26 სექტემბერი, ორშაბათი, 2022

საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის გაგრძელების მსურველთა რეგისტრაცია

spot_img
უცხო ქვეყნების უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან საქართველოში სწავლის გაგრძელების მსურველებს საშუალება ექნებათ  20 ივლისის 10:00 საათიდან 22 აგვისტოს 18:00 საათამდე მიმართონ განცხადებით შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს რეგისტრაციის თაობაზე.
განცხადება ივსება შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის შენობაში (მისამართი: თბილისი, ე. მინდელის ქუჩა N9), ხოლო რეგიონებში – საგანმანათლებლო რესურსცენტრებში, რომლებიც შემდგომ უზრუნველყოფენ ცენტრში განცხადებების გადმოგზავნას მართვის ერთიანი ავტომატური სისტემის (eflow) გამოყენებით.
განცხადებას რეგისტრაციის თაობაზე აუცილებელია ერთვოდეს:
  • გამოცდაში მონაწილეობის საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი;
  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
  • იმ შემთხვევაში, თუ განმცხადებელი სხვა პირია, გარდა ზემოაღნიშნული დოკუმენტებისა, მან ასევე უნდა წარმოადგინოს წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
⇒ გამოცდაში მონაწილეობის მიღება საქართველოს იმ  მოქალაქეებს შეეძლებათ, რომლებიც სწავლობდნენ/სწავლობენ და მიღებული აქვთ კრედიტები/კვალიფიკაცია უცხო ქვეყანაში კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში (სწავლის პერიოდში საზღვარგარეთ იმყოფებოდნენ ერთი სემესტრის განმავლობაში, არანაკლებ 75 დღისა).
გამოცდაში მონაწილეობის საფასურია 100 ლარი. იმ შემთხვევაში, თუ პირი არ გამოცხადდა გამოცდაზე, არ დარეგისტრირდა ან წერილობით მოითხოვა რეგისტრაციის გაუქმება 22 აგვისტოს 18:00 საათამდე, აღნიშნული თანხა სრულად დაუბრუნდება. თანხის დაბრუნებასთან დაკავშირებით განაცხადების მიღების ვადები გამოქვეყნდება ვებგვერდზე: www.naec.ge
 
საბანკო რეკვიზიტები:
სსიპ შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრი;
საიდენტიფიკაციო კოდი: 202198727;
სახელმწიფო ხაზინა,  კოდი:  TRESGE22;
სახაზინო კოდი:  707627112;
დანიშნულებაში მიუთითეთ გამოსაცდელის პირადი ნომერი და გამოცდის სახელწოდება – ზოგადი უნარების გამოცდა.
გამოცდაში მონაწილე ვალდებულია, რეგისტრაციის პროცესში მიუთითოს იმ სპეციალური საჭიროების თაობაზე (ფუნქციონალური დარღვევები, გადამდები ინფექციური დაავადებები  და სხვ.), რომელიც ცენტრის მხრიდან მოითხოვს სპეციფიკური საგამოცდო გარემოს/პირობების შექმნას. ამისათვის მან უნდა წარმოადგინოს შესაბამისი სამედიცინო ცნობა (ფორმა №100) ცენტრში 22 აგვისტოს 18:00 საათამდე. თუ დადგენილ ვადაში არ იქნება წარმოდგენილი   სამედიცინო ცნობა, ცენტრი გამოცდის მიმდინარეობისას არ გაითვალისწინებს აპლიკანტის სპეციალურ საჭიროებებს, გარდა იმ გამონაკლისი შემთხვევისა, როცა  აღნიშნული საჭიროება აპლიკანტს რეგისტრაციის ვადის ამოწურვის შემდგომ წარმოეშვება.
ტესტირების ხანგრძლივობაა 2 საათი და 30 წუთი.
 
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ წარმოდგენილ ნიმუშში შეტანილია 7 დავალება ტესტის თითოეული ნაწილიდან:
  • წაკითხულის გააზრება – 7 დავალება;
  • ლოგიკური მსჯელობა – 7 დავალება;
  • რაოდენობრივი მსჯელობა – 7 დავალება.
გამოცდაზე თითოეულ ნაწილში შესასრულებლად გექნებათ 15 დავალება.
გამოცდის წარმატებით ჩაბარება გულისხმობს ტესტისთვის განსაზღვრული მაქსიმალური ქულის 50%-ზე მეტის (მინიმუმ 23 ქულა) დაგროვებას.
გაითვალისწინეთ, რომ გამოცდა ჩატარდება პირველ სექტემბერს. დეტალური ინფორმაცია გამოცდის დაწყებისა და საგამოცდო ცენტრის მისამართის თაობაზე რეგისტრაციის დასრულების შემდეგ გამოქვეყნდება ვებგვერდზე: www.naec.ge

ბლოგი

მოსაზადებელი კურსი მოსწავლეებისთვის

პროფესიული

მსგავსი სიახლეები