6 ნოემბერი, ოთხშაბათი, 2024

საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის გაგრძელების მსურველთა რეგისტრაცია

spot_img

უცხო ქვეყნების უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან საქართველოში სწავლის გაგრძელების მსურველებს საშუალება ექნებათ 23 ივლისის 10:00 საათიდან 15 აგვისტოს 18:00 საათამდე გაიარონ რეგისტრაცია როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში (მის.: ე. მინდელის ქ. N9), ისე ელექტრონულად, სპეციალური პროგრამის გამოყენებით ბმულზე. რეგიონებიდან განაცხადის გამოგზავნა შესაძლებელია ადგილობრივი რესურსცენტრებიდან.

განაცხადის ფორმა

რეგისტრაციისათვის საჭიროა შემდეგი დოკუმენტები: გამოცდაში მონაწილეობის საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

საბუთების ცენტრში წარმოდგენის შემთხვევაში, თუ განმცხადებელი სხვა პირია, გარდა ზემოაღნიშნული დოკუმენტებისა, მან ასევე უნდა წარმოადგინოს წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

გამოცდაში მონაწილეობის მიღება საქართველოს იმ მოქალაქეებს შეეძლებათ, რომლებიც სწავლობდნენ/სწავლობენ და მიღებული აქვთ კრედიტები/კვალიფიკაცია უცხო ქვეყანაში კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში (სწავლის პერიოდში საზღვარგარეთ იმყოფებოდნენ ერთი სემესტრის განმავლობაში, არანაკლებ 75 დღისა).

დარეგისტრირებულ აპლიკანტებს უფლება აქვთ 2024 წლის 19 აგვისტოს 18:00 საათამდე გაასწორონ რეგისტრაციისას დაშვებული ხარვეზი. მათთვის გამოცდა 3 სექტემბერს ჩატარდება.

გამოცდაში მონაწილეობის საფასურია 100 ლარი. იმ შემთხვევაში, თუ პირი არ გამოცხადდა გამოცდაზე, არ დარეგისტრირდა ან წერილობით მოითხოვა რეგისტრაციის გაუქმება 15 აგვისტოს 18:00 საათამდე, აღნიშნული თანხა სრულად დაუბრუნდება. თანხის დაბრუნებასთან დაკავშირებით განაცხადების მიღების ვადები გამოქვეყნდება ვებგვერდზე: www.naec.ge

საბანკო რეკვიზიტები:

სსიპ შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრი;

საიდენტიფიკაციო კოდი: 202198727;

სახელმწიფო ხაზინა, კოდი:  TRESGE22;

სახაზინო კოდი:  707627112;

დანიშნულებაში მიუთითეთ გამოსაცდელის პირადი ნომერი და გამოცდის სახელწოდება – ზოგადი უნარების გამოცდა.

გამოცდაში მონაწილე ვალდებულია რეგისტრაციის პროცესში მიუთითოს იმ სპეციალური საჭიროების თაობაზე (ფუნქციონალური დარღვევები, გადამდები ინფექციური დაავადებები და სხვ.), რომელიც ცენტრის მხრიდან მოითხოვს სპეციფიკური საგამოცდო გარემოს/პირობების შექმნას. ამისათვის მან უნდა წარმოადგინოს შესაბამისი სამედიცინო ცნობა (ფორმა №100) ცენტრში 15 აგვისტოს 18:00 საათამდე. თუ დადგენილ ვადაში არ იქნება წარმოდგენილი   სამედიცინო ცნობა, ცენტრი გამოცდის მიმდინარეობისას არ გაითვალისწინებს აპლიკანტის სპეციალურ საჭიროებებს, გარდა იმ გამონაკლისი შემთხვევისა, როცა აღნიშნული საჭიროება აპლიკანტს რეგისტრაციის ვადის ამოწურვის შემდგომ წარმოეშვება.

ტესტირების ხანგრძლივობაა 2 საათი და 30 წუთი.

ტესტის დავალებათა ნიმუშები

 

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ წარმოდგენილ ნიმუშში შეტანილია 7 დავალება ტესტის თითოეული ნაწილიდან:

  • წაკითხულის გააზრება – 7 დავალება;
  • ლოგიკური მსჯელობა – 7 დავალება;
  • რაოდენობრივი მსჯელობა – 7 დავალება.

გამოცდაზე თითოეულ ნაწილში შესასრულებლად გექნებათ 15 დავალება.

გამოცდის წარმატებით ჩაბარება გულისხმობს ტესტისთვის განსაზღვრული მაქსიმალური ქულის 50%-ზე მეტის (მინიმუმ 23 ქულა) დაგროვებას.

გაითვალისწინეთ, რომ გამოცდა ჩატარდება 3 სექტემბერს. დეტალური ინფორმაცია გამოცდის დაწყებისა და საგამოცდო ცენტრის მისამართის თაობაზე რეგისტრაციის დასრულების შემდეგ გამოქვეყნდება ვებგვერდზე: www.naec.ge

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები