27 ივლისი, შაბათი, 2024

საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტისა და USAID-ის ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამის წარდგენა

spot_img

საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი, USAID-თან თანამშრომლობის ფარგლებში პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავებისა და გაძლიერების ორწლიან პროგრამას იწყებს. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა პროექტის წარდგენის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა, დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და ახალი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის მნიშვნელობაზე  გაამახვილა ყურადღება.

 

ღონისძიების ფარგლებში, საავიაციო უნივერსიტეტსა და USAID-ს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელსაც ხელი მოაწერეს საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის რექტორმა, სერგო ტეფნაძემ და USAID-ის პროგრამის „დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის“ დირექტორმა, დევიდ ბლოოდმა.

 

 

თანამშრომლობა ითვალისწინებს საჰაერო ხომალდების ტექნიკური მომსახურების ტექნიკოსებისა და აეროდრომების ექსპლუატაციის სპეციალისტთა მოსამზადებელი ახალი პროფესიული პროგრამების შემუშავებას, უნივერსიტეტის სასწავლო ინფრასტრუქტურისა  და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესებასა და სამოქალაქო ავიაციის ინდუსტრიის თანამედროვე სასწავლო რესურსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდას. პროექტი ხელს შეუწყობს საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სექტორის განვითარებასა და დარგის მოდერნიზაციას.

საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტისა და  USAID-ის ერთობლივი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის წარდგენის ღონისძიებაში მონაწილეობდნენ: ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოადგილე ალან ფერსელი, საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძე, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე მარიამ ლაშხი,  განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის, პროფესიული უნარების სააგენტოს, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს, უნივერსიტეტის პარტნიორი კომპანიების წარმომადგენლები და სტუდენტები.

არდადეგები

არდადეგები – თავისუფლებისა და დასვენების დღეების ხიბლი

ინა იმედაშვილი იუჯის სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ათეულთა...

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები