23 მაისი, ხუთშაბათი, 2024

საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირი წამყვანი და მენტორი მასწავლებლების გამოცდის გადავადების შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებაზე სამინისტროსგან დეტალურ განმარტებებს ელოდება

spot_img

საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალმა პროფკავშირმა, წამყვანი და მენტორი მასწავლებლის გამოცდის გადავადებასთან დაკავშირებით მინისტრის მიერ მიღებული გადაწყვეტილების  შემდეგ, საკუთარ ფეისბუქგვერდზე განცხადება გამოაქვეყნა, სადაც წერია, რომ გაუგებარია მასწავლებელთა რომელი ჯგუფის ინიციატივით გადაიდო გამოცდა და რომ სამინისტროს არ გაუვლია კონსულტაციები მასწავლებელთა ყველაზე დიდ ჯგუფთან – პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალ პროფკავშირთან.

გთავაზობთ პროფკავშირის განცხადებას

✅ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირისთვის გაუგებარია მასწავლებელთა რომელი ჯგუფის ინიციატივით გადაიდო წამყვანი/მენტორი მასწავლებლის სტატუსის ასამაღლებელი უნარების გამოცდა 2024 წლამდე.

✅ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს კონსულტაციები არ გაუვლია მასწავლებელთა ყველაზე დიდ „ჯგუფთან“ – პადაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალ პროფკავშირთან.

✅ მიგვაჩნია, რომ წამყვანი და მენტორი მასწავლებლების სტატუსის ასამაღლებელი უნარების გამოცდის რეგისტრაციის, შესაბამისად, გამოცდების გადადება არ გამოხატავს სტატუსის ამაღლების მსურველ მასწავლებელთა ინტერესებს.

✅ რატომ ფერხდება მასწავლებელთა კარიერული წინსვლის, ისედაც დროში გაწელილი პროცესი, აჩენს ბევრ კითხვას.

✅ ველოდებით დეტალურ განმარტებებს.

 

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები