9 ოქტომბერი, ოთხშაბათი, 2024

„საქართველოს მაცნე“ – 2022 წლის ახალგრიფირებული სახელმძღვანელოები

spot_img

ქიმია

 

მე-10 კლასის მოსწავლისა და მასწავლებლის წიგნები შესაბამისობაშია ეროვნული სასწავლო

გეგმის მიზნებთან. სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ში სა­მიზ­ნე ცნე­ბებ­თან და­კავ­შ­რე­ბუ­ლი სა­კითხე­ბი და­წე­რი­ლია მოს­წავ­ლი­სა და მას­წავ­ლებ­ლის­თ­ვის გა­სა­გე­ბი ენით.

მას­წავ­ლებ­ლის წიგ­ნი გან­კუთ­ვ­ნი­ლია X კლა­სის ქი­მი­ის მას­წავ­ლებ­ლე­ბის­თ­ვის. წიგ­ნი არის დამ­ხ­მა­რე მა­სა­ლა, რო­მე­ლიც მას­წავ­ლებ­ლებს ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მის სტან­დარ­ტით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი შე­დე­გე­ბის მიღ­წე­ვა­ში და­ეხ­მა­რე­ბა.

მას­წავ­ლებ­ლის წიგ­ნ­ში მო­ცე­მუ­ლია:

მე-10 კლა­სის ქი­მი­ის სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლოს კონ­ცეფ­ცია;

წლი­უ­რი სას­წავ­ლო პროგ­რა­მის/სას­კო­ლო კუ­რი­კუ­ლუ­მის აგე­ბის პრინ­ცი­პე­ბი;

ქი­მი­ის რო­გორც სა­ბუ­ნე­ბის­მეტყ­ვე­ლო საგ­ნის, სწავ­ლე­ბის სპე­ცი­ფი­კუ­რი მიდ­გო­მე­ბი;

კოგ­ნი­ტუ­რი უნა­რე­ბი და სწავ­ლე­ბის სტრა­ტე­გი­ე­ბი;

თე­მა­ტუ­რი მატ­რი­ცე­ბი, რო­მელ­შიც დე­ტა­ლუ­რა­დაა აღ­წე­რი­ლი კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბე­ბის ნი­მუ­შე­ბი თე­მე­ბის მი­ხედ­ვით და მა­თი გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის ეტა­პე­ბი;

გან­მ­საზღ­ვ­რე­ლი და გან­მა­ვი­თა­რე­ბე­ლი შე­ფა­სე­ბის ნი­მუ­შე­ბი შე­სა­ბა­მი­სი შე­ფა­სე­ბის რუბ­რი­კე­ბით;

და­მა­ტე­ბი­თი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო რე­სურ­სე­ბი.

ვფიქ­რობთ, წიგ­ნ­ში მო­ცე­მუ­ლი მა­სა­ლა მას­წავ­ლე­ბელს და­ეხ­მა­რე­ბა წლის გან­მავ­ლო­ბა­ში გან­სა­ხორ­ცი­ე­ლე­ბე­ლი მიზ­ნე­ბის რე­ა­ლი­ზე­ბა­ში. წარმოდგენილ ნი­მუ­შებ­ში დე­ტა­ლუ­რა­დაა აღ­წე­რი­ლი კვლე­ვა-ძი­ე­ბა­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი სწავ­ლე­ბის მა­გა­ლი­თე­ბი, რაც მათ თი­თო­ე­უ­ლი თე­მის გაკ­ვე­თი­ლე­ბის შე­სა­ბა­მი­სი აქ­ტი­ვო­ბე­ბის უკეთ და­გეგ­მ­ვას გა­უ­ად­ვი­ლებს.

მოს­წავ­ლის წიგ­ნ­ში წარ­მოდ­გე­ნი­ლი მა­სა­ლა ჰარ­მო­ნი­უ­ლად ეწყო­ბა ერ­თ­მა­ნეთს და და­წე­რი­ლია მოს­წავ­ლი­სა და მას­წავ­ლებ­ლის­თ­ვის გა­სა­გე­ბი ენით. მოს­წავ­ლის წიგ­ნის შექ­მ­ნი­სათ­ვის გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლია კონ­ცეპ­ტუ­ა­ლუ­რი მიდ­გო­მა, რო­მე­ლიც გუ­ლის­ხ­მობს სწავ­ლა-სწავ­ლე­ბის პრო­ცე­სის წარ­მარ­თ­ვას ყო­ფა-ცხოვ­რე­ბა­სა და გა­რე­მოს­თან მჭიდ­რო კავ­შირ­ში. სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო ისეა აგე­ბუ­ლი, რომ მოს­წავ­ლე­ებს მაქ­სი­მა­ლუ­რად მი­ე­ცეთ და­მო­უ­კი­დებ­ლად მუ­შა­ო­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა.

მოს­წავ­ლის სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ში მო­ცე­მუ­ლი ყო­ვე­ლი მომ­დევ­ნო პა­რაგ­რა­ფი და­ფუძ­ნე­ბუ­ლია უკ­ვე არ­სე­ბულ ცოდ­ნა­ზე, გა­მომ­დი­ნა­რე­ობს წი­ნა პა­რაგ­რა­ფი­დან. თი­თო­ე­ულ პა­რაგ­რაფს ახ­ლავს კითხ­ვე­ბი და და­ვა­ლე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც აგე­ბუ­ლია კონ­ს­ტ­რუქ­ტი­ვიზ­მის პრინ­ცი­პე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით. თე­მის ბო­ლოს მო­ცე­მუ­ლია გან­ვ­ლი­ლი მა­სა­ლის შე­ჯა­მე­ბა, რაც სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს მოს­წავ­ლეს, ერ­თი­ან ჭრილ­ში გა­ი­აზ­როს გან­ვ­ლი­ლი თე­მა. თე­მის ბო­ლოს წარ­მოდ­გე­ნი­ლია მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი შე­მა­ჯა­მე­ბე­ლი სა­ვარ­ჯი­შო­ე­ბი, რომ­ლე­ბიც გათ­ვ­ლი­ლია ცოდ­ნის სა­მი­ვე კა­ტე­გო­რი­ა­ზე — დეკ­ლა­რა­ტი­ულ­ზე, პრო­ცე­დუ­რულ­სა და პი­რო­ბი­სე­ულ­ზე. სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ში ასე­ვე წარ­მოდ­გე­ნი­ლია რუბ­რი­კა „ეს სა­ინ­ტე­რე­სოა“, რო­მე­ლიც მოს­წავ­ლე­ებს აქ­ტუ­ა­ლურ თე­მებ­ზე აწ­ვ­დის ინ­ფორ­მა­ცი­ას, თე­მის მკვიდრ წარ­მოდ­გე­ნებ­თან კავ­შირ­ში. მოს­წავ­ლის წიგ­ნ­ში მო­ცე­მუ­ლი პი­რო­ბი­თი აღ­ნიშ­ვ­ნე­ბი და მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი და­ვა­ლე­ბე­ბი ხელს შე­უწყობს სწავ­ლის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი უნარ-ჩვე­ვე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას, რო­გო­რიც არის და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი მუ­შა­ო­ბის უნა­რი.

ფიზიკა

ავ­ტორ­თა ჯგუ­ფი წარ­მო­გიდ­გენთ ფი­ზი­კის X კლა­სის (I ნა­წი­ლის) ახალგრი­ფი­რე­ბულ სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლოს, რომელიც სა­ქარ­თ­ვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბით მოხ­ვ­და სა­ხელ­მ­წი­ფო შეს­ყიდ­ვებ­ში. ეს ნიშ­ნავს, რომ 2022-2023 სას­წავ­ლო წელს რო­გორც კერ­ძო, ასე­ვე სა­ჯა­რო სკო­ლებს შე­საძ­ლებ­ლო­ბა ექ­ნე­ბათ, X კლა­სის I სე­მეს­ტ­რ­ში ფი­ზი­კა ამ სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­თი ას­წავ­ლონ.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლოს ოთხი­ვე თა­ნა­ავ­ტო­რი, მრა­ვა­ლი წე­ლია, თბი­ლი­სის სხვა­დას­ხ­ვა სკო­ლა­ში ვე­წე­ვით პე­და­გო­გი­ურ მოღ­ვა­წე­ო­ბას, რა­მაც დაგ­ვა­ნა­ხა ფი­ზი­კის სწავ­ლა-სწავ­ლე­ბის მრა­ვა­ლი პრობ­ლე­მა. სწო­რედ ამან გა­ა­ჩი­ნა იდეა, შეგ­ვექ­მ­ნა ფი­ზი­კის სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­თა სე­რია. გა­სულ სამ წე­ლი­წად­ში უკ­ვე შევ­ქ­მე­ნით ფი­ზი­კის სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო VII, VIII და IX კლა­სელ­თათ­ვის, ეს სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო კი რი­გით მე­ოთხეა.

მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ფი­ზი­კა სა­ინ­ტე­რე­სო, მაგ­რამ მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის ერთ-ერ­თი „უხერ­ხუ­ლი“ სა­გა­ნია. ჩვენ მიზ­ნად და­ვი­სა­ხეთ, ეს იარ­ლი­ყი ფი­ზი­კი­სათ­ვის ნა­წი­ლობ­რივ მა­ინც მოგ­ვეხ­ს­ნა. ამი­ტომ მოსწავლის წიგ­ნ­ში მა­სა­ლა ისეა წარ­მოდ­გე­ნი­ლი, რომ იგი მოს­წავ­ლე­თა რაც შე­იძ­ლე­ბა ფარ­თო წრი­სათ­ვის გა­სა­გე­ბი და სა­ინ­ტე­რე­სო იყოს.

ყო­ვე­ლი პა­რაგ­რა­ფი იმ­გ­ვა­რა­დაა აგე­ბუ­ლი, რომ მი­სი და­საწყი­სი ინ­ფორ­მა­ცი­უ­ლია, ტექსტს თხრო­ბი­თი ხა­სი­ა­თი აქვს, კითხ­ვე­ბი კი, ძი­რი­თა­დად, პა­რაგ­რა­ფის მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­შია გა­და­ტა­ნი­ლი. მა­სა­ლის ასე­თი მი­წო­დე­ბა მოს­წავ­ლეს უად­ვი­ლებს თე­მის და­მო­უ­კი­დებ­ლად და­მუ­შა­ვე­ბას, რაც გან­სა­კუთ­რე­ბით აქ­ტუ­ა­ლუ­რია მა­შინ, რო­ცა მოს­წავ­ლე გაკ­ვე­თილს ვერ ეს­წ­რე­ბა.

სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო შედ­გე­ბა სა­მი თა­ვის­გან: I თა­ვი – ელექ­ტ­რუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბი (6 პა­რაგ­რა­ფი); II თა­ვი – ელექ­ტ­რუ­ლი ვე­ლი (5 პა­რაგ­რა­ფი) და III თა­ვი – ელექ­ტ­რუ­ლი ვე­ლის ენერ­გია (9 პა­რაგ­რა­ფი). ყო­ვე­ლი პა­რაგ­რა­ფის ბო­ლოს ცალ­კეა გა­მო­ყო­ფი­ლი პა­რაგ­რა­ფი­დან გა­მომ­დი­ნა­რე დას­კ­ვ­ნე­ბი (მკვიდ­რი წარ­მოდ­გე­ნე­ბი) და სა­კონ­ტ­რო­ლო კითხ­ვე­ბი, რომ­ლე­ბიც მი­უ­თი­თე­ბენ მოს­წავ­ლეს, თუ რა­ზე გა­ა­მახ­ვი­ლოს ყუ­რადღე­ბა ამ პა­რაგ­რაფ­ში ასე­ვე გან­ხი­ლუ­ლია მრა­ვა­ლი ცდა, რაც ხელს უწყობს მოს­წავ­ლეს სა­კითხის უკეთ გა­აზ­რე­ბა­ში. პა­რაგ­რა­ფე­ბის ბო­ლოს გარ­ჩე­უ­ლია სა­შუ­ა­ლო სიძ­ლი­ე­რის ამო­ცა­ნა („ერ­თად ამოვ­ხ­ს­ნათ ამო­ცა­ნა“), ხო­ლო შემ­დეგ, და­ვა­ლე­ბის სა­ხით, მო­ცე­მუ­ლია კი­დევ 10 ამო­ცა­ნა, წიგ­ნის ბო­ლოს კი 40 შე­მა­ჯა­მე­ბე­ლი ამო­ცა­ნაა. სულ სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ში 227 ამო­ცა­ნაა, ამი­ტომ მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის, და­მა­ტე­ბით, ამო­ცა­ნა­თა კრე­ბუ­ლის სა­ჭი­რო­ე­ბა არ არის, რაც მათ­თ­ვის მო­ხერ­ხე­ბუ­ლი­ცაა. სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო გათ­ვ­ლი­ლია და­სა­ხუ­ლი მიზ­ნის მიღ­წე­ვა­ზე შე­და­რე­ბით მოკ­ლე გზით, მი­სი ენა ასა­კის შე­სა­ბა­მი­სი და გა­სა­გე­ბია.

სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლოს თან ერ­თ­ვის მას­წავ­ლებ­ლის წიგ­ნი, რო­მე­ლიც კარ­გი გზამ­კ­ვ­ლე­ვია მას­წავ­ლე­ბელ­თათ­ვის. მას­ში ყუ­რადღე­ბა გა­მახ­ვი­ლე­ბუ­ლია გაკ­ვე­თი­ლის და­გეგ­მ­ვა­ზე, სა­კითხე­ბის მკვიდრ წარ­მოდ­გე­ნებ­ზე, გა­ცე­მუ­ლია პა­სუ­ხი სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ში დას­მულ ყვე­ლა კითხ­ვა­ზე, დაწ­ვ­რი­ლე­ბი­თაა ამოხ­ს­ნი­ლი ყვე­ლა ამო­ცა­ნა, მო­ცე­მუ­ლია სა­მი კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბა, რო­მე­ლიც მო­ი­ცავს სა­შუ­ა­ლო სა­ფე­ხუ­რის ყვე­ლა სა­მიზ­ნე ცნე­ბას და ზუსტ თან­ხ­ვედ­რა­შია გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს „ახა­ლი სკო­ლის მო­დე­ლის“ მოთხოვ­ნებ­თან. აღ­ნიშ­ნუ­ლი კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბე­ბით შე­საძ­ლე­ბე­ლია შევ­ქ­მ­ნათ ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი სას­კო­ლო-სას­წავ­ლო გეგ­მა — კუ­რუ­კუ­ლუ­მი.

არ­ჩე­ვა­ნის გა­კე­თე­ბამ­დე, წიგ­ნის უკეთ გაც­ნო­ბის მიზ­ნით, გან­ზ­რა­ხუ­ლი გვაქვს, უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო შე­მოკ­ლე­ბით, ის ელექ­ტ­რო­ნუ­ლი სა­ხით მო­გა­წო­დოთ. არ­ჩე­ვა­ნი კი თქვენ­ზეა!

მე­რაბ ტუ­ღუ­ში
შპს „მე­ექ­ვ­სე სა­ავ­ტო­რო სკო­ლის“ ფი­ზი­კის მას­წავ­ლე­ბე­ლი;
თე­ი­მუ­რაზ შენ­გე­ლია
არა­სა­ხელ­მ­წი­ფო სა­ე­რო ზო­გად­სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სა­შუ­ა­ლო სკო­ლის „მერ­მი­სი“ ფი­ზი­კის მას­წავ­ლე­ბე­ლი;
თე­მურ შენ­გე­ლია
ქარ­თულ-ამე­რი­კუ­ლი სკო­ლის ფი­ზი­კის მას­წავ­ლე­ბე­ლი;
ოთარ ღონ­ღა­ძე
ვ. კო­მა­რო­ვის სა­ხე­ლო­ბის თბი­ლი­სის ფი­ზი­კა-მა­თე­მა­ტი­კის 199-ე სა­ჯა­რო სკო­ლის ფი­ზი­კის მას­წავ­ლე­ბე­ლი.

♦ დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვწერეთ ჩვენს ფეისბუკგვერდზე ან დაუკავშირდით გამომცემლობა „საქართველოს მაცნეს“

 

პრო­ექ­ტუ­ლი სწავ­ლე­ბა მუ­სი­კა­ში

სე­რია მო­ი­ცავს ელექ­ტ­რო­ნულ რე­სურ­სებს – აუდიო და ვი­დე­ო­ფა­ი­ლებს და მას­წავ­ლებ­ლის წიგნს, რო­მე­ლიც შედ­გე­ბა 6 პრო­ექ­ტის­გან:

პრო­ექ­ტი 1. თე­მა – ეროვ­ნუ­ლი იდენ­ტო­ბი­სა და ევ­რო­პუ­ლი მუ­სი­კა­ლუ­რი აზ­როვ­ნე­ბის სა­კითხე­ბი ზა­ქა­რია ფა­ლი­აშ­ვი­ლის შე­მოქ­მე­დე­ბა­ში.

პრო­ექ­ტი 2. თე­მა – 80-90-იანი წლე­ბის ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი მუ­სი­კა – ან­დერ­გ­რა­უნ­დი – ქარ­თუ­ლი და და­სავ­ლუ­რი პა­რა­ლე­ლე­ბით.

პრო­ექ­ტი 3. თე­მა – მუ­სი­კა­თე­რა­პია და პი­როვ­ნე­ბის სო­ცი­ა­ლი­ზა­ცია.

პრო­ექ­ტი 4. თე­მა – აღ­მო­სავ­ლეთ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში გავ­რ­ცე­ლე­ბუ­ლი ხალ­ხუ­რი ჩვე­უ­ლე­ბა „ფი­ხო­ნი“.

პრო­ექ­ტი 5. თე­მა – ბავ­შ­ვ­თა კურ­ნე­ბის რი­ტუ­ა­ლე­ბი სა­ქარ­თ­ვე­ლოს სხვა­დას­ხ­ვა კუთხე­ში.

პრო­ექ­ტი 6. თე­მა – შრო­მის რი­ტუ­ა­ლი სა­ქარ­თ­ვე­ლოს სხვა­დას­ხ­ვა კუთხე­ში.

მკითხველთა კლუბი

მე ვარ…

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები