვლევ­რე­ბის ერ­თ­მა­ნეთ­თან და­კავ­ში­რე­ბის მიზ­ნით. ონ­ლა­ინ­ს­წავ­ლე­ბა მო­ი­ცავს კვლე­ვას­თან, სა­მეც­ნი­ე­რო ნაშ­რო­მის მომ­ზა­დე­ბას­თან, გა­მოქ­ვეყ­ნე­ბა­სა და გრან­ტებ­თან და­კავ­ში­რე­ბულ ლექ­ცი­ებს.

2023 წლის გა­ზაფხულ­ზე გრუ­ნის 65 ახალ­გაზ­რ­და მკვლე­ვა­რი და აკა­დე­მი­უ­რი პერ­სო­ნა­ლი მო­ნა­წი­ლე­ობ­და პროგ­რა­მა­ში. ლექ­ცი­ებს უძღ­ვე­ბოდ­ნენ დარ­გის სა­უ­კე­თე­სო სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი ტე­ხას ა&მ-ის უნი­ვერ­სი­ტე­ტი­დან. ამას­თა­ნა­ვე, აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ პროგ­რა­მის ის­ტო­რი­ა­ში პირ­ვე­ლად, და­ვუშ­ვით სა­ერ­თა­შო­რი­სო სპი­კე­რი, გრი­გოლ რო­ბა­ქი­ძის უნი­ვერ­სი­ტე­ტის რექ­ტო­რის მრჩე­ვე­ლი და ბიზ­ნეს ინ­გ­ლი­სუ­რის ლექ­ტო­რი, ანა აბე­სა­ძე, რო­მელ­მაც აუდი­ტო­რი­ას გა­უ­ზი­ა­რა მე­ი­ლის წე­რის ეტი­კე­ტის ცოდ­ნის მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა აკა­დე­მი­უ­რი პერ­სო­ნა­ლის­თ­ვის, ფორ­მა­ლუ­რი ელექ­ტ­რო­ნუ­ლი წე­რი­ლის წე­რის სტრუქ­ტუ­რა, წე­სე­ბი და რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი.

სე­სი­ებს, სა­ქარ­თ­ვე­ლო­სა და აშშ-ის გარ­და, ეს­წ­რე­ბოდ­ნენ მო­ნა­წი­ლე­ე­ბი სხვა­დას­ხ­ვა ქვეყ­ნე­ბი­დან.

Paths to Publication პროგ­რა­მას კუ­რი­რებს დოქ­ტო­რი ბე­ვერ­ლი ირ­ბი, ტე­ხა­სის უნი­ვერ­სი­ტე­ტის რე­გენ­ტი პრო­ფე­სო­რი აკა­დე­მი­ურ სა­კითხებ­ში და გა­ნათ­ლე­ბის ლი­დე­რო­ბის კვლე­ვის ცენ­ტ­რის დი­რექ­ტო­რი, ხო­ლო კო­ორ­დი­ნა­ტო­რი  გახ­ლავთ კვლე­ვის ასის­ტენ­ტი აკა­დე­მი­ურ სა­კითხებ­ში, ჯორ­დან დო­ნო­პი.

⇑⇓ გაგ­ვი­ზი­ა­რეთ თქვე­ნი ხედ­ვა ამ ორი ინ­ს­ტი­ტუ­ტის თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბის გავ­ლე­ნა­ზე

მე­თიუ იტ­ჩელ­სი: ტე­ხას ა&მ-ის უნი­ვერ­სი­ტე­ტის გა­ნათ­ლე­ბი­სა და კვლე­ვის ცენ­ტ­რის მი­ზა­ნია თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბა მომ­გე­ბი­ა­ნი იყოს ორი­ვე მხა­რის­თ­ვის. ძა­ლი­ან გვა­ხა­რებს, რომ აქ­ტი­უ­რად და­ვიწყეთ მუ­შა­ო­ბა გა­ნათ­ლე­ბას­თან, ლი­დე­რო­ბას­თან და ენებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი, პო­ტენ­ცი­უ­რი პროგ­რა­მე­ბის შექ­მ­ნა­სა და გან­ვი­თა­რე­ბა­ზე. ასე­ვე, ვა­პი­რებთ და­ვიწყოთ ფა­კულ­ტე­ტი­სა და სტუ­დენ­ტ­თა გაც­ვ­ლა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის მიზ­ნით.

ტე­ხა­სის უნი­ვერ­სი­ტე­ტის რე­გენ­ტის პრო­ფე­სორ­მა აკა­დე­მი­ურ სა­კითხებ­ში, უფ­როს­მა ასო­ცი­რე­ბულ­მა დე­კან­მა და პრო­ფე­სორ­მა, გა­ნათ­ლე­ბის ლი­დე­რო­ბის კვლე­ვის ცენ­ტ­რის დი­რექ­ტორ­მა, დოქ­ტორ­მა ბე­ვერ­ლი ირ­ბიმ გა­ნაცხა­და: „ჩვენ, TESOL და Paths to Publication-ის გარ­და, შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი გვაქვს უამ­რა­ვი პროგ­რა­მა და სწავ­ლე­ბის პლატ­ფორ­მე­ბი, რო­გო­რი­ცაა სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბა, P12 მენ­ტო­რო­ბი­სა და ქო­უ­ჩინ­გის აკა­დე­მია, ონ­ლა­ინ პრო­ფე­სი­უ­ლი ინ­დი­ვი­დუ­ა­ლი­ზე­ბუ­ლი სწავ­ლე­ბა, ე.წ. MOOPIL, რომ­ლე­ბიც და­ფუძ­ნე­ბუ­ლია კვლე­ვა­ზე და უკ­ვე რამ­დე­ნი­მე წე­ლია მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ ათა­სო­ბით მას­წავ­ლებ­ლე­ბი აშშ-დან. ამ შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის და სერ­ვი­სე­ბის შე­მო­ტა­ნა სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში და მას­ზე ხელ­მი­საწ­ვ­დო­მო­ბის შექ­მ­ნა ქარ­თ­ვე­ლი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბის­თ­ვის ნამ­დ­ვი­ლად დი­დი მიღ­წე­ვა იქ­ნე­ბა მთე­ლი ქვეყ­ნის­თ­ვის და გა­ნათ­ლე­ბის ინ­ტერ­ნა­ცი­ო­ნა­ლი­ზა­ცი­ის­თ­ვის სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში“.

⇑⇓ მოგ­ვი­ყე­ვით თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბის სა­მო­მავ­ლო გეგ­მებ­ზე

ანა აბე­სა­ძე:  ძა­ლი­ან ვა­მა­ყობთ, რომ ერ­თი აკა­დე­მი­უ­რი წე­ლიც კი არ დაგ­ვ­ჭირ­და ორი მას­შ­ტა­ბუ­რი პროგ­რა­მის გან­სა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლად, შე­სა­ბა­მი­სად, ეს და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა პარ­ტ­ნი­ო­რო­ბი­სად­მი და ორი­ვე მხრი­დან დი­დი შრო­მა მა­ფიქ­რე­ბი­ნებს, რომ ტე­ხა­სის ა&მ უნი­ვერ­სი­ტეტ­სა და გრი­გოლ რო­ბა­ქი­ძის უნი­ვერ­სი­ტეტს თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბის დი­დი პო­ტენ­ცი­ა­ლი აქვთ ორი­ვე ინ­ს­ტი­ტუ­ტის გან­ვი­თა­რე­ბის­თ­ვის და, რაც მთა­ვა­რია, ინ­ტერ­ნა­ცი­ო­ნა­ლი­ზა­ცი­ის ხელ­შეწყო­ბის­თ­ვის სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში.

პო­ტენ­ცი­უ­რი თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბის ერთ-ერ­თი სფე­რო, რა­ზეც უკ­ვე ვმუ­შა­ობთ, აკა­დე­მი­უ­რი გაც­ვ­ლე­ბი და ერ­თობ­ლი­ვი კვლე­ვი­თი პრო­ექ­ტე­ბია. ტე­ხას ა&მ უნი­ვერ­სი­ტე­ტის რე­პუ­ტა­ცია, რო­გორც წამ­ყ­ვა­ნი კვლე­ვი­თი ინ­ს­ტი­ტუ­ტის და გრი­გოლ რო­ბა­ქი­ძის უნი­ვერ­სი­ტე­ტის ერ­თ­გუ­ლე­ბა აკა­დე­მი­უ­რი სრულ­ყო­ფი­ლე­ბი­სად­მი, ქმნის ცოდ­ნის, რე­სურ­სე­ბის და კვლე­ვის შე­დე­გე­ბის გა­ზი­ა­რე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბას, რაც ხელს შე­უწყობს დი­ნა­მი­კუ­რი და გამ­დიდ­რე­ბუ­ლი სას­წავ­ლო გა­რე­მოს შექ­მ­ნას.

გარ­და ამი­სა, სწავ­ლე­ბის მე­თო­დო­ლო­გი­ე­ბის შე­მუ­შა­ვე­ბის სა­უ­კე­თე­სო პრაქ­ტი­კის  და ინო­ვა­ცი­უ­რი მიდ­გო­მე­ბის გაც­ვ­ლით, გრი­გოლ რო­ბა­ქი­ძის უნი­ვერ­სი­ტეტს შე­საძ­ლებ­ლო­ბა ექ­ნე­ბა გა­ნუწყ­ვეტ­ლივ გა­ა­უმ­ჯო­ბე­სოს გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხი, რაც ჩვენს კურ­ს­დამ­თავ­რე­ბუ­ლებს აღ­ჭუ­რავს სა­უ­კე­თე­სო ცოდ­ნი­თა და უნა­რე­ბით, რა­თა ფე­ხი აუწყონ სწრა­ფად ცვა­ლე­ბა­დი, თა­ნა­მედ­რო­ვე სამ­ყა­როს გან­ვი­თა­რე­ბის ტენ­დენ­ცი­ებს.

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები